როგორ მოუგო ანდრე აგასიმ ბორის ბეკერის. ფარული და ღირებული ინფორმაციის მნიშვნელობა.

მოგესალმებით.

ამ ბლოგის დაწერისკენ მიბიძგა ერთმა ვიდეომ, რომელიც რამოდენიმეჯერ ვნახე და ხშირად მახსენდება, ვინაიდან ამ ვიდეომ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს მიერ ინფორმაციის ძიების და ანალიზის პროცესის ცვლილებაზე.

ჯერ მოკლედ განვმარტოთ, რა არის ინფორმაცია?

ინფორმაციის პირველადი მნიშვნელობა არის რაიმე ცნობა, შეტყობინება (informatio ლათინურად ნიშნავს „განმარტებას, გადმოცემას“), რომელიც ადამიანის მიერ გადაიცემა სიტყვიერი, წერილობითი ან სხვა საშუალებით (პირობითი სიგნალები, ტექნიკური საშუალებები და სხვა).

XX საუკუნის მე-2 ნახევრიდან ის სამეცნიერო ტერმინი გახდა, რომელიც გულისხმობს ცნობების გაცვლას ადამიანებს შორის, ადამიანსა და ავტომატს შორის, ავტომატებს შორის, ასევე სიგნალების გაცვლას მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში, თვისებების გადაცემას უჯრედიდან უჯრედისათვის, ორგანიზმიდან ორგანიზმისათვის.

თითოეული ჩვენგანის ირგვლივ, უმარავი სახის ინფორმაცია არსებობს. და ჩვენი რეაგირება, ქმედება, გადაწყვეტილების მიღება, 100%-ით დამოკიდებულია ინფორმაციაზე რომელისაც, ვღებულობთ ან ვიძიებთ.

მაგალითად: ის თუ რა სახის ტანსაცმელი ჩავიცვათ დღეს სახლიდან გამოსვლამდე, დამოკიდებულია იმაზე თუ რა ამინდია გარეთ (ინფორმაცია ამინდის შესახებ)

ნებსიერ ადამიანისთვის ინფორმაციის მნიშვნელობა დამოკიდებულია მის კომპეტენციაზე და ინტერესის არეალზე.

მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ფინანსური სახის ინფორმაციები, ამა თუ იმ კომპანიის შესახებ. მაგრამ იმ ადამიანისთვის რომელიც ჩემს გვერდზე ზის, შესაძლოა ამ სახის ინფორმაცია სრულიად უინტერესო იყოს, ვინაიდან ჩვენ სხვადასხვა ინტერესის სფეროს წარმომადგენლები ვართ.

ჩვენ, ადამიანებმა მოვიგონეთ კომპიუტერები და ვასწავლეთ ამ მანქანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია. უფრო ზუსტად ჩვენვე მოვიგონეთ მათთვის კომუნიკაციის ენა და ვასწავლეთ ამ ენაზე ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა.

ჩვენ, თანამედროვე სამყაროში, დღეს ვქმნით ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ნიშნავს რომ მანქანები თვითონ მიიღებენ ინფორმაციებს და ამ ინფორმაციების საფუძველზე მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. და ეს ყველაფერი დამოკიდებულია ინფორმაციაზე. დაუჯერებელია.

ჩვენ ადამიანები ასევე ვცდილობთ და ვსწავლობთ სხვადასხვა ბიოლოგურ უჯრედებს შორის კომუნიკაციის უნარებს. იმას თუ როგორ გადასცემენ ინფორმაციას ერთმანეთს, სხვადასხვა ცოცხალი უჯრედები? აქ ერთ ტერმინი უნდა გამოვიყენო. ჩვენ ვსწავლობთ ინფორმაციის კითხვას.

ასევე არსებობს ინფორმაცია რომელიც აშკარაა, მომხმარებლის თვალსაწიერში მდებარეობს, თითქოს ცხვირ წინ გაქვს, მაგრამ პრობლემა ის არის რომ, ვერ ხედავ, ან მისი კითხვა არ იცი.

ამ სიტუაციას კარგად ასახავს შემდეგი მაგალითი

როგორ მოუგო ანდრე აგასიმ ბორის ბეკერის პირველად, დიდი სლემის ტურნირის ფინალი.

სასაცილო ისტორიაა და მინდა გაგიზიაროთ,

წარმოიგინეთ: ახალგაზრდა ანდრე აგასი, უკვე მსოფლიოს მე-2 ჩოგნად განთესილი (21 წლის) პერსპექტიული, ამბიციური სპორტსმენი. და ბორის ბეკერი, იმ დროისთვის მსოფლიოს პირველი ჩოგანი (36 წლის) უამრავი ტურნირის გამარჯვებული, დიდი ავტორიტეტის მქონე (უზარმაზარი ეგოთი) სპორტსმენი.

ერთმანეთს ხვდებიან უიმბლდონის ტურნირის ფინალში და ბორის ბეკერი ანადგურებს ანდრე აგასის.

რამოდენიმე ხანში ისევ ხვდებიან დიდი სლემის ტურნირზე, ისევ ფინალში და ბორის ბეკერი ისევ ანადგურებს ანდრე აგასის.

ბორის ბეკერი დიდების ზენიტშია, და ის მალე დაასრულებს კარიეარას. დამეთნხმებით არც ერთ მე-2 ჩოგნად განთესილ ტენისისტს არ სურს გახდეს პირველი ჩაგანი იმ გარემოიბის გამო რომ, პირველმა ჩოგანმა კარიერას თავი დაანება.

ფსიქოლოგირუი წნეხის და ამ დიდი დილემის წინაშე მდგომი, გამწარებული ანდრე აგასი  სახლში ზის და ბორის ბეკერის ყველა თამაშის ვიდეოჩანაწერს უყურებს რომ ისწავლოს მოწინააღმდეგე და გაიმარჯვოს მასზე.

ცოტახანში ისევ ხვდებიან უიმბლდონის ტურნირის ფინალში და ბორის ბეკერი ისევ ანადგურებს ანდრე აგასის.

გალახული, შელახული, დიდი ფსიქოლოგიური ტვირთის ქვეშ მყოფი, მაგრამ შეუპოვარი ანდრე აგასი ისევ მოდის სახლში და თავიდან უყურებს ბორის ბეკერის ვიდოემატჩებს, შენელებული კადრებით. ისევ ეძებს მის თამაშში სუსტ წერტილს.

და უცებ დაინახა რომ, გათამაშების დროს, ბორის ბეკერი დარტყმამდე, ენის წვერს ყოფს ტუჩის იმ კუთხეში რა მიმართლებითაც შემდეგ ურტყამს.

გადაახვია ყველა მატჩი და ბორის ბეკერი ყოველთვის ურტყამს იმ მხარეს, ტუჩის რომელ კუთხეშიც ენის წვერ ყოფს.

მომდევნი დიდი სლემის ტურნირზე ისევ ხვდებიან ფინალში ბორის ბეკერი და ანდრე აგასი და ანდრე აგასი ანადგურებს ბორის ბეკერის. :)

სამი ფინალის წაგების შემდეგ, ანდრე აგასიმ 9-ჯერ მოუგო ბორის ბეკერის, რის შემდეგაც ბეკერიმ სპორტს თავი დაანება.

ანდრე აგასიმ ისწავლა იმ იმფორმაციის კითხვა რომელიც ბორის ბეკერის ნებისმიერი მოწინააღმდეგის ცხვირ წინ იყო და რომელიც ფასდაუდებელი ინფორმაცია იყო ბეკერის მოწინააღმდეგებისთვის და ფატალური ბეკერისთვის.

ნებისმიერ სიტუაციაში, სფეროში, არსებობს ინფორმაცია რომელიც არ ჩანს, ვერავინ ხედავს. ამგვარი ინფორმაციის დანახვა და შემდეგ ამ ინფრომაციის კითვის სწავლა, უდიდესი პრივილეგიაა ნებისმიერ ვითარებაში.

აქვე გთვაზობთ ამ ისტორიას როგორ ყვება თავად ანდრე აგასი.

P.S. თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
01 იან. 2023
სინთეტიკური მუტუალიზმი და კონკურენციის უპირატესობა.

სათაურში იშვიათი სიტყვებით ჟონგლიორობა ნუ დაგაბნევთ. ნათელის მოსაფენად, ეხლავე ავანთებ ოთახში შუქს. მუტუალიზმი...

0 კომენტარი