კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA) ანალიტიკა.

საკითხავი დრო 8 წუთი

მოგესალემებით.

ფინანსურ სამყაროში უამრავი სახის გარიგება ხდება ყოველდღიურად, ინვესტორები ყიდულობენ და ყიდიან ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კომპანიის აქციებს. ხდება სტარტაფების დაფინანსებაც მოზრდილი წილები შესყიდვის ხარჯზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებების უკან დგას მნიშვნელოვანი და შორმატევადი სამუშაო, რასაც ფინანსურ სამყაროში უწოდებენ ფუნდამენტალურ ანალიზს. ამ სახის ანალიზი კეთდება კომპანიების შესასწავლად. მათი ფინანსური მაჩვენებლების გასაანალიზებლად, კომპანიების ბიზნესმოდელის გასაანალიზებლად. მოკლედ ამ მიმართლებით უამრავ ჭანჭიკზე და სახრახნისზე არის ყურადღება მისაქცევი და გასაანალიზებელი. და მხოლოდ შემდეგ ხდება კაპიტალის ინვესტირება აქციების ყიდვის ხარჯზე.

დღეს მინდა ვისაუბრო ერთ კომპანიაზე რომლის, აქციებიც ჩვენ შევიძინეთ 2019 წლის მარტის თვეში. ერთ აქციაში გადავიხადეთ $19,90 ამ დროისთვის მისი ნომინალური ღირებულება შეადგენს $24,67-ს. და ეს ინვესტირებული კაპიტალის 24%-იანი მატებაა.

ეს კომპანიაა  Invitae Corporation (NYSE: NVTA). ამ კომპანიის შესახებ ანალიტიკური ინფორმაცია, რის საფუძველზეც ჩვენ მოვახდინეთ ამ კომპანიაში ინვესტირება შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ დიდი ხანია მოექცა ჩვენი ყურადღების ქვეშ. რამოდენიმე კვარტლის განმავლობაში ვაკვირდებოდით კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს და იმ ფაქტს თუ როგორ იბყრობდა ეს, ბაზრის კაპიტალიზაციით ძალიან მცირე კომპანია, თავის მიზნობრივ ბაზარს. კვარტლიდან კვარტლამდე შთამბეჭდავ მონაცემებს აქვეყნებდა როგორც ფინანსური მოგების, ასევე მისი პროდუქტების რეალიზაციის მოცულობის ზრდის შესახებ. კიდევ ერთხელ თუ არ წაგიკითხავთ ჩვენი ანალიტიკური ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ, აუცილებლად გაეცანით. ამისთვის დააკლიკეთ აქ.

როგორც ნებისმიერ ახლად წარმოჩენილ კომპანიას და მინდა ავღნიშნო რომ, კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA)- 2014 წელს დაიწყო ბიზნესოპერირება. შემდგომი განვითარებისთვის და ესაჭიროება კაპიტალი. კაპიტალის მოსაზიდად კომპანიებს უამრავი ალტერნატივა გააჩნიათ. და ერთ-ერთი გზა არის დამატებით აქციების გამოშვება ბაზარზე. იმისთვის რომ, მოიზიდონ დამატებითი კაპიტალი რაც კომპანიის ზრდისთვის არის აუცილებელი, კომპანიის ხელმძღვანელები საფონდო ბირჟაზე, კომპანიის წილს ყიდიან, აქციების სახით. ამ დროს აქციების ფასი თთქმის ყოველთვის ვარდება. და ეს გასაგებიც არის, ვინაიდან საფონდო ბირჟებზე მიმოქცევაში არსებული აქციების რაოდენობა იზრდება.

დაახლოებით ერთი წლის წინ 3/28/2018-ში კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA)- მ განაცხადა რომ კაპიტალის მოსაზიდად. საფონდო ბირჟაზე განათავსებდა დამატებით 12,8 მილიონ აქციას ნომინალური ღირებულებით $4,50 და ამ ნაბიჯით კომპანია დამატებით მოიზიდავდა $57,5 მილიონ დოლარს. ამ გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ კომპანიის აქციები ფასში საგრძნობლად დავარდა. მაგრამ ეს მიზანშეწონილი ნაბიჯი იყო კომპანიის ხელმძღვანელობბის მხრიდან. მას შემდეგ, ერთი წლის თავზე კომპანიის აქცია 450%-ით ძვირი ღირს, მისი ყველაზე დაბალი ნიშნულიდან. და შეადგენს 24 დოლარს.

რამოდენიმე კვირის წინ კომპანიამ ამ ქმედებას ისევ მიმართა და კაპიტალის მოსაზიდად კიდევ განათავსა დამატებითი აქციები საფონდო ბირჟაზე, მაგარმ ამ შემთხვევაში არა $4,50-ად არამედ $19,00-ად და არა 12,8 მილიონი აქცია, არამედ 10,35 მილიონი აქცია, რის შედეგადაც მოიზიდა $196,7 მილიონი დოლარი. ამ გადაწყვეტილების გასაჯაროების დროს მოლოდინი იყო რომ აქციის ფასი დავარდებოდა $19,00 დოლარამდე მაგრამ, კომპანიის აქციებზე დიდი მოთხოვნის გამო, აქციის ფასი არამც თუ დავარდა, არამეტ ფასში გაიზარდა კიდეც. ვფიქრობ რომ ფინანსური ინსტიტუტები. ჰეჯ ფონდ მენეჯერები და სრულიად Wall Street. აცნობიერებს ამ კომპანიის მომავალი ზრდის დიდ პერსპექტივას.

მაგრამ ამგვარი ქმედება წარმოშობს შეკითხვას, როდის მორჩება კომპანია ამ სახით კაპიტალის მოზიდვის პროგრამას. მოკლედ რომ ვთქვათ: როდის შეძლებს საკუთარი ბიზნესოპერირების შედეგად გენერირებული მოგებით დააფინანსოს მიმდინარე ბიზნესსაქმიანობა?

ამ მხრივ გთვაზობთ კომპანიის CEO Sean George-თან ძალიან საინტერესო ინტერვიუს ამონარიდს. რომელიც CNBC ზე გასაჯაროვდა.

შეკითხვა: With this $200M infusion and now over $350M in capital, is additional funding off the table? I.e. can Invitae now forecast profitability and cash flow positive with no extra raises?

Sean George We were in a position as of last November that we didn’t need additional capital in order to get to cash flow positive. With the additional we just raised, we can accelerate/de-risk the top line growth in the years to come and remain in that position.

We can get to profitability in 2020 with the capital we have on hand. And we will always be opportunistic in the use of capital to further accelerate the business, but if that were to happen, we will do so from a position of strength and always retain enough capital to fund the company to breakeven.

შეკითხვა: I heard you tell a journalist that you expected positive EPS by some time 2020, is that now official guidance?

Sean GeorgeAs per the above answer, we can get there with cash on hand, and we think the timing can be in 2020. We don’t guide on cash flow yet, and we consider the more important factor being that we will always have enough cash to fund the company to breakeven.

To make the finer point, would we have decided to push to cash flow breakeven at the end of 2019, we would have not added the extra commercial and development resources we did at the end of 2018 and in January of this year.

We determined the investment had the right return and pushed forward. Thus pushing breakeven date ranges into 2020. We may do so again, but it will always be with enough cash that we can at any point turn the company to profitability without the need for additional capital.

 

ანალიტიკა

ზემოხსენებული დიალოგიდან ჩანს რომ, კომპანიას შეეძლო ოპერირების შედეგად cash flow გაეხადა პოზიტიური ციფრი, ბოლო მოძიებული კაპიტალის გარეშეც, რომელმაც შეადგინა $196,7 მილიონი, მაგრამ ისინი გეგმავენ აგრესიულ ზრდას და სწორედ ამისთვის მოიზიდეს დამატებითი კაპიტალი. ამ გათვლებით კომპანია უკვე მომავალი წლისთვის დააგენერირებს პოზიტიური EPS-ს ( ერთ აქციის წილი მოგება )

ამ დროისთვის კომპანიას გააჩნია $300 მილიონზე მეტი ფულადი სახსრები და დამატებით დაახლოებით $100 მილიონის კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლბაეს იმ შემთხვევისთვის თ ამის საჭიროება გახდა.

რამოდენიმე მნიშვნელოვან ფინანსურ მაჩვენებლებს შემოგთავაზებთ იმის განსაზაზღვრად თუ როგორ ოპტიმალურად ხარჯავს კომპანია კაპიტალს. და შესაბამისად როგორი შთამბეჭდავ ზრდას აფიქსირებს წლიდან წლამდე

  • $17 მილიონი დახარჯა კომანიამ გასული წლის მე-4 კვარტალში ბიზნესოპერირებისთვის
  • $ 97.6 მილიონი დახარჯა მთელი 2018 წლის განმავლობაში, ბიზნესოპერირებისთვის.
  • წლიდან წლამდე შემოსავლები გაზრდილია 117%-ით.
  • სუფთა მოგება გაზრდილია 274%-ით.

შეგვიძლია ვთქვათ რომ კომპანია ფულს ძალიან ჭკვიანუარდ ხარჯავს.

არსებული $300 მილიონით რომელიც, კომპანიას საბანკო ანგარიშებზე გააჩნია და $100 მილიონის დამატებით მოზიდვის შესაძლებლობით (საჭიროების შემთხვევაში) კომპანია იზრდება ზალიან სწრაფად. და ამ მომენტისთვის ფულადი სახსრები ამ სახით ხარჯვა როგორც კომპანია ახორციელებს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. შეგახსენებთ ეს კომპანია დაარსდა 2014 წელს. და მას მერე მოდმივ ზრდას განიცდის. კომპანია განვითარების ადრეულს სტადიაშია ზრდის და განვითარების უზარმაზარი პოტენციალით.

კომპანიის მენეჯმენტის გათვლით 2020 ლწისთვის შემოსავალი $500 მილიონს გადააჭარბებს. (2018 წლის შემოსავალმა $148 მილიონი შეადგინა. ეს მარტივად რომ ვთქვათ ძალიან დიდი ზრდაა ამ კუთხით)

დიაგრაამზე ხედავთ კომპანიის შემოსავლების ზრდის დინამიკას 2014 წლიდან 2018 სრული წლის ჩათვლით. ეს უკვე არსებული მონაცემებია. 2019 წლის დასასრულს კომპანიის მენეჯმენტი ვარაუდობს რომ ეს მაჩვენებელი მიაღწვს $235 მილიონს. ხოლო 2020 წლის ბოლოსთვის მიუახლოვდება $500 მილიონს.

ქვომოთ დიაგრამაზე ხედავთ კომპანიის მოგების ზრდის დინამიკას. 2015 წლდან 2018 წლის ბოლომდე. ეს ზრდაც შთამბეჭდავია.

რატომ არის კომანია Invitae Corporation ესეთ განსაკუთრებული.

მას შემდეგ რაც ამ კომპანიამ ჩემი ყურადღება მიიქცია უმრავ სტატიას და ანალიტიკურ ინფორმაციას გავეცანი. ვინაიდან კომპანიის ბიზნესმოდელი საერთოდ ახალი მიმართლებაა რომელიც დამხმარეა ჯანდაცვის ინდუსტრიის და არა მხოლოდ. ანლიტიკოსები ამ კომაპნიის მიმართ იყენებენ სხვადასხვა გვარ ეპითეტებს. ერთ-ერთი ეპითეტი, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად შეესაბამება ამ კომპანიის ბიზნესმოდელს და იმ პლატფორმას რომელსაც ეს კომპანია სთავაზობს მთელ ჯანდაცვის სექტორს, ეს არის გენეტიკური ინფორმაციის ბლუმბერგის ტერმინალი. კომპანია ქმნის გენეტიკური ინფორმაციების ქსელს.

გაითვალისწინეთ რომ, ყოველი ახალი ადამიანის ტესტი ხვდება მათ ტერმინალში რომელიც აღჭურვილია ხელონული ინტელექტთ. ეს ტერმინალია წარმოადგენს გენეტიკური ინფორმაციის ბაზას.
დიაგრამაზე ხედავთ კომპანიის მიერ ჩატარებული გენეტიკური ტესტების რაოდენობის ზრდის დინამიკას. დიაგრამაზე მოცემული ინფორმაცია არის 2018 წლის ჩათვლით. კომპანია 2019 წელს ვარაუდობს რომ ამ ტესტების რაოდენობა გაიზრდება 500 000 ამდე

ანალიტიკოსების შეფასება

კომპანიის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. რიგი ანალიტიკოსებისა კომპანიის პოზიტიურ მომავალს ვერ ხედავენ. ისმება კითხვები რატომ არის ეს კომპანია განსხვავებული მაგალითად სხვა კომპანიებისგან როგორიც არის ancestry.com ან 23andMe.com ამ სახის მიდგამმა სიმართლე გითხრათ მე უფრო პოზიტიურად განმაწყობს ამ კომპანიის მიმართ. ვინაიდან ვფიქრობ რომ კომპანიის სრული პოტენციალი და განვითარების მიმართულება ბევრისთვის ბუნდოვან სურათს ქმნის.

კომპანიის საიტზე გამოქვეყნებული პოსტი ბევრის მთქმელია. რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ დაკლიკვით ეხლავე ავხსნი რატომ:

ამ პოსტში კომპანია დეტალიზირებას აკეთებს იმ მონაცემების რომელიც წარადგინეს 2018 წლის დეკემბრის თვეში სან ანტონიოში მკერდის კიბოს სიმპოზიუმზე. San Antonio Breast Cancer Symposium (SABCS) მონაცემებზე დაყრდნობით, პაციენტების 88% მოექცა  მკერდია კბოს მაღალი რისკის მატარებლად. რომელის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა პირდაპირი GTC გენეტიკური ტესტის შედეგად. მიზეზი შემდეგ კომენტარში არის განსაზღვრული:

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ, (SABCS) სიმპოზიუმზე კომპანიის მესვეურებმა ისაუბრეს გენეტიკური ტესტის შედეგებზე სხვა მიმართულებით. კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA)- მ სხვა კომპანიეის მიერ ჩატარებული ანალოგიური ტესტირების შედეგებბის გადამოწმების შედეგად წარადგინა ინფორმაცია 102 პაციენტზე, ვინც მოექცა მკერდის კიბოს  მაღალ რისკის ჯგუფში Invitae Corporation (NYSE: NVTA)-ს ჩატარებული ტესტების შედეგად გამოაშკარავდა რომ 50%-ს ამ პაციენტებისგან მიღებული ქონდათ არასწორი ინფორმაცია სხვა კომპანიის მიერ ჩატარებული ანალოგიური ტესტირების შედეგად. საუბარია ისევ DTC ტესტზე.

ამ მონაცემებიდან აშკარა ხდება რომ ამ მიმართულებით კომპანია ძალიან ძლიერად იმყარებს პოზიციებს ჯანდაცვის ბაზარზე. კომპანია მოკლე ხანში იქნება დომინანტი გენეტიკური ტესტირების მიმართულებით.

მოგებულს რჩება ყველაფერი.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა:

ამ ბიზნესის მომავალი არის ქსელი, მონაცემთა ბაზა. და ამ მიმართულეით იქნება მხოლოდ ერთი გამარჯვებული. ქსელი სადავ მოატვსებული იქნება პაციენტების გენეტიკური ინფორმაცია რომლების მიდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნებიან დაბადებიდან სიკვდილამდე.

ამ შეხედულების ილუსტრაცის გამო, მთავარი მენეჯერი განმარტავს:

მე არ მეგულება ამ მიმართულების სხვა კომპანია ვისაც ამგვარი ბიზნესმოდელით სურს კომპანიის განვითარება. კომპანია მხოლოდ ამ მიმართლებით აკეთებს ფოკუსირებას და საკმაოდ დიდი ნაბიჯები აქვს განხორციელებული. ეს არი მულიტიმილიარდ დოლარიანი ბიზნესი. სადავ დომინანტი იქნება ეს კომპანია. მომავალში ტესტის ხარისხი შესაძლოა დაიხვეწოს და გაუტოლდეს ამ კომპანიის ხარისხს, მაგრამ საინფორმაციო ქსელი? აქ პირველობა გადამწყვეტია.

ასევე აღსანიშანვია რომ, 2018 წელს, კომპანიის შემოსავლების 23%-ი დააგენერირა ინსტიტუციონალური სექტორმა.

ბიოტექნოლოგიური და ფარმაცევტული კომპანიები უკვე წინასწარ ყიდულობენ ამ კომპანიის ტესტებს, ეგრეთწოდეული Pre-order -ებით. თავიანთი პაციენტებისთვის. ასევე სადაზღვეო კომპანიები ითხოვნენ ამ ტესტებს თავიანთი მომხმარებლებისთვის.

კომპანია წარადგენს 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს 7 მაისს. გასაჯაროებული ინფორმაციის ანალიტიკას ასევე შემოგთავაზებთ.

კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA)-ს აქციები შევიძნეთ 2019 წლის 1 მარტს. ერთ აქციაში გადავიხადეთ $19.90 ამ დროისთვის აქციის ფასი შეადგენს $24.76-ს რაც ინვესტირებული კაპიტალის 24,42% იანი მოგებაა.

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი