
შედარებითი უპირატესობის თეორია ანუ რატომ არ უნდა მორწყას მინდორი ხვიჩა კვარაცხელიამ.
ეკონომიკაში შედარებითი უპირატესობა გულისხმობს პიროვნების, სოციუმის ან სულაც ერის ან ქვეყნის უნარს, აწარმოოს საქონელი ან მომსახურება უფრო დაბალ ოპციურ ფასად (opportunity cost) ვიდრე სხვა პირი (ან საზოგადოებრივი ჯგუფი ან სულაც ერი). სწორედ ამიტომ ვაჭრობას შეუძლია შექმნას ღირებულება ორივე მხარისთვის, რადგან თითოეულ ადამიანს შეუძლია კონცენტრირება მოახდინოს იმ საქმიანობაზე, რომლისთვისაც მათ აქვთ უფრო დაბალი ოპციენტური ღირებულება. ამ მოვლენის ასახსნელად გამოიყენება შედარებითი უპირატესობა, თუ რატომ შეუძლიათ კომპანიებს, ქვეყნებს ან ინდივიდებს ისარგებლონ ვაჭრობით. ის ასევე განმარტავს, თუ რატომ არ უნდა გაკრიჭოს მინდორი ხვიჩა კვარაცხელიამ. :)
შედარებითი უპირატესობის კანონი მიეკუთვნება ინგლისელ პოლიტეკონომისტ დევიდ რიკარდოს მან წარმოადგინა ანალიზი, სადაც განმარტა შემდეგი.
- შედარებითი უპირატესობა არის ეკონომიკის უნარი, აწარმოოს კონკრეტული საქონელი ან მომსახურება უფრო დაბალ ფასად, ვიდრე მისი სავაჭრო პარტნიორებს შეუძლიათ.
- შედარებითი უპირატესობის თეორია შემოაქვს შესაძლებლობის ღირებულებას (Opportunity Cost), როგორც ანალიზის ფაქტორს, წარმოების სხვადასხვა ვარიანტებს შორის არჩევისას.
- შედარებითი უპირატესობა ვარაუდობს, რომ ქვეყნები ჩაერთვებიან ერთმანეთთან ვაჭრობაში, იმ საქონლის ექსპორტზე, რომელშიც შედარებით უპირატესობა გააჩნიათ.
- აბსოლუტური უპირატესობა გულისხმობს ქვეყნის უდავო უპირატესობას კონკრეტული საქონლის უკეთესი წარმოებისთვის.
(ამ მხრივ კარგი მაგალითა ჩინეთის განვითარება რომელიც სწორედ ამ ეკონომიკური უპირატესობით განვითრდა)
მოდით განვიხილოთ მაგალითი მიკრო ლეველზე. წარმოვიდგონოთ რომ საცხობში მუშაობს ორი მცხობელი A და B. ნორმალური სამუშაო დღის განმავლობაში მცხობელი A აცხობს 6 შოკოლადის ტორტს და 3 მარწყვის ტორტს. ხოლო მცხობელი B აცხობს 4 შოკოლდის ტორტს და 3 მარწყვის ტორტს. ორივე ტორტი ღირს 20 ლარი. შესაბამისად საცხობი აგენერირებს A მცხობელის შესრულებული სამუშაოსგან 180 ლარს. 9 ტორტი (6 შოკოლადის და 3 მარწყვის) * 20 = 180
ხოლო B მცხობელის შესრულებული სამუშაოდან საცხობი აგენერირებს 140 ლარს. 7 ტორტი (4 შოკოლადის და 3 მარწყვის) * 20 = 140 ლარი.
ორივე ერთად ჯამში აცხობს 16 ნამცხვარს და ყიდიან 20 ლარად. საცხობის ჯამურად გენერირებული შემოსავალი შეადგენს 320 ლარს. მაგრამ საცხობს ყავს გამჭრიახი მენეჯერი რომელსაც კარგად ესმის მიკრო ეკონომიკა და ის დაფიქრდა შემდეგზე: რა მოხდება თუ ორივე მცხობელი ფოკუსირებას მოახდენდა იმ ტორტის კეთებაზე რომლებზეც მათ ერთმანეთთან უპირატესობა გააჩნიათ? და საკითხის გაანალიზებას მიუდგა შემდეგნაირად:
მცხობელი A ერთ დღეში აცხობს 6 შოკოლადის და 3 მარწყვის ტორტს. თვალსაჩინოა რომ 1 მარწყვის ტორტის გამოცხობისთვის საჭირო დროის საპირწონედ ის აცხობს 2 შოკოლადის ტორტს. ანუ ის დრო რაც სჭირდება მარწყვის ტორტის გამოცხობას ამდენ ხანში ის 2 შოკოლადის ტორტს გამოაცხობდა. 3/6=1/2 ამიტომ მცხობელი A თუ ფოკუსირებას მოახდენს მხოლოდ შოკოლადის ტორტების გამოცხობაზე მაშინ შესაძლებლობის ღირებულებას (Opportunity Cost) იქნება დამატებითი 6 (ნაცვლად 3 მარწყვის ტორტისა) შოკოლადის ტორტი, რაც ჯამში, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მოგვცემს 12 შოკოლადის ტორტის გამოცხობის შესაძლებლობას.
ხოლო მცხობელი B შემთხვევაში შესაძლებლობის ღირებულებას (Opportunity Cost) იქნება 3/4 აქ გამოდის რომ ყოველ 4 შოკოლადის ტორტის გამოცხობსი ნაცვლად მცხობელი B გამოაცხობდა 3 მარწყვის ტორტს შედეგად გამოდის რომ თუ მცხობელი A ფოკუსირებას მოახდენს მხოლოდ შოკოლადის ტორტების ცხობაზე ის გამოაცხობს 12 შოკოლადის ტორტს ხოლო თუ მცხობელი B ფოკუსირებას მოახდენს მარწყვის ტორტებზე ის გამოაცხობს 6 მარწყვის ტორტს ხოლო საცხობი ჯამურად დააგენერირებს:
12 (შოკოლადის ტორიტ)*20+6 (მარწყვის ტორტი) *20 = 340 ლარსი ნაცვლად წინა შეთხვევისა სადაც ჯამური შემოსავალი იყო 320 ლარი. ამგვარი გადაწყვეტილება უდაოდ მომგებიანია საცხობის მფლობელებისთვის.
სად პოულობს ეს მოდელი საერთაშორისო ვაჭრობაში ადგილს?
რიკარდომ გამოიყენა ინგლისისა და პორტუგალიის ვაჭრობის მაგალითი.
პორტუგალიას შეეძლო ღვინისა და ქსოვილის წარმოება ნაკლები შრომის დანახარჯით, ვიდრე ინგლისში იგივე პროდუქტის წარმოებას დასჭირდებოდა. თუმცა ფარდობითი ხარჯები განსხვავებული იყო (ვალუტებს განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ, სამუშაო ძალა სხვადასხვა ფასი ღირს და ასე შემდეგ).
რიკარდოს თვალთახედვით, ინგლისს უჭირდა ღვინის წარმოება ხოლო ნაკლებად უჭირდა ქსოვილის წარმოება. თუმცა, პორტუგალიას ადვილად შეეძლო ღვინისა და ქსოვილის წარმოება. რიკარდომ დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიაში ტანსაცმლის წარმოებაც კი უფრო იაფი იყო, ვიდრე ინგლისში, პორტუგალიისთვის მაინც უფრო მომგებიანი იქნებოდა ჭარბი ღვინის წარმოება ვიანიდან პორტუგალიელებისთვის ღვინის წარმოება გაცილებით იაფი იყო ვიდრე ქსოვილის წარმოება და მათ გადაწყვიტეს რესურსების ღვინის წარმოებაზე გადართვა და ამ ღვინის ინგლისურ ქსოვილზე ვაჭრობა. ინგლისი ისარგებლებს ამ ვაჭრობით, რადგან მისი ტანსაცმლის წარმოების ღირებულება არ შეცვლილა, მაგრამ ახლა მას შეუძლია ღვინის დაბალ ფასად მიღება პორტუგალიიდან. ამრიგად, თითოეულ ქვეყანას შეუძლია მიიღოს ეკონომიკური სარბებალი სპეციალიზაციით და მომგებიან წარმოებაზე ფოკუსირებით, რომელსაც აქვს შედარებითი უპირატესობა. ამ გზით ვაჭრობის ერთ-ერთი ნაკლი არის ის, რომ ის ქმნის მზარდ ურთიერთდამოკიდებულებას ადამიანებსა და ერებს შორის. რიკარდოს მაგალითში ინგლისი და პორტუგალია დამოკიდებულნი იყვნენ ერთმანეთთან გარკვეულ საქონელზე ვაჭრობით. ეს შესაძლებელია მანამ, სანამ ამგვარი ვაჭრობა თითოეული ერის ინტერესებშია და არ არსებობს შეფერხებები.
ეკონომიკის წამყვან სახელმძღვანელოში, მიკროეკონომიკის პრინციპები, გრეგორი მანკიუ გთავაზობთ შემდეგს:
განსხვავებები, შესაძლებლობის ღირებულებასა (Opportunity Cost) და შედარებით უპირატესობებში ქმნის მოგებას ვაჭრობიდან. როდესაც თითოეული ადამიანი ან ჯგუფი ან ქვეყანა სპეციალიზირებულია საქონლის ან მომსახურეობის წარმოებაში, რომელშიც მას აქვს შედარებითი უპირატესობა სხვასთან, ეკონომიკური დოვლათი იქმნება და იზრდება და ეს ზრდა შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველას უკეთესობისკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მანამ, სანამ ორ ადამიანს აქვს სხვადასხვა შესაძლებლობის ხარჯები (წარმობის პროცესის დანახარჯები), თითოეულს შეუძლია ისარგებლოს ვაჭრობით საქონლის მოპოვებით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე მისი პოტენციური ღირებულება იქნებოდა ამ საქონლის შექმნით. თუ ყიდვა იაფი ჯდება ვიდრე შექმნა, ჯობს იყიდო.
ხვიჩა კვარაცხეილა დღეს დღეისობით შესანიშნავი სპორტსმენია. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და მე მისი ერთ-ერთი გულმხურვალე ქომაგი ვარ. დიდი ალბათობით ის სხვა აქტივობებშიც უკეთესია. ხვიჩა, ალბათ, უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია, ვიდრე უმეტესობა: მას შეუძლია უფრო სწრაფად სირბილი, მეტი ტვირთის აწევა და სავარაუდოდ შეძლებს უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოს ფიზიკური მუშაობა. მაგალითად, ხვიჩას შეუძლია თავისი საცხოვრებელი კარ მიდამოში გაზონის უფრო სწრაფად გაკრეჭა, ვიდრე ვინმე სხვას. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია უკეთ და სწრაფად გაკრიჭოს გაზონი, ნიშნავს თუ არა ეს რომ ის ამ საქმით უნდა დაკავდეს? ეკონომიკური თვალთხედვით?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია გამოვიყენოთ ცნებები შესაძლებლობათა ღირებულება და შედარებითი უპირატესობა. ვთქვათ, რომ ხვიჩას შეუძლია თავისი კარ მიდამოს გაზონის გაკრეჭა 2 საათში. იმავე ორ საათში მას შეეძლო სატელევიზიო რეკლამა გადაეღო რომელიმე სპორტული ინვენტარისთვის და გამოემუშავებინა $100 000. მეორეს მხრივ ხვიჩას მეზობელს გოჩას, რომელიც უფრო ასაკიანია, შეუძლია გაზონის გაკრეჭა 4 საათში. იმავე 4 საათში გოჩა სამსახურში სადაც მუშაობს გამოიმუშავებს 40 ლარს.
ამ მაგალითში, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ღირებულება არის $100,000, ხოლო მეზობელი გოჩას შესალო ღირებულება არის არის ₾40.
ხვიჩას აქვს აბსოლიტური უპირატესობა გაზონის გაკრეჭვის მხრივ, რადგან მას შეუძლია სამუშაოს შესრულება ნაკლებ დროში. ამ მაგალითიდან ხვიჩა კვარაცხელია და მეზობელი გოჩა თუ ივაჭრებენ და გარიგდებიან, მოგება ორივესთვის იქნება უზარმაზარი. საკუთარი ეზოს გაზონის გაკრეჭვის ნაცვლად, ხვიჩამ უნდა გააკეთოს სარეკლამო რგოლი და დაიქირაოს გოჩა მისი ეზოს გაზონის გასაკრეჭად. ეს გარიგება იქნებოდა მომგებიან ნებისმიერ ფასად თუ გაზონის გაკრეჭვის ღირებულება იქნება 40 ლარე მეტი და 100 000 დოლარზე ნაკლები.
დღეისათვის სულ ეს იყო.
თუ გაინტერესებთ ამგვარი საკითხები შეიძინეთ ჩემი წიგნი "მენტალური შაბლონები" სადაც უამვარი ბიზნესმოდელია განხილული სხვადასხვა ხედვის კუთხიდან.
შესაძენად დააკლიკეთ აქ.
თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.
მადლობა რომ გვკითხულობთ.
ბოლო სიახლე
საკითხავი დრო 3 წუთი. ყოველდღე, დილის ცხრა საათამდე ცოტა ხნით ადრე, შუახნის მამაკაცი...
0 კომენტარიმოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...
0 კომენტარი
კომენტარები