ბაყაყის მოხარშვის სინდრომი.

მოგესალმებით, მე გახლავართ პატარა, სლიპინა, უსახური და შეუხედავი, მწვანე ბაყაყი. არა ის, რომელიც თქვენ გინახავთ პატარა გუბურაში, არც ის რომელზეც თქმულა: არ მოკლა თორემ წვიმა წამოვაო, მე ვარ ბაყაყი რომელიც მოხარშეს. და ეს არის ჩემი ისტორია.

ისტორია დაიწყო საკლასო ოთახში. უფრო სწორად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. წარმოიდგინეთ რა უპირატესობა აქვს ჩემნაირ ბაყაყს, განათლების მიღების მხრივ, როცა ის ცხოვრობს უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე. ერთი პატარა ჰოპ-ლა და შემიძლია ნებისმიერი პროფესორის ლექციას დავესწრო დაუსწრებლად. ერთ მთავარი პირობაა მხოლოდ, რომ ვიყო ჩუმათ, ჩემი ვოკალით არ ვადასტურებდე დასწრებას. სხვა მხრივ, არავინ მისვამს კითხვას და ასევე სასწავლებლის გადასახადისგანაც თვისუფალი ვარ.

მოკლედ, მე ვარ ყველაზე განათლებული ბაყაყი, რომლის შესახებაც კი ოდესმე გსმენიათ.

ისტორია დაიწყო ესე.

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც კამპუსის ეზოში, მოზომილ გუბურაში ტალახში ვღლაბუცობდი, დავინახე ორი სტუდენტი გარბოდა კამპუსისკენ მიმავალ ბილიკზე. ვინაიდან გუბურა ბილიკთან ახლოს იყო, ადვილად გავიგონე მათი საუბარიც.

- ჩვენ უნდა ვიჩქაროთ მეოგბარო, მე არ მინდა ამ ლექციაზე დაგვიანება.

- რატომ ჩქარობ, მოიცა ეს ხომ მორიგი ლექციაა, რა მოხდა თუ ცოტას დავაგვიანებთ.

- ლექტორი აპირებს დღეს მოყვეს ისტორია ბაყაყის მოხარშვის შესახებ და მე არ მინდა ამ ლექციაზე დავიგვიანო.

და ორივენი სირბილით გაეშურნენ კამპუსისკენ.

ბაყაყის მოხარშვა? ისინი ლექციაზე ბაყაყს ხარშვენ? ეს მომესმა თუ ნამდვილად ესე თქვეს, როგორ შეიძლება ვინმეს აზრად მოუვიდეს ბაყაყის მოხარშვა? ჩემი სიბრაზე წამიდან წამამდე გეომეტრიულად პროგრესირებდა. გონებაში არ მეტეოდა იდეა ბაყაყის მოხარშვასთან დაკავშრებით. გავხედე კამპუსის შენობას რომელიც დაახლოებით 1500 ნახტომის მოშორებით იდგა. აუდიტორიის სართულზე ასასვლელად ერთი 250 ნახტომსაც თუ გავითვალისწინებთ, ჩემი გაანგარიშებით დაახლოებით 15-20 წუთის სახტომ მანძლზეა ჯამში, ის ადგილი სადაც ბაყაყის მოხარშვას აპირებენ და რამაც მოსვენება დამაკარგვინა. და სწრაფად გავეშურე აუდიტორიისკენ. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, უკვე ვიჯექი ჩემს ადგილზე საიდანაც მშვენივრად ჩანდა მთელი აუდიტორია. ლექცია უკვე დაწყებულიყო, და პროფესორი საუბრობდა.

.......... მაშ ასე, წარმოიდგინეთ  მე ყოველ დღე ვღებულობ 100 კალორიით მეტს, ვიდრე მოვიხმარ. როგორ ფიქრობთ? ესეთი ერთი დღის შემდეგ, მე ვიქნები მსუქანი? ეს თვალშისაცემი იქნება თქვენთვის? რათქმაუნდა არა. არც მომდევნო რამოდენიმე დღის შემდეგ შემატყობთ წონის მატებას. მაგრამ, თუ თქვენ მნახავთ მე 1 წლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ რომ, თქვენ მოსუქებული მოგეჩვენებით. თუ სამი წლის შემდეგ მიხილავთ ცალსახად აღნიშნავთ რომ მე ვარ ჭარბწონიანი, მსუქანი. მაგრამ ყოველდღიური შეხვედრის შემთხვევაში, სამი წლის თავზე თქვენთვის ისეთი განმაცვიფრებელი არ იქნება ის ფაქტი რომ მე ამ სამი წლის მანძლზე ძლიან მოვიმატე წონაში. მცირე ცვლილებებს აქვს ტენდენცია რომ ისინი შეუმჩნეველი რჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია რომელსაც უწოდებენ: ბაყაყის მოხარშვის სინდრომს.

იდეა მდგომარეობს შემდეგში: თუ თქვენ მოათავსებთ ბაყაყს მდუღარე წყალში ის იმავდროულად ამოხტება და მას ვერასდროს ვერ ნახავთ, მაგრამ თუ თქვენ მოათავსებთ ბაყაყს ჭურჭელში, სადაც ასხია წყალი, რომელიც არის ოთახის ტემპერატურაზე შემთბარი და ნელ-ნელა დავიწყებთ წყლის ადუღებას, ბაყაყისთვის შეუმჩნევი ხდება გამუდმებულად, მაგრამ მცირედით მზარდი, ტემპერატურის ცვლილება. ის ისე მოიხარშება და მოკვდება რომ, პროტესტსაც არ გამოთქვამს. ეს ამ ვიდეოში კარგად ჩანს.

თვალებგადმოკაკლული უცქერდი აუდიტორის კედელზე პროფესორის მიერ პროექტორით გაშუქებულ ვიდოს. გულს ბაგაბუგი გაუდიოდა, ადგილს ვერ ვპოულობდი 1:36 წუთამდე. 1:36 წუთის შემდეგ შვებით ამოვისუნთქე, სინამდვილეში ბაყაყი არ მოუხარშავთ? გაკვირვებული ვუცქერდი მეც და აუდიტორიის სტუდენტებიც პროფესორს, რომლის სახეზეც ფართო ღიმილი იყო აღბეჭდილი. და ამბობდა:
მინდა დაგარწმუნოთ რომ ამ ვიდეოში გამოყენებული მასალა არ შეესაბამება სიმართლეს, ეს იყო მეტაფორა. ამ სიტყვების გაგონებაზე ისე გამიხარდა, რომ მოკლე, ყრუ, ყიყ-იც აღმომხდა.

მაგრამ, ადამიანებს ახასიათებთ მოხარშული ბაყაყის სინდრომის ეკვივალენტური დამოკიდებულება სხვადასხვა ასპექტში, და ეს ყურადსაღებია. პროფესორი განაგრძობდა თხრობას.

Charlie Munger-მა რომელიც არის კომპანია, Berkshire Hathaway Inc. (BRKA) თანადამფუძნებელი და დიდი ხნის ახლო მეგობარი და პარტნიორი ლეგენდარული ინვესტორის Warren Buffett-ის, საჯარო გამოსვლებში ხშირად აღნიშნავს: უამრავი ბიზნესი მიდის ბანკროტზე, კვდება. მხოლოდ ამ სინდრომის გამო. კომპანიების მენეჯმენტის მიერ უგულვებელყოფა და არ აღიარება, გამუდმებულად მცირედით ცვალებადი ბიზნეს გარემოსი, ან ოპერირების პროცესების გამუდმებულად მცირედით ცვლილების გამო.

ამ მხრივ ერთი რეალური მაგალითი მინდა გაგიზიაროთ.

შეხედეთ ამ ექსპონატს, რომელზეც გამოსახულია წარმატებული, მოგების მაგენერირებელი კომპანიის ფინსსური მაჩვენებლები.

მარტივად, რამოდენიმე სიტყვით რომ ავხსნათ ეს მაჩვენებლები, თვალშისაცემია ის ფაქტი რომ კომპანია არის ვალდებულებისგან თავისუფალი. მეტიც ამ კომანიას ცოცხალი ფულის სახით საბანკო ანგარიშებზე გააჩნია $20,583.99 მილიონი. (ჩანაწერი Cash & Bank Balances)

ეხლა დააკვირდით ამ კომპანიის income statement-ს

ეს კომპანია მოგებას აგენერირებს წლიდან წლამდე, ფოტოზე კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებია წარმოდგენილი იმ მომენტისთვის როცა კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია $13,500 მილიონია. (აქციების რაოდენობა X მათ ნომინალურ ღირებულებაზე = ბაზრის კაპიტალიზაციას )

ეხლა დააკვირდით შემდეგ ექსპონატს, რომელზეც გამოსახულია წარუმატებული, კომპანიის ფინსსური მაჩვენებლები.

განსხვავებით წინა კომპანიის მაჩვენებლებისგან ეს კომპანია გამოირჩევა მაღალი leverage-ით. (leverage= არის შედეგი რომელსაც მიმართავენ კომპანიები, ისინი იღებენ ვალდებულებებს იმისთვის რომ დააფინანსონ მიმდინარე ბიზნესოპერირება ეს ნიშნავს რომ, კომპანიას აქვ მეტი ვალი ვიდრე ქონება.)

ამ კომპანიას საბანკო ანგარიშებზე გააჩნია ძალიან მცირე კაპიტალი და საკმაოდ დიდი ვალდებულებები. ეხლა დააკვირდით ამ კომპანიის income statement-ს.

განსხვავებით წინა კომპანიისგან რომელიც იყო საკმაოდ მომგებიანი ეს კომპანია დიდ ფინანსურ პრობლემებშია. მისი ბაზრის მოცულობა შეადგენს $2,300 მილიონს. საკმაოდ დიდი ვალდებულებებით არის დატვირთული. აღნიშნული კომპანია წინა კომპანიასთან შედარებით პატარა წილის ზომისაა.

ერთი ძალაინ მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ. ეს ორი კომპანია ერთი და იგივე კომპანიაა დროის სხვადასხვა მომენტში. 6 წლიანი შუალედით. რა მოუვიდა კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს 6 წლის განმავლობაში? როგორ იქცა მომგებიანი, მყარი ფინანსური მაჩვენებლების კომპანია, წამგებიან დიდი ვალდებულებების ქვეშ მყოფ კომპანიად? 

სწორედ ეს ფენომენია ხშირ შემთხვევაში მიზეზი იმისა რომ, კომპანიები ბანკროტდებიან. ამ სახის მაგალითები უამრავია ფინანსურ სამყაროში, და არა მხოლოდ ფინანსურ სამყაროში. მცირე ცვლილებების არ დანახვა დროის, ხანგრძლივი პერიოდის მანძლზე როდესაც კონტრასტი გაბიდნულია, იწვევს საბედისწერო შედეგს. ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის შედეგად ხედავთ რა ვითარებაში აღმოჩნდა კომპანია. მოყვანილი მონაცემები არის 2006-2012 სრული ფინანსური წლის მაჩვენებლებს შრის სხვაობა. თქვენთვის შემოთავაზებული მაგალითიდან ხედავთ პრობლემას მაღალი კონტრასტით, რომელიც თვალში საცემია იმ შემთხვევაში თუ ამ სიტუაციას, ამ სურათს პირველად ხედავთ. მაგრამ ინვესტორები რომლეიბიც ამ მაჩვენებლებს უყურებდნენ ყოველ დღე, კვირების თვეების და ჯამში 6 წლის მანძილზე, მათთვის ეს, დასაწყისში მცირე, მაგრამ მზარდი ცვლილებები შეუმჩნეველი იყო. ამ შემთხვევაში ჭირს დაინახო ტრენდი, რომელმაც დაიწყო ნეგატიური სვლა და გაგრძელდა სავალალო შედეგის დადგომამდე. და სწორედ ამ სინდრომს ეძახიან ბაყაყის მოხარშვის სინდრომს. უფრო ცხადად რომ წარმოვიდგინოთ ნეგატიური ტრენდი, რომელიც ყოველთვის რაღაც ნეგატიურით იწყება, ამისთვის ერთ პატარა იაპონურ ანდაზას მოვიშველიებ:

იმის გამო რომ მჭედელს ცხენზე ნალის დასაჭედად ლურსმანი დააკლდა, შორ მანძილზე მოძრაობის დროს ცხენს ნალი ასძვრა, ნალამძვრალმა ცხენმა დიდხანს სირბილი ვერ შეძლო, დაკოჭლდა და მოკვდა, ამის გამო შიკრიკმა-მხედარმა, მთავარსარდალთან დროზე ვერ მიიტანა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამბავი, შედეგად კი იმპერატორმა ომი წააგო.

ჩემს ჰაბიტუსზე უცნაური დაძბულობა ვიგრძენი, მიმიკის კუნთები უცნაურად დამეძაბა. შინაგანი განწყობით თუ ვიმსჯელებთ ეს უნდა ყოფილიყო ჩემს სახეზე გაკვირვებულობის გამოხატულება. ამ სახის გამომეტყველება არასდროს მიმიღა, არასდროს. გინახავთ გაკვირვებული, სახტად დარჩენილი ბაყაყი?

პროფესორი თხრობას განაგრძობდა. მან კითხვა დაუსვა აუდიტორიაში სტუდენტებს, ყოველივე ზემოთქმულიდან რა მნიშვნელოვან გაკვეთილს ეზიარეთ? ერთმა სტუდენტმა აწია ხელი.

პროფესორო ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ ინვესტორები თავიანთ მფლობელობაში არსებული კომპანიების შესახებ ფინანსურ ინფორმაციებს იშვიათად გაანალიზებენ და არა ყოველთვიურ ჭრილში. იმისთვის რომ მცირედი ცვლილებები მათთვის თვალში საცემი გახდეს. მართალი ვარ?

შესანიშნავი პასუხია, თქვა პროფესორმა, მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანო. შემთხვევა რომელიც შეემთხვა კომპანია Kodak-ს.

რამოდენიმე თვით ადრე ვიდრე კომპანია Kodak- ბანკროტს გამოაცხადებდა. Financial Time-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც კარგად იყო აღწერილი კომპანია, რომელიც დაარსდა 1888 წელს და რომელიც, იყო ფოტო/კინო ინდუსტრიაში ბაზრის დომინანტი მოთამაშე. ფინანსურად მომგებიანი კომპანია. რომელიც ათწლეულების მანძილზე ითვლებოდა ამ ბიზნესმიმართულებაში უკონკურენტო, უალტერნატივო კომპანიად. ამ დიდი სტატიის მოკლე გამოხატულება შემდეგნაირად ფორმულირდება: ფოტო კინო სამყარო ხდება ციფრული, კოდაკი ამ მხრივ, დროის განგრძობით პერიოდში არ იცვლება. და კომპანიის დასასრული.

რატომ ვერ/არ შეძლო კომპანიამ, დროის განგრძობით პერიოდში ცვლილების განხორციელება? რატომ ვერ გადაეწყო ახალ, სახეცვლილ მოთხვონაზე? რომელიც გაჩნდა და დროსი განმავლობაში ნელ-ნელა პროგრესირებდა? და რომელმაც კომპანია მიიყვანა სავალალო შედეგამდე? ამ პრობლების მიზეზი, სწორედ არის ბაყაყის მოხარშვის სინდრომი.

თუ როგორ მოხდა ეს, მოდით ჩავატაროთ ექსპერიმენტი. განაგრძობდა პროფესორი თხრობას.

წარმოიდგინეთ 1998 წელი, ეს ის დროა როდესაც პირველი ციფრული კამერა გამოჩნდა. და ნელნელა დაიწყო პოპულარობის მოხვეჭა. წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ კომპანია Kodak-ის CEO. კომპანიის რომელიც, დომინანტია ფოტო და კინო ინდუსტრიაში. თქვენ ხართ პიროვნება რომელზეც უამრავს საუბრობენ სხვადასხვა მედიასაშვალებებით. ხშირად ხართ ფინანსური ტელესტუდიის სტუმარი. ხშირად თქვენი ფოტო დატანილია ცნობილი ფინანსურ ან ბიზნეს ჟურნალის გარეკანზე. და არ არის გასაკვირი რომ, ამ სოციალური სტატუსის შესაბამისად თქვენი ეგო გრანდიოზულია. თქვენი ბიზნესი კიდევ განიცდის ზრდას, თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქცია უალტერნატივოა, ფოტო და ვიდოე სამყროში თქვენს პტოდუქტზე მოთხოვნის ბუმია. ვერავინ წარმოიდგენს კომპანიის წარუმატებლობას. და ცხოვრება მშვენიერია.

ერთ მშვენიერ დღეს თქვენი კომპანიის ინჟინერთანამშრომელი მოდის ოფისში და მოაქვს მოწყობილობა, რომელიც ძალიან გავს სათამაშოს. დებს ამ სათამაშოსმაგვარ მოწყობილობას მაგიდაზე და აკეთებს განცხადებას „ეს მოწყობილობა ჩვენს ბიზნესს მოკლავს“ ეს არის ციფრული კამერა, ნელ-ნელა მსოფლიო გადავა ფირიანი კამერებიდან ციფრულ კამერების მოხმარებაზე. და ჩვენ გავჩერდებით. ( სიტუაცია რაღაცით გავს იმ ლურსმანს რომელიც, მჭედელს დააკლდა ცხენზე ნალის დასაჭედებლად )

ვინაიდან ეს არის წარმოსახვითი ექსპერიმენტი, განაგრძო პროფესორმა, იგნორირება გაუკეთეთ იმ ფაქტს, ვითარებას, რაც დაემართა კომპანია Kodak-ს და საერთოდ ფირის კამერების და ფირიანი ფოტომოწყობილობების მწარმოებელ ბიზნესსექტორს. ვინაიდან დღეისთვის ვითარება უკვე ცნობილია.

წარმოიდგინეთ თქვენი თავი კომპანია Kodak-ის ხელმზღვანელის ადგილზე ზუსტად იმ მომენტში როდესაც, ინჟინერტექნიკოსმა მოიტანა სათამაშოს მაგვარი მოწყობილობა, ციფრული ფოტოაპარატის სახით, და მომეცით 4 მნიშვნელოვანი მიზეზი. რომელიც იმ მომენტისთვის იქნებოდა არგუმენტი იმისა რომ, ინჟინერტექნიკოსის მოლოდინები ჩაგვეთვალა გადამეტებულად და მისი შიში უგულვებელგვეყო.

სტუდენტებმა დაასახელეს მიზეზები:

მიზეზი 1. ციფრული მოწყობილობის ფასი ძალიან მაღალა ვიდრე ფირის ფოტოაპარატის. შესაბამისად არავინ იყიდიდა მას.

მიზეზი 2. ციფრული ფოტოაპარატი ძალიან დაბალი ხარისხის ფოტოს გადაღების საშვალებას იძლევა,  მისი კამერის რეზოლუცია მხოლოდ 1,5 მეგაპიქსელია.

მიზეზი 3. ადამიანები ფოტოებს არასდროს შეინახავენ და თვალიერებას დაიწყებენ კომპიუტერების ეკრანიდან. მათ სჭირდებად დაბეჭდილი ფოტოსურათები თავიანთი ალბომებისთვის.

მიზეზი 4. ადამიანები არასდროს შეინახავენ ფოტოებს მყარ დისკებზე და თავიანთი ცხოვრების ბედნიერ წუთებს, აღბეჭდილს ფოტოზე, დააყენებენ წაშლის და გაქრობის რისკის ქვეშ.

შესანიშნავი არგუმენტებია მოიწონა პროფესორმა, მოდით ეხლა დავაკვირდეთ რა მოუვიდა თითოეულ არგუმენტს?

1. ციფრული ფოტოკამერის ფასმა დაიკლო.

2. ფოტოხარისხი საგრძნობლად გამოსწორდა, დღეს უკვე 18 მეგაპიქსელიანი კამერებით ხდება ფოტოების გადაღება. რომლებიც ინტეგრირებულია მობილურ ტელეფონებზე.

3. გამოჩნდა ახალი პლატფორმები როგორიცაა: Facebook. Instagram. და სხვა. სადაც ხდება ფოტოების გაზირება. კომენტარების კეთება, დათაგვა. და სახვა უამრავი ფუნქცია, რომელსაც ვერაფრით ვერ წარმოიდგენდით 1998 წელს.

4. რაც შეეხება უსაფრთხოებას, არსებობს უამრავი საშვალება ვირტუალური დარეზერვების სივრცეები, სადაც ნებისმიერი მოცულობის ინფორმაციის შენახვა არის შესაძლებელი.

როგორც ხედავთ დროთა განმავლობაში ციფრული ფოტოკამერების საწინააღმდეგოდ ყველა არგუმენტი უსარგებლოა. ციფრულმა ფოტო და ვიდეო კამერების შემოსვლამ წერტილი დაუსვა ფირის აპარატებს და მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიებს. მაგრამ აქ უნდა ავღნიშნოთ ერთი გარემოება: ეს ყველაფერი ერთი ღამის განმავლობაში არ მომხდარა. ამ ცვლილებებს დასჭირდა წლები. ამ ცვლილებებმაც აბსოლიტურად შეცვალა ამ მიმართულებით საზოგადოების დამოკიდებულებაც კი.

ეს ყველაფერი Kodak-ის ხელმძღვანელობის თვალწინ ხდებოდა წლების განმავლობაში, ნელ-ნელა მაგრამ მუდმივად. ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ძალიან ახლოს იყვნენ ამ ხმაურთან, რაც სურათის დანახვას ბუნდოვანს ხდიდა, რამაც ცვლილების დრო და შესაძლებლობა გამოაპარა. და მიიყვანა სავალალო შედეგებამდე. ეს ისევ ბაყაყსი მოხარშვის სინდრომია.

ბაყაყის მოხარშვის სინდრომი ძალიან მნიშვნელოვანი მეტაფორაა. რიმელიც უამრავ სიტუაციაში გვხვდება. განაგრძობდა თხრობას პროფესორი. მაგალითად ავიღოთ ინდოეთის მთავრობის უპასუხსმგებლო ქცევა. ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის დროს, მთავრობამ გადაწყვიტა დიზელის ფასი არ გაეზარდა და ფასის სუბსიდირება მოეხდინა. როდესაც ნავთობის ფასმა ზრდა განაგრძო და საგრძნობლად გაიზარდა. ინდოეთის ხელისუფლება აღმოჩნდა ძალიან რთულ ვითარებაში, ვინაიდან სუბსიდირების მოცულობა საკმაოდ დიდი იყო, რაც ქვეყნის ბიუჯეტს ძალიან მძმედ აწვებოდა. იმ დროისთვის კი სუბსიდირებაზე უეცრად უარის თქმა და ფასის დიდი ბიჯით გაზრდა მოსახლეობისთვის პანიკის მომასწვებელი იყო.

ეხლა წარმოიდგინეთ: ხელისუფლებას რომ საწვავის ფასის მატების გამო, სუბსიდირების გარეშე, დიზელის ფასი გაეზარდა იმ პროპორციით, რა პროპორციითაც საწვავის საბაზრო ფასი იზრდებოდა. ვთქვათ თვეში 0,50 ერთეულით ლიტრზე. ეს შეუმჩნეველი გახდებიდა მოსახლეობისთვის. 4 თვეში ფასი გაიზრდებოდა 2 ერთეულით. წელიწადში ეს ზრდა იქნებოდა 6 ერთეულის ტოლფასი.
შევადაროთ ორი სიტუაცია: საწვავის ფასის ზრდა წელიწადში 6 ერთეულით. და საწვავის ფასის ზრდა, ერთ ღამეში 6 ერთეულით. ესეც ბაყაყის მოხარშვის სინდრომია.

აღმოჩნდა რომ, ჩვენ, ბაყაყებს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გვიკავია ადამიანების ცხოვრებაში. ამ მხრივ ჩვენ სამაგალითონი ვართ, ამ აზრმა დამიარა თავში ყოველივე მოსმენილის გაანალიზების შემდეგ და მოკლე, ყრუ კმაყოფილების მადასტურებელი ყიყი აღმომხდა.

თითქოს კმაყოფილებისგან გონებადამთბარს ფიქრებმა წამიღო, მაგრამ პროფესორი განაგრძობდა. და მეც გამოვფხიზლდი.

ბაყაყის მოხარშვის შესახებ მეტაფორა არა მხოლოდ ნეგატიური კონტექსტში გამოიყენება. ამ მხრივ ერთი ციტატა მახსენდება რომელიც ეკუთვნის Lao Tzu-ს

1000 მილის გავლა იწყება პირველი ნაბიჯით.

როდესაც შენ საკუთარ თავს ყოველდღე უსახავ პატარა მიზანს და ამ მიზანს აღწევ ყოველდღე, მონოტონურად. ეს მიდგომა გრანდიოზულ შედეგებამდე მიგიყვანს. ეს აყალიბებს თვისებას, ეს არის სისტემური მიდგომის უპირატესობა. არ არის საჭირო სწრაფი და დიდი ცვლილება დროის მოკლე პერიოდში. კონცენტრირება უნდა მოახდინოთ მცირე ზომის ცვლილებებზე.

შირად ადამიანები განიცდიან აღფრთოვანებას და ინსპირაციით შებყრობილები გონიათ და თავს აჯერებენ რომ, მათთვის მიუღწეველს შეძლებენ, შესაბამისად იწყებენ ქმედებას და როდესაც ინსპირაცია გაივლის ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილ ქმედებებსაც ქრება. მიზეზი არის ჩვევის არ ქონა. მცირე ნაბიჯებით სიარული ჩვევას აყალიბებს. რომელსაც შეუძლია წარმოუდგენელ შედეგებამდე მიგიყვანოთ. ესეც ბაყაყის მოხარშვის სინდრომია.

“First forget inspiration.
Habit is more dependable.

Habit will sustain you whether you're inspired or not.
Habit is persistence in practice.”

— Octavia Butler

 

“First we make our habits, then our habits make us.”
— Charles C. Nobel

 

ლექცია დასასრულს მიუახლოვდა, ამაღლებული განწყობით გაჯერებულს. მიყვარდა ყველა პეპელა და ბუზი.

ვიჯექი გოფრირებულ თუჯის გამათბობელზე, ფანჯრის დარაბის ქვეშ. და მინდოდა ეს ამბავი, მთელ მსოფლიოში ყველა გუბურაში გაყიყინებულიყო.

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
01 იან. 2023
სინთეტიკური მუტუალიზმი და კონკურენციის უპირატესობა.

სათაურში იშვიათი სიტყვებით ჟონგლიორობა ნუ დაგაბნევთ. ნათელის მოსაფენად, ეხლავე ავანთებ ოთახში შუქს. მუტუალიზმი...

0 კომენტარი