რა ვიცით WeChat-ის შესახებ

მინდოდა მოკლე პოსტი დამეწერა, იმ სტატიებზე რომელიც შემთხვევით შაბათ კვირას ჩამივარდა წასაკითხად.

ორი სტაია, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Economist-ში და მეორე NY Times-ში (სტაიტების სანახავად დააკლიკეთ თითოეულს) განაპირობა ამ ბლოგის შექმნა.

საკითხი ეხება ერთ ჩინურ კომპანიას, სახელად WeChat-ს რომელიც, არის მესიჯინგ აპლიკაცია. და ამ დროისთვის ამ აპლიკაციის მომხმარებელმა აჭარბებს 700 მილიონს. კომპანია ასევე აგენერირებს შთამბეჭდავ შემოსავლებს. (განსხვავებით ფეისბუქის WatsApp ისგან, რომელიც მოგეხსენებათ ფეისბუქმა შეიძინა გასულ წელს და ამ აპლიკაციას ჯერჯერობით ფეისბუქისთვის გროშიც არ მოუტანია შემოსავლის სახით.)

WeChat-ი ასევე ძლიან მომგებიანია თვისი მფლობელებისთვის რომელიც არის Tencent Holdings-ის კუთვნილება ეს უკანასკნელი კი აერთიანებს ონლაინ სათმაშო ბიზნესს და სოციალურ მედიას ჩინეთში და ამ სეგმენტში ეს ჰოლდინგი ლიდერია ბაზარზე.

ქვემოთ გთავაზობთ რამოდენიმე მიგნებას რომელიც ვფიქრობ საინტერესო იქნება თქვენთვის.

რას წარმოადგენს WeChat-ი?

ამონარიდი Economist-იდან

“Like most professionals on the mainland, her mother uses WeChat rather than e-mail to conduct much of her business. The app offers everything from free video calls and instant group chats to news updates and easy sharing of large multimedia files…

“Yu Hui’s mother also uses her smartphone camera to scan the WeChat QR (quick response) codes of people she meets far more often these days than she exchanges business cards. Yu Hui’s father uses the app to shop online, to pay for goods at physical stores, settle utility bills and split dinner tabs with friends, just with a few taps. He can easily book and pay for taxis, dumpling deliveries, theatre tickets, hospital appointments and foreign holidays, all without ever leaving the WeChat universe.”

ქვემოთ მოყვანილ სურათზე ნათლად ჩანს შედარება WeChat-სა WatsAPP-ის და FBMessenger-ის მომხმარებლების რაოდენობა და რომელი აპლიკაცია რას სთავაზობს მომხმარებელს.

როგორ მოახერხა WeChat-მა ესეთი სწრაფი ზრდა?

  • ტექსტური მესიჯინგი ჩინეთში ფასიანია, განსხვავებით შეერთბული შტატებისა სადაც მსხვილი მობილური კავშირგაბმულობის ფირმები მესიჯინგ მომსახურეობებს დამატებით, უფასო ბენეფიტად პროდუქტთან ერთად ყიდიან.
  • გამომდინარე იქიდან რომ, შეერთბულ შტატებში ისე როგორც სხვა ქვეყნებში სადაც მობილური კავშირგაბმულობის ფირმები სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს უფასო SMS მომსახურეობებს, სხვა SMS აპლიკაციები ნაკლებად პოპულარულია. განსხვავებით ჩინეთისა, სადაც 700 მილიონი მომხმარებელი იყენებს WeChat-ს. მიუხედავად იმისა რომ ჩინეთში რეგისტრირებულია 600 მილიონი სმარტფონის მომხმარებელი, და ეს ციფრი მზარდია. სხვა სიტყვებით ყველა იყენებს WeChat-ს
  • ძალიან საინტერესოა ის ფაქტი რომ ჩინელმა მომხმარებლებმა ძლიან სწრაფად გადაინაცვლეს კომპიუტერის ეკრანიდან მობილური ტელეფონის ეკრანზე. უმრავლესობა აღარ ყიდულობს PC-ს. ჩინელი მომხმარებლების იდიდესი ნაწილი, თვიანთ სამუშოების დიდ ნაწილს ასრულებენ სმარტფონების მეშვეობით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მობილური სმართფონის მომხმარებელია, ხოლო ამერიკასა და ევროპაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით მესამედია. 50% ზე მეტი ონლაინ გაყიდვების, მოდის მობილური ტელეფონებიდან. ეს მაჩვენებელი შტატებში 25%-ია.
  • აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი რომ, ისეთი კომპანიები რომლების მობილურ აპლიკაციების შექმნით არიან დაკავებულნი უფრო ნოვატორები და მოწინავეები არიან ამ დარგში, ვიდრე ევროპის და შეერთებული შტატების კომპანიები. ამ მხრივ სეროზული მიღწევები აქვთ ჩინურ კომპანიებს როგორიცაა BIDU, Alibaba, და Tencent-ი. ეს კომპანიები ქმნიან მობილურ აპლიკაციებს რომლებიც ასრულებენ უამრავ ოპერაციებს (Messaging. Social Media, Games, Mobil Payments, Ecommerce, Videos.  და სხვა) და ამ ყველაფერი WeChat-ი ერთ აპლიკაციაში აერთიანებს.

ბიზნესმოდელი

WeChat-ის ბიზნესმოდელი შემდეგნაირად გამოიყურება:

 WeChat-ი თავის მომხმარებლებს სთავაზობს რომედენიმე მიმართულების მომსახურეობას. სადაც გაერთიანებულია მობილური გადახდების და ელექტრონული კომერციის მობილურად შერწყმული ფუნქციები. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ პროდუქცია პირდაპირ მწარმოებლებისგან და არა გადამყიდველებისგან. ეს პირდაპირი კავშირი ქმნის დიდ სამომხმარებლო სისტემას, WeChat-ის მეშვეობით მწარმოებელი და მყიდველი ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება. ხოლო აპლიკაცია თითო ტრანსაქციაზე, გარიგებაზე, მცირედ გადასახადს იტოვებს მომსახურეობის ღირებულების სახით. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად კომპანიის შემოსავლებიც იზრდება. ასევე არიან დაინტერესებულნი ჩინური კომპანიებიც ამ აპლიკაციით თავიანთი პროდუქციის რეალიზება მოახდინონ.

შესაბამისად აპლიკაცია მოგების გენერაციას ახდენს მწარმოებლების რეკლამების საშვალებითაც. და კიდევ ერთი მიმზიდველი ობცია, რომელიც ამ აპლიკაციას გააჩნია ეს არის ნებისმიერ მწარმოებელს შეუძლია ამ აპლიკაციაში თვისი მცირე ვირტუალური გაყიდვის ობიექტი შექმნას, ესე ვთქვათ ვირტუალური მაღაზია და რეკლამის საშვალებით მოიზიდოს ამ აპლიკაციის მომხმარებელი. და ამ ვირტუალური მაღაზიიდან გაყიდოს რეალური პროდუქტები ან სერვისები. ძლიან ბევრია ჩინეთში ისეთი მცირე მეწარმე რომელსაც აღარ სჭირდება ფიზიკურად მაღაზიის ქირაობა ან შეძენა საკმარისია WeChat-ის აპლიკაციაში ვირტუალური გაყიდვის ობიექტის შექმნა. შთამბეჭდავია ხომ?
გამოცემა  Economist-ი სადაც ამ სტატიას წავაწყდი კარგად აკეთბს შეჯამებას გთავაზობთ ამონარიდს ამ სტატიიდან:

“E-commerce is another driver of the business model. The firm earns fees when customers shop at one of the more than 10m merchants (including some celebrities) that have official accounts on the app. Once users attach their bank cards to WeChat’s wallet, they typically go on shopping sprees involving far more transactions per month than, for instance, Americans make on plastic. Three years ago, very few people bought things using WeChat but now roughly a third of its users are making regular e-commerce purchases directly through the app. A virtuous circle is operating: as more merchants and brands set up official accounts, it becomes a buzzier and more appealing bazaar.”

WeChat-ის პირველი კონკურენტული ნაბიჯი.

აპლიკაციაში ერთობლივად ამდენი ბიზნესმიმართუელბის გაერთიანება აპლიკაციას ქმნის User Friendly-ის სტატუსს. დასავლეთში ამდენი სხვადასხვა შესაძლებლობისთვის მომხმარებელი რამოდენიმე აპლიკაციას ხმარობს. WeChat-ში ყველა ეს მომსახურეობა ერთ აპლიკაციაშა თავმოყრილი. შესაბამისად აპლიკაცია მთლიანად მომხმარებელზეა მორგებული. ეს ქმნის კონკურენტულ უპირატესობას.

ისევ ამონარიდი სტატიიდან:

“Nor is there much chance that Facebook could make a significant dent in WeChat’s dominance in China. The Silicon Valley darling enjoys incumbency and the network effect in many of its markets. That has sabotaged WeChat’s own efforts to expand abroad… But the same rule applies if Facebook enters China, which could happen this year or next. ‘We have the huge advantage of incumbency and local knowledge,’ says an executive at Tencent. ‘Weixin (the Chinese name for WeChat) is quite simply more of a super-app than Facebook.’” 

ამით ყველაფერი არის ნათქვამი.

კონპანიის ბრილიანტი.

მე არ მაქვს წვდომა აპლიკაციასთნ, (ვიწვალე მაგრამ ვერ შევძელი), ძალიან მაინტერესებდა აპლიკაციის ფუნქციონალი, მაგრამ მე გადავავლე თვალი მათ ფინანსურ მაჩვენებლებს ქვემოთ დიაგრამაზე ხედავთ ამ მაჩვენებლებს, ციფრები მოცემულია დოლარში, მოდით გავიაროთ რაზე ღირს ყურადღების მიქცევა.

კომპანია Tencent Holdings რომელის არის WeChat აპლიკაციის მფლობელი, მთლიან თავის შემოსავალს აგენერირებს ონლაინ თამაშების საშვალებით. WeChat-ის შემოსავალი იყო $1,8 მილიარდი გასულ წელს. რომელიც მცირე ნაწილია კომპანიის მთლიანი შემოსავლიდან.

ხედავთ კომპანიის EPS-ი (ერთი აქციის წილი მოგება) ბოლო 4 წლის განმავლობაში თითქმის 300% ით არის გაზრდილი. სხვა მაჩვენებლები ვფოქრობ ასევე ბევრის მთქმელია.

მე ამ აპლიკაციის შესახებ, აქამდე არაფერი მქონდა გაგონილი. მაგრამ ამ კომპანიაზე ღირს ყურადღების მიქცევა. ერთი გარემოება კიდევ, ამ კომპანიის აქციას შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე ვერ იხილავთ. მეორე ის რომ ამ კომპანიაზე არ არსებობს არანაირი ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია და ვერც მოვნახე ინფორმაცია რომელიმე ჰეჯ ფონდის მფლობელობაში იყოს კომპანიია აქციები. ეს კომპანია ჩრდილში, და ინვესტორების ყურადღების მიღმა დგას, თავისთვის ჩუმათ და სერიოზულ მოგებას აგენერირებს.
ეს არის კომპანია აჩრდილი.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი