ROKU ტექნოლოგიური კომპანია.

კომპანია რომელზეც დღეს მინდა ვისაუბრო, მიეკუთვნება ტექნოლოგიურ ბიზნესსექტორს. ბოლო პერიოდში ჩემი ყურადღება მიიბყრო კომპანიის მენეჯმენტის განსხვავებულმა მიდგომამ. რომელიც ჩვენი ვარაუდით კომპანიის მომავალი წარმატების საწინდარია. ეს არის კომპანია Roku Inc (NASDAQ:ROKU) აქვე მინდა ავღნიშნო რომ, ამ კომპანიის აქციებზე გვიჭირავს პოზიცია. ერთი აქციის შეძენა მოხდა $38.45-ად.

შესავალი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიმართლება რომლესაც დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალ ყურს, ეს არის SVOD მიმართულება. (streaming video on demand) მომავალში გამოვიყენებთ SVOD აბრევიატურას. 

SVOD ბიზნესმიმართულება ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული ხდება, შესაძლებლობა იმისა რომ დააპაუზო და/ან ჩაწერო Live TV და ასევე შეინახო. აღნიშნული ფუნქციის დამაარსებელი და პიონერი არის პიროვნება Anthony Wood, რომელიც არის ასევე კომპანია Roku Inc (NASDAQ:ROKU)-ს დამფუძნებელი. იმის გასააზრებლად თუ როგორი მზარდია ბისნესის ეს მიმართულება, კარგად ასახავს ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა.

მსოფლიოში, ამ ბიზნესმიმართულებით კომპანიების შემოსავლები გაიზრდება $12,4 მილიარდიდან $27 მილიარდამდე. 5 წლის განმავლობაში. რათქმაუნდა ამ ბიზნესმიმართულებაში არიან უკვე ლიდერი კომპანიები როგორიცაა: NEtflix და Amazon. 
ქვემოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სლაიდს ხედავთ, რომელიც ასახავს აქტიური მომხმარებლების რაოდენობას, რომლებიც იყენებენ SVOD ტექნოლოგიას. სლაიდი მოძველებულია მაგრამ აქ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს რომ, ამ მოწყობილობების პენეტრაცია მომხმარებლებში საგრძნობლად დაბალია. შესაბამისად ასათვისებელი ბაზარი დიდია.

ქვემოთ ასევე სლაიდზე ხედავთ რამოდენიმე ქვეყნის ჭრილში, ამ ტექნოლოგიის მოსახლეობაში პენეტრაციის პროცენტულ მაჩვენებლებს. SVOD ტექნოლოგიის ტელევიზის, ყველაზე ბევრი მომხმარებელი პროცენტულად დანიაშია,

დააკვირდით შეერთებულ შტატებს, მხოლოდ 24,8% იანი შეღწევადობა აქვს ამ ტექნოლოგიას შეერთბული შტატების ბაზარზე. აშკარაა ის რომ ამ ტექნოლოგიისთვის სამომხმარებლო ბაზარი ჯერ ითვლება რომ აუთვისებელია. რაც კიდევ ვიმეორებ, ამ კომპანიებისთვის დიდი ბრძოლის ველს წარმოადგენს.

ქვემოთ სლაიდზე ხედავთ თუ როგორი მზარდია მომხმარებლების ზრდის ტრენდი წლების განმავლობაში. 

 იმის წარმოსადგენად თუ როგორი დატვირთულია ეს სფერო კომპანიების მიერ, რომლებიც ამ მიმართულებით მომხმარებლებს სთავაზობენ თავიანთ მომსახურეობას, კარგად ჩანს შემდეგ სლაიდზე.

აქვე მინდა ავღნიშნო რომ ზემოთ მოყვანილ სლაიდზე ასახულ მონაცემებში არ არის ასახული კომპანია Disney. რომელიც მოიცავს Marvel, Star Wars, Disney, Pixar. და სხვა უამრავ კონტენტების გაერთიანებას სხვადასხვა ტელევიზიებიდან მაგ. ESPN. ABC.

სხვადასხვა SVOD კონტენტების მწარმოებელი კომპანიები გაჩაღებულ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთმანეთთან. ყიდულობენ კონტენტებს. ყიდულობენ მომხმარებლებს სხვადასხვა მარკეტინგული ხარჯის გაწევით, Netflix, Amazon Prime Video და Hulu. იბრძვიან ერთმანეთთან ვინაიდან ისინი მიჩნეულნი არიან ამ მიმართულების ლიდერებად. შემდეგ მოდის Apple, Google თავისი YouTube-თი, Disney, და სხვა უამრავი.

აქვე იკითხავთ ალბათ: თუ ეს ბიზნესმიმართულება ესეთი გადატვირთულია სხვადასხვა მსხვილი და საკმაოდ ცნობილი მოთამაშეების მიერ, მაშინ რა მომხიბვლელობა აქვს კომპანია Roku Inc (NASDAQ:ROKU) - ს? ეს კითხვა ლეგიტიმურია. 

ჩვენ არ გვაინტერესებს ამ კომპანიების ურთიერთ დაპირისპირება, კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არცერთი მათგანის კონკურენტად არ მოიაზრება. კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ იქნება სახლი ყველა დანარჩენი კონტენტპროვაიდერისთვის. ამ მიმართულებით ხაზი მინდა გაუსვა შემდეგ მნიშვნელობას: ნებისმიერი ზემოხსენებული კონტენტპროვაიდერების, პროდუქტების კუთვნილი თუ ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით. ხელმისაწვდომია ROKU-ს პლატფორმით.

სწორედ ეს ხდის ამ კომპანიას მიმზიდველს ჩვენთვის. ყოველივე ზემოხსენებული ინფორმაცია რომელიც ნათლად ასახავს თუ როგორი გაჩაღებული ბრძოლა მიდის ამ ბიანესსექტორში სერიოზული კონკურენტების მიერ. ყველას ის პროდუქტი თავს იყრის ROKU-ს პლატფორმის ქვეშ. და ჩვენ სწორედ ამ ბენეფიტს ვხედავთ კომპანიაში საინვესტიციოდ მიმზიდველ გარემოებად.

ROKU. 

უმრავლესობისთვის შესაძლოა ცნობილია, ან არც არის ცნობილი, თუ ეს ესეა მაშინ გაცნობებთ რომ ROKU არის ტექნოლოგიური კომპანია თავისი Hardware და Software სერვის/მოწყობილობით. მოდით ცოტა ჩაუღრმავდეთ კომპანიის ბიზნესმოდელს. 

კომპანიის CEO-მ აღნიშნა რომ, ინტერნეტტელევიზია და თვით სატელევიზიო სარეკლამო ბადე, განიცდის დიდ აღმასვლას, ამ სექტორში გენერირებული შემოსავლების მხრივ. და არა მხოლოდ, მოხმარებული ინტერნეტტრაფიკის მოცულობა საგრძნობლად იზრდება ამ მიმართულებით თვიდან თვემდე. და შედეგად მილიარდობით დოლარი შეედინება ამ სექტორში. მარტივად რომ დავახასიათოდ. ROKU არის მოწინავე პლატფორმა ინტერნეტტელევიზიისთვის შეერთებულ შტატებში. შედარებისთვის, საქართველოში ანალოგიური კომპანიები არიან მაგთიკომი, თავისი ინტერნეტ და ტვ პლატფორმით და სილქნეტი. ROKU მხოლოდ ახდენს თავისი პლატფორმის მეშვეობით სატელევიზიო კონტენტების დისტრიბუციას მომხმარებლამდე, სწორედ ეს არის მისი ბიზნესმოდელი. და ამ მხრივ ის უბადლოა შტატების ტერიტორიაზე.

შემოსავლები გაიზარდა 156% ით წლიდან წლამდე. $44,6 მილიონიდან გასული წლის Q3 დან.

მაგრამ ეს კომპანია უფრო მეტია ვიდრე პროგრამული უზრუნველყოფა.

უფრო დეტალურად კომპანიი შესახებ.

ჩვენი მიზანია დავინახოთ კომპანიის ის უპირატესობები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს და რომლებიც ალბათ მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება. სწორედ ესეთ რამოდენიმე მარგალიტს ქვემოთ შემოგთავაზებთ. ამისათვის მოდით შევხედოთ კომპანიის  CEO-ს მიერ წარდგენილ 2017 წლის მე-3 კვარტლის ფინანსურ მაჩვენვენებლების დროს კონფერენციის რამოდენიმე ამონარიდს. 

მნიშვნელოვან ამონარიდებს ტექსტური მესიჯების სახით შემოგთავაზებთ: ხოლო კონფერენციის სრული ვერსიის ტრანსკრიპტს ნახავთ აქ

კომპანიის აბონენტთა რაოდენობა წლიდან წლამდე 40% ით არის გაზრდილი. 

კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე გააჟღერა მნიშვნელოვანი მესიჯი რომელიც, ჩვენი აზრით საერთოდ ცვლის მიდგომას.

აქ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ კომპანიას აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითდ როგორიც არის Windows პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის. ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ბაზრის წილი

გასული წლის ბოლოს შეეთებულ შტატებში, ყოველი 9 გაყიდული ტელევიზორიდან 1 ტელევიზორი იყო ROKU-ს ოპერატიული სისტემით აღჭურვილი. შემდეგი მწარმოებლების TCL, Sharp, Insignia. იმდინარე წელს კი ეს მაჩვენებელი შემდეგი პროპორციით გადანაწილდა. 5 გაყიდული ტელევიზორიდან 1 არის ROKU-ს ოპერატიული სისტემით აღჭურვილი.

ფინანსური მაჩვენებლები

მოდით გავიაროთ კომპანიის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები, წინასწარ გეტყვით შთამბეჭდავი ციფრებია. კომპანია მის ზრდას რამოდენიმე სხვადასხვა პარამეტრით ზომავს. აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, ყურებადი საათების მოცულობა, საშვალო შემოსავალი ერთ მომხმარებელზე (ARPU) და რა თქმა უნდა შემოსავლები, და მოგება. განვიხილოთ ყოველი მათგანის დინამიკა წლიდანწლამდე ზრდა კლების ჭრილში: შედარება ხდება 2016 წლის მე-3 კვარტლის 2017 წლის მე-3 კვარტალთან.

* მთლიანი შემოსავალი გაზრდილია 40%-ით. $57,5 მილიონიდან $124,8 მილიონამდე.

* მოგება გაზრდილია 92% ით. რაც $49,9 მილიონს შეადგენს.

* აქტიური მომხმარებლაბის რაოდენობა  გაზრდილია 48%-ით და შეადგენს 16,7 მილიონს.

* სტრიმინგის საათები გაზრდილია 58%-ით და შეადგენს 3,8 მილიარდ საათს.

* საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე (ARPU) გაზრდილია 37% ით და შეადგენს ერთ მომხმარებელზე $12,68-ს

კომპანიას ასევე გააჩნია მსხვილი სარეკლამი არხი შემსავლების დასაგენერირებლად ის წერილია რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობან მიწერა აქციონერებს ამ მიმართვის სანახავად დააკლიკეთ აქ.

 

კომენტარები

კახა ართილაყვა
ნამდვილად კომპანიის მენეჯმენტის მიდგომამ გაამართლა, ამჟამად აქციის ფასი 64$-ია. მაგრამ საინტერესოა რამ გამოიწვია ის, რომ 2021 წლის ივლისში აქციის ფასი 473$ იყო?

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი