კომპანია GOOGLE - ის დომინირება კიდევ უფრო იზრდება

სექტემბრის თვეში კომპანია Alphabet Inc’s (NASDAQ:GOOGL)-მა მომხმარებლებს წარუდგინა ერთბაშად რამოდენიმე ახალი ინოვაციური პროდუქტი. რომელსაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა Wall Street-ზე. 

დღეს სწორედ ამ პროდუქტებზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, მაგრამ სანამ სათითაოდ მიმოვიხილავ კომპანიის მიერ წარდგენილ სიახლეებს და რა გავლენა შეიძლება ქონდეს ამ პროდუქტებს კომპანიის მომავალზე,  მანამდე მინდა შევეხო თემას Artificial Inteligent შემოკლებით (AI) ანუ იგივე ხელოვნური ინტელექტი. ვინაიდან კომპანიის მიერ წარდგენილი პროდუქტები სწორედაც რომ ამ ახალ ტექნოლოგიაზე არის დაფუძნებული.

ARTIFICIAL INTELIGENCE (AI)

მოგეხსენებათ რომ ყველა მეგაკაპიტალიზაციის ტექნოლოგიური კომპანიები ჩართუელბი არიან ხელოვნური ინტელექტის შექმნა დანერგვაზე, ამ მხრივ კომპანია Alphabet Inc’s (NASDAQ:GOOGL)- იც არ წარმოადგენს გამონაკლისს. კომპანია ამ მარათონში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

საერთაშორისოა, მონაცემთა კორპორაციის მიხედვით (IDC. INT DAtA CORPORATION) 2017 წლის მთლიანი შემოსავალი ხელოვნური ინტელექტის სისტემებიდან აღემატება $12,5 მილიარდ დოლარს, რაც 59.3% ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან. იმავე  IDC ის მონაცემებით, 2020 წლის ჩათვლით ხელოვნური ინტელექტის სისტემებიდან შემოსავალს ყოველ წელს 54% იანი ზრდას ვარაუდობს. რაც 2020 წლისთვის $47 მილიარგიან ბაზარს შექმნის. ამ მოცულობის ინდუსტრია ესეთ მოკლე პერიოდისთვის? გასაკვირიც არ არის რატომ მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა ამ მიმართილებით ლიდერობისთვის.

მოკლე განმარტებისთვის: ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მუშობს ისე როგორც მუშობს ადამიანის ტვინი, ანუ პროდგრამა, რომლესაც შეუძლია უამრავი მონაცემებზე დაყრდნობით, ( რომელი მონაცემებსათ თვითონვე აგრობვებს) ისწავლოს პრობლემა და თვითონ გადაჭრას იგი, ადამიანის ჩარევის გარეშე. ეს ტრენდი, ბაზარი, ბიზნესმიმართულება, რაც გინდათ ის დაარქვით. ახალია, და ცხელია. ეს მომდევნო ერაა, ადამიანის განვითარების მომდევნო საფეხურია. ის გამოიწვევს ისეთ მაშტაბურ ცვლილებებს, მაგალითდ როგორი ცვლილებებიც გამოიწვია ერთ დროს კომპუტერის გამოგონებამ და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვამ. ოღონდ ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება ბევრად მაშტაბური და სწრაფი. სწორედ ამიტომ ეს წმინდა გრაალია კომპანიებისთვის.

მაგრამ ის რაც გონებაში არ ეტევა არის ის, რომ ამ ბაზრის პიკი არავინ არ იცის რა მოცულობის იქნება, რა მოხდება და როგორ შეიცვლება ამ ბაზრის მოცულობა 2020 წლის მერე. არავინ იცის რა ბიზნესმიმართულებებს ჩაითრევს ეს ტექნოლოგია. დააკვირდით მომდევნო დიაგრამას რომელსაც გვთავაზობს საიტი Statista.com.

დიარამაზე მოცემულია 10 მოწინავე ინდუსტრია, რომლებიც უკვე იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. მუქი ფერით მოცემულია 2021 წლისთვის რა შემოსავლს დააგენერირებს ხელოვნური ინტელექტი თითოეული ინდუსტრიაში, ღია ფერით კი მოცემულია 2025 წლისთვის რა შემოსავლის მაგენერირებელი იქნება კონკრეტულ ინდუსტრიაში.

მე არ მსურს ეხლა პროცენტული ზრდა დავიანგარიშო, დიაგრამაზე ვიზუალურად უფრო კარგად ჩანს. დააკვირდით 4 წლის პერიოდში თითოეული ინდუსტრიისთვის ბაზრის წილი რამზელაზე იზრდება.

ასევე ძნელი წარმოსადგენია ის რომ ამ ტრენდის პიკი შეიძლება ვერც ვერასდროს ვიხილოთ. აქ გავჩერდეთ და დაუბრონდეთ კომპანიის მიერ წარდგენილ ახალ პროდუქტებს.

THE EVENT.

დასაწყისისთვის კომპანიამ აქცენტი გააკეთა თავიანთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, თუმცა აგენდაში მითითებული იყო რომ კომპანია მომხმარებლებს წარუდგენდა ახალ მომწყობილობებს. და არა პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ან განახლებულ ვერსიას
ამონარიდი MarketWatch საიტიდან:


Google especially focused on the Google Assistant, its artificial-intelligence-powered voice-controlled service similar to Amazon’s Alexa and Apple’s Siri. 

პირველი პროდუქტი ეს არის 

PIXEL SMARTPHONES.

კომპანიამ წარადგინა 2 ახალი მოდელის smart ტელეფონი, Pexel 2 და Pixel 2 XL. უამრავი სტატია იწერება იმის თაობაზე რომ მობილური ტელებონების ბაზარმა პიკს მიაღწია, მე მხოლოდ ერთი დიაგრამა მინდა გაჩვენოთ, რომელიც საწინააღმდეგოს მოწმობს. ისევ მოვიხმარ Statista.com-ის მაჩვენებლებს.

დიაგრამაზე ხედავთ Smart ტელეფონების მომხმარებლების რაოდენობას მსოფლოში, 2019 წლამდე ტრენდი მზარდია. და არავინ იცის რა გავლენას იქონიებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ამ ბაზარზე. 

კომპანია GOOGLE-ს ჯერ კიდევ ამ ბაზარზე თავის კუთვნილი ვახშამი არ მიუღია. შესაბამისად ამ ბაზარზე შესვლით GOOGLE არაფერს არ კარგავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვით Smart ტელეფონების ბაზარზე, კომპანია იმედოვნებს რომ გარკვეულ ბაზრის წილს დაიკავებს. იმის გათვალისწინებით რომ ამ ბაზარზე უკვე მჭიდრო კონკურენციაა გაჩაღებული, ძირითდ მოთამაშეებს შორის AAPL, SAMSUNG. და სხვა: რთულია კონკურენცია გაუწიო ისეთ კომპანიებს, რომლების ამ მარკეტზე დიდი ხნის განმავლობაში დომინირებენ. მაგრამ ეს ნაბიჯი სხვა ველზე საბრძოლველად არის გამიზნული. შესაძლებლობას, რომელსაც მოიტანს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები. სწორედ იმ ველზე ჯერ არაფერი არ არის გარკვეული. მინდა ავღნიშნო, რომ ის თუ როგორ მოვიხმართ ჩვენ დღეს ტელეფონს აბსოლიტურად შეიცვლება.

მე-2 პროდუქტი რომელიც დაანონსდა ეს არის.

GOOGLE HOME MINI. 

კომპანიამ დაანონსა ახალი ვერსია GOOGLE HOME MINI რომელიც არის პასუხი ამაზონის ECHO DOT.

ეს ასევე ახალი ტრენდი ტექნოლოგიებისა რომელსაც მოიხსენიებენ როგორც Home Speak Market-ად ამ ბაზრის მოცულობა ჯერჯერობით ძალიან მცირეა, მაგრამ როგორც ვარაუდობენ დიდი პოტენციალით.

2016 წლის შემდეგ ამ ბიზნესმიმართულებით მიღებული შემოსავალი კომპანიებისთვის გაზრდილია 35,6 მილიონით რაც 129% ით მეტია წინა წლის მაჩვენებლებზე.
ეს ტექნოლოგია ერთიანდება "ჭკვიანი სახლი"-სი კონცებციის ქვეშ, ამ მიმართუელბით ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ერთი კომპანიის შესახებ. დაინტერესების შემთხვევაში დააკლიკეთ აქ. 

GOOGLE PIXEL BUGS

ამ პროდუქტმა საზოგადოების დიდი ოვაცია გამოიწვია, მოულოდნელი იყო თვითონ კონცებცია, გადაფარა Smart ტელეფონებზე დაანონსებული სიახლეც კი.

პროდუქტის წარსადგენ პრეზენტაციაში Pixel Bugs ყურსასმენების გამოყენებით მომხმარებელი ისმენს თავის მშობლიურ ენაზე ტექსტს, თარგმნილს უცხო ენიდან და პირიქით. მნიშვნელოვანია ის რომ თარგმანი მიმდინარეობს რეალურ რეჟიმში.

პროდუქტის წარდგენა მოხდა შემდეგი მონოლოგით:

“What if your headphones could do more than let you listen to your favorite music? What if they could help you get things done without having to look at your phone? What if they could help you answer (almost!) any question just by asking, or even help you understand someone speaking a different language?”

Pixel Buds can even translate between languages in real time using Google Translate on Pixel. It’s like you’ve got your own personal translator with you everywhere you go. Touch and hold the right earbud to ask your Assistant to play music, make a phone call, or get directions, all without pulling out your phone.

ამ დემონსტრაციაშ შეგიძლიათ უყუროთ აქვე.


როგორც ხედავთ ორ ერთმანეთისთვის უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანებისთვის კომუნიკაცია უკვე აღარ არის პრობლემა, ეს ძალიან დიდი სიახლეა. თან უმნიშვნელოვანესია რომ ამ 2 მოსაუბრეს შორის საუბარი მიმდინარეობს რეალურ რეჟიმში. ეს მოწყობილობა ფუნდამენტალურად ცვლის იმას, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოში ჩვენ ერთმანეთთან. ამ მოწყობილობას დამატებული ხელოვნური ინტელექტი? მივიღებთ შედეგს, რომ ნებისმიერ სალაპარაკო ენაზე, გრამატიკული შეცდომების გარეშე, გავუზიარებთ ერთმანეთს შეხედულებებს, აზრებს, იდეებს. მარტივად წარმოიდგინეთ ცოტა თუ ფლობს სალაპარაკო ჩინურ ენას საქართველოში, ამ ყურსასმენებით ნებისმიერ თემაზე შესაძლებელი იქნება ძირძველ ჩინელთან საუბარიც კი. :)

ასევე ამ პროდუქტის საპრესენტაციო მასალა იხილეთ აქ.

კიდევ ამონარიდი სტატიიდან:

Google quietly revealed that it had changed the world with a pair of wireless headphones.

This technology could fundamentally change how we communicate across the global community.

დიახ ზუსტად ესე თქვეს :)

შემდეგი პროდუქტი რომელიც დაანონსდა ეს არის:

GOOGLE CLIPS.

ეს არის ფოტო კამერა ამონარიდი GOOGLE-ის ბლოგიდან

We love photos and videos. They take us back to a special time with our friends and family. Some of our favorites are genuine shots that capture the essence of the moment.

The trouble is, getting those spontaneous shots means that someone has to be the “designated photographer”—always waiting to snap a photo at just the right moment.

lightweight, hands-free camera that helps you capture more genuine and spontaneous moments of the people—and pets!—who matter to you.

You can set the camera down on the coffee table when the kids are goofing around or clip it to a chair to get a shot of your cat playing with its favorite toy.

GOOGL-მა ასევე შესთვაზა მომხმარებლებს ახალი laptop Chrom book. 

კომპანიის მომავალი.

მოგეხსენებათ კომპანია GOOGLE- ი არის, ყველაზე დიდი სარეკლამო საძიებო პლატფორმა მსოფლიოში, რომელიც არის მსოფლიოში მარკეტკაპიტალიზაციით მე-2 კომპანია. ასევე ცნობილია ის ფაქტი რომ კომპანია არის მთლიანად პროგრამული უზრუნველყოფა. ზემოთ წარმოდგენილი პროდუქტები, ყველა მათგანი არის მოწყობილობები.

აქედან გამომდინარე კომპანია შლის ფრთებს რათ მოიცვას უნრო დიდი სამომხმარებლო ბაზარი, ზდის პროდუქტების სარეალიზაცია ბაზარს. ერთი მნიშვნელოვანი ტრენდი რომელშიც კომპანია ასევე დომინირებს ეს არის Cloud სისტემა. ქვემოთ დიაგრამაზე მოცემულია Cloud ბაზრის ზრდა წლების მიხედვით, აქვე მინდა ავღნიშნო რომ ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობებისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების ბაზა მომავლისთვის იქნება Cloud სისტემებზე დამოკიდებული, შესაბამისად ბიზნენსი მოცულობის ზრდა შემდეგნაირად გამოიყურება.

ასევე მიდა ავღნიშნო რომ კომპანია Wayamo. რომელიც არის GOOGLE-ს მფლობელობის ქვეშ მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს თვითმავალ ავტომანქანების წარმოების მხრივ.

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი კომპანიის მიმართ და უახლოეს მომავალში შესაძლოა შვიძნოთ ამ კომპანიის აქციების მცირე პაეტი.

მკითხველს 

თუ ამ სახის ანალიტიკური ინფორმაციები თქვენთვის საინტერესოა, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ გამომწერი ამ საიტზე განთვსებული ინფორმაციისა.

ამისათვის, საიტის ბოლოში, ველში ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა და დააკლიკეთ გამოწერას. თვენ ავტომატურად მიიღებთ მეილზე საიტზე განთვსებულ ახალ ინფორმაციას.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი