კონტროლის ილუზია.

საკითხავი დრო 3 წუთი. 

ყოველდღე, დილის ცხრა საათამდე ცოტა ხნით ადრე, შუახნის მამაკაცი წითელი ქუდით, დგება ავტომობილებით დატვირთულ გზატკეცილზე, შუქნიშანთან და გამალებით იწყებს წითელი ქუდის ქნევას. ხუთი წუთის შემდეგ მამაკაცი უჩინარდება ადგილიდან. ეს პროცედურა მეორდება ყოველ დღე.

ერთ დღესაც მამაკაცთან მოდის პოლიციელი და ეკითხება მას: „ბატონო! შეიძლება გკითხოთ? რას აკეთებთ?”

მამაკაცი პასუხობს - "ჟირაფებს ვაფრთხობ"

დაბნეული პოლიციელი ირგვლივ მიმოიხედავს და გაკვირვებული ჩაეკითხება: „კი მაგრამ აქ ჟირაფები არსად არიან“.

მამაკაცი ამაყად პასუხობს ”დიახ ეს იმიტომ რომ მე მათ ვაფრთხობ“

ალბათ ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ვისთვისაც ეს ისტორია ღიმილის მომგვრელი შეიძლება იყოს ვივარაუდებდით, რომ კაცი წითელი ქუდით, არ იყო თავისი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელ დიაპაზონში. მაგრამ, თუ დაუკვირდებით, ხომ არ არის ეს ქცევა ჩვენს მიერ ამ მიზეზ შედეგობრიობის არასწორი გაგების შემთხვევა?

მამაკაცის რწმენა, რომ მტკიცებულებების არარსებობა (ჟირაფები) არის ჟირაფების მოძრაობის კონტროლი, რაც მამაკაცის თვალთახედვით არის მისი ოსტატობის დასტური, არის ქცევითი მიკერძოება, რომელსაც ფსიქოლოგები უწოდებენ „კონტროლის ილუზია“-ს. ეს არის ტენდენცია გვჯეროდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ იმაზე, რაზეც აბსოლუტურად არანაირი გავლენა არ გვაქვს.

ისტორია რომელიც ზემოთ მაგალითად მოვიყვანე ნამდვილად სახალისო მოსასმენია და ღიმილის მომგვრელი, მაგრამ ჩვენ არ უკვირდებით იმ ფაქტს, რომ „კაცი წითელი ქუდით“ როლში გაუცნობიერებლად, ხშირ შემთხვევაში თითოეული ჩვენთაგანიც აღმოვჩნდებით ხოლმე. ჩვენ ამა თუ იმ კუთხით ყველანი ვექცევით, კონტროლის ილუზიის ქვეშ.

რამოდენმე მათგანს შემოგთავაზებთ და ალბათ უმრავლესობა უცებ აღმოვაჩენთ თავს იმ მამაკაცის ადგილზე, რომელიც ჟირაფებს აფრთხობდა.

მაგიდაზე ჩანთის დადებამ უფულობა იცის.

ორშაბათ დღეს ვარცხნილობის შესასწორებლად სტილისტთან ნუ მიხვალ. ( P.S. ჩემს სტილისტს ვკითხე ერთხელ, ყველაზე უქმე დღე რომელი გაქვს მეთქი და მიპასუხა ორშაბათიო wink)

გზაზე მიმავალს, კატა თუ გადაგირბენს ეს ცუდის ნიშანია.

ფულს ნუ გაასესხებ ორშაბათ დღეს.

მაშ, საიდან მოდის ეს ქცევითი მიკერძოება? ევოლუციის პროცესმა მილიონობით წლის განმავლობაში, მკვეთრად ამოტვიფრა ჩვენს გონებაში რათა გაეზარდა გადარჩენის შანსები მონადირე-შემგროვებელ გარემოში. ეს გაურკვევლობასთან გამკლავების ბუნებრივი გზაა.

გაურკვევლობასთან გამკლავების უუნარობა ქმნის კოგნიტიურ სტრესს და ამ სტრესის თავიდან ასაცილებლად ჩვენი ტვინი ცდილობს თავი დააღწიოს გაურკვევლობას, თუნდაც ამგვარი სასაცილო ქმედებით. კონტროლის ილუზია არის ერთგვარი შემეცნების მიკერძოება და ის არის კარგი ხრიკი ამ გაურკვევლობისგან თავის დასაღწევად.

მომავლის კონტროლის სურვილი დიდი ხანია მიჩნეულია ადამიანების ქცევის ფუნდამენტურ მოტივად. მრავალმა მეცნიერულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებში გააზრებული კონტროლის არარსებობა. ის რომ ჩვენ ადამიანებს გარკვეულ მოვლენებზე კონტროლი არ გვაქვს და ვერც გვექნება, იწვევს დეპრესიას, პესიმიზმს და რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევის მკაფიო სურვილს. ამის საპირისპიროა, კონტროლის ზოგადი მოჩვენებითი მექანიზმების ფლობა, რომელიც იწვევს თვითშეფასებას ამაღლებას და ოპტიმიზმს.

მახსოვს ჩემს ბავშობაში გულმხურვალედ ვქომაგობდი მანჩესტერ იუნაიტედის გუნდს. როდესაც ჩემი საყვარელი გუნდის თამაში იწყებოდა, ტელევიზორთან მქონდა ჩემი კონკრეტული ადგილი სადაც მოვათავსებდი სკამს და სკამზე დამჯდარი უყურებდი ფეხბურთს, არავითარ შემთხვევაში არ ვადევნები თამაშს თვალს კომფორტულ კრესლოში მოკალათბული, ეს იყო ჩემი რიტუალი და მეგონა, რომ სამზე მოთავსებულ "მე"-ს გავლენა ექნებოდა საყვარელი გუნდის გამარჯვებაზე.

მოდით ჩავატაროთ სააზროვნო ექსპერიმენტი, რათა დავინახოთ, რამდენად მგრძნობიარეა უმეტესობა ჩვენთაგანი კონტროლის ილუზიის მიმართ, ამისთვის მოდით განვიხილოთ შემდეგი ორი გარემოება:

  1. მე ავირჩევ კომპანიის აქციას და თქვენ უნდა გამოიცნოთ ხვალ ამ აქციის ფასი მოიმატებს თუ დაიკლებს. თუ გამოიცნობთ თქვენ მოიგებთ $100-ს. თუ ვერ გამოიცნობთ მაშინ თქვენ წააგებთ $100-ს.
  2. მე ავირჩევ კომპანიის აქციას და თქვენ გადამოწმების გარეშე უნდა გამოიცნოთ გუშინ აქციის ფასმა მოიმატა თუ დაიკლო? თუ სწორად გამოიცნობთ მოიგებთ $100-ს ხოლო თუ ვერ გამოიცნობთ წააგებთ $100-ს

რომელი ფსონი უფრო კომფორტულია თქვენთვის?

სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულ მსგავს ექსპერიმენტში მონაწილეთა ორმა მესამედმა აირჩია პირველი ვარიანტი. ამ ადამიანების უმეტესობამ კარგად იცოდა, რომ თითოეულ ფსონს აქვს იდენტური, 50/50 მოგების შანსები. მაგრამ პირველი ფსონი უფრო კომფორტული ეჩვენათ, რადგან ის გაგრძნობინებთ, რომ თითქოს თქვენ შედეგზე კონტროლი გაქვთ.

ინფორმაცია ზოგადად ემორჩილება ცნობილ 80/20 წესს: რაც ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაციის პირველი 80% გროვდება დახარჯული დროის პირველ 20%-წუთში. ამის მიუხედავად, როგორც მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, ინფორმაციის მოცულობის გაზრდა იწვევს ზედმეტ თავდაჯერებულობას და არა სიზუსტის გაზრდას და ამით ილუზიას კიდევ უფრო რეალურს ხდის.

სახალისო ფაქტია მაგრამ მაგალითად ავიღოთ თამაში გერბი ან საფასური (ხანშიშესულებისთვის ეს თამაში ცნობილია როგორც "არიოლი და რეშკა" blush). ადამიანები ამჯობინებენ ამ თამაშში ფსონი დადონ მონეტის აგდებამდე, ვიდრე აგდებული მონეტის გამოცნობაზე იმ შემთხვევაში როდესაც შედეგი დამალულია, თითქოს მონეტის ჰაერში მოძრაობაზე და მისი ბრუნების რაოდენობაზე რაიმე გვლენა გვქონდეს.

ესეც კონტროლის ილუზიის მკაფიო გამოვლინებაა.

ზაფხულში ინტერნეტ სივრცეში ხეტიალის დროს, შემთხვევით წავაწყდი ლიბანელი პოეტი კაჰლილ ჯიბრანის, შემოქმედებას და მისმა ლექსმა “On Children” საკმაოდ დამაფიქრა. გთავაზობთ ლექსის ჩემეულ თარგმანს.

- შენი შვილები შენი შვილები არ არიან.

ისინი არიან სიცოცხლის ლტოლვის და მისი პროცესის ვაჟები და ქალიშვილები.

ისინი მოდიან შენის გავლით, და არა შენგან.

და მიუხედავად იმისა, რომ ისინი შენთან არიან, ისინი შენ არ გეკუთვნიან.

- თქვენ შეგიძლიათ აჩუქოთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არ შეგიძლიათ გადასცეთ თქვენი აზრები. რადგან მათ აქვთ საკუთარი აზრები.

- თქვენ შეგიძლიათ თავშესაფარი მისცეთ მათ სხეულებს, მაგრამ არა მათ სულებს, რადგან მათი სულები ცხოვრობენ ხვალინდელ სახლში, რომლესაც შენ სიზმარშიც ვერ ნახავ.

- თქვენ შეგიძლიათ სცადოთ და გახდეთ მათნაირი, მაგრამ ნუ ეცდებით რომ ისინი თქვენ დაიმსგავსოთ.

იმიტომ რომ ცხოვრება არ მიედინება უკუ სვლით და არ ჩერდება გუშინდელში. (გუშინდელი შენ ნუ დაიმსგავსებ ხვალინდელ მას)

- თქვენ ხართ ის მშვილდი, საიდანაც თქვენი შვილები სიცოცხლით სავსე ისრებივით ისვრიან.

- მშვილდოსანი სიცოცხლის უსასრულობის გზაზე ნიშანს ხედავს და თავისი ძალით თქვენ (მშვილდს) მოგხრით, რომ მისი ისრები სწრაფად და შორს გაფრინდნენ მიზნისკენ.

- დაე იმ ფაქტმა რომ მშვილდოსანი თქვენ გხრით მოგანიჭოთ თქვენ უსაზღვრო სიხარული.

- ვინაიდან მას ისე უყვარს ისარი რომელიც მიფრინავს, როგორც მშვილდი რომელიც სანდოა.

“თქვენ არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი შვილის ბედი,” - როგორც ჯიბრანმა თქვა, თქვენ მხოლოდ მშვილდი ხართ, რომელიც უნდა იყოს სტაბილური, იმისთვის რომ თქვენი შვილები - ისრები - უნდა გაფრინდნენ შწრაფად შორს.

კონტროლის დაკარგვის შიში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე გავრცელებული შიშია ადამიანებში. ეს ის შიშია რომელიც მუდამ ჩაგვჩიჩნებს, რომ თუ ვერ მოახერხებთ მომავალი მოვლენების გაკონტროლებას, მაშინ რაღაც საშინელება მოხდება.

მოდით ცოტახნით მშობლების როლი გადავდოთ გვერდზე და წარმოვიდგინოთ, რომ ვართ ინვესტორები.

ინვესტორების ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ისინი მუდამ ითხოვენ გარკვეულობას სამყაროში, რომელიც ყოველთვის სავარაუდოა და გაურკვეველია.

ისინი ფიქრობენ, რომ მათ უნდა შეძლონ და ზუსტად უნდა იწინასწარმეტყველონ და მართონ მომავალი. და სწორედ ეს არარეალური მოთხოვნა ხდება მიზეზი მათ მიერ არაერთგზის ჩადენილი უგუნური შეცდომებისა.

ექსპერტი არის ის, ვისაც ეცოდინება ხვალ ,დღეს გამოთქმული მისი მოსაზრება რატომ არ გამართლდა.

შენ ხარ შენი არჩევანი.

მაიკ ფლინტი იყო უორენ ბაფეტის პირადი თვითმფრინავის პილოტი 10 წლის განმავლობაში, ისინი ასევე კარგი მეგობრები იყვნენ. ფლინტის თქმით, ის უორენ ბაფეტთან ერთად კარიერულ პრიორიტეტებზე ხშირად საუბრობდა. ერთხელაც უორენ ბაფეტმა ფლინტს შესთავაზა 3-საფეხურიანი სავარჯიშო.

საფეხური 1. უორენ ბაფეტმა სავარჯიშოები დაიწყო იმით, რომ ფლინტს სთხოვა დაეწერა მისი კარიერაში 25 საუკეთესო და სანატრელი მიზანი, რისი მიღწევაც ფლინტისთვის ჩაითვლებოდა წარმატებად. ამისთვის, ფლინტს გარკვეული დრო დასჭირდა და ბოლოს ჩამოწერა 25 მიზანი რაც მისი თვალთახედვით იქნებიდა მისთვის წარმატების ნიშანი.

საფეხური 2. როდესაც ფლინტმა ბაფეტს სია აჩვენა, ბაფეტმა სთხოვა ფლინტს გადაეხედა თავისი სიისთვის და შემოეხაზა 25 მიზნიდან, 5 საუკეთესო მიზანი. ფლინტს კიდევ დასჭირდა ხანი იმისთვის რომ 25 მიზნიდან აერჩია, 5 უფრო დიდი მნიშვნელობის მიზანი.

საფეხური 3. ამ ეტაპზე ფლინტს ორი სია ჰქონდა. სია A სადაც იყო 5 დიდი მნიშვნელობის მიზანი შემოხაზული, და სია B სადაც იყო დარჩენილი 20 მიზანი.

და როდესაც ის მომდევნო ჯერზე შეხვდა უორენ ბაფეტს, საუბრის ბოლოს ფლინტმა ბაფეტს დაუდასტურა, რომ ის დაუყოვნებლივ დაიწყებდა მუშაობას თავის 5 საუკეთესო მიზნის მისაღწევად. და სწორედ მაშინ, როდესაც ბაფეტმა ჰკითხა მას მეორე სიის შესახებ: "და რას უპირებთ მათ, ვინც არ შემოხაზეთ?" იკითხა ბაფეტმა

ფლინტმა უპასუხა: ” შემოხაზული ტოპ 5 არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ დანარჩენი 20 იდეა ასევე ახლოს დგას. ისინი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, ამიტომ მე პერიოდულად ვიმუშავებ მათზეც. ისინი არც თუ ისე გადაუდებელია, მაგრამ მე მაინც ვგეგმავ მათთვის დროის გამოყოფას.

რაზეც ბაფეტმა უპასუხა: „ მაიკ შენ არასწორად ფიქრობ. ყველაფერი, რაც არ შემოხაზეთ არის ის რისგანაც მუდამ უნდა ეცადო თავის დაღწევას, ეს არის სია რომელსაც ქვია: "ნებისმიერ ფასად თავის დასაღწევი სია". იცოდე, რომ ის რაც შენ წარმატებაში ხელს შეგიშლის არის იმ 20 იდეიდან რომელიღაც, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ახლოს დგანან შენთან. შენ ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოახდინო შენს ტოპ იდეებზე. და სანამ წარმატებას არ მიაღწევ არ გაბედო სხვა რამეზე ფიქრი.“

ჩვენ ვისაუბეთ ფოკუსის და ყურადღების კონცენტრაციაზე, სადაც საინტერესო მაგალითები მოვიყვანეთ. დააკლიკეთ აქ.

აღსანიშნავია რომ უორენ ბაფეტი ურჩევს ფლინტს, რომ მან თავისი დროის ინვესტირება მახდინოს პრიორიტეტულად, ტოპ საქმის კეთებისთვის.

ალაბთ გინახავთ, შესანიშნავი მულტფილმია კუნგ ფუ პანდა და მინდა ამ მულტფილმიდან მცირე ამონარიდი გაგიზიაროთ, სადაც ბრძენი მოხუცი კუ, ოსტატი ოგვეი უხსნის "კონტროლის ილუზიას" თავის მოწაფე შიფუს, რომელსაც ევალება უვარგისი პოს, გიგანტური პანდას გაწვრთნა. მომავალში სახელად დრაკონის მეომარი.

შიფუ შეშფოთებულია პანდას ბავშვურობით, მისი არასერიოზულობით და იმით, რომ მას საბრძოლო ხელოვნების სწავლა არ უნდა, ის მოუხერხებელია, ტლანქია და ყველაფერს არასერიოზულად უყურებს. და სწორედ ამ გარემოებებით შეშფოთებული შიფუ მიდის ოსტატ ოგვეისთან, რათა მას შესჩივლოს უიმედობა იმისა, რომ პანდასგან მომავალში მეომარი არ გამოვა და მასზე იმედების დამყარება, ეს ფუჭი საქმეა.

ოსტატი ოგვეი ამბობს ერთ ძალზედ ჭკვიანურ ფრაზას - "ჩემო მეგობარო შიფუ, პანდა ვერასდროს აღასრულებს თავის ბედს და ვერც შენს ბედს, სანამ არ განთავისუფლდები კონტროლის ილუზიისგან."

უყურეთ ამ 3 წუთიან ამონარიდს, ის უბრალოდ შესანიშნავია. wink

კონტროლის ილუზია ეს ხაფანგია რომელშიც ხშირად აღმოვჩნდებით ხოლმე ჩვენ ადამიანები. შესანიშანვ სიტყვებს ეუბნება უფალი კრიშნა არჯუნას მაჰაბჰარატას ბრძლის წინ, წიგნიდან ბფაგავად გიტა:

არჯუნა შენ გაქვს უფლება შეასრულო შენი მოვალეობა, მაგრამ შენ არ აქვს უფლება მიიღო ამ ქმედებებისგან გამოწვეული ნაყოფის სიტკბოება. შენ ვერ დაიდგამ გამარჯვებულის დაფნის გვირგვინს და ვერ შეისხამ ხოტბას, ვერ ინავარდები ქების მორევში. იმიტომ, რომ შენ შენს ქმედებებში არ უნდა იყო შედეგით დაბრმავებული.

ამ სიტყვებით უფალი კრიშნა ცდილობს არჯუნა აარიდოს კონტროლის ილუზიის გავლენას როდესაც შენი ქმედებები ორიენტირებულია შედეგზე და ამ შედეგით მიღებულ სიდიადეზე. საკეთებელი შეიძლება არაკეთილსინდისიერი იყოს, თუ შედეგი მოითხოვს ამას.

მაშ, როგორ დავძლიოთ კონტროლის ილუზიის გავლენა?

პირველი ნაბიჯი არის გაცნობიერება.

როდესაც ილუზიის ხაფანგში ვართ, ან მაგალითად როცა გვაქვს ახალი იდეა - იმის ნაცვლად, რომ ვეძიოთ გზები, რათა დავამტკიცოთ ჩვენი იდეების სისწორე, ჩვენ უნდა ვცდილობეთ დავამტკიცოთ მათი არავალიდურობა მათი არასწორობა. ამას ფსიქოლოგები ასევე უწოდებენ დადასტურების მიკერძოებას, რაც იწვევს გაგებისა და კონტროლის ცრუ გრძნობას.

კონტროლის ილუზიისგან თავის დასაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ღია ვიყოთ შეცდომის ალბათობისთვის. უფრო ზუსტად: დაუშვით, რომ თქვენი ახალი იდეის ან შეხედულების თავდაპირველი ჰიპოტეზა არასწორია და შემდეგ მოძებნეთ მტკიცებულებები რომელიც დაამტკიცებს იმას, რომ თქვენ ნამდვილად არასწორად გესმით საკითხი, თუ ამგვარ მტკიცებულებებს ვერ მოძებნით, გამოდის რომ საკითხი სწორად გესმით. ამ პრინციპს ქვია რევერსული ფიქრის პრინციპი.

დასკვნა

ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ იწვევს ფუნდამენტურ შეჯახებას ადამიანის დაუოკებელი სწრაფვა კონტროლისკენ და უუნარობა იმისა, რომ აღიარო საკითხის და გარემოებების ჩვენს კონტროლს მიღმა არსებობა. სწორედ ამ კონფლიქტს მივყავართ სერიოზულ კოგნიტურ მიდრეკილებამდე, რომელსაც კონტროლის ილუზია ეწოდება.

ცნობილმა სტოიკოსმა ფილოსოფოსმა ეპიქტეტმა თქვა:

ბედნიერება და თავისუფლება იწყება ერთი პრინციპის მკაფიო გაგებით. ზოგიერთი რამ თქვენს კონტროლშია და ზოგიერთ რამ კი თქვენ კონტროლ მიღმა.

აქედან გამომდინარეობს ის, რომ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და მასზე აბსოლუტური კონტროლი, ეს ილუზიაა.

ერთხელ ბერტრან რასელმა თქვა:

სამყაროს უბედურება ის არის, რომ სულელები მეტად თავდაჯერებულები არიან, ხოლო ჭკვიანები აღსავსენი არიან ეჭვით.

სიბრძნის მოსაპოვებლად პირველი ნაბიჯი არის ჩვენი უმეცრების აღიარება. ეჭვი, ეს აუცილებელი პირველი ნაბიჯია. ასე რომ, თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი პასუხების ორჯერ გადამოწმება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მტკიცებულებები ყველაზე სარწმუნოდ გეჩვენებათ და იკითხოთ: „შეიძლება ვცდებოდე?

რომელი უფრო სწორი ნათქვამია სწავლით ფართოვდება ცოდნის ფართობი თუ სწავლით ფართოვდება ცოდნის პერიმეტრი? ამგვარი წინადადების ფორმულირება დამჭრა ერთ დროს და პერიმეტრისკენ გადავიხარე.

სინამდვილეში ფართობის ცვლილება პერიმეტრის ცვლილებასაც ნიშნავს და პირიქით, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ პერიმეტრის ზრდა უფრო დიდი არეალით ეხება მის ირგვლივ არსებულ არეალს და რაც უფრო იზრდება ცოდნის პერიმეტრი არცოდნასთან შეხების არეალიც იზრება. და სავარაუდოდ სწორედ ამ ზღვართან მდგომმა სოკრატემ თქვა: რაც მეტი ვიცი უფრო ვრწმუნდები რომ არაფერი არ ვიცი.

რაც უფრო ფართოვდება ცოდნის კუნძული, მით უფრო გრძელია სანაპირო ზოლი (პერიმეტრი) - სადაც ცოდნა ხვდება არცოდნას (ოკეანეს).

 

დღეისათვის სულ ეს იყო.

თუ გაინტერესებთ ამგვარი საკითხები შეიძინეთ ჩემი წიგნი "მენტალური შაბლონები" წიგნში სადაც უამრავი ბიზნესმოდელია განხილული სხვადასხვა ხედვის კუთხიდან.


შესაძენად დააკლიკეთ აქ.

 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი