ინფორმაციის ასიმეტრიულობა.. 20 მექალთანე და ბრძენი.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი სოფელი, სოფელი არ მოითვლიდა მრავალრიცხოვან მოსახლეობას, და როგორც ყველა სოფელში აქაც იყვნენ დაოჯახებული წყვილები.
სოფელი გამოირჩეოდა ყველა სხვა სოფლებისგან და იყო უნიკალური ვინაიდან ამ სოფელში მოქმედებდა ორი განსხვავებული და მნიშვნელოვანი წესი.
- პირველი წესი იყო რომ, თუ დაოჯახებილ მამაკაცს ექნებოდა ურთიერთობა სხვა მამაკაცის ცოლთან, ამ ფაქტის შესახებ იცოდა ყველა დაოჯახებულმა ქალმა გარდა მექალთანე მამაკაცის ცოლისა. კანონი ავალდებულებდა ქალს რომ ფაქტი გაესაჯაროებინა ყველა დაოჯახებულ ქალთან, გარდა მექალთანე მამაკაცის ცოლისა. ეს იყო პირველი კანონი.
- მეორე წესი იყო რომ, თუ ცოლი დაამტკიცებდა მისი ქმრის მექალთანეობას მას უფლება ქონდა იმავე დღეს, ღამის 12 საათამდე (შუა ღამემდე) მოეკლა მისი მეუღლე. არჩევანის საშუალების გარეშე. ეს იყო კანონი.
მე და თქვენ, ვინც ეხლა ამ ისტორიას კითხულობთ დაუშვათ ვიცით რომ, სოფელში 20 მამაკაცი იყო მექალთანე, ანუ 20 მამაკაცს ქონდა სხვა ქალთან ურთერთობა.
ეს მოცემულობა და სოფლის ცხოვრების წეს ჩვეულება გვაძლევს შემდეგ მოცემულობას: ამ 20 ოჯახიდან, ნებისმიერმა 19 ქალმა იცოდა, 19 ღალატის ფაქტის შესახებ, მაგრამ არ იცოდა ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც იყო მისი მეუღლე და ყველას ქალს ეგონა რომ სოფელში იყო 19 მექალთანე მამაკაცი.
ვინაიდან არც ერთმა ქალმა არ იცოდა რომ, მე-20 იყო მისი მეუღლე, სოფელი ცხოვრობდა მშვიდად და ყველა თავის საქმიანობით იყო დაკავებული.
ერთ მშვენიერ დღეს, ხანში შესული ბრძენი მოხუცი, თეთრი გრძელი წვერით ეწვია ამ სოფელს და გარკვეული ხანი იცხოვრა სოფელში. ამ პერიოდში ამ მოხუცის სიბრძნე, მისი ჯადოსნური ძალა, პატიოსნება ყველამ აღარა და მისი სიტყვა სახარებისეულ ჭეშმარიტებად მიიღო.
ერთ დილით ხნიერმა ბრძენმა სოფლის მოსახლეობა შეკრიბა სოფლის ცენტრში და აცნობა მათ რომ, -სოფელში მინიმუმ ერთი კაცი იყო მექალთანე.-
რა ხდება ამის შემდეგ?
მოდით ერთად ვიმსჯელოთ და განვმარტოთ შემდეგი:
- რა ხდება, მოხუცი ბრძენკაცის ამ განცხადების შემდეგ.
- რა კავშირი აქვს მოცემულ მაგალითს საფონდო ბაზრების უცაბედ ვარდნასთან. (Stock market crashes)?
პასუხი პირველ კითვაზე (რა ხდება მოხუცი ბრძენის განცხადების შემდეგ). მას შემდეგ რაც მოხუცმა ბრძენმა განცხადება გააკეთა, ამ განცხადებას მოყვებოდა 19 მშვიდობიანი დღე და მე-20 დღის ღამის 12 საათის შემდეგ, სოფელში ატყდებოდა დიდი სისხლის ღვრა. 20 ცოლი მოკლავდა 20 ქმარს.
მტკიცებულება:
გასააზრებლად გამოვიყენოთ პრობლემის უკუღმა ფიქრის და დედუქციის მეთოდები. ამ ისტორიის მიზანი სწორედ პრობლემის უკუღმა ფიქრის უპირატესობას გვაჩვენებს.
მოდით ანალიზი დავიწყოთ მაგალითით და დაუშვათ რომ, სოფელში მხოლოდ ერთი მექალთანე მამაკაცია, სახელად A.
ყოველმა დაოჯახებულმა ქალმა სოფელში, გარდა A-ს მეუღლისა იცის რომ, A არის მექალთანე. მხოლოდ A-ს მეუღლის გადმოსახედიდან, სოფელში არცერთი მექალთანე მამაკაცი არ არის.
ხოლო როდესაც ბრძნემა მოხუცმა სოფელს აუწყა რომ, -სოფელში მინიმუმ ერთი კაცი იყო მექალთანე.- ეს ინფომრმაცია მხოლოდ A-ს მეუღლისთვის იყო ახალი, ხოლო დანარჩენი დაოჯახებული ქალებისთვის არანაირ სიახლეს არ წარმოადგენდა.
და ვინაიდან A-ს მეუღლე ჭკვიანია, მიხვდა რომ, თუ ვინმე (მისი მეუღლის გარდა) იყო მექალთანე ამის შესახებ მას აუცილებლად ეცოდინებოდა. და აქედან გამომდინარე ადვილად მიხვდა რომ მექალთანე მისი მეუღლე იყო და იმავე დღის 12 საათამდე ის მის მეუღლეს მოკლავდა.
ეხლა დაუშვათ რომ სოფელში არის 2 მექალთანე მამაკაცი, ერთი არის A და მეორე არის B.
იმ მომენტში როდესაც ბებერი ბრძენი ასაჯაროებს ინფორმაციას რომ, -სოფელში, მინიმუმ ერთი მამაკაცი იყო მექალთანე.- სოფლის დაოჯახებული ქალების რაოდენიმა გაიყო კატეგორიებად:
(აქ უნდა გავითვალისწინოთ რომ, მექალთანე კაცების რაოდენომა (2) ჩვენი მაგალითია. სოფლის მოსახლეობამ არ იცის რაოდენობა.)
- ყველა ქალმა იცის სრული სიმართლე გარდა A-ს მეუღლისა და გარდა B-ს მეუღლისა
- A-ს მეუღლემ იცის ერთი მექალთანე მამაკაცის შესახებ და ეს არის B. მაგრამ არ იცის რომ მეორე მისი მეუღლეა
- ასევე, B-ს მეუღლემ იცის ერთი მექალთანე მამაკაცის შესახებ და ეს არის A. მაგრამ არ იცის რომ მეორე მისი მეუღლეა.
პირველ დღეს როდესაც შუაღამე მოახლოვდება A-ს მეუღლე ელოდება რომ B-ს მეუღლე, B-ს მოკლავს.
B-ს მეუღლე ელოდება საპირისპიროს, მაგრამ არც ერთი აკეთებს იმას, რასაც მოელის მეორე პირველისგან. დღე გავიდა და დაიწყო მე-2 დღე და ახლოვდება შუაღამე, და ამ დროს ხდება სწრაფი გათვითცნობიერება A-ს მეუღლის მიერ და ასევე B-ს მეუღლის მიერ იმისა რომ, ორივეს ქმარი არის მექალთანე გამომდინარე ბრძენის განცხადებიდან -სოფელში, მინიმუმ ერთი მამაკაცი იყო მექალთანე.-
სხვა კუთხით რომ შევხედოთ, A-ს მეუღლის უმოქმედობა პირველ დღეს, B-ს მეუღლისთვის იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია და პირიქით.
შესაბამისად დედუქციის მეთოდის მიხედვით A-ს მეუღლე და B-ს მეუღლე, მოკლავდნენ ქმრებს მე-2 დღის ბოლოსთვის.
მოდით ეხლა განვიხილოთ სამი მექალთანე მამაკაცის ვარიანტი. A, B, C. იგივე ლოგიკით მე-3 დღეს A, B, C-ს ცოლები მოკლავდნენ ქმრებს.
ლოგიკიდან გამომდინარე თუ სოფელში ცხოვრობდა 20 ცოლ-ქმარი და მოხუვი ბრძენის განცხაედება -სოფელში, მინიმუმ ერთი მამაკაცი იყო მექალთანე.- გამოიწვევდა 19 დღიან მშვიდ დღეს და მე-20 დღეს, ოცივე ცოლი მოკლავდა ქმარს.
მეორე კითხვაზე პასუხი. რა კავშირი აქვს ამ მაგალითს საფონდო ბირჟების კრახზე?
მაგალითად, თუ ჩავანაცვლებთ.
- ხნიერი ბრძენის განცხადებას, >> შეერთებული შტატების სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელის, პესიმისტური განცხადებით ეკონომიკური სიტუაციის შესახებ
- სოფლის, მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ანერვიულებას >> ინვესტორების ანერვიულებით.
- სოფლის მდედრობითი სქესის წარმომადგენლების თავდაპირველ თვითკმაყოფილებას რომ, მათ ქმარი არ არის მექალთანე >> ინვესტორების კმაყოფილებით რომ, მათი ინვესტირებული კაპიტალი უსაფრთხო კომპანიის აქიცებში არის დაბანდებული.
- 20 ქმრის მკვლელობას როცა ყველაფერი ცხადი გახდა >> ინვესტორების მიერ მასიური პოზიციების დახურვა როცა კომპანიების შესახებ ინფორმაცია საწინაღმდეგო აღოჩნდა.
- ხნიერი ბრძენის ინფორმაციის გაჟღერებიდან დრო რაც დაჭირდა მეუღლეებს რომ გაეთვითცნობიერებინათ მათ მეუღლეების მექალთანეობა. >> სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ დრო რაც დაჭრდათ ინვესტორებს რომ გაეთვითცნობიერებინათ მათი კომპანიების სავალალო შედეგები.
თუ ამ ყველაფერს დაუკვირდებით, მსგავსება იდენტურია.
ინფორმაციის ასიმეტრიულობა
ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ამ მაგალითში არის, ინფორმაციის ასიმეტრიულობა. მე და თქვენ ვიცოდით რომ, სოფელში იყო 20 მექალთანე მამაკაცი, მაგრამ არ ვიცოდით იდენტიფიცირებულად. ჩვენ გვქონდა სრული ინფორმაცია რაოდენობის შესახებ.
მეორეს მხრივ, ყველა ქალმა იცოდა იდენტიფიცირებულად 19 მექალთანე მამაკაცის შესახებ. თავის მეუღლის გარდა.
მაგრამ, ბებერ ბრძენს არ უთქვამს რომ, სოფელში 20 მექალთანე მამაკაციაო, მან თქვა რომ. -სოფელში მინიმუმ ერთი მექალთანე იყო.- ასე რომ მისი განცხადება არცერთი ქალისთვის არაფერი ახლის მიმცემი არ იყო, იმიტომ რომ ნებისმიერმა მათგანმა იცოდა რომ, მექალთანე მამაკაცების რაოდენობა იყო 19. და არა მინიმუმ ერთი
მაგარმ მიუხედავად ამისა, ხნიერი კაცის განცხადებამ მე-20 დღეს სისხლის ღვრა გამოიწვია.
ეს მაგალითი მარტივია: ინფორმაცია არ იწვევს საფონდო ბირჟების კრახს, არამედ ინვესტორების და დიდი მოთამაშეების მიერ, სწრაფი გათვითცნობიერება იმისა რომ, არასწორი გათვლით, ან შეცდომით, ან არასრული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მოხდა ინვესტირება კომპანიის აქიცებში, მაშინ როცა აქციის ფასი გაცილებით ძვირი იყო მის ღირებულებასთან.
ამ ინფორმაციის ინვესტორების მიერ მასიურად გათვითცნობიერების შემთხვევაში, იწყებენ ქმედებას. აი მაშინ ხდება საფონდო ბირჟის მკვეთრი ვარდნა Stock market crash.
დღეისათვის სულ ეს იყო.
თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.
მადლობა რომ გვკითხულობთ.
ბოლო სიახლე
სათაურში იშვიათი სიტყვებით ჟონგლიორობა ნუ დაგაბნევთ. ნათელის მოსაფენად, ეხლავე ავანთებ ოთახში შუქს. მუტუალიზმი...
0 კომენტარიამ მიკერძოებულობას ასევე უწოდებენ არაფრის კეთების სინდრომს. ჩვენ გვირჩევნია შევინარჩუნოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. რატომ?
0 კომენტარი
კომენტარები