კომპანია Yext, Inc. ( NYSE: YEXT ) ბიზნეს ანალიტიკა.

საკითხავი დრო 6 წუთი

მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტსივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტახანში როდესაც, ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. და დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე www.jdinvestment.ge

კომპანია რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბროთ არის Yext, Inc.  და შტატების საფონდო ბირჟაზე ამ კომპანიის თიკერია YEXT.

17 ივლისს განვახორციელეთ, კომპანა Yext, Inc. ის აქციებში ინვესტირება. ერთ აქციაში გადავიხადეთ $20,80-ი.

სანამ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე გადავალ, მინდა ორიოდ სიტყვით განვმარტო და ავხსნა რას წარმოადგენს კომპანიაა Yext, Inc და რა პროდუქტს სთავაზობს ის თავის მომხმარებლებს.

წინასიტყვაობა.

კომპანია Yext, Inc. არის ხელოვნურ ინტელექტით აღჭურვილი Cloud-ზე დაფუძნებული პროგრამული გადაწყვეტილება. ანუ პლატფორმა. რომელის უზრუნველყოფს გადამოწმებული, უტყუარი, ინფორმაციების მიწოდებას მომხმარებლებისთვის, რომლებიც ინტერნეტში სვამენ კითხვებს და ეძებენ პასუხებს სხვადასხვა კომპანიების შესახებ. კეთილი, ცოტა ბუნდოვანი განმარტებაა, მესმის, ეხლავე ავანთებ შუქს.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ, თანამედროვე საინფორმციო სამყაროში, ლომის წილი ინფორმაციებისა იცვლება და მოძრაობს ინტერნეტ ქსელის საშუალებით. ბიზნესები არ და ვერ აკონტროლებენ ინფორმაციებს ინტერნეტში, თავიანთი პროდუქტის, ან მომსახურეობის შესახებ. ეს დღევანდელი ინტერნეტის ბუნების, სტრუქტურის გამო ხდება.

სერვისები როგორიცაა Facebook, Google, Instagram, Snapchat, Yelp, google Maps, Amazon, ჭკვიანი საათები, და უკვე ჭკვიანი ტელევიზორები ეს ის სერვისები და მოწყობილობებია რითიც ადამიანები კონტაქტობენ ინტერნეტთან, რომ გაიგონ ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაცია, და არა მხოლოდ, ადამიანების უფრო და უფრო მცირე რაოდენობა შედის პირდაპირ მათთვის საინტერესო კომპანიის ვებსაიტზე. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია რომ,  კომპანიების ვებსაიტები აღარ არის უკვე ამ კომპანიის შესახებ მთავარი ინფორმაციის გამავრცელებელი საშვალება. მაგალითად თუ ვინმე კითხავს Siri-ს ან Amazon ის Alexa-ს როდის იღება მათთვის საყვარელი რესტორანი და რომელ საათამდე მუშაობს. Siri ან იგივე Alexa, შეეცდება მოიძიოს პასუხი სადღაც ინტერნეტში, და ამისთვის იყენებს ალგორითმებს. სამწუხაროა ის ფაქტი რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს პასუხები არ არის სწორი. ეს ძალიან ცუდ გამოცდილებას აგროვებს მომხმარებლის თვალში კომპანიის შესახებ რომელსაც ეძებს. და ამის გამოსასწორებლად კომპანიებს არაფერი შეუძლიათ, ვინაიდან ის რესურები რითიც ადამიანები ურთიერთობენ ინტერნეტთან მათ კონტროლის ქვეშ არ არის.

და აი სად ერთვება თამაშში კომპანია Yext, Inc კომპანიამ მოახერხა და ამგვარი პრობლემა მოუხსნა კომპანიებს. კომპანაია Yext, Inc აწვდის ზუსტ ინფორმაციებს ნებისმიერ ინტერნეტ საძიებო სისტემას, ამ საძიოებო სისტემების მეორე მხარეს დგას მომხმარებელი რომელსაც ჭირდება ზუსტი ინფორმაცია კომპანიის ბრენდის ან მომსახურეობის შესახებ.

ციფრული ცოდნის მენეჯმენტი. ესე უწოდებს კომპანიის ხელმძღვანელობა Digital Knowledge Management (DKM) წამოადგენს ალგორითმულ სისტემას, რომელიც გამოავლენს, არეგულირებს და კურირებას უწევს ინფორმაციას, რომელიც ბიზნესს უნდა რომ, თავის პოტენციურ ან არსებლ მომხმარებელს ქონდეს და ამ ინფორმაციის სიზუსტეს, მიწოდების ფორმას სისწრფეს და ასევე დამატებით ინფორმაციებს, როგორიცაა მაგალითად: სახელი, მისამართი, ოფისის/ების ლოკაცია (Google Map-ზე) ასევე მაგალითად ექიმის კონსუტაციაზე მიღების საათები, და სხვა უამრავი, ბიზნესის მფლობელი თვითონ უზრუნველყობს Yext, Inc  პლატფორმის საშუალებით. სხვანაირად რომ ვთქვათ თქვენს მიერ შეტანილი ინფორმაცია Yext, Inc-ის  პლატფორმაზე, თქვენი ბიზნესსაქმიანობის შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საძიებო სისტემის მეორე მხარეს მყოფი მომხმარებლისთვის რომელიც, შეიძლება თქვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაციების კვლევის პროცესში იყოს. წარმოიდგინეთ რომ პლატფირმა Yext, Inc არის საინფორმაციო ხიდი თქვენს იბზნესსა და საბოლოო მომხმარებელს შორის. რომელიც გადის ნებისმიერ საძიებო ან სოციალური ქსელის პლატფორმაზე ზუსტი სწრაფი და მრავალფეროვანი ინფორმაციების მისაწოდებლად. საკმარისია Yext, Inc  პლატფორმაზე შეცვალოთ ან დაამატოთ ინფორმაცია ბიზნესის შესახებ ის ავტომატურად, იმავდროულად განახლდება მთელს ინტერნეტსივრცეში.
დიახ ეს ახალი სიტყვაა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში.

ერთი მაგალითს მოვიყვან: რომელიც სავარაუდოდ ნებისმიერ ჩვენგანს შემთხვევია. წამოვიდგინოთ რომ გვინდა ტელევიზორის ყიდვა, შევდივართ მაღზიაში და უყურებთ უამრავ ტელევიზორს რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა ზომა და სხვადასხვა ტექნიკური მონაცემები. მაგრამ გადაწყვეტილების მსიაღებად კიდევ გვჭირდება დამატებით ინფორმაცია, ვინაიდან ჩვენ კონკრეტულად არ ვიცით რომელი ტელევიზორი გვინდა. ამისთვის ვითხოვთ კონსულტანტთან გასაუბრებას. აღმოჩნდა რომ კონსულტანტი იმდენად მოუმზადებელია და არ იცის ტელევიზორების მახასიათებლები, რომ ის ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ზოგს არ პასუხობს და ზოგს პასუხობს არაამომწურავად და არასწორად. შედეგი არის ის რომ ყოველი 10 მყიდველიდან 4-ს კარგავს რეალიზაციის ობიექტი, ეს უკვე სტატისტიკური მონაცემებია. ამიტომ ჭკვიან, კარგად მომზადებულ, კომპეტენტურ, კონსულტანტს შეუძლია რეალიზაციის მოცულობის გაზრდა კომპანიისთვის.

ამ მაგალითიდან ტელევიზორის მყიდველი არის მომხმარებლები და სვამს კითხვებს, ეძებს პასუხებს, გადაწყვეტილების მისაღებად. კონსულტანტი არის ინტერნეტი. რომელიც გვაწვდის არასრულ არარელევანტურ ინფორმაციას. ხოლო მაღაზია არის ბიზნესი. ამ მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვში, სუსტი და დასახვეწი რგოლია კონსულტანტი. და სწორედ კომპანია Yext, Inc ამ საქმეს აკეთებს კომპანიეისთვის.

კომპანია Yext, Inc-ის მომხმარებლები არიან კორპორაციები ბიზნესები. რომლებიც Yext-ის პლატფორმაზე ხსნიან კორპორატიულ ანგარიშებს და ამ პლატფორმის მეშვეობით მართავენ ინფორმაციებს თვიანთი კომპანიის შესახებ. 2019 წლის იანვარში კომპანაია Yext-მა გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თვის მომხმერებლების შესახებ. მონაცეემბი შედგება რამოდენიმე პარამეტრისგან და შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. პირველი პარამეტრია მომხმარებლების აქტიურიბა კონკრეტული ლოკაციებიდან. განვმარტოთ ეს რას ნიშნავს, მაგალითად: თქვენ თუ ეძებთ ინტერნეტში სტარბაქსის პროდუტებზე ინფორმაციას და გაინტერესებთ მენიუ და სამუშაო საათები. თქვენ ღებულობთ პასუხს ინტერნეტში Yext-ის პლატფორმის გავლით. არ აქვს მნიშვნელობა რომელი არხით ეძებთ ამ ინფორმაციას. ამ მხრივ სტარბაქსის საიტზე ვიზიტორების რაოდენობა 20,1% ით გაზრდილია 2017-2018 წლებში და ეს მხოლოდ იმიტომ რომ სტარბაქსის მენეჯმენტი კომპანიის ინფორმაციის გამავრცელებლად იყენებს Yext-ის პლატფორმას.

იგულისხმება: ( სტარბაქსის საიტზე შესვლა, კლიკების რაოდენობა, კლიკების რაოდენობა ონლაინ კომუნიკაციისთვის ოპერატორთან და ონლაინ შეკვეთები)

      2. მეორე პარამეტრია ბიზნესების რელაიზაციის ლოკაციების ვიზიტორების რაოდენობა და დატოვებული კომენტარების რაოდენობა 2017-2018 წლებში გაზრდილია 87% ით. აქ იგულისხმება: მაგალითდ გაინტერესებთ სტარბაქსის რომელიმე ოფისის ზუსტი ადგილმდებარეობა მისასვლელი მარშუტი და მუშაობის განრიგი.

       3. ასევე ბიზნესებმა რომლებიც იყენებენ Yext- ის პლატფორმას 2018 წლის მონაცემებით პროდუტების ონლაინ რეალიზაციის მოცულობა გაეზარდათ 30,4% ით.

როგორც ხედავთ კომპანია Yext, Inc ეხმარება ბიზნესებს არა მხოლოდ მომხმარებლებთან ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაში, არამედ ამ პლატფორმის მეშვეობით კომპანიები ხედავენ რეალიზაციის ზრდას. ეს გამოწვეულია იმით რომ მომხმარებელს იმავდროულად აქვს ინფორმაცია როგორც კი ის ძებნას იწყებს. ამ დროისთვის Yext-ის პლატფორმის შესაძლებლობებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნააა. მოდით გავიაროთ მცირედით ფინანასური მაჩვენებლები.

ფინანსური მაჩვენებლები:

კომპანიის წარმატება და ფინანსურად ზრდა რათქმაუნდა დამოკიდებულია მომხმარებლების სიმრავლეზე და შეთავაზებული პროდუქტების რაოდენობაზე, მრავალფეროვნებაზე. კომპანია Yext-ი შესანიშნავად ართმევს თავს ამ ამოცანებს. კომპანიის კლიენტები არიან საკმაოდ ცნობილი ბრენდები BMW, Jaguar, Chase, Allstate, Marriott, McDonald’s, T-Mobile, Chanel და სხვა უამრავი. ბოლო 4 კვარტალი იყო კომპანიის ყველაზე პროდუქტიული პერიოდი მისი არსებობის განმავლობაში. კომპანიამ დაიმატა მომხმარებლის სახით 300 ახალი კორპორაცია ბოლო 12 თვის განმავლობაში. ამ მომენტისთვის კომპანიის პლატფორმას და სერვისებს იყენებს 700 ამდე მსხვილი კოპროპრაცია მთელი მსოფლიოს მაშტაბით და ეს ციფრი დიდი ბიჯით მზარდია. სურათზე ხედავთ ამ მაჩვენებლებს.

კომპანიის შემოსავლები მუდმივად მზარდია კვარტლიდან კვარტლამდე დიაგრამაზე ხედავთ კომპანიის დაარსებიდან დღემდე მისი შემოსავლების ზრდის დინამიკას და ეს შთამბეჭდავია:

კომპანიის შემოსავლები შეადგენს $245 მილიონს, გასულ წელს შეადგინა $184,11 მილიონი დოლარი, რომელიც წარმოადგენს წლიდან წლამდე 33,6% იან ზრდას. შთამბეჭდავია დამერწმუნებით.

დაუკვირდით ერთ მომენტს: კომპანია Yext-ი ქმნის ახალ ბაზარს, ბაზარი რომელიც არ არსებობდა აქამდე, კომპანიამ მიზნად დაისახა ძალიან რთული ამოცანის შესსრულება რომელსაც სჭირდება დიდი კაპიტალი და ასევე დრო. კომპანიამ შექმნა ახალი ბიზნესმიმართულება და კომპანიის ხელმძღვანელობა ამ მიმართულებას უწოდებს Digital Knowledge Management (DKM). ციფრული ცოდნის მენეჯმენტი. წარმოუდგენლად ჟღერს დამეთანხმებით. სისტემურად ეს ბიზნესმიმართულება შემდეგნაირად გამოიყურება.

როდსესაც ინოვაციური კომპანია ქმნის ახალ ბაზარს თავისი პროდუქტით, ჩნდება უზარმაზარი რისკ ფაქტორები. ნებისმიერმა გიგანტურმა კომპანიამ შეიძლება მოიწონოს იდეა და დააკოპიროს იგი. ეს დიდი რისკ ფაქტორია და ამის შესახებ ქვემოთ განყოფილებაში ვისაუბრებთ.

რისკ ფაქტორები.

დიახ ამ კომპანიის მომავალი წარმატება დაკავშირებულია გარკვეულ რისკ ფაქტორებთან და ეს აუცილებლად გონაბაში სატარებელი არგუმენტებია.

ისტორიაში ბევრი მაგალითი არსებობს. ინვოაციური მიდგომები პირველ ხანებში ადვილად კოპირაბადი საქმეა. მითუმეტს როდესაც კონკურენტების მიერ ბიზნესში შესვლა არანაირ ბარიერების გავლას არ გულისხმობს. რამოდენიმე მაგალითს ჩამოგითვლით. საძიებო სისტემების მხრივ კომპანია GOOGLE იყო ერთ დროს რიგით მე-20 საძიებო სისტემა. სოც. ქსელები ( გახსოვთ ალბათ MySpace, Friendster-ი რომელიც მოგვიანებით Facebook-მა ჩაყლაპა. იმის მიუხედავად რომ, როცა ეს სოც ქსელები შეიქმნა Facebook-ი არ არსებობდა) კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ მხრივ.
მეორე რისკფაქტორია ის ფაქტი რომ, მაგალითად რა უდგას ნებისმიერ გიგანტურ საძიებო სისტემას როგორიცაა Google-ი რომ შექმნას ანალოგიური პროდუქტი? ესეც ფაქტორია და ამიტომ ამ მიმართლებით ჩემი ყურადღება გაათმაგებულია. მაგრამ მიუხედავად რისკ ფაქტორებისა მე ამ კომპანიის აქციებზე პოზიციების დახურვას ჯერ არ ვაპირებ ამ გადაწყვეტილების მისაღებად უფრო ხელშესახები არგუმენტები მჭირდება. რომელსაც მომავალი გვიჩვენებს.

დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალში ჩვენ განვაახლებთ ინფორმაციებს იმ კომპანიების შესახებ რომელიც ჩვენს გრძელვადიან პორტფელში ვფლობთ. დამატებით ინფორმაციებისთვის გვეწვიეთ საიტზე www.jdinvestment.ge და ქვემოთ გამოიწერეთ სიახლეები.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი