გავხდით კომპანია Invitae Corporation. აქციონერები.

საკითხავი დრო 10 წუთი

მოგესალემბით.

დღეს ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ანალიტიკური ინფორმაცია კომპანიაზე, რომელიც ვფიქრობ რომ ფინანსურ, საინვესტიციო სამყაროში, მარავალი ფინანსური ვეშაპის ყურადღების მიღმა დგას. და რომელიც ვფიქრობ რომ თვისი ძალიან საინტერესო ბიზნესმოდელით და ზრდის შესაძლებლობით, უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. მარტივი შედარებისთვის კომპანიის CEO-მ 2017 წელს კომპანია წარადგინა შემდეგნაირად „We hope to one day become the Amazon of medical genetics.“

ჩვენ ვსაუბრობთ კომპანია Invitae Corporation ( NYSE: NVTA) ეს კომპანა განეკუთვნება ბიოტექნოლოგიურ სექტორს და ჯერჯერობით არის მცირეკაპიტალიზაციის კომპანია.

სანამ კომპანიის ბიზნესანალიტიკით დავკავდებით და დაგანახებთ თუ რატომ არის ეს კომპანია საინვესტიციოდ მიმზიდველი, მანამდე მინდა ავხსნა თუ რა ბიზნესმოდელით ოპერირებს კომპანია და რა მომსახურეობას სთავაზობს იგი თვის მომხმარებლებს.

ბიზნესმოდელი

მოგეხსენებათ და თუ არა მაშინ მოგახსნებთ რომ, ბიოტექნოლოგიურ სექტორში და საერთოდ ჯანდაცვის სექტორში ინვესტირება რთული პროცესია, და ეს რამოდენიმე ფაქტორით აიხსნება, მაგრამ კომპანია რომელიც ჩემი ყურადღების ქვეშ დიდი ხანია მოექცა. და აქამდე კლინიკური დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა Invitae Corporation ( NYSE: NVTA). განეკუთვნება ბიოტექნოლოგიურ სექტორის, მაგრამ კომპანია ამ მხროვ არანაირ პროდუქტს არ აწარმოებს. კომპანია Invitae Corporation ( NYSE: NVTA). დაკავებულია ადამიანების გენეტიკური დიაგნოსტიკით. ტესტირებით. რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანის გენეტიკური დიაგნოსტიკის შედეგად დაადგინოს მისი/ადამიანის არსებული ჯანმრთელობის მგდომარეობა. ასევე მიდრეკილებები და სისუსტეები რამაც მომავალში შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობას. გენეტიკური დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია მთლიანი ოჯახისთვის, ვინაიდან მშობლების გენი დიდი პროცენტულობით მათ შთამომავლობაზე გადადის.

კომპანიის მიერ ჩატარებული გენეტიკური დიაგნოსტიკა საშვალებას აძლევს ექიმებს  დაადგინონ დაავადებების გამომწვევი მიზეზები და უფრო ზუსტად დაგეგმონ მკურნალობა. დეტალურად უყურეთ კომპანიის კორპორატიულ ვიდეოს.

კომპანია გენის რამოდენიმე სახის დიაგნოსტიკას ახორციელებს. მათ შორის არის გენში კიბოს გარკვეული ალბათბით მოსალოდნელი დაავადების შესახებ დიაგნოსტიკა.

კომპანია იძლევა ადამიანის გენეტიკურ ინფორმაციას რაც საგრძნობლად აადვილებს კლინიკურ სტადიას. ამიტომ უამრავი მიმართულებით, საავადმყოფოები და კლინიკები ითხოვენ ამ სახის ტესტირებებს პაციენტებისთვის. და ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მზარდია. ამას ქვემოთ ფუნდამენტალუ ანალიზში კონკრეტული ცეფრებით გაჩვენებთ.

რატომ ვხედავ ამ ბიზნესის მომავალი ზრდის უზარმაზარ პოტენციალს?

კეთილი:  ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ინფორმაციაზე. უამრავი მიმართულებით. მომავალი ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობები იქნება თუ სუპერთანამედროვე კომპიუტერები თუ რობოტები, მათთვის უმნიშვნელოვანისი რესურსი იქნება საინფორმაციო ქსელი. კომპანია Invitae Corporation ( NYSE: NVTA).  ქმნის საინფორმაციო ქსელს. მხოლოდ ეს იქნება ადამიანების გენეტიკური ინფორმაციის ქსელს. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაიტარებს ამ ტესტირებას, მონაცემები ავტომატურად ხვდება საინფორმაციო ქსელში. და შემდგომში გენის მიხედვით, ადვილი შესაძლებელი იქნება დადგინდეს უამრავი სახის ინფორმაცია.

ამ მიმართულებით გენეტიკური საინფორმაციო ქსელის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. სადაც მხოლოდ ერთი გამარჯვებული იქნება. კომპანია მაქვს მხედველობაში. კომპანია რომელიც საინფორმაციო ქსელის საშვალებით ჯანდაცვის სექტორს მისცემს საშუალებას მოახდინონ პაციენტების მონიტორინგი, მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. ზოგ შემთხვევაში დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

აქ მარტივად შეჩერდით და წარმოიდგინეთ რა შესაძლებლობების შეიძლება იყოს ეს კომპანია და რა ღირებული იქნება ის ინფორმაცია რასაც ეს კომპანია შექმნის მონაცემთა ბაზის სახით. ანალიზის დასაწყისში ვახსენე კომპანიის CEO-ს განმარტება კომპანიის მომავალთან დაკავშირებით. „We hope to one day become the Amazon of medical genetics.“

ეხლა გასაგებია თუ რა ამბიციები აქვს კომპანიას.

აქვე დავსძენ რომ, 2018 წლიდან ამ კომპანიის მიერ ჩატარებული გენეტიკური ტესტების ღირებულება სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებადი გახდა

ფინანსური მაჩვენებლები.

2019 წლის 19 თებერვალს კომპანიამ გამოაქვეყნნა 2018 წლის მე-4 კვარტლის და სრული 2018 წლის, ბიზნესოპერირების ფინანსური მაჩვენებლები. მაჩვენებლები განმაცვიფრებელია. კომპანიის ზრდის ტემბი და ზრდის ბიჯი წლიდან წლამდე შთამბეჭდავია.

დიაგნოსტიკური ტესტების რამოდენობა

2018 წლის სრული მაჩვენებლებით პაციენტებზე ჩატარებული დიაგნოსტიკური ტესტების რაოდენობა გაზრდილია 102%-ით 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. 2018 წელს კომპანიამ ჩატარდა 303,000 საიდანაც 87,000 ტესტი ჩაატარა მხოლოდ 2018 წლის მე-4 კვარტალში. 2018 წლის დასაწყისში ნავარაუდები იყო 285,000 ტესტის ჩატარება. კომპანიამ ამ მხრივ მოლოდინს გადააჭარბა.

დიაგრამაზე ხედავთ ტესტების რაოდენობას წლების მიხედვით 2014 წელს როცა კომპანიამ პირველად შესთავაზა ამ სატის დიაგნოსტიკა ჯანდაცვის სექტორს მოახერხა და ჩატარა 4300 ტესტი და სილ რაღც 4 წელიწადში ტესტების რაოდენობამ მიაღწია 303,000 დააკვირდით დიაგრამას როგორი გიგანტური რაოდენობით მზარდია მოთხოვნა ამ კომპანიის შესაძლებლობებზე.

19 თებერვალს კომპანიის CEO-მ ასევე დაანონსა რომ კომპანია ვარაუდობს 2019 სრული წლის მონაცემები ჩატარებული ტესტების რაოდენობის მხრივ გადააჭარბებს 500,000 ერთეულს და 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი გადააჭრბებს 1,000,000 ერთეულს. საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია. ისევ შეხედეთ დიაგრამას და წამოიდგინეთ დინამიკა ტესტების 1,000,000 რაოდენობის შემთხვევაში.

გაზრდილი შემოსავლები 2018 წლის მაჩვენებლებით.

კომპანიამ სრული 2018 ფინანსური წლის განმავლობაში დააგენერირა $147 მილიონი დოლარის მოცულობის შემოსავალი. საიდანაც $45,4 მილიონი მხოლოდ მე-4 კვარტლის წილია. 2018 სრული წლის შემოსავლების მოცულობა 117% ით მეტია 2017 წლის შემოსავლების მოცულობაზე. დღეს ფინანსურ სამყაროში ნაკლებად თუ იპოვით ისეთ კომპანიას რომელის წლიდან წლამდე შემოსავლების მაჩვენებელს 100% ზე მეტი მოცულობით ზრდიდეს. ეს კომპანია 2014 წლიდან ესე იქცევა.

მახსოვს როდესაც ამ კომპანიამ ჩემი ყურადღება მიიქცია იმ დროისთვის კომპანიის ჯამური  შემოსავლები შეადგენდა $27 მილიონს. კომპანიის CEO-მ დაანონსა ასევე 2019 წლის სავარაუდო შემოსავლების რაოდენიმა და ეს ციფრი $220 მილიონს შეადგენს. 2020 წელს კი კომპანია ელოდება $500 მილიონი დოლარის მოცულობის შემსავალს.

2016 წლის $27 მილიონიდან, 2020 წელს $500 მილიონამდე და ეს სულ რაღაც არასრულ 4 წელიწადში. შთამბეჭდავია დამეთანხმებით. და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი.

კომპანიის მოგების მაჩვენებლები.

2018 წლის კომპანიის მოგების მაჩვენებლები, 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია 274%-ით

კომპანიამ დააფიქსირა და წელი დახურა მთლიანი მოგების მაჩვენებელთ $67,6 მილიონი, საიდანაც მხოლოდ 2018 წლის მე-4 კვარტლის წილი შეადგენს $24,2 მილიონს. ქვემოთ დიაგრამაზე ხედავთ თუ როგორ ახერხებს კომპანია მოგების ამხელა პროცენტულ ზრდას. დიაგრამაზე ხედავთ პროდუქტის ფასის შემცირებით და პროდუქტის რეალიზაციის მოცულობის ზრდით ( იხ. დიაგრამა 1) როგორ იზრდება მოება.

ამ შემთხვეაში პროდუქტის ფასში იგულისხმება ერთი ტესტის ღირებულება, დიაგრამაზე ხდავთ ტესტის ღირებულების შემცირებას წლიდან წლამდე.

2014 წელს, როდესაც კომპანიამ ბიზნესოპერირება დაიწყო, ერთი ტესტის ღირებულება შეადგენდა $1,320 დოლარს. მაშინ როდესაც 2018 წელს ერთი ტესტის ფასი დავიდა $264 დოლარამდე. და აქვე გავიმეორებ და ეს უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ღირებულება სადაზღვეო კომპანიების მხრიდან ანაზღურებად ხარჯს წარმოადგენს.

 

ბაზრის მოცულობა.

2022 წლისთვის პერსონიფიცირებული მედიცინის საერთო ბაზრის სავარაუდო მოცულობა ნავარაუდევია რომ იქნება $3 ტრილიონი დოლარის ბაზარი.

(აქვე განვმარტოთ რას ნიშნავს პერსონიფიცირებული მედიცინა? ეს არის სამედიცინო მომსახურეობის ისეთი სერვისი რომელიც ორიენტირებულია ინდივიდუალურ პაციენტზე და თუნდაც ერთი და იმავე დაავადების მქონე პაციენტებისთვის სამკურნალო მიდგომები განსხვავებული იქნება და ეს განსხვავება სწორედ გენეტიკური დიაგნოსტიკის მიხედვით მოხდება, ეს ეგრეთწოდებული ახალი მიდგომაა სამედიცინო სფეროში და რომელიც ძალიან მზარდია.)  

საიდანაც პერსონიფიცირებული დიაგნოსტიკისა და პერსონიფიცირებული თერაპიის მარკეტის წილი სავარაუდოდ იქნება $340 მილიარდი დოლარის მოცულობის ბაზარი. სადაც უდიდესი ბაზრის წილის მფლობელი სწორედ ჩვენს მიერ განხილული კომპანიის მფლობელობის ქვეშ იქნება.

დაგრამაზე ხედავთ პერსონიფიცირებული ბაზრის არსებულ და მოსალოდნელ მოცულობას წლების მიხედვით.
მონაცემები აღებულია კომაპნია Statista-დან

აქვე ერთი სტატისტიკური ინფორმაცია მინდა მოვიყვანო. რომელიც ჩაატარა ეგრეთწოდებულმა Harris Poll და რომელიც ჩატარდა 2018 წლის დასაწყისში მხოლოდ შეერთებული შტატების ზრდასრული მოსახელობის 36% მა ჩიტარა გენეტიკური დიაგნოსტიკა მხოლოდ ერთი მიზეზით დაედგინათ მომავალი კიბოს დაავადების ალბათობის რისკი.

შეჯამებისთვის ეს ინოვაციური მიდგომა მხოლოდ ეხლა იკრეფს აღიარებას და პოპულარობას სამედიცინო სფეროში. საუბარი მაქვს პერსონიფიცირებულ ჯანდაცვაზე რისი ქვაკუთხედსაც წარმოადგენს გენეტიკური დიაგნოსტიკის არსებობა. დიაგრამაზე ნაჩვენები მაჩვენებლები მოკლე ხანში მიაღწევს 90%-ს. დაეს არ იქნება მხოლოდ კიბოს შემთხვევისთვის ჩატარებული დიაგნოსტიკა. არამედ ყველა ქრონიკური დაავადების შემთხვევებს მოიცავს.

კომპანია Invitae Corporation ( NYSE: NVTA). ამ მიმართულებით მოაზრება დომინანტ მოთამაშედ ამ ბაზარზე რომელიც სწრაფად მზარდია. ამ დროისთვის აქციის ფასი შეადგენს $20 დოლარის და ეს ფასი ვთვლი რმ ძალიან იაფია იმ ღირებულებაშტან მიმართებაში რასაც გვთავაზობს კომპანია.

წოველივე ზემოთქმულიდან, ჩვენ ვაპირებთ ამ კომპანიის აქციების შეძენას გრძელი ვადით.

დღეისთვის სულ ეს იყო

მადლობა რომ კითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი