კომპანია ROKU Inc. ინვესტირებული თანხის 116% იანი ზრდა.

საკითხავი დრო 6 წუთი.

მოგესალმებით.                                                                                        

8 მაისს კომპანია Roku, Inc. (ROKU)-წარადგინა 219 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. მინდა გითრათ რომ, ამ კომპაიის მომავალ წარმატებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად განწყობილი ანალიტიკოსების რაოდენობა არც თუ ისე მცირეა. მაგრამ ჩვენ ანალიტიკოსების მოსაზრებებზე დაყრდნობით არ ვქმედებთ. ჩვენ ვეძებთ ფარულ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენი ვარაუდით იქნება ბიზნესისთვის მოგების მომტანი გრძელვადიან პერიოდში. ამ სახის ფარული შესაძლებლობები კომპანია Roku, Inc. (ROKU)-უხვად ააქვს. რომელიც ხშირად რჩება ანალიტიკოსების ყურადღების მიღმა.

ამ კომპანიის აქციები ჩვენ შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. კომპანიის ერთ აქციაში გადავიხადეთ $38,45

8 მაისს, შესანიშნავი ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის შემდეგ, აქციის ფასი დაფიქსირდა $83,17 დოლარზე. რაც ჩვენი ინვესტიციის 116,31%-იან ზრდას ნიშნავს.

ფოტოზე ხედავთ კომპანიის აქციის ფასის მოძრაობის დინამიკას.

ანალიტიკური ინფორმაცია: მიზეზი თუ რატომ გავხდით ჩვენ ამ კომპანიის აქციონერები, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:

„ROKU ტექნოლოგიური კომპანია“ 27/12/2017

„კომპანია ROKU-ს ბიზნესანალიტიკა“ 27/08/2018

მცირე ინფორმაცია კომპანიის შესახებ.

უმრავლესობისთვის შესაძლოა ცნობილია რომ, ROKU არის ტექნოლოგიური კომპანია თავისი Hardware და Software სერვის/მოწყობილობით.

ჩვენი მიზანია დავინახოთ კომპანიის ის უპირატესობები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს და რომლებიც ალბათ მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება. სწორედ ესეთ, რამოდენიმე მარგალითს ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ტელევიზიების მომავალი იყურება SVOD (Streaming Video On Demand ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება). ეს ნიშნავს იმას რომ, მომხმარებელი თვითონ ირჩევს რას უყუროს და როდის.

სხვადასხვა SVOD კონტენტების მწარმოებელი კომპანიები გაჩაღებულ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთმანეთთან. ყიდულობენ კონტენტებს. ყიდულობენ მომხმარებლებს, სხვადასხვა მარკეტინგული ხარჯის გაწევით, Netflix. Amazon Prime Video. Hulu. და ეხლა უკვე. იბრძვიან ერთმანეთთან, ვინაიდან ისინი მიჩნეულნი არიან ამ მიმართულების ლიდერებად. შემდეგ მოდის Apple, Google თავისი YouTube-თი, Disney, და სხვა უამრავი.

აქვე იკითხავთ ალბათ: თუ ეს ბიზნესმიმართულება ესეთი გადატვირთულია სხვადასხვა მსხვილი და საკმაოდ ცნობილი მოთამაშეებით, მაშინ რა მომხიბვლელობა აქვს კომპანია Roku Inc (NASDAQ:ROKU) - ს? ეს კითხვა ლეგიტიმურია. 

ჩვენ არ გვაინტერესებს ამ კომპანიების ურთიერთ დაპირისპირება, კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არცერთი მათგანის კონკურენტად არ მოიაზრება. კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ იქნება ჰაბი, სახლი ყველა დანარჩენი კონტენტპროვაიდერისთვის. ამ მიმართულებით ხაზი მინდა გაუსვა შემდეგ მნიშვნელობას: ნებისმიერი ზემოხსენებული კონტენტპროვაიდერების, პროდუქტების კუთვნილი თუ ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით. ხელმისაწვდომია ROKU-ს პლატფორმაზე.

ROKU მხოლოდ ახდენს თავისი პლატფორმის მეშვეობით სატელევიზიო კონტენტების დისტრიბუციას მომხმარებლამდე, სწორედ ეს არის მისი ბიზნესმოდელი. და ამ მხრივ ის უბადლოა შტატების ტერიტორიაზე

აქ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ კომპანიას აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითდ როგორიც არის Windows პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის. ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

კომპანია ROKU-ს თავის პლატფორმაზე უზარმაზარი ინფორმაციას ფლობს თითოეულ მომხმარებელზე. იცის კონკრეტული მომხმარებლის ქცევა. რას უყურებს, როდის უყურებს რა რაოდენობის დროს ხარჯავს ტელევიზორთან. შესაბამისად კომპანია სხვადასხვა ბიზნესებს სთავაზობს DIRECT რეკლამირებას. სარეკლამო ჭრა გადაცემებს შორის დამოკიდებულია მომხმარებლის ტიპზე, მის ინტერესებზე. ერთსა და იმავე არხის მაყურებელი, გადაცემაში სარეკლამო ჭრის დროს, უყურებენ სხვადასხვა სარეკლამო რგოლს და ეს დაფუძნებულია მათ ინტერესზე და ქცევაზე. ამ მიმართლებით კომპანია აგენერირებს საკმაოდ მნიშვნელოვან მოგებას.

ეხლა კი მცირე ინფორმაცია 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებზე.

 

ფინანსური მაჩვენებლები.

  • შემოსავლები $206 მილიონი, გასული წლის პირველ კვარტალთნ შედარებით გაზრდილია 51%-ით ანალიტიკოსები მოლოდინი იყო $189 მილიონი. საგრძნობი გადაჭარბება დაფიქსირდა.
    - 2 მილიონით გაიზარდა მომხმარებლების რაოდენობა და შესდგინა 29,1 მილიონი მომხმარებელი.
  • 2018 წლიდან კომპანიის მომხმარებლებს შორის, ტელევიზორის ყურებადი საათების რაოდენობა გაზრდილია 9,2 მილიარდი საათიდან 24 მილიარდ საათამდე ( ეს წარმოუდგენელი ცვლილებაა.)
  • ბოლო 18 თვის განმავლობაში როკუს მომხმარებლებში სტრიმინგი მოცულობა გაზრდილია ბევრად მეტჯერ ვიდრე ეს გასული პერიოდში ფიქსირდებოდა.
  • სრული 2018 წლის განმავლობაში ერთ მომხმარებლისგან გენერირებული შემოსავალის (ARPU-Average Usage Per User)  ზრდა დაფიქსირდა $4,17 დოლარით და შედგინა $17,95
  • 2019 წლის პირველ კვარტალში (ARPU-Average Usage Per User) კიდევ გაზრდილია $1,11-ით განსხვავებით 2018 წელთან შედარებით და დაფიქსირდა $19,06
  • ყოველი გაყიდული 3 ტელევიზორიდან შტატების ტერიტორიაზე ერთი ტელევიზორი იყო როკუს პლატფორმით აღჭურვილი
  • როკუს პლატფორმიდან შემოსავალი გაზრდილია 79%-ით გასულ წელთან შედარებით და შეადგინა $134,2 მილიონი.
  • EPS ერთი აქციის წილი მოგება-მ შეადგინა  -$0,09 ანალიტიკოსების მოლოდინი ამ მხრივ იყო -$0,24
  • GUIDANCE კომპანიამ დაანონსა სრული 2019 წლის მთლიანი შემსავალი $1 მილიარდი. ეს წლიდან წლამდე 40% იანი ზრდაა.

გავიმეორებ: კომპანია ROKU წარმოადგენს ოპერაციული სისტემას SVOD (Streaming Video on demand).

არ ააქვს მნიშვნელობა რა საშიშად ჟღერს კომპანიის სახელი AMAZON.COM არც კომპანია APPLE ის გრანდიოზულობას აქვს მნიშვნელობა. არც კომპანია Disney-ს ვინაიდან ეს კომპანიები ერთმანეტთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩართლები სამომხმარებლო ბაზრის წილის გასაყოფად. კომპანია ROKU-ს პლატფორმა ყველა მათგანს აერთიანებს ერთ ჭერ ქვეშ. და არის ძალიან ღირებული ბიზნესმოდელი ამ მხრივ.

 

 

ჭკვიანი ტელევიზორები.

დავიწყოთ კომპანიის ბიზნესმოდელის ანალიზი, მე მინდა დაგანახოთ კომპანიის უპირატესობა რომელიც, თითქოსდა უგულვებელყოფილია უამრავი ანალიტიკოსების მიერ. უპირატესობა რომელიც მომავალში კომპანიის ზრდის და განვითარების საწინდარია. შეერთებული შტატეიბის ტერიტორიაზე, ყოველი სამი რეალიზებული ტელევიზორიდან ერთი აღჭურვილია ROKU-ს ოპერატიული სისტემით. ყოველი ტელევიზორი წარმოებული შემდეგი კომპანიების მიერ: Element, Hisense, Hitachi, JVC, Magnavox, Philips, RCA, Sanyo, Sharp, TCL, და Westinghouse. აჭყურვილია როკუს ოპერაციული სისტემით.

ამ მხრივ კომპანია ROKU ფლობს ბაზრის 40% უკვე და ის ჯერ კიდევ მზარდია.

უცვლელად გთავაზობთ კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გაღჯერებულ ინფორმაციას ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის დროს:

The Roku OS is designed for exceptional performance using relatively low-cost hardware. This approach enables us to drive account growth by offering Roku players at great value to consumers. We also believe we will be able to continue to drive active account growth from our TV brand partnerships. The low bill of materials required to run the Roku OS enables our TV brand license partners to build smart TVs using our operating system that are more competitively priced.

As smart TVs take over most of the overall TV installed base over time, we believe we can power a very large portion of TVs based on our unique solution for TV brands.

ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება ანუ იგივე SVOD მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანი კონცებციაა მომავალ სატელევიზიო ბისნესში. საკაბელო ტელევიზიების სარეკლამო ბაზარი შტატების ტერიტორიაზე ამ დროისთვის შეადგენს $207 მილიარდ დოლარს.  ქვემოთ გთავაზობთ შესანიშნავ დიაგრამას, რომელიც მოწოდებულია კომპანია Statista-ს მიერ.

დიაგრამაზე ჩანს რომ, სარეკლამო ბაზრის მოცულობა 2020 წლისთვის მიაღწევს $228,75 მილიარდს. ამ მიართულებით გასაანალიზებელია შემდეგი ინფორმაცია.

მას შემდეგ რაც პოპულარობას იძენს (Streaming Video On Demand. SVOD) მიმართულება საკაბელო ტელევიზიების მომხმარებლები მცირდებიან. და ეს ტენდენცია ცხადია.

ქვეოთ დიაგრამაზე ხედავთ საკაბელო ტელევიზიების პენეტრაციის პროცენტულ მაჩვენებლებს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

აქ ერთი წუთით შევყოვნდეთ. და დავაკვირდეთ მონაცემებს. ესარ ნიშნავს რომ, მოსახლეობა აღარ უყურებს სატელევიზიო არხებს?. სრულიად პირიქით. მოსახლეობა ნელ-ნელა გადადის საკაბელო ტელევიზიებიდან ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურების მოდელზე. SVOD. ამ მხრივ უკვე არსებობენ ცნობილი კომპანიები Netflix. Amazon Prime Video. Hulu. ბოლო დროს ამ ბრძლაში ჩაერთო Apple.Inc და The Walt Disney Company. ეს ინფორმაცია ნიშნავს შედეგს მოსახლეობა აუქმებს სააბონენტო მომსახურეობას საკაბელო ტელევიზიებთან და ანაცვლებენ ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურების მოსახურეობაზე. ამ ინფორმაციას ცხადყობს ყვემოთ მოყვანილი დიაგრამა.

მოსახელობა უფრე მოტ ვიდეოკონტენტს უყურებს, ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია არ არის საკაბელო ტელევიზიების მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დიაგრამაზე ხედავთ კვირის განმავლობაში საშვალო დრო დახარჯული ვიდეოკონტენტებზის ყურებაში საუბარია  TV SVOD.

და საფინალო ინფორმაცია ეს არის სრული 2018 წლის ინფორმაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

2018 წლის განმავლობაში SVOD (ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება) სერვისი, პირველ ადგილს იკავებს. პირველად დაფიქსირდა ის ფაქტი რომ, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, SVOD სერვისის მომხმარებლები ჭარბობენ Cable TV-ის მომხმარებლებს.

მაშ ასე. ჩვენ სახეზე გვაქვს საკმაოდ მყარი მოთხოვნადი ბიზნესმიმართულება სატელევიზიო სივრცეში. ეს უფროა ვრცელია და მაშტაბური ვიდრე ფინანსურ სატელევიზიო გადაცემებში შუქდება. სავარაუდოდ მომავალში ნებისმიერ ინდივიდუალურ პიროვნებას, ვინც ქმნის ვიდეოკონტენტს სახლიდან გაუსვლელიად ექნება თავისი Streaming სერვისი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

სად არის კომპანია ROKU-ს ადგილი ამ მიმართულებით? როგორც ზემოთ ავღნიშნეთ უამრავი მონსტრი, ფინანსურად ბევრად ძლიერი კომპანია არის ჩართული სატელევიზიო ბაზრის წილისთვის ბრძოლაში. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ კომპანია ROKU არ მოიაზრება ამ კომპანიების კონკურენტ კომპანიად. ის ცალკე დგას და ქმნის ეკოსისტემას ამ კომპანიებისთვის. ამ მიმართულებით ხაზი მინდა გაუსვა შემდეგ მნიშვნელობას: ნებისმიერი ზემოხსენებული კონტენტპროვაიდერების პროდუქტების, კუთვნილი თუ ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით. ხელმისაწვდომია ROKU-ს პლატფორმით. ROKU თითქოს სახლია ამ კონტენტპროვაიდერებისთვის. კომპანიას აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითდ როგორიც არის Windows პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის. ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა. და სწორედ ეს არის ამ კომპანიის ღირებულება, კონკურენტული უპირატესობა.

შეჯამება.

ამ დროისთვის ჩემს მფლობელობაში არის კომპანიის 260 აქცია. და ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე უამრავი კრიტიკული ან პესიმისტური ინფორმაცია გაჟღერდა კომპანიის მომავალ ბიზნესოპერირებასთან დაკავშირებით. უამრავი სკეპტიკოსის ინფორმაცია არის გასაჯაროვებული ფინანსური საინფორმციო საშვალებებით, მაგრამ კომპანიის აქციის ფასი მზარდია და ეს ზრდა არ არის შემთხვევითი.

ვიდოეკონტენტების შექმნა და დისტრიბუცია კატასტროფულად მზარდი ტრენდია. ჩემი მოლოდინი კომპანისთან დაკავშირებით, მის მომავალ ბიზნესოპერირებასთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიურია.

ამ დროსითვის სულ ეს იყო.  მომავალში კომპაიის შესახებ მნიშვნელოვან ინფომრაიციებს და ფინანსურ ანალიზს ხშირად გავასაჯაროებ.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე