
შური-ეჭვიანობის ტენდენცია. როგორ ამრუდებს რეალობას ეს მენტალური ნაკლოვანება.
ათი მცნების ერთ-ერთი, კერძოდ მე-10 მცნება ეხება შურს და ეჭვიანობას.
არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნეოვანი და ამავე დროს რთულად შესასრულებელი მცნება, რომელიც უნდა დაიცვას ადამიანმა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გენეტიკური სადენით ვართ მიერთებული შედარებასთან, ჩვენ ყოველთვის ვადარებთ ერთმანეთს საკუთარს და სხვისას. საიდანაც მოდის ვნება იმისა, რომ გინდოდეს უკეთესი. ის რაც არ გაქვს და ხედავ, გესმის და გრძობ, რომ შენს მოყვასს გააჩნია.
გაგაბედნიერებთ თუ არა $10,000 დოლარიანი ხელფასის სხვაობა?
თავის შესანიშნავ წიგნში „პროგნოზირებადი ირაციონალი“ ( Predictably Irrational ) დენ არიელი ყვება სახალისო ინციდნეტს, რომელიც რეალური მაგალითია.
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო კომპანიის ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შევხვდი. ჩვენი საუბრის განმავლობაში მან მომიყვა ისტორია იმის შესახებ, რომ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც ეს ესაა დაეწყო სამსახური საინვესტიციო კომპანიაში, უკმაყოფილო იყო მისი ხელფასის მოცულობით. ამ საკითხის განხილვის შესახებ დიალოგი შემდეგნაირად წარიმართა:
"რამდენი ხანია, რაც კომპანიაში დაიწყეთ მუშაობა?" აღმასრულებელმა ჰკითხა ახალგაზრდას.
”უკვე მესამე წელი სრულდება, მე პირდაპირ კოლეჯიდან მოვხვდი ამ კომპანიაში”, იყო თანამშრომლის პასუხი.
”და როდესაც ჩვენს გუნდს შემოუერთდით, რგორი იყო თქვენი მოლოდინი ხელფასის თაობაზე? რა იყო თქვენთვის სავარაუდო მოცულობა იმ თანხისა, რომლესაც თქვენ სამი წლის თავზე გამოიმუშავებდით?
”იმედი მქონდა, რომ სამი წლის თავზე ჩემი შემოსავალი იქნებოდა წელიწადში ასი ათასი დოლარი”. უპასუხა ახალგაზრდამ
აღმასრულებელი მას ცნობისმოყვარეობით უყურებდა.
”ეხლა რამდენი გაქვთ ხელფასი იკითხა აღმასრულებელმა.
„ორას ოთხმოცდაათი ათასი“ უპასუხა ახალგაზრდამ.
„ყოველივე ამის შემდეგ როგორ ფიქრობთ გაქვთ იმის უფლება რომ პრეტენზია გამოხატოთ ხელფასის თობაზე“ იკითხა ამასრულებელმა.
”ახალგაზრდა მამაკაცი დადუმდა და პაუზის მერე განმარტა,” ჩემს ოთახში, სადაც ჩვენი სამუშაო ჯგუფი არის განთავსებული, ჩემ თანამშრომლების ხელფასი არის სამასი ათასი დოლარი და ისინი არც ჩემზე უკეთსები არიან და არც ჩემზე მეტ საქმეს არ აკეთებენ”
რა მოხდა მას მერე როდესაც შტატების კანონმდებლობით აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი საჯარო გახდა?
1993 წელს, ფასიანი ქაღალდების ფედერალურმა მარეგულირებელმა ორგანომ აიძულა კომპანიები, რომელთა აქციები კვოტირებდნენ საფონდო ბირჟებზე, გაესაჯაროებინათ ინფორმაცია კომპანიების აღმასურლებელი დირექოტრების ანაზღაურებისა და შეღავათების შესახებ. რატომ? მიზეზი იყო ის, რომ 1976-80 წლებში საშუალო აღმასრულებელ დირექტორს სახელფასო შემოსავალი, საშუალო რგოლის თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებაზე 36-ჯერ მეტი იყო.
1993 წლისთვის ეს განსხვავება საშუალო მაჩვენებელი 131-ჯერ გაიზარდა. ფედერალური მარეგულირებელი ორგანო ფიქრობდა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემით, კომპანიების აღმასრულებელი ხელმძღვანელობის ხელფასები მკვეთრად არ გაიზრდება. მაგრამ რა მოხდა, როდესაც ეს წესი მოქმედებდა?
დღისათვის აღმასრულებელი ხელმძღვანელობის ხელფასები 370-ჯერ მეტია ვიდრე საშუალო რგოლის თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურება.
გარემოების ამგვარი კოლოსალური ცვლილების ნაწილი ადვიალდ შესაძლებელია შურს დავაბრალოთ. აქ საუბარია არა ერთ კომპანიის შიგინით თანამშრომლებს შორის შურზე, არამედ კორპორაციების აღმასრულებელ დირექტორებს შორის შურზე და ეჭვიანობაზე.
არისტოტეელც წერდა შურის ფენომენზე:
ჩვენ გვშურს მათი, ვინც ჩვენთან ახლოს არის დროით, ადგილით, ასაკითა თუ რეპუტაციით.
ლეგენდარული ინვესტორი უორენ ბაფეტი ესე განმარტავს ამ ნაკლოვანებას.
მსოფლიოს ამოძრავებს არა გაუმაძღრობა, არამედ შური.
დღეისათვის სულ ეს იყო.
თუ გაინტერესებთ ამგვარი საკითხები შეიძინეთ ჩემი წიგნი "მენტალური შაბლონები" სადაც უამვარი ბიზნესმოდელია განხილული სხვადასხვა ხედვის კუთხიდან.
შესაძენად დააკლიკეთ აქ.
თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.
მადლობა რომ გვკითხულობთ.
ბოლო სიახლე
საკითხავი დრო 3 წუთი. ყოველდღე, დილის ცხრა საათამდე ცოტა ხნით ადრე, შუახნის მამაკაცი...
0 კომენტარიმოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...
0 კომენტარი
კომენტარები