კომპანია Apple წარადგინა 2018Q2 ფინანსური მაჩვენებლები.

31 ივლისს კომპანია Apple. Inc. (NYSE: AAPL)-მა გამოაქვეყნა 2018 წლის, მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები.

სანამ ფინანსურ მაჩვენებლებს ჩაუღრმავდებოდეთ მინდა გაცნობოთ რომ, კომპანიამ 31 ივლისის რეალური მაჩვენებლების წარდგენით, გადააჭარბა მოსალოდნელი შემოსავლების, და მოგების მაჩვენებლებს. მაჩვენებლების რაც WALL STREET-ის მოლოდინი იყო. კომპანიამ ასევე გაზარდა მომავალი სავარაუდო მოგების მოლოდინი.

ფინანასური მაჩვენებლები.

თავშივე მინდა ავღნიშნო რომ WALL STREET-ზე არსებობენ ანალიტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ რომ, კომპანია Apple. Inc. (NYSE: AAPL)-არ წარმოადგენს „Growth Stock”-ს

ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ რამოდენიმე „WAW“ ფაქტორით რომელიც, კომპანიამ საჯარო გახადა.

  • NET INCOME გაზრდილია გასული წლის მე-2 კვარტალთან შედარებით +32%-ით
  • EPS (ერთი აქციის წილი მოგება) გაზრდილია გასული წლის მე-2 კვარტალთან შედარებით +40%-ით
  • მხოლოდ IPhone-ს რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, გაზრდილია გასული წლის მე-2 კვარტალთან შედარებით +20%-ით
  • სერვისებიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია +31%-ით
  • სხვა პროდუქტები გაზრდილია +37%-ით. (სხვა პროდუქტებში არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც უამრავ ანალიტიკოსის ყურადღების მიღმა რჩება და რომელიც სამომავლოდ ჩემი ვარაუდით კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგების გენერატორი იქნება. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ)

რაც შეეხება ციფრებს.

  • შემოსავლები დაფიქსირდა $53,3 მილიარდი, ნაცვლად მოსალოდნელი $52,1 მილიარდისა
  • EPS (ერთი აქციის წილი მოგება) დაფიქსირდა $2,34 ნაცვლად მოსალოდნელი $2,18 ისა. (შეგახსენებთ რომ ბაზარზე არსებული კომპანიის აქციების რაოდენობა შეადგენს 4,83 მილიარდ აქციას)
  • შემოსავლების და მოგების ორევე მაჩვენებელი, კომპანიისთვის რეკორდული ციფრებია.
  • კომპანიამ დაანონსა მომდევნო კვარტლის სავარაუდო მოგება და ეს მაჩვენებელი მერყეობს $60-$62 მილიარდ დოლარამდე დიაპაზონში. აქამდე არსებული 59,6 მილიარდისა. კომპანია ვარაუდობს დაგეგმილზე მეტ ზრდას.
  • სერვისებიდან შემოსულმა შემოსავალმა შეადგინა $9,55 მილიარდი ნაცვლად მოსალოდნელი $9,22 მილიარდისა
  • IPhone ASP (Average Selling Price) საშუალო სარეალიზაცო ფასმა შეადგინა $724 დოლარი. მოსალოდნნელი $699 ისა.

და მნიშვნელოვანი ბაზარი ჩინეთი.

კომპანია Apple. Inc. (NYSE: AAPL)-მა ჩინეთის ბაზარზე 19% იანი ზრდა დააფიქსირა გასული წლის მე-2 კვარტლთან შედარებით და ეს უკვე მე-5 კვარტალია სადაც ამ კომპანიის, ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების მოცულობის ზრდა ფიქსირდება ორ ციფრიანი პროცენტულობით.

ძალიან საინტერესოა კომპანიის მიერ გენერირებული ეს მაჩვენებლები, ყველა მიმართულების მეტად პოზიტიური ფინანსური ციფრები, უფრო დეტალურად გავყვეთ სეგმენტ-სეგმეტ ანალიზს.

სერვისების მიერ გენერირებული შემოსავლები.

შემსოავლების ეს სეგმენტი, რომელიც შედგება შემდეგი მომსახურეობის რეალიზაციის შესაძლებლობებით: App Store, Apple Music, ICloud, AppleCare, Apple Pay. ეს ბიზნესის ის ნაწილია რომელსაც აქვს გაცილებით მაღალი მოგების მარჟა ვიდრე ამ კომპანიის მოწყობილობა პროდუქტებს, მაგ: (IPhone, Mac, IPad)

სერვისების ყოველმა შემადგენელმა ბიზნესმიმართლებამ დააფიქსირა ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებლები ისტორიის მანძლზე.

ამ მხრივ აღსანიშნავია რომ, სააბონენტო სისტემაზე აწყობილი, შემოსავლების მაგენერირებელი ბიზნესერთეულიების მიერ გენერირებული შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია. ისევე როგორც ამ სერვისების მომხმარებელი აბონენტები.

2018 წლის მე-2 კვარტალში კომპანია APPLE ის სერვისმა APPLE Pay-ზე განხორციელებული ტრანსაქციების რაოდენობა მეტი იყო ვიდრე Square- ის მიერ განხორციელებული. და მობილური ტრანსაქციები მეტი იყო ვიდრე PayPal-ით განხორციელებული ტრანსაქციები. დიახ ეს ძალიან მინშვნელოვანი გარემოებაა.

კომპანია EBAY-მ მის ეკოსისტემაში სრული ინტეგრაცია მოახდინა Apple Pay-ს მომსახურეობის, ასევე CVS Pharmacy და 7-Eleven. მა ხელმისაწვდომი გახადეს თავნიანთ მომსახურეობაში APPLE Pay-დან მიიღონ ტრანსაქციები.

Apple Music რომელსაც გააჩნია 50 მილიონამდე რეგულარული მსმენელი და მომხმარებელი (აქ არ იგულისხმება საცდელი ვადით ჩართული მომხმარებლების რაოდენობა) შემოსავლები გაიზარდა 50%-ით გასული წლის მე-2 კვარტალთან შედარებით. ერთ წელიწადში 50% იანი ზრდა, ეს არ არის პატარა ნაბიჯი.

App Store- ით მიღებულმა შემოსავლებმა ასევე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ფინანსრუი მაჩვენებლების წარდგენის დროს Tim Cook-მა განაცხადა რომ App Store-ით მიღებულემა შემოსავლებმა გადააჭარბა ჩვენს, ყველაზე ველურ მოლოდინებსაც კიო.

App Store მა დააგენერირა 2-ჯერ მეტი შემოსავალი 2018 წლის მე-2 კვარტალში ვიდრე Google Play-მ.

ასევე დააკვირდით სხვა სააბონენტო სისტემაზე აგებულ მომსახურეობების შემსავლების ზრდას კვარტლიდან კვარტლამდე

  • Cloud Service-დან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 52%-ით 2017 წლის მე-2 კვარტალტნ შედარებით.
  • AppleCare -დან მიღებული შემოსავლებმა ასევე პიკს მიაღწია. საერთო ჯამში სერვისებიდან მიღებული შემოსავლები დაფიქსირდა $9,5 მილიარდი დოლარის მოცულობით. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით 2020 წლისთვის ამ მომსახურეობებიდან ჯამურ შემოსავლებს ვარაუდობენ $50 მილიარდი დოლარის ფარგლებში. ეს მაჩვენებლები ძალიან მომხიბვლელი და დამაფიქრებელია ერთი გარემოების გათვალისწინებით, გასული 12 თვის განმავლობაში,  Facebook-ის მთლიანი, ჯამური შემოსავლები იყო $48,5 მილიარდი. 2018 წლის Facebook ის ფინანსური მაჩვენებელბის წარდგენის დროს კომპანიის მენეჯმენტმა დაანონსა რომ მე-4 კვარტლის მოლოდინი იქნებოდა ამ მაჩვენებლის 25% ით შემცირებული მაჩვენებელი. ეს იყო ერთ-ერთი დიდი მიზეზი, რის გამოც Facebook-ის აქციის ფასები კატასტროფულად დავარდა ერთ დღეში.
    ციფრებს თუ დავაკვირდებით და ის მოლოდინი გამართლდა, რასაც ეს ორი კომპანია ელოდება, კომპანია Apple Inc.-ის მხოლოდ სერვისებიდან მიღებული შემოსავლები იქნება მთლიანი Facebook ს ბიზნესოპერირებიდან გენერირებული შემოსავლების მოცულობის ტოლი. მეორეს მხრივ სერვისებიდან გენერირებული შემოსავლები მხოლოდ 18%-ია მთლიანი ბიზნესოპერირებიდან გერერირებული შემსოავლებისა. უხეშად რომ გამოვთვალოთ Facebook- მთლიანი შემოსავლები.  Apple-ს შემსოავლეის 18%-ია მხოლოდ. ეს ისე რომ წარმოვიდგინოთ ამ ორი კომპანიის ფინანსური შედარებითი სიდიდეები.

ამ მხრივ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტენტი ემატება ეს არის ვიდეო დისტრიბუციის კონტენტი. ჩენ ამაზე ვისაუბრეთ ამ ბლოგში.  კომპანია ნელ-ნელა იკავებს ადგილს ვიდეოკონტენტების დისტრიბუციის ბიზნესში როგორც, YoutTube და Netflix-ია. ჯერ-ჯერობით უცნობია ამ მხრივ, სააბონენტო სისტემაზე აწყობილი ეს ბიზნესმიმართულება იქნება Apple Music ის ნაწილი თუ ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდება, მაგრამ ცალსახაა რომ ეს სისტემაც თვიური სააბონენტო გადასახადის სისტემაზე იქნება აგებული.

სატარებელი მოწყობილობები

სატარებელ მოწყობილობებში მოაზრება:  Apple Watch, AirPod-ი. ამ მოწყობილობების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიც გაზრდილია 60%-ით გასული წლის მე-2 კვარტალთან შედარებით. მხოლოდ Apple Watch-ის რეალიზაცია გაზრდილია 40%-ით. რომელიც მიჩნეულია როგორც best-Selling ჭკვიანი საათი. რომელსაც გააჩნია მოგების საკმაოდ დიდი მარჟა. დააკვირდით ქვემოთ დიაგრამას სადაც მოცემულია 5 საუკეთესო გაყიდვადი სატარებელი მოწყობილობა ბაზრის წილის და წლიდან წლამდე რეალიზებული მოცულობების დინამიკა.

დიაგრამიდან ჩანს რომ მთლიანი 2017 წლის მანძლზე კომპანია Apple –მა დააფიქსირა 56% იანი ზრდა გაყიდვების მოცულობებში, როცა სხვა კონკურენტი ფირმების რეალიზაციის მოცულოებბი ნაცვლად ზრდისა შემცირდა. იმის გათვალისწინებით რომ ეს მაჩვენებლების მთლიანი, 2017 წლის მაჩვენებლების 2018 წლის პირველი ორი კავარტლსი მონაცემებით ეს ციფრები კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ჭკვიანი საათების რეალიზაციის სექმენტში ამ დროისთვის ბუმია. ქვემოთ დიაგრამაზე ხედავთ სტატისტას მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ჭკვიანი საათების საერთო მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის იქნება 2 ჯერ მეტი ვიდრე 2017 წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

აქვე, გონებაში სატარებელი ფაქტია ის რომ, სატარებელი მოწყობილობების ბაზარი ბევრად დიდია ვიდრე Apple Watch-ი მხოლოდ, ამ მხრივ ბაზარი საკმაოდ მზარდია. მთლიანი სატარებელი მოწყობილობების რეალიზაცია 2021 წლისთვის მიაღწევს 220 მილიონ რეალიზებულ ერთეულს. და როგორც ზემოთ მოყვანილი ინფორმაციებიდან ჩანს, ამ მიმარულებით რეალიზაციის მოცულობის ზრდის მხრივ Apple ლიდერია.

დაგრამაზე ხედავთ, მსოფლიოში მომხმარებლამდე მიწოდებული და მომავალში მისაწოდებელი სატარებელი მოწყობილებების მზარდ დინამიკას.

AIRPODS

თუ გახსოვთ როდესაც კომპანია Apple-მა, პირველად წარადგინა პროდუქტი Airpod-ი. პროდუქტი ანალიტიკოსების კრიტიკის ობიექტი, დიდი ხნის განმავლლბაში იყო. შეფასება იყო ესეთი: ამ სახის პროდუქტი ვერასდროს ვერ დაიბყრობს მომხმარებლების გულებს. ის არ გაყიდვადი მოწყობილობაა. გავიდა დრო და გაყიდვები რეკურდულ მაჩვენებლებზე მალე გავიდა.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით რომელიც დაანონსდა 31 ივლისს. Airpod-ი არის პროდუქტი, რომლეიც ყველაზე ცოტა ხანი იკავებს ადგილს თაროზე, რეალიზაციის პუნქტებში.

რისკ ფაქტორები.

ზემოხსენებული ინფორმაციის გათვალისწინებით კომპანიის ბიზნესოპერირება საკმაოდ მძლავრია ყველა მიმართულებით. მაგრამ თუ ეკონომიკური მდგომარეობა შენელდა და მეტიც, გაჩნდა რეცესიის ნიშნები ეს კომპანიის შემოსავლებზე აუცილებლად აისახება.

ამ მხრივ რისკ ფაქტორს წარმოადგენს ჩინეთის ბაზარი.- და ეს ბაზარი ძლიან დიდი ბაზარია კომპანიისთვის. ბოლოდროინდელი ინფორმაციები სავაჭრო ომის შესახებ არავინ იცის რა მოცულობებს მოიცავს. კომპანია Apple-ის მიერ 31 ივლისს გამოაქვეყნებულია ფინანსურ მაჩვენებლების შემდეგ. ჩნეთის ხელისუფლებისგან გახდა ცნობილი შემდეგი რამ. ჩინეთის საზოგადოებრივია რხის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია რომ კომანია ახდენდა არალეგალური კონტენტის დისტრიბუციას რაც მოიცავდა სათამაშო აპლიკაციების მიწოდებას თავისი პლატფორმის მეშვეობით. ეს უკვე მე-5 რეპორტი იყო ბოლო 2 კვირის განმავლობაში რომელშიც, ჩინეთის მთავარი სატელევიზიო არხი, კომპანიის წინაააღმდეგ გადაცემას ამზადებს. ეს მინიშნებაა და სარისკო მინიშნება.

დეტალურად იხილეთ აქ.

უფლრ თუ დაუკვირდებით რას შეიძლება ეს ინფორმაცია ნიშნავდეს, დავაკვირდეთ კომპანია Apple-ის 2017 წლის ფინანსური მაჩვენებლების დორს გაჟღერებულ ინფორმაციას სადაც ვკითხულობთ. კომპანია Apple-მა ჩინეთის ბაზარზე შექმნა 4,2 მილიონი სამუშო ადგილი. ამ მხრივ დასაქმებულთა დიდი წილი მოდის აპლიკაციების დეველოპერებზე, IT -ის სექტორში პროგრამისტებზე. ყოველი შემთხვევისთვის, კომპანიას გარკვეულად დიდი წილი შეაქვს ჩინეთის ეკონომიკაში, თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ დასაქმებულთა რაოდენობას. კომპანია მხოლოდ პროდუქტების რეალიზაციით არ არის დაკავებული.

სავაჭრო ომის პირობებში როცა ყოველ დღე ჟღერდება ახალი ინფორმაციები, ქვეყნებს შრის ვაჭრობის შეთანხმების პირობები მოკლე ხანში იცვლება. ბიზნესი კეთების ლანდშაფტი იცვლება და ამ რადიკალურმა ცვლილებებმა შესაძლოა კომპანიის შემოსავლებზე დიდი გავლენა იქონიონ.მათ შორის არის კომპანია Apple.

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

დროებით.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი