ჩვენ გავხდით კომპანია The Trade Desk, Inc აქციონერები.

საკითხავ/გასაანალიზებელი დრო 16 წუთი

მოგესლემბით.

ფინანსურ სამყაროში უამრავი სახი ფინანსური გარიგებები ხდება. ინვესტორები, ჰეჯ-ფონდ მენეჯერები ყოველდღიურად ყიდულობენ და ყიდიან უამრავი კომპანიის აქციებს. მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის აქციებზე აღებული პოზიციები ძირითადად გრძელვადიანია.

ამგვარ გარიგებებს ჩვენც ვახორციელებთ. Jdinvestment-ის  გრძელვადიან პორტფელში ამ დროისთვის 6 კომპანიის აქციაზე გვაქვს პოზიცია გახსნილი. ჩვენი მიზანია დავინახოთ კომპანიების ის უპირატესობები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს, უგულვებელყოფილია ფინანსური ანალიტიკოსების მიერ და რომლებიც ჩვენი აზრით მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება. სწორედ ესეთ კომპანიაზე გვინდა დღეს ვისაუბროთ, ეს არის კომპანია The Trade Desk, Inc. და საფონდო ბირჟაზე ამ კომპანიის აქციის თიკერია TTD

ამ კომპანიის აქციები შევიძინეთ 2019 წლის 8 აპრილს. ერთ აქციში გადავიხადეთ $196,23

ქვემოთ მოგიყვებით კომპანიის შესახებ ინფორმაციას. ავხსნი ამ კომპანიის ბიზნესმოდელს, რით სუნთქავს ეს კომპანია, როგორ აგენერირებს მოგებას და რას სთვაზობს ის თავის მომხმარებლებს. ეს ძალიან საინტერესო კომპანიაა და ვფიქრობ თვენთვის საინტერესო იქნება ამგვარი კომპანიის ბიზნესმოდელის ანალზი. მაშ ასე, მოკალათდით კომფირტულად და დავიწყეთ.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ კომპანია The Trade Desk, Inc განეკუთვნება სარეკლამო ბიზნესსექტორს. ცნობისთვის მსოფლიოს მაშტაბით სარეკლამო ბიზნესში ფუნდამენტალური ცვლილება იგეგმება და ეს ძალიან მნიშვნელოვნი მოვლენა იქნება. აქვე მინდა ავღნიშნო რომ, გლობალური სარეკლამო ინდუსტრის მოცულობა, დოლარში შეადგენს $725 მილიარდ დოლარს. დიახ, საუბარია ამ მოცულობის ბაზრის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, მოდერნიზაციაზე. კომპანიის CEO-ს მიერ გაჟღერებული მესიჯი უმარტივესად ჟღერს და ყოვლისმთქმელია. 

9 მაისს კომპანიამ წარადგინა 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები, და მაჩვენებლები შთამბეჭდავია.

მაგრამ, მიუხედავად საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლებისა, მონაცემების გასაჯაროვების შემდეგ აქციის ფასი დავარდა. ამის მიზზეზი უკეთესი მოლოდინი იყო. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ გრძელვადიან ინვესტიციაზე, ერთი კვარტლის მონაცემებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. არც მომდევნო რამოდენიმე კვარტლის მაჩვენებლებს უნდა ქონდეს გავლენა გრძელვადიან მფლობელობაზე, თუ ბიზნესი ვითარდება და იზრდება. ამ მომენტში კი კომპანიის ზრდა სახეზე გვაქვს. და კომპანიის მომავალი ძლაიან შთაბმეჭდავად გვეჩვენება. ჩვენს პორტფელში ამ კომპანიის აქციას აქვს ადგილი გრძელი ვადით და მოკლე პერიოდებში მომხდარი ვოლატილურობა კომპანიის აქციის ფასზე, მის მფობელობაზე ხელს არ აგვაღებინებს. მოდით ეხლა ნელ-ნელა დავიწყოთ იმ ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი რომელიც 9 მაისს გახდა საჯარო.

ფინანსური შედეგები

სანამ კომპანიის ბიზნესმოდელის ანალიზზე გადავალ. სადაც შევეცდები ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი. რით სუნთქავს ეს კომპანია, როგორ აგენერირებს მოგებას და რას სთვაზობს ის თვის მომხმარებლებს. მანამდე მინდა ვიზუალურად დაგანახოთ კომპანიის შთამბეჭდავი ზრდა, გასული რამოდენიმე წლის განმავლობაში, თუ რა შედეგებს მიაღწია კომპანიამ თავის ბიზნესოპერირების შედეგად. ჩვენი ყურადღება ამ კომპანიამ მიიბყრო 2016 წელს და მას მერე მუდმივი მონიტორინგის ქვეს გვყავდა სანამ გავხდებოდით კომპანიის წილის მფლობელები.

2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები.

შემოსავლები დაგენერირდა $121 მილიონის ოდენობით. (რაც გასული წლის პირველი კვარტალთან შედარებით 41%-იანი ზრდაა)

ქვემოთ დიაგრამაზე ხედავთ ამ კომპანიის შემოსავლების ზრდის დინამიკას წლების ჭრილში. მონაცემები მოცემულია 2014 წლიდან და მოიცავს 2019 წლის სავარაუდო მოსალოდნელ მონაცემებს.

სრული 2019 წლის შემოსავლები, კომპანიის მოლოდინის მიხედვით იქნება $645 მილიონი რაც 35%-იანი ზრდაა 2018 სრული წლის მაჩვენებლებზე.
აქვე აღსანიშნავია კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები. ბიზნესის განვითარებისთვის წლიდან წლამდე კომპანიის მიერ დახარჯული, ინვესტირებული თანხები სხვადასხვა პროექტების კვლევების და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/განახლებების მხრივ, რათქმაუნდა მზარდია.

აქ უნდა მივიღოთ მხედველობაში ის ფაქტი რომ, კომპანია ახლად შექმნილია და განვითარების და ზრდის ადრეულ სტადიაშია. შესაბამისად როდესაც ვაანალიზებთ ამ სახის კომპანიას, მის ფინანსურ მაჩვენებლებში უნდა ველოდოთ მსუყე ხარჯებს და ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს. ქვემოთ დიაგრამაზე ხედავთ 2014 წლიდან კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯების ზრდის დინამიკას.

EPS კომპანიამ დააფიქსირა $0,49 რომელიც გაზრდილია 2018 წლის პირველ კვარტალთნ შედარებით 44%-ით ანალიტიკოსები მოლოდინი იყო $0,26. ამ მხრივ საგრძნობი გადაჭარბება გვაქვს სახეზე მოლოდინსა და რეალურ მაჩვენებლებს შორის. (EPS-Earnings Per Share ერთ აქციის წილი მოგება. ამ მაჩვენებლის დაანაგრიშება ხება შემდეგნაირად მთლიანი მოგება/აქციების რაოდენობაზე.)

Guidance: კომპანიის ხელმძღვანელობამ დაანონსა მომდევნო 2019 წლის მე-2 კვარტლის მოსალოდნელი შემოსავლების რაოდენობა და ეს ციფრია $154 მილიონი. სრული ფინანსური 2019 წლის ბოლოს კომპანიის ხელმძღვანელობა ელოდება შემოსავლებს $645 მილიონის ფარგლებში. შეგახსენებთ რომ ეს მაჩვენებელი მეტია ვიდრე აქამდე არსებული მოლოდინი იყო, რომელიც შეადგენდა $634 მილიონს. ეს საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციაა ინვესტორებისთვის.

მსოფლიოში, სატელევიზიო ციფრული რეკლამირების ბუმი იგეგმება. ეს მიმართლება სრულებით ახალია. რას ნიშნავს ციფრული რეკლამირება? ამ მიმართლებას ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ. კომპანია რომელზეც ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ და ვაანალიზებთ, სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება და ყველაზე მოწინავედ ითვლება სარეკლამო ინდუსტრიის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. რომელიც გავიმეორებ $729 მილიარდი დოლარის მოცულობის ბაზარია.

კომპანიის ბიზნესმოდელის ანალიზი

დღევანდელ მსოფლიოში 4,7 მილიარდი ადამიანი იყენებს მოწყობილობას ყოველდღიურად, რომელიც მიერთებულია ინტერნეტთან. მობილური ტელეფონები, პლანშეტები, აუდიო პლეერები, ჭკვიანი ტელევიზორები. ლეპტოპები, კომპიუტერები. და სხვა.

სწორედ ამ მოწყობილობებიდან ხდება წვდომა უამრავ საინფორმციო, ვიდეო, აუდიო კონტენტებთან, სოციალურ ქსელებთან. ეს ადამიანები, იგივე მომხმარებლები, ერთმანეთისგან განსხვავდებიან უამრავი ნიშნით, სხვადასხვა დემოგრაფიული მონაცემებით. ქცევით, გემოვნებით, სოციალური სტატუსით, შესაბამისად მათ ინტერესების სფერო სხვადასხვაა. და ეს ადამიანები როგორც არ უნდა იყენებდნენ თავიანთ ჭკვიან მოწყობილობებს მათ უწევთ უამრავი სახის რეკლამების ნახვა უამრავი კომპანიის ან პროდუქტის ან სერვისის შესახებ.

მაგალითისთვის: კომპანია Facebook, Inc. - ის მომხმარებელს, ან კომპანიას შეუძლია განათავსოს თავის პროდუქტის ან სერვისის რეკლამა. და მიზნობირივი აუდიტორიასაც თვითნ უთითებს, არჩევს. ამ მხრივ უფრო დეტალურად შეიძლება სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა. მიზნობრივი აუდიტორიის წლოვანების, გეოგრაფიული არეალის, და ინტერესების მიხედვით. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფილტრების რომელიც შესაძლებელია მითითებული იყოს რეკლამის განთვსების დროს. დაახლოებით იგივე მიდგომა აქვს კომპანია Alphabet Inc. (GOOGL) ზე რეკლამის განთვსების დროს. იგივე ხდება სხვა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსების დროს. მაგარმ აქ მცირე უხერხულობა იქმნება იმ მხროვ რომ, რეკლამის განმათავსებელს ცალ ცალკე უწევს ამ სოციალურ ქსელებთან კომუნიკაცია.

მეორეს მხრივ სატელევიზიო რეკლამის მომზადების და განთავსების დროს, მიზნობრივი აუდიტორიის ამ სახის დეტალიზაცია და სეგმენტირება არ ხდება. ერთ და იმავე გადაცემის მაყურებელი უყურებს ერთსა და იმავე სარეკლამო რგოლს და აქ არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს მომხმარებლების ინტერესებს. მაგალითად თუ სატელევიზიო რეკლამის დროს გადის რომელიმე მსხვილი ავტომობილის საბურავების მწარმოებელი კომპანიის, საბურავების რეკლამა, ამას უყურებს ადამიანი ვისაც შეიძლება ეს რეკლამა აინტერესებდეს და ადამიანი ვისაც საერთოდ არ ყავს ავტომანქანა.

ჭკვიანი ტელევიზორების შემთხვევაში, ტელევიზორები რომლებიც მიერთებულია ინტერნეტთან და სერვისებს ღებულობენ ინტერნეტის უწყვეტი ნაკადით, ესეთი სეგმენტირება უკვე შესაძლებელი ხდება. ეხლა წარმოიდგონეთ კომპანია რომელსაც, გააჩნია სუპერთანამედროვე პლატფორმა. აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტის მოდულით. რომელსაც ააქვს უამრავი მომხმარებლის მონაცემები. და ამ პლატფორმაზე არის შესაძლებელი რეკლამის განმათავსებელმა თვითონ დაგეგმოს სარეკლამო კამპანია და სრულიად ინტერნეტი მოიცვას ამ რეკლამით. ამ ჩამონათვალში შედის რგორც ინტერნეტ ასევე სატელევიზიო რეკლამაც. სწორედ ამ მომსახურეობას სთვაზობს კომპანია The Trade Desk, Inc  და სწორედ ამ უპირატესობების გამო გავხდით ამ კომპანიის აქციების მფლობელები.

უფრო დეტალურად. The Trade Desk, Inc  არის ტექნოლოგიური კომპანია რომელიც სათავეში უდგას ციფრული რეკლამირების რევოლუციას. არ აქვს მნიშვნელობა ეს არის კომპანია Facebook, Twitter, YouTube, Amazon, Roku. ეს კომპანია ითამაშებს უმთავრეს როლს, როგორ გადანაწილდეს სარეკლამო ხარჯები ამ კომპანიებს შორის. ეს არის კომპანია რომელიც რეკლამის დამკვეთსა და სავარაუდო პოტენციურ მომხმარებელს შორის იდგება. ეს არის და იქნება პროგრამირებული რეკლამირების უპირატესობა.

დღეის მდგომარეობით ციფრული რეკლამირების მხრივ დახარჟული თანხები მიედინება კომპანიებში Facebook, Google, და მესამე ადგილს იკავებს Amazon, და შემეგ მოდის ასევე კომპანია Roku.Inc. ამ კომპანიის აქციებზეც ვფლობთ დრძელვადიან პოზიციას.

ინვესტორი ვისაც სურს რომ გააკეთოს ინვესტიცია კომპანიაში რომელიც, მომავალში სარეკლამო ბაზრის დიდი წილის მფლობელი იქნება უნდა გამოიცნოს ამ კომპანიებს შორის რომელს აქვს მეტი პოტენციალი ამ მხრივ. მაგრამ რა საჭიროა გამარჯვებულის გამოცნობა? როდესაც არის შესაძლებელი რომ ავირჩიოთ კომპანია რომელიც მიზანმიმართულია ყველა ინტერნეტ საინფორმაციო რესურსებზე და პლატფორმაზე რეკლამის განთავსებაზე? კომპანია The Trade Desk, Inc  მა შექმნა პლატფორმა რომელიც დაფუძნებულია კომპიუტერულ პროგრამირებაზე და ავტომატიზირებულად განათავსებს ციფრულ რეკლამას რეალურ რეჟიმში იმ ადგილზე, არ ააქვს მნიშვნელობა ეს ონლაინ პლატფორმა იქნება თუ სატელევიზიო გადაცემა, სადაც ამ რეკლამას ექნება მაქსიმალური ეფექტი რეკლამის განმათვსებელი კომპანიის თუ კერძო პირისთვის. თუ შეხვალთ კომპანიის ვებ გვერდზე ნახავთ შემდეგი სახის შესაძლებლობებს, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა კომპანიის პლატფორა რეკლამირების თვალსაზრისით.

ეს არის ტექნოლოგიური კომპანია ტექნოლოგიურ სეგმეტში რომელიც განიცდის ბუმს (პროგრამირებული რეკლამირება) რომელიც ასევე მოთავსებულია სხვა სეგმენტში რომელიც ასევე განიცდის ბუმს (ციფრული რეკლამირება) და რომეისაც აქვს წვდომა ყველა ციფრულ მედია პლატფორმასთან შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

ეს რაც შეეხებოდა კომპანიის ბიზნესმოდელს და ის თუ რა ტრანსფორმაციას გადის მსოფლიო სარეკლამო ბაზარი.

დაუბრუნდეთ ფინანსურ მაჩვენებლებს: კომპანიის პლატფორმიდან რეკლამის განთვსება და მიზნობრივი აუდიტორიისთვის მიწოდება. დაუკვირდით ზემოთ კომპანიის სარეკლამო არხევის ჩამონათვალში სახელით Advertising Channels:

  • Smart ტელევიზორებში მიზნობრივი რეკლამის განთვსებისთვის, მომხმარებლების მიერ გადახდილი სარეკლამო კამპანიისთვის, თანხობრივი მოცულობა გაზრდილია 3-ჯერ. 2018 წლის პირველ კვარტალსა და 2019 პირველ კვარტალს შორის პერიოდში.
  • აუდიო რეკლამების მხრივ ზრდა გვაქვს 270%-იანი 2018 წლის პირველ კვარტალსა და 2019 პირველ კვარტალს შორის პერიოდში.
  • 45% დახარჯული სარეკლამო კამპანიის თანხისა, მოდის მობილურ ტელეფონებზე
  • 2019 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლების მიერ მობილურ ვიდეო აპლიკაციებში შეკვეთლი სარეკლამო რგოლებისთვის, თანხობრივი მოცულობა გაზრდილია 60%-ით.

როგორც ხედავთ კომპანიის მიერ შეთვაზებული ყველა სერვისის გამოყენება საკმაოდ მზარდია წლიდან წლამდე.

კომპანია მზარდია და ამას მოწმობს ევროპის და აზიის ბაზრებზე ოფისების გახსნა და თვის უნიკალური სერივსის შეთვაზება. 8 მაისს კომპანიის CEO-მ Jeff Green მა განაცხადა: ევროპის ბაზრებზე გვაქვს ასევეშ ტამბეჭდავი ზრდა, ოფისები ჰამბურგსა და მადრიდში გენერირებული თანხები სარეკლამო კამპანიისთვის 12 თვეში გაზრდილია 110% ით.

ამონარიდი მისი კონფერენციის ტრანსკრიპტიდან

ამ დროისთვის, უამრავი მსხვილი, ცნობილი კომპანია იყენებს თავიანთი სარეკლამო კამპანიისთვის კომპანია The Trade Desk, Inc  ის პლატფორმას. მე საუბაარი მაქვს მსხვილ მასშტაბურ კომპანიებზე.

კიდევ ერთი ნიუსი. კომპანიამ მარტის თვეში მოახერხა ჩნეთის ბაზარძე შესვლა. და ეს გრანდიოზული მოვლენაა კომპანიის მომავალი ზრდის თვალსაზრისით. ვიანიდან ჩნეთის ბაზარი ძლაიან სპეციფიური ბაზარია. ბაზარი სადაც არ ააქვს წვდომა უმსხვილეს კომპანიებს როგორიცაა Google.com და არცერთ Google ის პროდუქტს. მაგალითად youtube.com არ ააქვს წვდომა კომპანია Facebook.com და სხვა უამრავს მაგრამ ჩნეთში ამ კომპანიის ალტერნატიული კომპანიები არსებოსბ რომელების ასევე მოცულობით საკმაოდ მძლავრი კომპანიები არიან მაგალითად კომპანია Google.com ის მსგავსი კომპანიაა Bidu.com ის რასაც წარმოადგენს youtube.com. ჩინეთში არის iQIYI, Inc. (IQ) და სხვა უამრავი. ასე რომ ეს ნიუსი თუთქოს მიმალულია Wall Street-ის ანალიტიკოსებს შორის და ამ ინფორმაციის გასაჯაროება არასათანადოდ მოხდა. დარწმუნებული ვარ ეს ნაბიჯი მომდევნო კვარტლებში წარდგენილ ფინანსურ მაჩვენებლებს საკმაოდ მაღლ ნიშნულზე აწევს, რაც ამ კომპანიის აქციის ფასის საკმაოდ დიდი ბიჯით ზრდა მოყვება.

ჭკვიანი ტელევიზორების შესაძლებლობები სარეკლამო ინდუსტრიაში.

ჩვენ Jdinvestment-ის გრძელვადიან მფლობელობაში გვაქვს კომპანია Roku, Inc. აქციები  (ROKU) ეს არის  კომპანია რომელსაც აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითდ როგორიც არის Windows პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის. ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. ამ კომპანიის ანალიტიკურ ინფორმაციაზე გასაცნობად დააკლიკეთ აქ

კომპანია The Trade Desk, Inc ის CEO-მ Jeff Green-მა ხმამაღლა განაცხადა ყველაზე მნიშვნელოვანი არხი ჩვენი კომპანიისთვის ეს არის სატელევიზიო სივრცე და კონკრეტულად Smart ტელევიზორებსი ინდუსტრია. ვინაიდან სატელევიზიო რეკლამირება განიცდის ფუნდამენტალურ ცვლილებას. კომპანია eMarketer-ის ცნობით სატელევიზიო რეკლამებში დახარჯული თანხის მხოლოდ 2,8% იქნება პროგრამირებული რეკლამირების არხებით 2019 წელს. ეს ნიშნავს რომ, ამ მიმართლებას უზარმაზარი ზრდის პოტენციალი გააჩნია. მე მყარად მჯერა რომ, მომავალში 100% სატელევიზიო რეკლამებში დახარჯული თანხები, გავა პროგრამირებულ რეკლამირების არხების ხარჯზე და სწორედ ამ მომსახურეობას სთვაზობს  The Trade Desk, Inc თავის მომხმარებლებს. ციფრებიდან ჩანს რომ, როგორც ინდუსტრია ეს ახალია და ეხლა იკრეფს ძალებს.

2018 წლის მე-4 კვარტალში კომპანიამ დაარეპორტა 900% იანი ზრდა იმ სარეკლამო თანხების რომელიც გავიდა ჭკვიანი ტელევიზორებში ინტერნეტგადაცემების ყურების დროს. ეს მეორეს მხრივ ჩვენ მეორე კომპანიის კეთილდღეობაზე ასხამს წყალს ეს კომპანიაა Roku, Inc. ინტერესისთვის აუცილებლად გაეცანით ამ კომპანიის ანალიტიკურ ინფორმაციას აქ.

კომპანის CEO-Jeff Green-მა ხმამაღლა განაცხადა, ჩვენ მოწმენი ვართ თაობის ცვლილების რომელიც, ერთმანეთთნ დააკავშირებს ტელევიზიას და ინტერნეტს და ამ სინთეზს უდიდესი ცვლილება მოყვება სარეკლამო მიმართლებით. როგორც უკვე ცობილია 10 წელიწადში საკაბელო ტელევიზია გარდაცვლილი იქნება და სარეკლამო ინდუსტრია იქნება სრულად ავტომატიზირებული. და თნამედროვე ტექნოლოდიები, ხელოვნური ინტელექტის პროგრამები, თვითონ განსაზღვრავენ, რომელი რეკლამა, რომელ სივრცცეში რა ინტენსივობით, რომელ ინტერესთა ჯგუფს, როდის აჩვენოს და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას ეს სივრცე, სოც ქსელია თუ სატელევიზიო გადაცემა, და ეს გრანდიოზულია. დამკვეთ მხოლოდ იხდის ფულს და გეგმავს სარეკლამო კამპანიას. დანარჩენს აკეთებს პროგრამა.

2018 წლის მე-3 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის დროს კომპანიის დამფუძნებელმა ასევე განაცხადა: გთავაზობთ თარგმანთან მიახლოებულ ინფორმაცის

 შეერთებული შტატების გარეთ, ყველა გაყიდვების ოფისმა შთამბედავი ზრდა დააფიქსირა, ესპანეთის ბაზარზე კომპანიის გაყიდვები გაიზარდა ერთ წელიწადში 380%-ით. გერმანიაშ ჰამბურგის ოფისმა 206%-იანი ზრდა დააფისირა. ჰონკონგის ოფისმა 107%-იანი ზრდა. როგორც ხედავთ ჩვენ გიგაანტური ნაბიჯებით ვიზრდებით.

კომპანია მოყოლებული 2013 წლიდან მუდმივ ზრდას განიცდის, არცერთი ფინანსური კვარტალი არ ყოფილა ზრდის შენელება და ეს ძალიან იმედის მომცემია ჩვენი გრძელვადიანი ინვესტიციისთვის.

ჩინეთს ბაზრის პოტენციალი

26 მარტს კომპანიის ხელმძღვანელობამ დაანონსა რომ, მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარი. და მათ წარმატებით გაუშვეს თავიანთი პლატფორმა ჩინეთის ინტერნეტსივრცეში. ეს სიახლე მნიშვნელობით ძალიან მნიშვნელოვანი ნიუსია.

სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ მანამდე მინდა ავღნიშნო რომ ნებისმიერ ტექნოლოგიურ კომპანიას რომელსაც სურვილი აქვს და წვდომაც ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე აუცილებელია პარტნიორობა. და ეს იწყება და მთვრდება სამი კომპანიის პარტნიორობით ესენია: Tencent, Alibaba, და Baidu. დასავლეთის მაგალითზე რომ გადავთარგმნოთ იგივეა რაც, Facebook Amazon და Google სთან პარტნიორობის დამყარება.

თუ ერთ ერთთან მაინც ვერ დაამყარებთ პარტნიორობას ჩნეთში ინტერნეტ ბიზნესს აზრი არ აქვს.

კომპანია The Trade Desk, Inc მა ჩინეთის ბაზარზე შესვლის ინფორმაციის გასაჯაროების დროს განაცხადა რომ, მას სამივე ამ კომაპნიასთნ დამყარებული აქვს პარტნიორობა. და პრეზენტაცია მოკლე ვიდეო როლიკით დაიწყო. ამ ვიდეორგოლს გთვაზობთ ქვემოთ.

პარტნიორობა ჩიენთს წამყვან ინტერნეტ მედიასაშვალებებთან როგორიცაა BAIDU.COM, TENCENT marketing Solution, და Youko, იძლევა უსაზღვრო მონაცემთა ბაზას ჩინეთის მოსახლოების შესახებ. მარტივად წარმოიდგინეთ. კომპანია iQIYI ( ამ კომანიის შესახემ ჩვენი ანალიტიკური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.) არის ვიდოეკონტენტების სადისტრიბუციო ინტერნეტქსელი. ის ჩვენთვის კარგად ცნობილი Youtube.com ის ანალოგია, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით, ის ასევე არის კომპანია Netflix ის ანალოგიც, ანუ ორივე კომპანიის ბიზნესმოდელს Youtube.com  და Netflix ის ბიზნესმოდელს აერთიანებს თავის თავში.

Youko არის ასევე ვიდეო სერვისების დისტრიბუციით დაკავებული რომელიც კომპანია Alibaba-ს მფლობელობაშია და რა თქმა უნდა ჩინური გიგანტური შესაძლებლობების კომპანია Tencent Marketing Solution.

ეს ნიშნავ რომ, ყოველი ვიდოეპლატფორმა რომელსაც, მნიშვნელობა აქვს ჩინეთს სამომხმარებლო ბაზარზე. მოცულია ამ კომპანიების მიერ, და ამ კომპანიბთან პარტნიორობა კომპანია  The Trade Desk, Inc-ს უსაზვრო შესაძლებლობებს აძლევს.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რომ ჩინეთის ბაზარი, ძლიან რთული ბაზარია დასავლური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის შესაღწევად. ეს არის ქვეყანა სადაც სახელმწიფო პროტექციონიზმი მძლავრად მუშაობს.

რატომ მიიღო ესეთი პრივილეგია კომპანიამ ჩინეთს ბაზარზე?

კომპანია The Trade Desk, Inc არის სრულიად საპირისპირო ვიდრე კომპანია: GOOGLE ან Facebook-ი ის დამოუკიდებელია. ის ქმნის საერთო ეკოსისტემას სარეკლამო ინდუსტრიაში და ეს გლობალურია.

Benson Ho, რომელიც არის კომპანის Tencent-ის the Chief Data Strategy Officer. განაცხადა ერთობლივი პრეზენტაციის დროს. ამონარიდი:

ჩინეთი დიდი ბაზარია. მაგრამ რამდენად დიდია?

შემდეგი დიაგრამა თავისი მნიშვნელობით გონებას აფეთქებს. დიაგრამაზე ხედავთ ინტერნეტპენეტრაციის ზრდის დინამიკას ჩინეთს მოსახლეოაბაში. წლების განმავლობაში.

მონაცემები მოძველებულია, ერთს დავამატებ 2018 წელს ინტერნეტმომხმარებლების რაოდენომა 800 მილიონს ასცდა და კიდევ მზარდია.

წარმოდგენისთვის ეს მაჩვენებელი 2 ჯერ მეტია ვიდრე მთლიანად შეერთებული შტატების მოსახლეობა.

ჩინეთში, მოსახლეობის საშუალო ფენა სწრაფად მზარდი სეგმენტია. ფაქტია რომ ის უკვე მოცულობით საკმაოდ დიდია, მაგრამ მოკლე ხანში ის გახდება გაცილებით დიდი. მოსახლეობის საშვალო ფენა გახდება უფრო დიდი, ვიდრე შეერთებული შტატების მოსახლეობაა მთლიანად. უფორ მეტიც, ეს საშუალო ფენა არა მარტო იზრდება, ის ასევე ხდება უაღრესად მდიდარი. ამ მიმართულებით საინტერესო ანალიტიკურ ინფორმაციას იხილავთ აქ 

დიაგრამას რომელსაც თქვენ ეხლა ხედავთ, არის McKinsey მიერ მომზადებული.

რა ინფორმაციას ვხედავთ ამ დიაგრამაზე? ჩინეთის ურბანული მოსახლეობის საშუალო და მდიდარი ფენა სწრაფად მზარდი სეგმენტია, (წითელი მართკუთხედი) თუ დავაკვირდებით 2012 წლისდან 2022 წლამდე ეს 2 სეგმერტი იზრდება 182 მილიონიდან 300 მილონამდე. (წითელ მართკუდხედში, სვეტების ნაცრისფერი და მუქი ლურჯი მონაკვეთი) ეს 65% იანი ზრდაა. სეგმენტი Mass Middle Class 2012 დან 2022 წლამდე დავა 54% იდან 22% ამდე და ეს კლება აისახება ასევე საშუალო ფენის ზრდაში. მოსახლეობა ხდება ნელნელა უფორ შეძლებული.

რაც შეეხება ურბანაბული მოსახლოების ყიდვისუნარიანობას (მწვანე მართკუთხედი) საშუალო ფენის ყიდვისუნარიაონობა იზრდება 8,44 ტრილიონი იუანიდან 25,5 ტრილიონ იუანამდე. ეს 204%-იანი ზრდაა მოცემულ პერიოდში.

აქვე მინდა ავღნიშნო რომ ჩინეთის ბაზრის შესაძლებლობები კომპანიის მომავალი ზრდის საწინდარია და ჩვენ ამ მხრივ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ჩვენს ინვესტიციაშტან დაკავშირებით.

ამ დროისთვის სულ ეს იყო. მომავალში ჩვენ კიდებ შემოგთავაზებთ კომპანიის შესახებ მნიშვნელოვან განახლებებს.

ზემოხსენებული ინფორმაცია გახლავთ Jdinvestment.ge ს მიერ მომზადებული ანალიტიკური ინფორმაცია და ეს არ წარმოადგენს საინვესტიციო რეკომენდაციას. ინფომრციას აქვს მხოლოდ საგანმანათლებლო დატვირთვა.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე