მიზანი VS. ჩვევები. ცხოვრებისადმი სისტემური მიდგომის უპირატესობები.

საკითხავი დრო 6 წუთი

“First forget inspiration.
Habit is more dependable.
Habit will sustain you whether you're inspired or not.
Habit is persistence in practice.”

— Octavia Butler

***

არაფერი შეცვლის შენი მომავალი ცხოვრების ტრაექტორიას ისე როგორც ეს შეუძლია თვისებებს, ჩვევებს, სწორ ჩვევებს.

ყველა ჩვენთაგანს გაგვაჩნია მიზნები. მიზნები სხვადასხვანაირია: დიდი მიზნები, პატარა მიზნები, გრძელვადიანი, მოკლევადიანი. მიზნები, რომლებსაც გვინდა მივაღწიოთ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.

ზოგი კაპიტალის დაგროვებით არის დაკავებული, ზოგს უნდა ზაფხულამდე 15 კილოგრამის დაკლება, ვიღაცას მომავალ 6 თვეში სურს წიგნის გამოცემა. როდესაც ჩვენ ვიწყებთ არამატერიალური და ბუნდოვანი მიზნების დევნას ( წარმატება, სიმდიდრე, ჯანმრთელობა, ბედნიერება) პირველი რაც უმთავრესია არის ის, რომ მიზნები უნდა დავსახოთ რეალისტური. მიღწევადი. ეს არის პირველი ნაბიჯი.

ჩვევები არის პროცესი. რომლებიც ოპერირებს ჩვენი ქმედებების უკან, მიზნების მისაღწევად, კარგი თვისებები გვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში, ცუდი თვისებები კი საპირისპიროდ ქმედებენ ჩვენზე. ყოველშემთხვევაში თვისებები (ცუდი, კარგი) მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენს ქცევებზე.

განსხვავება ჩვევებსა და მიზანს შორის არ არის უმნიშვნელო. ყოველი მათგანი მოითხოვს განსხვავებული ფორმით აქტივობას. მაგალითად:

  • ჩვენ გვინდა რომ ვისწავლოთ უცხო ენა, შეგვიძლია მიზანიც დავისახოთ, რომ მომავალ 8 თვეში ვიცოდეთ სალაპარაკო უცხო ენა (მიზანი) ან შეგვიძლია ყოველდღე ამ საქმიანობას დაუთმოთ 30 წუთი (ჩვევა)
  • ჩვენ გვინდა რომ ოჯახთან გავატაროთ მეტი დრო, ჩვენ შეიძლება დავგეგმოთ კვირაში 7 საათის გატარება ოჯახურ იდილიაში (მიზანი) ან ჩვენ შეგვიძზლია ოჯახთან ერთად ვისადილოთ ყოველ დილით ((ჩვევა) ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა)
  • ჩვენ გვინდა წავიკითხოთ მეტი წიგნი, შეგვიძლია მიზნადაც დავისახოთ. 12 თვეში 50 წიგნის წაკითხვა. ან შეგვიძლია ყოველდღე წავიკითხოთ 10 გვერდი (ჩვევა)

რა ნაკლოვანენები აქვს მიზნის მიღწევას ჩვევების გარეშე.

გამონაკლისის გარეშე, როცა ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა გვინდა, მიზნის განსაზღვრას და დასახვას ვერ ავცდებით, ცვლილება მიზნის მიღწევის შედეგია. შესაბამისად ცვლილების მოხდენამდე დგება მიზანი და ამ მიზნის შესრულების სურვილი, ანუ მიზნის დასახვა პირველი ლოგიკური ნაბიჯია შემდგომი ქმედებისთვის. მაგრამ ამ მიდგომას მოყვება შედგომი პრობლემები, რამოდენიმე მათგან გამოვყოფ:

მიზანს გააჩნია ქვემიზნები, ანუ ეტაპები, და მიზანს ასევე გააჩნია ბოლო წერტილი. ამიტომაც უმრავლესობა ჩვენგანი უბრუნდება თავის პირვანდელ ყოფიერებას, მას შემდეგ როცა მიღწეული იქნება მთვარი მიზნის ქვემიზანი ან თვით მიზანიც. სპორცმენები გარბიან მარათონს, გამარჯვების შემდეგ ისინი წყვეტენ მზადებას, ვარჯიშს. მიზეზი ის არის რომ მიზანი მიღწეულია, გამარჯვება მოპოვებული, საკმაოდ კარგი გასამრჯელოც აღბულია. ამის შემდეგ მოკლე პერიოდში უმრავლესობა დიდი ვალების ქვეშ ვარდება.

ადამიანები აგვარებენ წონის პრობლემას, აღწევენ მიზანს და იკლებენ გარკვეული რაოდენობით წონას, ამის შემდეგ ეშვებიან, პროცესი რომელმაც მიზნამდე მიიყვანა. აღარ მიაჩნიად საჭიროდ და მოკლე ხანში იმაზე მეტი წონას იმატებენ ვიდრე მანამდე.

მიზნების მიღწევა დამოკიდებულია ძლიერ სურვილზე და თვით დისციპლინაზე.

ამის შესახებ კარგად აქვს აღწერილი Carles Duhigg-ს "The power of habit" (გირჩევთ წაკითხვას) 

Willpower isn’t just a skill. It’s a muscle, like the muscles in your arms or legs, and it gets tired as it works harder, so there’s less power left over for other things.

მიზანი მოთავსებული გონებაში და ქმედება რომელიც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო, მოითხოვს მუდმივ ძალისხემვას. 

იმ დროს როდესაც ჩვენი ცხოვრების სხვა ასპექტები ასუსტებს ჩვენს ძალისხმევას ამ დროს ადვილია, დავივიწყოთ ჩვენი მთავარი მიზნები. მაგალითდ:

1. ფულის დაზოგვის სურვილი შეიძლება იყოს მიზანი ყოველი ვაჭორბის დროს, რომელიც მოითხოვს თვითდისციპლინას ყოველჯერზე როცა ვახორციელებთ გარიგებას (მიზანი)

2. იმავდროულად თვისება, ყოველკვირას 50 ლარიანი დანაზოგი აკეთო, ამისთვის მცირედი ძალისხმევა არის საჭირო (თვისება)
შესაბამისად, თვისებები და არა მიზნები, რთულ საკეთებელს მარტივს ხდის.

რა უპირატესობა აქვს ჩვევებს.

“Habit is the intersection of knowledge (what to do), skill (how to do), and desire (want to do).”
— Stephen Covey

***

როგორც კი ჩვევა ჩამოყალიბდება, ის შემდეგ ავტომატურად მოქმედებს. ზედმეტი ძალდატანების გარეშე. ხშირად ვიცით რა არის გასაკეთბელი, ისიც ვიცით როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ხშირად ეს მაინც არ კეთდება, რატომ? იმიტომ რომ ამის კეთება ჩვევაში არ გვაქვს. ჩვევა რომ ჩამოყალიბდეს ამას გარკვეული დრო ჭირდება. ჩვევების ჩამოყალიბება კი უკვე სისტემური მიდგომაა ცხოვრების მიმართ. და სწორედ ეს მიდგომა არის მომგებიანი. ამით განსხვავდება წარმატებული ადამიანი წარუმატებელი ადამიანისგან.

ხშირად ვსვამთ კითხვას, გაგიგიათ ალბათ: როგორ მიაღწია ამა თუ იმ ადამიანმა წარმატებას?. და პასუხიც მოგვისმენია, (საკმაოდ ბანალური მაგრამ მე ბევრჯერ გამიგია, ალბათ თქვენც.) ის სწორ დროს, სწორ ადგილზე აღმოჩნდა. მაგრამ აქვე ისმის მეორე კითხვა, მარტო ის აღმოჩნდა იმ დორს იმ ადგილზე? მარტო იყო? არა. სხვებიც იყვნენ ვინც ეს შესაძლებლობა დაინახეს. მაშინ რატომ მიაღწია ამან და სხვამ ვერა? რა არის მიზეზი? დიახ, მიზეზი სწორი ჩვევებია. ცხოვრებისადმი სისტემური მიდგომა.

"Habits are powerful, but delicate. They can emerge outside our consciousness or can be deliberately designed. They often occur without our permission but can be reshaped by fiddling with their parts. They shape our lives far more than we realize—they are so strong, in fact, that they cause our brains to cling to them at the exclusion of all else, including common sense.”

როგორც კი ჩვევა ჩამოყალიბდება ჩვენი გონება პრაქტიკულად ცვლის ჩვენს ქცევას, და ხდის უფრო მარტივს მიზნის მისაღწევად, ესე ვთქვათ ჩვევებზე დამოკიდებული ჩვენი გონება, ჩვენი ქმედებების ოპტიმიზაციას აკეთებს. და ჩვენც შესაბამისად ვქმედებთ. ცნობილია რომ ქცევა რომ ჩვევაში გადავიდეს, ამისთვის საჭიროა დაახლოებით 30-45 დღე ყოველდღიური და მონოტონური ძალდატანება საკუთრი თავის. ამის შემდეგ, ადრე თუ ნაბიჯის გადადგმა იყო რთული ეხლა პირიქით ხდება, ნაბიჯის არგადადგმა არის რთული.

ნებისმიერი ინდივიდუალის ცხოვრება აგებულია ჩვევებზე, უმრავლესობა მათგანი რთულად გამოსააშკარავებელია, ჩვევები ქმნის ადამიანს. ჩვევები განაპირობებს ჩვენს პიროვნებას, იმას თუ ვინ ვართ ჩვენ.

"All our life, so far as it has definite form, is but a mass of habits — practical, emotional, and intellectual — systematically organized for our weal or woe, and bearing us irresistibly toward our destiny, whatever the latter may be."

როგორც კი თვისება მყარად ჩჯდება გონებაში, ის მთლი ცხოვრების მანძლზე იმოქმედებს.

ძალიან მნიშვნელოვანი ნათქვამია:

"Sow a thought, reap an action; sow an action, reap a habit; sow a habit, reap a character; sow a character, reap a destiny."

მხოლოდ ერთმა კარგმა თვისებამ მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, ეს თვისებები იწვევს ისეთ ქცევებს რომლებიც ცვლიან ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ასპექტებს.

რატომ არის სისტემური მიგდომა უფრო შედეგიანი. 

“First we make our habits, then our habits make us.”
— Charles C. Nobel

***

პირველად მთვარია ჩვენი გონების კონცენტრირება იმისთვის რომ შევიძნოთ პოზიტიური თვისებები. Warren Buffett-ი ყოვეკდღე კითხულობს კომპანიების შესახებ ინფორმაციებს, ეს მისი საქმიანობის უმთვრესი ნაწილია.
ათლეტი Eliud Kipchoge-ი ყოველი ვარჯიშის შემდეგ ადგენს შენიშვნებს სად, რა ასპექტში შეუძლია მისი თვალთახედვით უკეთსი შედეგი აჩვენოს. მწერალი და საზოგადო მოღვაწე, Stephen King-ი ყოველდღე წერს 1000 სიტყვას, წელიწადში 365 დღე. ეს თვისებები არ არის ქაოტური და შემთხვევითი.

თვისებები განმეორებული უამრავჯერ მიგიყვანთ წარმოუდგენელ შედეგებამდე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ჩვენი დროის ინვესტირება იმიაში რომ შევიძნოთ პოზიტიური თვისებები. ვინაიდან ჯერ ჩვენ ვქმნით ჩვენს თვისებებს და შემდეგ ჩვენი თვისებები გვქმნიან ჩვენ.

კომენტარები

ბოლო სიახლე