"კანიბალი კომპანიები" საინვესტიციოდ საინტერესო ნიშა.

ფინანსურ სამყაროში არსებობს ტერმინი კანიბალი კომპანიების. ეს ეს ის კომპანიებია რომლებიც საკუთრ აქციებს ყიდულობენ. მარტივად რომ ვთქვათ მიმოქცევაში არსებულ აქციების რაოდენობას ამცირებენ.

ამგვარ კომპანიებში ინვესტირება საკმაოდ მომგებიანია ინვესტორისთვის რადგან თქვენი ინვესტიციის პროცენტული მაჩვენებელი ამგვარ კომპანიებში იზრდება მიმოქცევაში არსებული აქციების რაოდენობის შემცირების ხარჟზე მაგრამ ამგვარ ინვესტიციას სხვა ბენეფიტების გააჩნია.

თუ თქვენ ფლობთ კომპანიიეს აქციებს, და ამ კომპანიის ერთ აქციის წილი მოგება, EPS შეადგენს $10-ს და კომპანია აქტიურად ყიდულობს საკუთრ კომპანიის აქციებს, იმ შემთხვევაში თუ კომპანია შეისყიდის არსებული აქციების 50%-ს, EPS გაიზრდება $10-დან $20-მდე. რაც აუცილებლად გახდება წინაპირობა, რომ აქციების ფასიც (მინიმუმ) გაორმაგდება.

ინფოგრაფიკაზე ხედავთ კომპანიის მიერ შესყიდული აქციების რაოდენობა როგორ ზრდის ერთ აქციის წილ მოგებას. ყოველგვარი ბიზნესოპერირების გაუმჯობესების გარეშე.

აქ ნიშვნელოვანია ავღNიშნოთ, რომ კომპანიის მიერ საკუთრი აქციების ყიდვა მხოლოდ მაშინ ქმნის ღირებულებას, როდესაც აქციების ფასი იაფია.

ეს ლოგიკურიც არის, რადგან საკუთარი აქციების უკან შესყიდვა შეიძლება ჩაითვალოს როგორც ინვესტიცია საკუთარ კომპანიაში. და როგორც გრძელვადიან ინვესტორს, თქვენ ასევე გსურთ აქციების ყიდვა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ფასი დაბალია ვიდრე მათი ღირებულება.

ქვემოთ გთავაზობთ რამოდენიმე ამგვარ კომპანიას რომელიც აქტიურად დულობს საკუთარ აქციებს. ამ კომპანიების ყველაზე მარტივი ფინანსური ოეფიციენტები ესე გამოიყურება.

ROIC > 15%      (ჩვენ ამ კოეფიციენტზე დეტალურად ვისაუბრეთ აქ)

Profit margin > 10%     (profit margin 20% ნიშნავს რომ ბიზნესი იტოვებს $0.20-ს, ყოველი ერთი დოლარიდან)

EPS growth past 5 years > 10%

ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ არსებული აქციების შემცირება > 30%

 

3 მიზეზი რატომ ყიდულობენ კომპანიების საკუთარ აქციებს.

  1. აქციების შესყიდვა აძლევს კომპანიებს მფლობელობის კონსოლიდაციის საშუალებას.
  2. როდესაც ბაზარზე დიდი პესიმიზმი იჩენს თავს კომპაიები იყენებენ აქციებსი შესყიდვის პროგრამას იმისთვის რომ გაზარდონ კაპიტალის ღირებულება
  3. შესყიდვის პროგრამა წარმოაჩენს კომპანიებს ფინანსურად მეტად ჯანსაღად რომელიც თავის მხრივ იზიდავს მსხვილ ინვესტორებს საინვესტიციოდ

ქვემოთ გთავაზობთ რამოდენიმე კომპანიას რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ დააკვირდით მათ მოძრაობის დინამიკას გრძელვადიან ჭრილში.

კომპანია Domino’s Pizza ($DPZ)

კომპანია Domino's Pizza არის ყველაზე მსხვილი პიცის კომპანია მსოფლიოში. ისინი ოპერირებენ ფასტ ფუდ სეგმენტში და ოპერირებას უწევენ კომპანიის საკუთრებაში არსებული და ფრენჩაიზირებული Domino's Pizza მაღაზიების ქსელს, მთელს მსოფლიოში. კომპანიის სათო ოფისი რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ფინანსური მაჩვენებლები:

FCF margin: 8.6%

ROIC: 56.9% (შესანიშნავი მაჩვენებელია)

FCF Yield: 4.3%

FCF-ის მოსალოდნელი ზრდა (შემდეგი 3 წელი): 6.3%

კომპანიის მიმოქცევაში არსებული აქციების შემცირება 2010 წლიდან (%): 41.1%

 

კომპანია Winmark ($WINA)

Winmark Corporation, წარმოადგენს Resale კომპანიას. მუშაობს როგორც ფრენჩაიზერი მცირე ბიზნესებისთვის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. კომპანია ყიდულობს და ყიდის მეორად ტანსაცმელსა და აქსესუარებს, რომლებიც განკუთვნილია თინეიჯერების ბაზრისთვის Plato's Closet ბრენდის ქვეშ. კომპანია ოპერირებას უწევს მაღაზიებს, რომლებიც ყიდულობენ და ყიდიან მეორად და ახალ საბავშვო ტანსაცმელს, სათამაშოებს, ავეჯს, აღჭურვილობას და აქსესუარებს, ძირითადად, Once Upon A Child ბრენდის ქვეშ. გარდა ამისა, ის ყიდულობს, ყიდის, ვაჭრობს და იყენებს ახალ სპორტულ საქონელს, აღჭურვილობას და აქსესუარებს სხვადასხვა სპორტული აქტივობებისთვის.

FCF Margin: 53.6%

ROIC: 95.9%

FCF Yield: 10.4%

Expected FCF Growth (next 3 years): 10.4%

კომპანიის მიმოქცევაში არსებული აქციების შემცირება 2010 (%): 31.1%

დააკვირდით კომპანიის აქციის ფასსი მოძრაობის დინამიკას.

კომპანია Visa ($V)

ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანია Visa არის შესანიშნავი ხარისხის ბიზნესი, რომელსაც გააჩნია ფართო თხრილი (MOAT. ბიზნესის ამ თვისებაზე ჩვენ ვისაუბრეთ აქ) როდესაც ინვესტიციას ახორციელებთ Visa-ში, თქვენ ინვესტირებას ახდენთ ძლიერ სეკულარულ ტენდენციაში.

FCF Margin: 61.0%

ROIC: 28.2%

FCF Yield: 3.7%

Expected FCF Growth (next 3 years): 15.7%

კომპანიის მიმოქცევაში არსებული აქციების შემცირება 2010 (%): 43.4%

 

კომპანია O’Reilly Automotive ($ORLY)

O'Reilly Automotive ოპერირებს ავტოინდუსტრიულ ბიზნესსფეროში. ის ახორციელებს საცალო ვაჭრობას და არის საავტომობილო ნაწილებს მსხვილი მომწოდებელი. ის სთავაზობს თავის მომხმარებლებს ფართო სპექტრის მომსახურეობას. ხელსაწყოებს, აღჭურვილობას და აქსესუარებს. კომპანია ყიდის თავის პროდუქტებს როგორც პირდაპის საბოლოო მომხმარებლებზე, ასევე პროფესიონალ მექანიკოსებზე და სერვის ტექნიკოსებზე.

FCF Margin: 17.9%

ROIC: 41.2%

FCF Yield: 4.0%

Expected FCF Growth (next 3 years): 10.0%

კომპანიის მიმოქცევაში არსებული აქციების შემცირება 2010 (%): 55.8%

დააკვირდით კომპანიის აქციის ფასის მოძრაობის დინამიკას.

კომპანია Autozone ($AZO)

კომპანია AutoZone არის ავტომობილების სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების საცალო მოვაჭრე. კომპანია გთავაზობთ პროდუქციის ფართო ხაზს, მათ შორის ახალი საავტომობილო მყარი ნაწილების, ტექნიკური საშუალებების, აქსესუარების და არასაავტომობილო პროდუქტების ჩათვლით.

FCF Margin: 15.6%

ROIC: 41.4%

FCF Yield: 4.9%

Expected FCF Growth (next 3 years): 16.5%

კომპანიის მიმოქცევაში არსებული აქციების შემცირება 2010 (%): 57.6%

დააკვირდით კომპანიის აქციის ფასის მოძრაობის დინამიკას.

კომპანია Applied Materials ($AMAT)

კომპანია Applied Materials, Inc. არის ტექნოლოგიური კომპანია რომლეიც ქმნის საწარმოო აღჭურვილობებე როგორიცაა: სერვისების და პროგრამული უზრუნველყოფას ნახევარგამტარების, ეკრანების მონიტორების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობებს. ის მუშაობს რამოდენიმე ბიზნესსეგმენტზე: ნახევარგამტარული სისტემები. გამოყენებითი გლობალური სერვისები. ნახევარგამტარული სისტემების სეგმენტი ავითარებს, აწარმოებს და ყიდის სხვადასხვა საწარმოო აღჭურვილობას, რომელიც გამოიყენება ნახევარგამტარული ჩიპების ან ინტეგრირებული სქემების დასამზადებლად.

FCF Margin: 17.9%

ROIC: 35.3%

FCF Yield: 5.6%

Expected FCF Growth (next 3 years): 2.6%

კომპანიის მიმოქცევაში არსებული აქციების შემცირება 2010 (%): 36.5%

ნახევარგამტარების ბიზნესსეგმენტის ბაზრის მოცულობა ნავარაუდებია რომ 2030 წლისთვის გადააჭარბებს 1 ტრილიონი დოლარს. 

 

დააკვირდით კომპანიის აქციის მოძრაობის დინამიკას. 

კომპანია MSCI (MSCI)

MSCI Inc. უზრუნველყოფს საინვესტიციო გადაწყვეტილების მხარდაჭერის ინსტრუმენტებს, საინვესტიციო ინსტიტუტებისთვის მთელ მსოფლიოში. კომპანია აწარმოებს ანალიტიკურ პროგრამულ გადაწყვეტილებების საინვესტიციო პორტფელების მართვისთვის გამოსაყენებლად.

FCF Margin: 48.1%

ROIC: 27.9%

FCF Yield: 2.7%

Expected FCF Growth (next 3 years): 15.5%

კომპანიის მიმოქცევაში არსებული აქციების შემცირება 2010 (%): 33.1%

დააკვირდით კომპანიის მნიშვნელოვან ფინანსურ აჩვენებლებს,

ქვემოთ ინფოგრაფიკაზე კი მოცემულია კომპანიის აქციის ფასის მოძრაობის დინამიკა.

 

დღეისათვის სულ ეს იყო.

თუ გაინტერესებთ ამგვარი საკითხები შეიძინეთ ჩემი წიგნი "მენტალური შაბლონები" წიგნში სადაც უამრავი ბიზნესმოდელია განხილული სხვადასხვა ხედვის კუთხიდან.


შესაძენად დააკლიკეთ აქ.

 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი