რა ვისწავლე ბენ ფრანკლინისგან.

ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში სწორი, მისაბაძი მაგალითის ყოლა. არ აქვს მნიშვნელობა ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილნი. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს შერლოკ ჰოლმსის მსგავსი გამოგონილი პერსონაჟი. მთავარია გყავდეს ერთი. ჩარლი მუნგერმა ერთხელ ეს თქვა:

 მე დიდ დროს უთმობ ადამიანების ბიოგრაფიების გაცნობას როდესაც თქვენ ცდილობთ ისწავლოთ ან თუნდაც ასწავლოთ სამყაროს მუშაობის შესანიშნავი დებულებები და ცნებები არ აქვს მნიშვნელობა რომელი სამეცნიერო სფეროდან არის ეს ცნებები, როდესაც ცდილობთ გარკვევას იმ ადამიანების ბიოგრაფიებს ცოდნა დიდად დამხმარეა ვინც ეს დებულებები აღმოაჩინეს, მოიოგონეს და ან შექმნეს. ვფიქრობ, რომ ეკონომიკას უკეთ ისწავლი, თუ ადამ სმიტს შენს მეგობრად აქცევ. ეს სასაცილოდ ჟღერს, გამოჩენილ მიცვალებულებთან მეგობრობა, მაგრამ თუ თქვენ მიაბიჯებთ ცხოვებაში გამოჩენლ მიცვალებულებთა მეგობრობით და მათ იდეებზე და მიგნებებზე ფიქრით, ეს ბევრად უკეთესია ვიდრე უამისობა.

ადამიანის ტვინი ევოლუციის პროდუქტია, ის უკეთ სწავლობს და ერკვევა თუ ჩვენ აბსტრაქტულ იდეებს მივაბამთ კონკრეტულ გარემოებებს ან ობიექტებს ან პიროვნებებს. რომლებთანაც ამ ამბსტაქრულ იდეებს კავშირი აქვთ, მაგალითად სასწავლ საკითხს მივაბამთ ადამიანებთან ვინც ეს იდეები შექმნეს. ამასთან ერთად ჩვენი ტვინი პლასტელინის მსგავსად ელასტიურია. ინფორმაციის სწორად სორტირების შემთხვევაში მას შეუძლია უამრავი კავშირები დაამყაროს გონებაში არსებული ცოდნის სხვა ელემენტებთან და ამ დროს მისაბაძი მაგალითის შესახებ ინფორმაცია არის უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი როგორც ინფორმაცია ტვინისთვის. გაცილებით პროდუქტიული იქნება მაგალითად ფარდობითობის თეორიის გაგება და გარკვევა ეინშტეინის ბიოგრაფიის შესწავლასთან ერთად. შსანიშნავი წიგნია The Little Book of Talent საიდანაც ერთ ამონარიდს შემოგთვაზებთ:

თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ სოციუმში სადაც უამრავი ადამიანთან გვაქვს კავშირი; თქვენი მოტივაციის გააქტიურების ერთ-ერთი გასაღები არის ის, რომ თქვენ უდნა მოახდინოთ და გაფილტროთ სოციუმის წევრები იმგვარად, რომ თქვენი მენტალური ხედვის არეალში იყონ თქვენთვის მისაბაძი ადამიანები. კვლევები აჩვენებს, რომ მისაბაძ მოდელთან ხანმოკლე კავშირმაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს არაცნობიერი მოტივაცია. მაგალითად, თუ გეცოდინებათ რომ თქვენი დაბადების დღე და ეინშტეინის დაბადების დღე ერთ დღეს არის, ეს გარემოება 62 პროცენტით გააუმჯობესებს იმ ძალისხმევის ოდენობას, რომელიც გაგამზადებთ მათემატიკის რთული ამოცანების ამოსახსნნელად

1997 წელს, ქალთა პროფესიული გოლფის ასოციაციის (LPGA) ტურნირზე სამხრეთ კორეელი გოლფის მოთამაშეები საერთოდ არ იყვნენ. დღეს უკვე მოასპარეზეთა რაოდენობა ორმოცზე მეტია, ყველა ღონისძიების ერთი მესამედს სამხრეთ კორეელი გოლფისტები იგებენ. ა მოხდა? 1998 წელს სამხრეთ კორეელმა ერთმა გოლფის მოთამაშემ სე-რი პაკმა, მოიგო ორი ძირითადი ტურნირი 1998 წელს, მიაღწია წარმატებას და მისი მეშვეობით ასობით სამხრეთ კორეელ გოგონებს გაუჩნდათ ახალი ხედვა საკუთარი მომავლის შესახებ. როგორც სამხრეთ კორეელმა გოლფის მოთამაშემ კრისტინა კიმმა თქვა, სე-რი პაკ ის შესახებ: ის იყო ჩემი ინსპირაცია, ის იყო მისაბაძი მაგალითი „ჩემმა საკუთრმა თავმა თქვა: „თუ მას შეუძლია ამის გაკეთება, მე რატომ არ შემიძლია?“

როგორც ზემოთ ავღნიშნე მეც ვმეგობრობ გარდაცვლილი მოაზროვნეებთან, და მე ვაპირებ დავწერო მოკლე ბლოგები იმის შესახებ თუ რა ვისწავლე თითოეული მათგანისგან. ამ პოსტში მე ვწერ იმაზე, რაც ვისწავლე ჩემი მეგობარი ბენჯამინ ფრანკლინისგან, რომელიც არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი თუ ვიტყვით, რომ იყო შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მსოფლიოში ცნობილი პოლიმათი. ფრანკლინი იყო, პოლიტიკური თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი, ფოსტის ოსტატი, მეცნიერი, გამომგონებელი, სამოქალაქო აქტივისტი, სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი. გასაკვირი არ არის, რატომ იკავებს მისი პორტრეტი 100 დლარიან კუპიურაზე.

რა ვისწავლე ბენ ფრანკლინისგან.

ვალდებულება.

ჩვენ ყველამ ვიცით ვალის უპირატესობები. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ იყიდეთ აქტივი და ამ აქტივში გადაიხადეთ $100, საიდანაც $5 იყო ნაღდი ფულით თქვენი დანაზოგის სახით და $95 წარმოადგენდა ვალდებულებას. იმ შემთხვევაში თუ აქტივის ღირებულება გაორმაგდება, ეს თქვენს საწყის ინვესტიციას ამრავლებს 20-ჯერ. მაგრამ თქვენი ინვესტიცია აორთქლდება, თუ აქტივები დაკარგავს ღირებულების 5%-ს. ვალი ორლესულა ხმალია. მაგრამ რატომღაც ადამიანის გონება მხოლოდ ზევით, მატებისკენ უყურებს და ივიწყებს მინუსს. მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია გავითვალისწინოთ ფრანკლინის რჩევა.

დაფიქრდით, რას აკეთებთ, როცა ვალდებულების აღებას ლამობთ; თქვენ აძლევთ სხვას ძალაუფლებას თქვენს თავისუფლებაზე. თუ დროულად ვერ გადაიხდით ვალდებულებას, თქვენ შეგრცხვებათ თქვენი კრედიტორის, შეეცდებით სხვადასხვა საბაბით გაექცეთ მასთან შეხვედრას; თქვენ უხერხულობას განიცდით, როცა მას ელაპარაკებით; თქვენ გამოიყენებთ სამარცხვინო, უსაფუძვლო საბაბებს და თანდათან დაკარგავთ თქვენს ჭეშმარიტებას და ჩაძირავთ საკუთარ რეპუტაციას ჭაობში.

კრედიტორებს უკეთესი მეხსიერება აქვთ, ვიდრე ვალდებულებების ქვეშ მყოფებს; კრედიტორები ცრუმორწმუნე სექტაა, დღეების და დროის განმკარგეველი ვალდებულების ქვეშ მყოფთათვის. ვალის გასტუმრების დღე დგება მანამ, სანამ აცნობიერებს პიროვნება. მოთხოვნა თანხის დაბრუნებაზე დგება მანამ, სანამ ამ თანხის სარგებელს მიიღებს მევალე.      

მოგება შეიძლება იყოს დროებითი და არასანდო, მაგრამ ყოველთვის, სანამ თქვენ ცოცხალი ხართ, ხარჯები მუდმივია და კონკრეტულია; და როგორც ღარიბი რიჩარდი ამბობს: „უკეთესია დაიძინო უსადილოდ, ვიდრე ჩაძვრე ვალებში“.

მიზანმიმართული პრაქტიკა.

ალბერტ ეინშტიენმა თქვა: „ადამიანმა უნდა განავითაროს ინსტიქტი და კეთების ჩვევა იმისა, რისი მიღწევაც თითქმის შეუძლებელია, ფოკუსერებით და მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვით“  რაღაცის მიღწევა მაქსიმალური ძალისხმევით რომელიც ცდება შესაძლებლობის ჩარჩოებს ამ ქმედებას უწოდებენ მიზანმიმართულ პრაქტიკას deliberate practice. ერთ დღეს ბენჯამინის მამამისმა უთხრა, რომ მას სჭირდებოდა წერის უნარის გაუმჯობესება, რადგან ბენჟამინს აკლდა ელეგანტურობა და აზრების მკაფიო გამოხატვა არ შეეძლო. რა გააკეთა ბენჟამინმა ამის საპასუხოდ?

ბენმა მამის ამ დავალების შსრულებას როგორც აღმოჩნდა საკუთარი სტილით მიუდგა, მან შეიმუშავა საკუთარი პროგრამა რათა დაეხვეწა წერის და აზრის გამოხატვის უნარები, რომელზეც ცოტა ჩვენთაგანი თუ იფიქრებდა. მან ეს პროგრამა დაიწყო სტატიების წაკითხვით და თითოეული წინადადების მნიშვნელობის შესახებ, საკუთარ დღიურში მოკლე ჩანაწერების გაკეთებით; რამოდენიმე დღის შემდეგ ის იღებდა ორიგინალ ჩანაწერებს და ცდილობდა თითოეული წინადადების მნიშვნელობის გამოხატვას თავისი, საკუთარი სიტყვებით. როცა დაასრულებდა, ის თავისი ესსეებს ორიგინალს ადარებდა.

ერთ-ერთი ნაკლი, რაც მან შენიშნა საკუთარ დიქციაში, იყო მისი ღარიბი და ცუდი ლექსიკა. როგორ შეეძლო მას ამის გამოსწორება? მან გააცნობიერა, რომ ლექსების წერა მოითხოვდა ვრცელი „სიტყვების მარაგს“, რადგან მას შეიძლებოდა დასჭირვებოდა ნებისმიერი მოცემული მნიშვნელობის გამოხატვა ლექსში სხვადასხვა გზით, რაც დამოკიდებულია რითმის ან მეტრის შეგრძნებაზე. ასე რომ, ის იღებდა თხზულებებს და ამ თხზულებებს წერდა ლექსებად. გარკვეული პერიოდის შემდეგ როდესაც სტატის კონტექსტი და ფორმა გადაავიწყდებოდა იღებდა თავის ლექსებად ქცეულ სტატიებს და ისევ სტატიებად აქცევდა თავისი სიტყვებით, დასრულებულ სტატიას ისევ ადარებდა ორიგინალს.

ფრანკლინმა ასევე გააცნობიერა, რომ კარგი ესსეს მთავარი ელემენტი მისი ორგანიზაცია, ამიტომ მან შეიმუშავა მასზე მუშაობის საკუთარი მეთოდი. ის კვლავ აკეთებდა საკუთარი სიტყვებით მოკლე შენიშვნებს ესსეში თითოეულ წინადადებაზე, მაგრამ თითოეულ შენიშვნას ცალკე ფურცელზე წერდა. შემდეგ შენიშვნებს ერთმანეთში ურევდა და კვირებით განზე დებდა, სანამ ესსეს არ დაივიწყებდა. ამის შემდეგ ის ცდილობდა საკუთარი ჩანაწერების სწორად დალაგებას, და ამგვარად ის საკუთარი ჩანაწერებით ცდილობდა ორიგინალისგან განსხვავებულ მაგრამ იგივე შინაარსის ესსეს აწყობას შემდეგ ის თავისი სიტყვებით აწყობილ ესსეს ორიგინალთან ადარებდა; მა ამ გზით ორიგინალში უამრავი ხარვეზი აღმოაჩინა.

გადაწყვეტილების მიღება Decision Making

ყველა ჩვენთაგანს გვიწევს ცხოვრებაში კრიტიკული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეს შეიძლება იყოს (1) რომელი სამუშაო შეთავაზებაზე დავთანხმდეთ (2) რომელი კომპანიის აქცია შევიძნოთ (3) რომელი უძრავი ქონება შევიძინო (4) დავიწყო საკუთარი ბიზნესი (5) თუ გავაგრძელო სწავლა და ავიღო MBA სერთიფიკატი. ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს მკაფიო, ნათელ აზროვნებას, მაგრამ ჩვენს ტვინს აქვს ბევრი მიკერძოება, რაც ხელს უშლის მას სწორად ფიქრის წარმართვაში. მაშ რა უნდა ვქნათ? ჩვენ გვჭირდება გარკვეული პროცესი გადაწყვეტილების მისაღებად. ჩემმა მეგობარმა ფრანკლინმა გამოიგონა ორი სვეტის დადებითი და უარყოფითი მიდგომა, სისტემა რომელიც გეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში.

1772 წელს ბენჯამინ ფრანკლინს რჩევა სთხოვა მისმა კოლეგამ, რომელსაც არაჩვეულებრივი სამუშაო შესთავაზეს. ფრანკლინმა წერილში უპასუხა, რომ სიტუაციის არ ცოდნის გათვალისწინებით, მას არ შეეძლო რჩევის მიცემა იმის შესახებ, დათანხმებულიყო თუ არა ის, ამ კონკრეტული სამუშაოზე. მაგრამ მან შესთავაზა პროცესი, რომელიც მის კოლეგას შეეძლო გამოეყენებინა საკუთარი გადაწყვეტილების მისაღებად. პროცესი მოიცავდა შემდეგ ქმედებას: დავყოთ ფურცელი შუაზე ორ სვეტად, დავწეროთ ერთ მხარეს Pro (დადებითი) არგუმენტები და მეორე მხარეს Con (უარყოფითი) არგუმენტები. შემდეგ სამი-ოთხი დღის განმავლობაში გადაწყვეტილებაზე ფიქრის ან გახსენების დროს, ან განხილვისას Pro და Con სვეტების ქვეშ ვწერ მოკლე მინიშნებებს, მიგნებების, არგუმენტებს, სხვადასხვა მოტივების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს მეჩვენებოდა საკითხისადმი დადებით ან უარყოფით ფაქტორად. როდესაც მე ამგვარად შევკრებ ყველა სავარაუდო ვალიდურ არგუმენტს ერთ ფურცელზე, ამის შემდეგ ვცდილობ შევაფასო მათი შესაბამისი წონა; თუ ვიპოვი ერთმანეთის საპირისირო არგუმენტს და მათი წონა ჩემი შეხედულებით არის ერთი, ორივე არგუმენტს ვაბათილებ, ვშლი ორივე სიიდან. თუ ვიპოვი რომ Reason pro-ს მხარეს არგუმენტი ტოლია ორი Reasons con-ის არგუმენტის, მე გამოვრიცხავ სამივეს. თუ ჩემი მსჯელობით ერთი მხარის 2 მიზეზი უდრის მეორე მხარის 3 მიზეზს მე გამოვრიცხავ, ვაბათილებ ხუთივეს მე ვცდილობ ვიპოვო ბალანსი; და თუ რამოდენიმე დღიანი განხილვის მერე რაიმე ახალი, რაც მნიშვნელოვანია არცერთ მხარეს არ მოხდება, ამის მერე მე მივდივარ გადაწყვეტილებამდე

რათქმაუნდა მიზეზთა წონა არ შეიძლება იქნას მიღებული მათემატიკური სიზუსტით, მაგრამ როდესაც თითოეული არგუმენტი განიხილება ცალ-ცალკე და ერთმანეთთან შედარებით, ვფიქრობ, რომ უკეთესად შემიძლია ვიმსჯელო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადავდგა ნაჩქარევი ნაბიჯი; ამგვარად საკუთარი გამოცდილებით სინამდვილეში მე ვიპოვე დიდი უპირატესობა ამ სახის განტოლებების ამოხსნიდან, რასაც შეიძლება ეწოდოს მორალური ან გონივრული ალგებრა.

ბენ ფანკლინი ადამიანის ფსიქოლოგიაზე

მოგვწონს თუ არა, ყოველდღიურად გვიწევს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ბუნების ცოდნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება უბედურებად გადაიქცევა. ფრანკლინს ეს ძალიან კარგად ესმოდა.

ბენჯამინ ფრანკლინი, იყო ადამიანის ბუნების, ასევე მეცნიერებისა და პოლიტიკის წარჩნებული სტუდენტი. პენსილვანიის საკანონმდებლო ორგანოში მსახურობისას ფრანკლინი შეშფოთებული იყო თანამემამულე კანონმდებელის და ოპოზიციის მტრულად განწყობით. ამიტომ იგი აღუდგა კოლეგების ამ მდგომარეობას. ერთ მაგალით ცხადყოფს მის უცნაურ მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით პრაგმაქტულ ქმედებას.

მან ოპოზიციის ბანაკიდან ოპონენტს მისწერა შემდეგი შიანარსის წერილი: რამოდენიე დღის წინ, თქვენს სახლში ვიზიტის დროს, თქვენს ბიბლიოთეკაში შევნიშნე მეტად იშვიათი და მნიშვნელოვანი წიგნი. დავალებული ვიქნები თუ რამოდენიმე ხნით მათხოვებდით თქვენს წიგნს შესასწავლად.

მან მაშინვე გამომიგზავნა და დაახლოებით ერთ კვირაში დავაბრუნე თანდართული წერილით, სადაც მტკიცედ გამოვხატე ჩემი კეთილგანწყობა. როდესაც ჩვენ შემდეგ შევხვდით სახლში, ჩვენს შორის საინტერესო საუბარი გაჩაღდა (რაც მას აქამდე არასდროს გაუკეთებია); ამ ინციდენტის შემდეგ იგი ხშირად ავლენდა მზადყოფნას, თანამშრომლობისთვის. ასე რომ, ჩვენ დიდი მეგობრები გავხდით და ჩვენი მეგობრობა მის სიკვდილამდე გაგრძელდა. ეს არის კიდევ ერთი ჭეშმარიტების მაგალითი, რომელიც მე ვისწავლე ძველი მითებისგან, რომელიც ამბობს: „ის, ვინც ერთხელ სიკეთე გაგიკეთებს, უფრო მზად იქნება სხვ სიკეთის გასაკეთებლად, ვიდრე ის, ვისაც შენ თვითონ სიკეთის გაკეთებას ავალდებულებ“.

მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ფრანკლინმა სხვისთვის სიკეთის გაკეთებით კი არ შეძლო მტრული ბარიერის მოშლა, არამედ სამიზნე სუბიექტი აიძულა მისთვის სიკეთე გაეკეთებინა - ითხოვა იშვიათი წიგნი მისი ბიბლიოთეკიდან.

 

დღეისათვის სულ ეს იყო.

თუ გაინტერესებთ ამგვარი საკითხები შეიძინეთ ჩემი წიგნი "მენტალური შაბლონები" წიგნში სადაც უამრავი ბიზნესმოდელია განხილული სხვადასხვა ხედვის კუთხიდან.


შესაძენად დააკლიკეთ აქ.

 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი