
სიტუაციები როდესაც ორს პლუს ორი არ უდრის ოთხს.
ყველას შეუძლია დათვალოს ვაშლში კურკა, მაგრამ კურკაში ვაშლების დათვლა ეს განსაკუთრებულ გონებას შეუძლია.
მეცნიერების ისეთ დარგში როგორიც არის ქიმია, არსებობს ეგრეთწოდებული სიხისტის შკალა, ეს ყველა ქიმიკოსისთვის კარგად ცნობილი შკალაა, ზუსტად ისე როგორც მენდელეევის პერიოდული სისტემა. სიხისტის შკალას სხვა მხრივ ქიმიკოსები მოიხსენიებენ როგორც, მოჰსის შკალა, გერმანელი მინერალოგი ფრიდრიხ მოჰსის საპატივსაცემოდ. მოჰსის შკალა არის ხარისხობრივი შკალა, რომელიც გამოიყენება მინერალების დასაფასოებლად, მათი ნაკაწრისადმი წინააღმდეგობის მიხედვით.
შკალის მასშტაბი მერყეობს 1-დან 10-მდე. 1 არის ყველაზე რბილი მინერალი. ამ მხრივ ყველაზე რბილ მინერალად მიჩნეულია (ტალკი) რისგანაც მზადდება საბავშო პუდრა. და 10 ყველაზე მყარი მინერალი არის (ალმასი). მოჰსის შკალაზე სიხისტის რეიტინგს განსაზღვრავს ერთი მინერალის უნარი დაკაწროს მეორე. მაგალითად, მინერალი, რომლის სიმტკიცეა 5, დაკაწრავს ნებისმიერ მინერალს, რომლის სიმტკიცეა 5-ზე ნაკლები, მაგრამ მას დაკაწრავს ნებისმიერი მინერალი, რომლის სიმტკიცე 5-ზე მეტია.
მოჰსის მასშტაბი ფართოდ გამოიყენება გეოლოგიაში, მინერალოგიასა და მასალების მეცნიერებაში სხვადასხვა მასალის სიხისტის კლასიფიკაციისა და შედარებისთვის. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოჰსის შკალა არის ფარდობითი მასშტაბი და არ ზომავს აბსოლუტურ სიმტკიცეს ან მსხვრევისადმი წინააღმდეგობას, რაც ნიშნავს რომ მინერალი შეიძლება იყოს რთულად კაწვრადი, მაგრამ ადვილად მსხვრევადი.
მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო: წარმოვიდგინოთ ორი მინერალი, ერთ არის კალა და მეორე არის სპილენძი. კალა და სპილენძი სამყაროში არ გვხვდება ერთი და იგივე გეოგრაფიულ არეალში, ვინაიდან ამ მინერალების ბუნებრივად ჩამოყალიბებას სხვადასხვა რელიეფი და პირობები სჭირდება, აქ უამრვი ფაქტორი მუშაობს ერთობლივად. პარადოქსულია მაგრამ თუ დავფიქრდებით და ისტორიას გადავხედავთ აუცილებლად მივხვდებით, რომ ადამიანის ევოლუციის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვიღაცამ აიღო ეს ორი მინერალი რომელიც მოიპოვებოდა სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, გადაადნო და მიიღო მათი შენადნობის სახით ახალი მინერალი, რომლესაც იყენებდა უამრავი დანიშნულებით.
სიხისტის შკალაზე კალა არის 1,5 სიმტკიცის, ხოლო სპილენძი არის 3 სიმტკიცის. რაც იმას ნიშნავს, რომ სპილენძი უნფრო მტკიცეა და შესაბამისად შემძლეა დაკაწტოს კალა. მარამ რა მოხდება თუ ამ ორ ელემენტს გადავადნობთ და ვაქცევვთ ერთ შენადნობად? როგორ ფიქრობთ რა შენადნობს მივიღებთ? და რა იქნება მოჰსის შკალით მისი სიმტკიცის კოეფიციენტი? თუ დავფიქრდებით და ლოგიკურად ვიმსჯელებთ გამოვა, რომ 1,5 სიმტკიცის მინერალს თუ შეურევთ 3 სიმტკისიც მინერალს და გავასაშუალოებთ, ახალი მინერალის სიმტკიცე გამოვა (1,5+3)/2. რაც უდრის 2,25? მაგრამ ეს ესე არ არის. კალის და სპილენძის შენადნობით ჩვენ მივიღებთ ბრინჯაოს და მისი სიმტკიცის კოეფიციენტი იქნება 6 და არა 2,25. რკინა მაგალითად არის 5,5 სიმტკიცის. შესაბამისად ბრინჯაო რკინას დაკაწრავს. როგორ ხდება ორი დაბალი სიმტკიცის ელემენტის შეერთებით ვღებულობთ ახალ ელემენტს რომელის სიმტკიცის კოეფიციენტი დაახლოებით 3-ჯერ დიდია მის შემადგენელი ინგრედიენტების სიმტკიცის კოეფიციენტზე?
სამყაროში არის სიტუაციები როდესაც ორს პლუს ორი არ უდრის ოთხს.
ჩრდილოეთიდან მონაბერი ოდნავი გრილი ნიავი დიდი არაფერია. სამხრეთიდან ოდნავი თბილი ნიავი მეტად სასიამოვნოა. მაგრამ როდესაც ისინი ერთმანეთში აირევა სადღაც მისურის მისადგომებთან, თქვენ მიიღებთ საშინელ ტორნადოს.
ორი მიმართლების წყლის დინება თითქოს პრობლემა არ არის მაგრამ როდესაც ისინი ერთმანეთს ეჯახებიან თქვნ მიიღებთ მორევს. საიდანაც მაგალითად მოცურავისთვის თავის დაღწევა დიდ პრობლემას წარმოადგენს.
სამყაროში უამრავი რამ მუშაობს ამგვარი სისტემით, თითოეულ შემთხვევაში ადვილად შეიძლება ადამიანი შეცდეს და ვერ შეაფასოს რისკები - ამგვარ შემთხვევებში ჩვენი გონება უფრო გაკვირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე, - რადგან მოვლენების შემადგენელი საწყისი ინგრედიენტები სათითაოდ ყველა უვნებელია. იდეა, რომ ორი უდანაშაულო წვრილმანი შეიძლება გაერთიანდეს და შექმნას ერთი დიდი საშიში რამ, არ არის ინტუიციური.
იგივე ხდება პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებით.
მაგალითად ფინანსური ბაბლი ეს ყველასთვის ცნობილი ფენომენია და ის რომ გარკვეულ პერიოდულობით ამგვარი მოვლენები გარდაუვალ შემთხვევას წარმოადგენს სიახლეს არ წარმოადგენს. მაგრამ ბევრისთვის გაუგებარია რატომ ხდება ამგვარი მოვლენები გარკვეული პერიოდულობით.
როდესაც საზოგადოების თავდაჯერებულობა (კარგი თვისება), ოპტიმიზმი (კარგი თვისება), ნდობა (კარგი თვისება) ჭარბად ერევა ერთმანეთს წარმოქმნის სიხარბეს და ილუზიას. სიხარბეს იმ მხრივ, რომ არ გამოვტოვო ეს ეკონომიკური აღმასვლა და თამაშს მიღმა არ დავრჩე. ილუზია იმ მხრივ, რომ ამგვარი აღმავლობის ხანა კიდევ დიდხანს გაგრძელდება შიშის და იმედგაცრუების არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს და ამ ეტაპზე ყველაფერი უსაფრთხოა.
მიზეზი რისი გულისთვისაც ფინანსური, თუნდაც ეკონომიკური ბაბლები ასე გავრცელებულია არის ის, რომ მათი წარმოქმნის შემადგენელი ნაწილები, რომელიც განეკუთცნება ადამიანის ფსიქოლოგიურ სფეროს, სათითაოდ რომ დავაკვირდეთ არ არის ნეგატიური ფსიქოლოგიური მიდეკილებები და არის უვნებელი, პირიქით ყველა ფსიქოლოგიური მიდრეკილება წარმოადგენენ კარგ თვისებებს, მაგრამ მათი ერთობლიობა ქმნის სიგიჟეს, გაუაზრებელ ქმედებებს და დესტრუქციას.
სამყაროში ბევრი რამ ქმედებს ამგვარად. ზოგიერთი ყველაზე მანკიერი ხაფანგი ჩნდება და წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ორი უმანკო, უვნებელი თვისება ან გარემოება არასახარბიელოდ ერთვის და ერევა ერთმანეთს და შედეგად იქმნება წარმოუდგენელი, მოულოდნელი, გაუთვითცნობიერებელი მოვლენა/ფაქტი/რეალობა. ამგვარი ხარვეზები და მოვლენები ყველაზე რთულად ამოსაცნობი და გამოსწორებადია. სწორედ მათი მოულოდნელობის და გრანდიოზული მაშტაბების გამო.
მაგალითად ავიღოთ ორი პოზიტიური თვისება: მოთმინება და თავდაჯერებულობა ორივე ეს თვისება შესანიშნავია. მაგრამ ამ ორი თვისების სინთეზი ქმნის სიჯიუტეს. თავდაჯერებულობა ქმნის თვითრწმენას იმისა, რომ მაგალითად კონკრეტული ადამიანის შეხედულებები მართალია და მის შეხედულებებს წყალი არ გაუვა, ეს კი გონებას ზღუდავს იმ აზრის გაელვებისგან, რომ ის შეიძლება ცდებოდეს. ხოლო ამას თანდართული მოთმინების უნარი იძლევა იმის ძალას და შეუპოვრობას, რომ ადამიამა გაახანგრძლივოთ ეს ფსიქოლოგიური უარყოფა განუსაზღვრელი ვადით.
ლეგენდარულმა ინვესტორმა ჩარლი მუნგერმა ერთ-ერთ თავის მიმართვაში განმარტა ეს ფენომენი შემდეგნაირად:
ფსიქოლოგიური უარყოფის გაუთვითცნობიერებლობა ეს ყველაზე მარტივი და მოკლე გზაა დიდი წარუმატებლობისკენ მავალი. თქვენ აიღეთ უზარმაზარი ვალდებულება რაღაცის ან ვიღაცის მიმართ. თქვენ დახარჯეთ ძალისხმევა დრო და ფული. და რაც უფრო მეტს ჩადებთ ენერგიას ძალისხმევას დროს ფულს, მით მეტს გაიძულებთ თანმიმდევრულობის პრონციპი იფიქროთ: „ჩემმა წამოწყებამ ახლა უნდა იმუშაოს, ეხლა გამოვა. არა მოდი თუ ცოტა მეტ დროს, ენერგიას, ძალისხმევას და ფულს ჩავდებ, მაშინ ეს ყველაფერი უკვე ნამდვილად იმუშავებს. ” საზოგადეობა და ადამიანები ამ გზით წარუმატებლობის დიდ ხაფანგში ძალიან ხშირად ეხვევიან, რადგან მათ არ შეუძლიათ გაჩერდნენ, გადახედონ საკუთარ ქმედებებს და თქვან: „მე შემიძლია ვაღიარო, რომ ფუჭ საქმეს მივსდევ და შემიძლია ვაღიარო ხარჯები აუნაზღაურებლად. შემიძლია ეს ხარჯები ჩამოვწერო და გავჩერდე და გავაგრძელო ცხოვრება. მე არ უნდა მივყვე ამ საქმეს, როგორც აკვიატებას, ვინაიდან ის გამანადგურებელია“.
ზოგადად: პანიკაში მყოფმა ადამიანებმა იციან, რომ პანიკაში არიან. ადამიანები, რომლებიც არაკეთილსინდისიერები არიან საკუთარ ქმედებებში, იციან, რომ ისინი არაკეთილსინდისიერები არიან. მაგრამ მოთმინება-თავდაჯერებულობის ხაფანგში მყოფებს წარმოდგენა არ აქვთ, რადგან ორივე თვისება თავისთავად ძალიან პოზიტიურია.
მოდით ავიღოთ კიდევ ორი თვისება ცნობისმოყვარეობა და გამბედაობა. ისინი თავისთავად შესანიშნავი თვისებებია, მაგრამ მათი დრამატული კომბინაციით ადვილად შეიძლება მივიღოთ იმპულსური პიროვნება.
თითქმის შეუძლებელია იყო წარმატებული ბიზნესში ცნობისმოყვარეობისა და გამბედაობის გარეშე - ახალი იდეები, პლუს მათზე მოქმედების და რეაგირების უნარი. მოდით დავფიქრდეთ საპირისპირო პერსპექტივიდან რა ხდება მაშინ, როცა არ ხარ ცნობისმოყვარე და გაბედული?
მაგრამ გარკვეული სახის დამუხრუჭების, პაუზის გარეშე, ცნობისმოყვარეობა და გამბედაობა ძალიან ადვილად შეიძლება გადაიზარდოს იმპულსურობაში.
მაგალითად შემთხვევებში თუ გადავხედავ ცნობილ ბიზნეს ისტორიებს, ხშირად გვხვდება ორი ტიპის ადამიანი: ერთი, რომელიც იგონებს გიჟურ იდეებს და მეორე, ვინც ამ იდეების უმეტესობას კლავს, აპაუზებს და რეაგირებს მხოლოდ მათ შორის განსაკუთრებულად გონივრულ იდეებზე.
მაგალითად ბიზნეს სამყარო ვერასდროს გაიგებდა უოლტ დისნეის სახელს და შესაბამისად სავარაუდოდ არც კომპანია Walt Disney Company გვეცოდინებოდა, რომ არა უოლტ დისნეის ძმის, როი დისნეის უნარი დაემორჩილებინა მისი ძმის ველური ამბიციები ბიზნესის მართვის პროცესში.
ცნობილია რომ უოლტ დისნეის განსაკუთრებული გემოვნება და ფოკუსირება შეეძლო კარგი ანიმაციის შექმნაზე და მხოლოდ ის რომ ყოფილიყო საკუთარი ანიმაციების და ბიზნესის ერთპიროვნული მმართველი, ის ეცდებოდა საკუთარი, უკლებლივ ყველა იდეის ბოლომდე მიყვანას. საიდანაც უმრავლესობა წარუმატებელი იქნებოდა.
ცნობილია, რომ მისი ადრეული ანიმაციური საწარმოები უკლებლივ ყველა გაკოტრდა. წარმატება ეწვია მის მერე როცა მისი ძმა, როი შეუერთდა ბიზნესს. მან შეძლო უოლტ დისნეის მოთვინიერება ბევრი პროექტის დამუხრუჭებით.
უოლტ დისნეი თვლიდა, რომ როი იცავდა მის წონასწორობას, ასევე როი იყო უოლტის საკუთარი ამბიციებისგან დამცველი, ის ფცქვნიდა უოლტს საკუთარი უზარმაზარი ამბიციებისგან და ტოვებდა შიშველს საკუთარ იდეებთან, რომელი იდეებიდანაც ასევე თვითონ არჩევდა რომელზე ღირდა რეაგირება და რომლეზე არა.
ამიტომაც არის ცნობისმოყვარეობა და გამბედაობა ასე საშიში - ისინი გვაგრძნობინებენ თავს, როგორც სწორი თვისებები, მაშინაც კი, როცა მათი სინთეზი ჩვენი წარმატების ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენენ.
რას იტყოდით თავმდაბალ და ამბიციურ ადამიანზე? ეს ხომ შესანიშნავი თვისებებია, მაგრამ ერთად მათ შეუძლიათ შექმნან წარმატებით შენიღბული ქედმაღლობა.
როდესაც ადამიანი თავმდაბალია („იღბლიანი ვარ და ამას ვერ მივაღწევდი სხვა ადამიანების დახმარების გარეშე“) მაგრამ ამავე დროს არის ამბიციური („ნიჭიერი ვარ და შემიძლია იმაზე მეტის მიღწევა, ვიდრე უკვე შევქმენი“), მენტალური კონფლიქტი ხშირად წყდება ფარული. ქედმაღლობით, ის გარდაიქმნება შემდეგი არქიტექტურის ფიქრად („მე განსაკუთრებული ვარ, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვი.) ამგვარ ფიქრში თავმდაბლობაც არის და ამბიციაც მაგრამ უკვე უშნოა, და ნელნელა საშიშ სახეს იღებს.
სწორი ბალანსი არის იმის ცოდნა, თუ რაში ხარ კარგი და არ გეშინოდეს ამის თქმის, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია იმის აღიარება რაში ხარ სუსტი და რა საკითხების მიმართ გაქვს მწირი ცოდნა.
უორებ ბაფეტი ამ ფენომენს უწოდებს კომპეტენციის არეალს. კომპეტენციის არეალის განმარტება შემდეგნაირია: გაცილებით მნიშვნელოვანია იცოდე რა არ იცი, ვიდრე იმის ცოდნა რა თუ იცი. შედეგად შენ გაქვს შენი კომპეტენციის არეალი, ამ არეალის ფართობის სიდიდე არ არის მთავარი, ის დროთაგანმავლობაში იზრდება ცოდნის და გამოცდილების გროვების ხარჯზე. მთვარია მისი პერიმეტრი. ღობე, ღობე რომელიც გადის არ ვიცის და ვიცის შორის. ამ ღობის მიღმა შენ ხარ დილეტანტი და უნდა იყო კარგი მსმელენლი, ხოლო ღობის შიგნით ხარ პროფესიონალი და აქ აზრის გამოთმის უფლება გაქვს. როცა შენ იცი შენი კომპეტენციის არეალი, ისიც შეგიძლია აღიარო რა საკითხების მიმართ გაქვს მწირი ცოდნა და რა საკითხებში ხარ კარგი მცოდნე. შედეგად არ ატყუებ საკუთარ თავს და არც სხვას.
როგორც რიჩარდ ფეინმენმა თქვა: პირველი პრინციპი არის ის, რომ არ მოატყუო საკუთარი თავი და შენ ხარ ის ვისაც შენ ყველაზე ადვილად მოატყუებ.
ჯობია გქონდეს პასუხგაუცემელი კითხვები და მეგობრობდე „არ ვიცსთან“ ვიდრე ყველაფერზე გქონდეს მცდარი პასუხები.
როგორც ხედავთ სამყაროში არის სიტუაციები როდესაც ორს პლუს ორი არ უდრის ოთხს.
დღეისათვის სულ ეს იყო.
თუ გაინტერესებთ ამგვარი საკითხები შეიძინეთ ჩემი წიგნი "მენტალური შაბლონები" წიგნში სადაც უამრავი ბიზნესმოდელია განხილული სხვადასხვა ხედვის კუთხიდან.
შესაძენად დააკლიკეთ აქ.
თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.
ბოლო სიახლე
საკითხავი დრო 3 წუთი. ყოველდღე, დილის ცხრა საათამდე ცოტა ხნით ადრე, შუახნის მამაკაცი...
0 კომენტარიმოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...
0 კომენტარი
კომენტარები