შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი ვოტსონის ისტორია. ქურდობის უპირატესობა.

რთული სამუშაო კვირის ბოლოს. იმისთვის, რომ თავი განერიდებინათ ნისლიანი ალბიონისთვის, შერლოკ ჰოლმსმა და ექიმმა ვატსონმა გადაწყვიტეს წასულიყვნენ კემპინგზე.

დამღლელი დღის შემდეგ, გვიან ღამით, კარავში პირაღმა მწოლიარე ჰოლმსს გამოეღვიძა და მუჯლუგუნის გარტყმით სცადა გვერდით, საძლე ტომარაში გახვეული ვატსონის გაღვიძება.

ვატსონ, ვატსონ. მიმართ ჰოლმსმა ხრინწიანი ხმით. ახლად გაღვიძებულმა ვატსონმა ბუზღუნი დაიწყო: აქაც არ მასვენებთ ჰოლმს? რა მოხდა დაზარალებული მოგვადგა და ჩახლართული საქმის გამოძიებას გვთხოვს?

ჰოლმსი - არა ვატსონ, უბრალოდ გამომეღვიძა და დავიწყე ვასკვლავებით მოჭედილი ცის დაკვირვება. ვატსონ შეხედე ცას და მითხარი რას ხედავ?

ვატსონი - მცირე პაუზის შემდეგ ვატსონმა ხმა ამოიღო: მე ვხედავ მილიონობით ვარსკვლავს.

ჰოლმსი - და დედუქციის მეთოდით, ყოველივე ამის შემხედვარე რა აზრს გამოიტანდა ბრძენი და გამჭრიახი ვოტსონი? მსუბუქი ირონიით იკითხა ჰოლმსმა.

ვატსონი - თუ იქ არის მილიონობით ვარსკვლავი და შესაძლოა რომ რამოდენიმე ათასი პლანეტაც იყოს, არ არის გამორიცხული რომ ამ პლანეტებიდან, ერთი მაინც იყოს დედამიწის მსგავსი და თუ დედამიწის მსგავსი პლანეტა არსებობს მაშინ ამგვარ პლანეტაზე სიცოცხლეც იარსებებს.

ჰოლმსი - ვატსონ შე იდიოტო ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ კარავი მოგვპარა.

რა შეიძლება ჰოლმსის და ვატსონის ამ მცირე დიალოგით ვისწავლოთ? ნებისმიერ სიტუაციას, მოვლენას, გააჩნია უამრავი გარემოებები. მნიშვნელოვანია დრო რომელიც საჭიროა ყურადღების ფოკუსირებისთვის მოვლენის ან სიტუაციის მნიშვნელოვან გარემოებებზე. დოქტორი ვატსონი ყურადღების ფოკკუსირებას ახდენს ვარსკვლავებზე და პლანეტებზე მაშინ როდესაც ყურადღების მიღმა უშვებს ამ სიტუაციაში მეტად მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც კარვის მოპარვას უკავშირდება.

ადამიანის მუშა მეხსიერებას აქვს შეზღუდული ტევადობა და მას შეუძლია ინფორმაციის მხოლოდ ოთხი ფრაგმენტის ერთდროულად შენახვა. დროის დახარჯვა იმის გასარკვევად, თუ რა არის აქტუალური, ჩვენს გონებას საშუალება ეძლევა უფრო ეფექტურად დაამუშაოს დიდი საძიებო სივრცეები. ჩვენ შეგვიძლია ეს მიდგომა პირდაპირ გამოვიყენოთ ინვესტიციების დროს ანალიტიკური სამუშაობის ჩასატარებლად. იმისთვის, რომ ესა თუ ის ბიზნსი გავიგოთ და ჩავწვდეთ მის ბიზნესმოდელს, იმას თუ როგორ აგენერირებს ეს ბიზნესი შემოსავალს და უფრო მნიშვნელოვანს რა გარემოებები იმოქმედებდა ამ ბიზნეს მოდელის წარუმატებლობაზე (რა შემთხვევაში განიცდის ბიზნესი კრახს) ამისთვის ჩვენ უნდა დავხარჯოთ დრო და ძალისხმევა მასალების წაკითხვაზე, წლიური ანგარიშების კითხვაზე პრეზენტაციებზე, საკონფერენციო ზარების ჩანაწერებზე. ამ მოცულობის ინფორმაცია აუცილებლად მიგვიყვანს ანალიტიკურ დამბლამდე.

როგორ აცივილოთ თავი ანალიტიკური დამბლისგან?

დენიელ კოილი (Daniel Coyle)-ის რჩევით უნდა მოვიპაროთ იდეა ბოდიშების მოხდის გარეშე. მხოლოდ ამ მოპარვაში არ უგულისხმება მოპარვა ამ არასაკადრისი ქმედების ფიზიკური გაგებით. დენიელ კოილი თავის წიგნში The Little Book of Talent განმარტავს მის შეხედულებას:

ადამიანის ევოლუციის ისტორიის განმავლობაში მოპარვის აქტს აქვს უდიდესი ისტორია. ქურდობას დიდი ტრადიცია აქვს ხელოვნებაში, სპორტსა და დიზაინში, რომელიც გვევლინება სიტყვათა წყობის ქვეშ „ჩემზე გავლენა მოახდინა ...“ ან „ჩემი ინსპირაცია იყო....“ ახალგაზრდა სტივ ჯობსმა მაუსის და ჩამოსაშლელი მენიუს იდეა მოიპარა კომპანია Xerox Palo alto-ს კვლევითი ცენტრიდან. ახალგაზრდა The Beatles-მ ა ხმა Woo რომელიც ისმის სიმღერებში Twist and shout და From me to you მოიპარეს მომღერალი little Richard ისგან რომელსაც ეთაყვანებოდნენ. ბეინსბოლის ლეგენდამ Babe Ruth-ი ხვეწავდა თავის კეტის დარტყმას (Swing-ს) ლეგენდარული ბეინსბოლისტისგან, რომელიც ცნობილია როგორც ფეხშიშველი ჯო (Shoeless Joe Jackson).

პაბლო პოკასომ ერთხელ აღნიშნა „კარგი მხატვრები სესხულობენ, გენიალური მხატვრები იპარავენ“ როდესაც იპარავ ყურადღების კონცეტრირება უნდა მოხდეს მთავარზე. და არა მთლიანად კონტექსტზე, კონტექსტი შედგება მნიშვნელოვანი დეტალებისგან და სწორედ ამ დეტალებიდან უმთავრესის გამორჩევაა უმნიშვნელოვანესი. ის თუ რაზეც დგას კონტექსტი და ის თუ რის გარეშეც მისი გენიალურბა წარმოუდგენელია. ფოკუსირება მოხდეს და დაფიქსირდეს კონკრეტული ფაქტები. Babe Ruth-ის შემთხვევაში პირველი ნაბიჯის ზომა და მოქნეული კეტის დახრის კუთხე. ამიტომაც ეს ბეინსბოლისტი აბსოლიტური რეკორდსმენია ბეინსბოლის ისტორიაში Home Run-ების რაოდენობით. ზუსტი ფორმა და ტუჩების დაჭიმულობა, როდესაც მომღერალი იღებს უჩვეულო ბგერას. ზუსტი მომენტი და ხანგრძლივობა იმ პაუზის როდესაც კომიკოსი ჩერდება მთელს ხუმრობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზის გაჟღერებამდე. რა კრიტიკული დეტალებია ამ ქმედებებში? როგორ აკეთებენ ეს პროფესიონალები იმას, რის გამოც ისინი შეუდარებლები არიან?

კონცენტრაცია მნიშვნელოვან დეტალებზე.

1945 წელს პაბლო პიკასომ შექმნა ნახატი სახელად „ხარი“ რომელიც იყო 11 ნახატისგან შემდგარი სერია. ყოველი მომდევნო ხარის გამოსახულება გამარტივებული და აბსტრაქტული იყო წინამორბედისგან. მხატვრის მიზანი იყო „მხეცის სულის“ პოვნა

ქვემოთ მოცემულია ამ მთლიანი ნახატის პირველი, მე-4 და საბოლოო გამოსახულება.

ხარის გამოსახულება პროგრესირებს:

  • რეალისტური ნახატი
  • დეკონსტრუირებული, „აბსტრაქტული“ სტილი
  • ხარის ფორმის გამომკვეთი ხაზები.

11 გამეორების საშუალებით პიკასო ამარტივებდა ხარის გამოსახულებას (აშორებდა ზედმეტს) მანამ სანამ, არ დაიჭირა ხარის არსი.

პაბლო პიკასო, აბსტრაქციის პროცესის შესახებ: “ორი ხვრელი, ეს არის სახის სიმბოლო და ეს ორი ხვრელი საკმარისია სახის წარმოჩენისთვის. სულაც არ არის გასაკვირი რომ ეს შეიძლება გაკეთდეს ასეთი მარტივი ფორმით. დაუკვირდით, ყველაზე აბსტრაქტული სწორედაც რომ შეიძლება რეალობის მწვერვალი იყოს“

-გენიალურია.

2008 წელს სტივ ჯობსმა დაიქირავა იელის მენეჯმენტის სკოლის დეკანი, კომპანია Apple ისთვის შიდა სასწავლო კურიკულუმის შესაქმნელად. პროგრამა მიზნად ისახავდა ახალ თანამშრომლებს ესწავლათ Apple-ის კორპორატიული კულტურა და დიზაინის ფილოსოფია. პიკასოს ხარი იყო ის დედაბოძი რის ირგვლივაც შეიქმნა სასწავლო პროგრამა. კომპანია Apple-მა ეს მიდგომა თავისი პროდუქციის შექმნაში გამოიყენა.

სტივ ჯობსის თქმით, მნიშვნელოვანია სიღრმისეულად გესმოდეთ პროდუქტის არსი, რათა შეძლოთ თავი დააღწიოთ იმ ნაწილებს რომლებიც არ არის აუცილებელი. ნამდვილად ჟღერს როგორც პიკასო. შედეგად კომპანია Apple-მა შექმნა სარეკლამო როლიკი ცნობილი სლოგანით: „Think Different” რეკლამის დასასრულს პიკასო ხატავს ხარს მარტივი ხელის მოხაზულობით.

იდეის ქურდობის დროს მნიშვნელოვანია ჩაწვდეთ არსს. იმას თუ რაზე დგას ამ პროდუქტის ან სულაც ობიექტის გენიალურობა.

სად გვხვდება ამგვარი მოდელი კიდევ?

ევოლუცია ამოუცნობი ფენომენია და სამყაროში უამრავი სახეობა იყენებს მოპარვის მოდელს იმისთვის რომ გადარჩნენ.

დააკვირდით ამ ფოტოს რომელზეც გამოსახულია ორი გველი. ერთი არის Texas Coral Snake და მეორე კი Mexican Milk Snake. ვიკიპედიას განმარტებით, Texas Coral Snake-ის შხამი არის „ძლიერი ნეიროტოქსინი, რომელიც იწვევს ნერვ-კუნთოვან დისფუნქციას“ და დროის მოკლე ხანში გარანტირებულ სიკვდილს. მეორეს მხრივ Mexican Milk Snake აღწერილია როგორც იდეალური შინაური ცხოველი.

ფაქტობრივად, ბიოლოგიურ მეცნიერებაში არსებობს მოდელი რომელიც განმარტავს, რომ რაც უფრო ტოქსიკური და საშიშია „მოდელი“ მით უფრო ხშირად გვხვდება მისი, თითქმის იდეალურად კოპირებული ანალოგი. ეს არის ევოლუციის ჯადოსნობა. რატომ მაინც და მაინც ტოკსიკურის კოპირება? რა იცის იმან ვინც აკოპირებს, რომ უმჯობესია ტოკსიკური და შხამიან მოდელს მიბაძოს?

ქურდობა, ეს შესანიშნავი მოდელია პრაქტიკულ სამყაროში, რომელშც ჩვენ ვცხოვრობთ.

რაც უფრო მეტს ვეცნობი ინვესტიციების შესახებ, მით მეტად ვრწმუნდები, რომ საზრიანი და მყარი საინვესტიციო ანალიზს აქვს რამოდენიმე ძირითადი ხარისხობრივი გარემოება. რომლებიც გამყარებულია ციფრებით. ინვესტიციის გონივრულობა დამოკიდებულია რამოდენიმე მნიშვნელოვან ცვლადზე. რომეlსაც გააჩნია ისტორია.

აიღეთ ლეგენდარული ინვესტორების საინვესტიციო პორტფელი და მოიპარეთ იდეები. შემდეგ დასვით კითხვები: რატომ, რა გარემოებებით მოახდინეს ინვესტირება ამა თუ იმ კომპანიის აქციებში. რა არის ის რაც ამ კომპანიას კრახამდე მიიყვანს. რა გარემოებების გათვალისწინებით იქნება კომპანია მომგებიანი. რა არის ის არგუმენტები რომლითაც კომპანია გააგრძელებს იმავე მოგების გენერირებას რასაც აქამდე ახერხებდა. აქვს თუ არა კომპანიას "თხრილი" (ჩვენ ამ ფენომენზე ვისაუბრეთ აქ) და თუ თქვენ ჩაწვდებით და გამოააშკარავებთ მათ გადაწყვეტილებების ძირითად დებულებებს მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გააკეთოთ ინვესტირება.

დენიელ კოელის იდეის გონებაში ტარება მომგებიანია. მუდამ მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია მთავარზე და არა მთლიან სურათზე. რა არის ძირითადი ცვლადები? მოიპარეთ მორიდების გარეშე გაუკეთეთ დეკონსტრუქცია და შემდეგ რეკონსტრუქცია ისე, რომ ჩაწვდეთ ყველა დეტალის და გარემოებების არსს.

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

 

თუ გაინტერესებთ ამგვარი საკითხები შეიძინეთ ჩემი წიგნი "მენტალური შაბლონები" სადაც უამვარი ბიზნესმოდელია განხილული სხვადასხვა ხედვის კუთხიდან.

 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

დღეისათვის სულ ეს იყო.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი