ფინანსური დაიჯესტი კომპანია Baozun Inc.

საკითხავი დრო 8 წუთი.

დეკემბრის მიწურულს ჩვენ შევიძნეთ ერთ-ერთი ჩინური კომპანიის აქციები. მაგრამ ამ ფაქტზე თითქოს არანაირი ინფორმაცია არ გაგვიჟღერებია. ეხლა მინდა რამოდეიმე სიტვით გაგაცნოთ ეს კომპანია და მათ ბიზნესსაქმოანობასა და ფინანსურ მაჩვენებლებზე ვისაუბრო.

ეს არის კომპანია Baozun Inc. (NASDAQ:BZUN). რათქმაუნდა ეს კომპანია არ არის ისეთი გიგანტი ჩინური კომპანია როგორიცაა ALIBABA, BIDU, ან TENCENT. ეს პატარა კომპანიაა, ჯერჯერობით მისი ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია, მაგრამ დიდი პოტენციანის მქონე, ამ პოტენციალზე მიდა ეხლა ვისაუბრო, და ასევე იმაზე თუ რა რისკები არსებობს, ამ კომპანიის მომავალი განვითრების გზაზე.

18 დეკემბერს 2017 წლის ჩვე ამ კომპანიის ერთ აქციაში გადავიხადეთ $32,26. ამ დროსითვის ამ კომპანიის აქციის ფასი არის $35,93 მოკლე ხანში ჩვენს პორტფელში ეს აქცია აგენერირებს 11,38% იან მოგებას.

მაშ ასე გაიცანით კომპანია Baozun Inc. (NASDAQ:BZUN)

ბიზნესსაქმიანობა: Baozun Inc.(NASDAQ:BZUN) არის E-Commerce კომპანია, ბაზირებული ჩინეთში, კომპანიის 16,5%-იან წილის მფლობელია, ინტერნეტრეთეილ გიგანტი კომპანია Alibaba Group Holding Ltd.(NYSE:BABA) ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია გამომდინარე იქიდან რომ თუ ჩვენ ვისაუბრებთ რაიმე სახის პოზიტიურ ნიშნებზე, ნებისმიერ ჩინური კომპანიის შესახებ, რომელიც ოპერირებს E-Commerce სექტორში და იქვე შეხებაში არ იქნება Alibaba Group Holding Ltd. უმჯობესია არ მიექცეს ყურადღება ამ კომპანიას.

მიზეზი არის ის რომ, ჩინეთის ხელისუფლებას აქვს ინტერესი თავის კომპანიებზე და თუ ხელისუფლება რომელიმე კომპანიას უდგას ზურგს უკან, ნიშნავს რომ ამ კომპანიას პრივილეგიები მეტი აქვს.  ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს კომპანია Alibaba Group Holding Ltd.(NYSE:BABA) -ზე. ხოლო Alibaba-ს და  Baozun Inc.  კომპანიების კავშრი. Alibaba-ს მიერ 16,5% იანი წილის ფლოა Baozum Inc. (NASDAQ:BZUN) ში. ესეც გარკვეულწილად გარანტიაა. შემცირებულია რისკი იმისა რომ, მონსტრი Alibaba არ გააჩენს ბაზარზე Baozun Inc.(NASDAQ:BZUN)-ის კონკურენტ კომპანიას.

ეს დაახლოებით ის სიტუაციაა როგორ კომფორტულ სიტუაციაშიც არის კომპანი Shopify ამაზონთან მიმართებაში. Amazon-მა სცადა Shopify-ის კონკურენტის შექმნა მაგრამ ვერ გაამართლა და შემდეგ Shopify-ის ინტეგრაცია მოახდინა მის ეკოსისტემაში.

ასევე გიგანტი კომპანია Softbank-ი რომელიც ცნობილია თავისი ინვესტიციებით არა მხოლოდ ჩინეთში არამედ მთელს მსოფლიოში, ფლობს Baozun Inc-ში 13% იან წილს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვსთ ჩვენ ვსაუბრობთ კომპანიაზე რომლის 30% იანი წილის მფლობელები არიან, 2 ძლიერი Cash Rich-კომპანია.

დიაგრამაზე ხედავთ კომპანია Baozun Inc.(NASDAQ:BZUN)-ის აქციის ფასის მოძრაობის 2 წლიან დიაგრამას.

დიახ, ეს არ არის ბიტკოინის ფასის მოძრაობის დიაგრამა. Baozun Inc. კომპანიის აქციის ფასი მომატებულია 460%-ით ბოლო 2 წლის განმავლობაში. მაგრამ მიუხედავათ ამ შთამბეჭდავი წარმოდგენისა, ამ კოპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია ( არსებული აქციების რაოდენობა * აქციის ნომინალურ ფასზე) 2 მილიარდ დოლარს არ აღემატება.

ეს კი არის კომპანია Baozun Inc. ის 2 წლის შემოსავლების ზრდის დიაგრამა.

ეს კი კომპანია Baozun Inc. მიერ რეალიზებული მოგების დინამიკის დიაგრამა.

სრული სურათი.

McKinsey & Company ის ინფორმაციით, ჩინეთში ინტერნეტ პენეტრაცია არის 52%-ი. შედარებისთვის შეერთბულ შტატებსში ეს მაჩვენებელი მოსახლეობის 89%-ია. ჩინეთში ასევე საშვალო ფენის მოსახლეობა სწრაფად იზრდება, ურბანული მოსახლეობის 76%-ი 2022 წლისთვის მიაღწევს სიღრიბიდან საშვალო ფენამდე.

ასევე McKinsey & Company-ის მტკიცებით, E-commerce-გაყიდვების მოცულობა 23,1%-ი იყო 2017 წლისთვის 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი 40,8%-ს მიაღწევს. ეს არის სწორედ ზრდის ის მომხიბვლელი ტრაექტორია რომელსაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მზარდი ბაზარი. მზარდი ბაზრის წილით. ( ეს არის მოლოდინი, ის პოტენციალი რასაც აქვს რეალიზების შანსი)

ქვემოთ მოყვანილია Statista-ს მაჩვენებლები ჩინეთის e-commerce გაყიდვების მოცულობა გამოხატული ამერიკულ დოლარში.

დიაგრამაზე ხედავთ B2C e-commerce გაყიდვების მოცულობის 2016-2022 წლების დინამიკას. 2022 წლისთვის, e-commerce გაყიდვების მოცულობა მიაღწევს $956 მილიარდ დოლარს, ეს მაჩვენებელი 2016 წელს $403 მილიარდი იყო.

Baozun Inc. ის ბიზნესმოდელი

კომპანია Baozun Inc.(NASDAQ:BZUN) სთავაზობს თავის მომხმარებლებს შემდეგი სახის მომსახურეობას: პირველ რიგში ეს არის e-commerce პლატფოტრმა რეთილ სექტორის წარმომადგენლებისთვის. რომელიც საშვალებას იძლევა რეთეილ პირისთვის, ააწყოს პლატფორმაში ონლაინ მაღაზია. განათვსოს თვის პროდუქცია, პლატფორმა თავის მხრივ უზრუნველყოფას უკეთბს გაყიდვის არხის აწყობას, მარაგების კონტროლს, აქვს რეთეილერის მიერ, რეალიზებული საქონლის ლოგისტიკის ფუნქციაც, იყენებს ხელოვნური ინტელექტს. სარეალიზაციო არხების ობტიმისაზიისთვის.

არა მხოლოდ კომპანია Alibaba Group Holding Ltd.(NYSE:BABA) არის ამ კომპანიასთან მჭიდრო კონტაქტში. ასევე მეორე, ჩინური, მონსტრი რეთეილ ბიზნესის წარმოამდგენელი JD.com-ი. რომელიც თავის მომხმარებლებს. მათ შორის ისეთ მსხვილ კომპანიებს როგორიც არის Microsoft-ი და Nike-ი აძლევს წვდომას 700 მილიონ ინტერნეტ მომხმარებელთან.

რა არის ღირებული.

Baozun Inc.(NASDAQ:BZUN) კომპანიის ბიზნესმოდელი დაახლოებით იგივეა რაც კომპანია Shopify (NYSE: SHOP) რამოდენიმე განსხვავებით.

  • Baozun Inc. ს აქვს პოტენციურად უფრო დიდი ბაზარი ვიდრე ShopifyInc.-ს გავიმეორებ. თუ ავიღებთ მხოლოდ საშინაო ბაზარს, ჩინეთს აქვს უფრო მეტი პოტენციალი ინტერნეტმომხვამერბლების ზრდის თვალსაზრისით ვიდრე Shopify Inc. ჩნეთის e-commerce რეალიზაციის მოზულობა 2018 წლისთვის მიაღწევს $800 მილიარდ დოლარს როცა ეს მაჩვენებელი შეერთებული შტატებისთვის $451 მილიარდი იქნება.
  • კომპანიის უკან დგას Alibaba Group Holding Ltd.(NYSE:BABA) რომელისც კომპანიის 16%-იანი წილის მფლობელია. ეს დამატებით გარანტიებს აძლევს მას.
  • კომპანია უფრო მომგებიანია ვიდრე Shopify Inc. ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით Shopify Inc.-ს შემოსავლები 2017 წლის გაიზარდა 64%-ით. Baozun Inc.-მა კი 20% იანი ზრდა მოახერხა. მაგრამ Shopify Inc შემოსავლების ზრდის მიუხედავად კომპანია ვერ აგენერირებს სახარბიელო მოგების მაჩვენებელს. რასაც ვერ ვიტყვით Baozun Inc-ზე რომელმაც მოახერხა მოგების 25% ით გაზრდა. ეს ძირითადად გამოწვეულია ოპერირების ხარჟვითი ნაწილის უკეთ კონტროლის ხარჯზე. დიაგრამაზე ხედავთ ორივე კომპანიის მოგების პროცენტულ ზრდას.

 

  • Baozun Inc კომპანია ფუნდამენტალურად უფრო იაფია. Shopify Inc აქციის ფასი 19-ჯერ ძვირია მისი რეალიზაციის მოცულობაზე. და ვინაიდან რეალიზაციის მოცულობაზე, და არა მოგების ოცულობაზე. 403 ჯერ ძვირია 2018 წლის მოსალოდნელ მოგების მაჩვენებელზე. ხოლო Baozun Inc აქციის ფასი 25-ჯერ ძვირია მის მომავალ, დაგეგმილ მოგების ფასთან. და მისი Price To Sales Ratio = 3  ეს იმას ნიშნავს რომ. კომპანიის აქციის ფასი 3 ჯერ ძვირია მისი რეალიზაციის ი აქციის წილ მოცულობაზე.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით დავიკავეთ პოზიცია ამ კომპანიის აქციაზე, ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია. ვიმედოვნებთ რომ კომპანია მომავალში თავის პოტენციალს სრულად გამოავლენს.

ბოლოს კი ჩვენი გრძელვადიანი პორტფელი ესე გამოიყურება:

 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი