კომპანია რომელიც Jdinvestment-ის პორტფელში აგენერირებთ 102% იან მოგებას. კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი.

მოგესალმებით.

5 თებერვალს, კომპანია Twilio.Inc (NYSE: TWLO) გამოაქვეყნა 2019 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. ვინც ადევნებს თვალყურს Jdinvestment-ის საქმიანობას, მათთვის ცნობილია რომ, ჩვენ ამ კომპანიის აქციები შევიძნეთ 17/07/218 წელს და ერთ აქციაში გადავიხადეთ $60,80. მოცემული დროისთვის კომპანიის აქციიის ფასია $123,15 და შესაბამისად ეს პოზიცია ჩვენს პორტფელში აგენერირებს ინვესტირებული კაპიტალის 109,13% იან მოგებას.

ცოტახანში მიმოვიხილავ კომპანიის 2019 წლის მე-4 კვარტლის და 2019 სრული წლის ფინანსურ მაჩვენებლებს და შევეცდები ანალიზის საფუძველზე დაგანახოთ კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები რომელიც ამ კომპანიას აშკარად გააჩნია.

ბიზნესმოდელი

ჩვენს ცნობიერებაში კომპანია Twilio.Inc ჩამოყალიბდა როგორც ონლაინ პლატფორმა. კომპანია ოპერირებს საკომუნიკაციო ბიზნესსექტორში და მას მართლაც შესაშური ადგილი უჭირავს, იმ მხრივ რომ, მეგა კომპანიები იყენებენ მის პლატფორმას მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის.

ყველას კარგად მოგვეხსენება რომ, ნებისმიერ კომპანიაში არსებობს Call Centre-ს და ამ დეპარტამენტის საშუალებით ხდება ვერბალური და ონლაინ კონსულტაციის თუ დახმარების გაწევა მომხმარებლებისთვის. კომპანია Twilio.Inc სწორედ ამ მომსახურეობას სთვაზობს კომპანიებს მხოლოდ არა კლასიკური Call Centre-ს გაგებთ ის ინოვაციური პლატფორმაა უამრავი შესაძლებლობებით.

ამ საქმიანობისთვის კომპანია იყენებს თითქმის ყველა საკომუნიკაციო საშვალებებს. Messaging, Chat, SMS, Facebook Messenger, Line, WhatsApp, Video, Voice, PSTN Voice in 100+ Countries

VoIP-embeddable in web and mobile apps კომპანიები ამ მომსახურეობის საშუალებით ზოგავენ დიდი რაოდენობით კაპიტალს. მათთვის საჭიროებას აღარ წარმოადგენს Call Centre-ის არსებობა.

კომპანია JDinvestment-ი გთავაზობთ, კომპანია Twilio.Inc-ს 2019 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების შედეგების ანალიზს. ეს არ არის მხოლოდ კვარტლური მაჩენებლების ანალიზი, ჩვენ შევეცდებით დაგანახოთ დიდი სურათი. გავაანალიზოთ კომპანიის მომავალი ბიზნესოპერირების სავარაუდო შედეგები. რისი მიხედვითაც განისაზღვრება ამ კომპანიის ადგილი ჩვენს საინვესტიციო პორტფელში.

კომპანიის 2019 წლის მე-4 კვარტლის და სრული წლის ბიზნესოპერირების შედეგები:


მაშ ასე, კომპანიის კვარტლური ფინანსური მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • შემოსავლები $331,2 მილიონი (ანალიტიკოსებია მოლოდინი $312,8 მილიონი) გადააჭარბა * ეს მაჩვენებელი 62%იანი ზრდაა 2018 წლის მე-4 კვარტალთნ შედარებით.
  • EPS (ერთ აქციის წილი მოგება) $0.04 (ანალიტიკოსების მოლოდინი $0.02) გადააჭარბა
  • მომდევნო კვარტლის სავარაუდო შემოსავლების დიაპაზონი $335 - $338 მილიონამდე (ანალიტიკოსების მოლოდინი 328 მილიონი) გადააჭარბა
  • მომდევნო კვარტლის ერთი აქციის წილი მოგება EPS (სავარაუდო) -$0,10 (ანალიტიკოსების მოლოდნი 0.04) იმედგაცრუება
  • 2020 სრული წლის მოსალოდნელი შემოსავლების დიაპაზონი $1.46 დან $1.48 მილიარდამდე ( მოლოდინი $1.44 მილიარდი) გადააჭარბა
  • 2020 სრული წლის ერთა ქციის სავარაუდო მოგება EPS -$0.17 (აქამდე მოლოდინი იყო $0.22) იმედგაცრუება

შესაბამისად სრული 2019 წლის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება.

2019 სრული წლის შემოსავალი $1.13 მილიარდი. რაც 75%-იანი ზრდაა 2018 სრული წლის შემოსავლებთან შედარებით ეს დამეთნხმებით შთა მბეჭდავი ზრდაა.

2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით კომპანიის პლატფორმას იყენებს 179,000 აქტიური მომხმარებელი.

2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ განახორციელა კომპანია SendGrid-თან შერწყმა.

კომპანია SendGrid წარმოადგენდა Email მარკეტინგ კომპანიას 74.000 აქტიური აბონენტით. კომპანია თვეში აგზავნიდა 45 მილიარდ Email-ს.
იმ დროისთვის, კომპანია სარეკლამო ბიზნესსექტორში წარმატებით ოპერირებდა, მოგების მაჩვენებლები, კვარტლიდან კვარტლამდე საგრძნობ ზრდას აგენერირებდა.ძირითადი მიზეზი რისი გულისთვისაც კომპანია Twilio.Inc-მ შეიძნა კომპანია SendGrid იყო მომხმარებლების ბაზა და მისი ზრდის პოტენციალი.ქვემოთ დიაგრამაზე ხედავთ უკვე ამ ორი კომპანიის (ერთბლიობაში) გენერირებული შემოსავლების რაოდენობას.

დიაგრამაზე კარგად ჩანს 2019 წლის მთლიან შემოსავალსა და 2018 სრული წლის შემოსავალს შორის სხვაობა, ზრდა შეადგენს 75%-ს ეს შთამბეჭდავი ზრდაა ერთი წლის ჭრილში.

დიაგრამაზე ასევე ხედავთ ჯამურ მოგების მაჩვენებლებს კომპანია Twilio.Inc და კომპანია SendGrin ის ერთად. ლურჯი სვეტი Twilio-ს მოგების მაჩვენებლებია ხოლო ნაცრისფერი გაგრძელება კი SendGrid-ის მაჩვენებლები. აქ აღსანიშინავია რომ, ცალ-ცალკე ორივე მაჩვენებლები მზარდია.

თუ ავიღებთ მხოლოდ კომპანია Twilio.Inc-ს მიერ 2019 წლის მე-4 კვარტალში გენერირებულ შემსოავლების მაჩვენებლებს (ბოლო სვეტი) $277 მილიონი და შევადარებთ 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს $204 მილიონი სახეზე გვაქვს 36% იანი ზრდა.

ხოლო SendGrid ის მაჩვენებლებთან ერთად სხვაობა არის 62% იანი ზრდა 2018 წლის მე-4 კვატალსა ($204 მილიონი) და 2019 წლის მე-4 კვარტალს ($331 მილიონს) შორის.

შემდეგ დიაგრამაზე ჩანს კომპანიის მიერ გენერირებული მოგების მაჩვენებლები შტატების ტერიტორიაზე და და საერთშორისო ბაზებზე. 2017, 2018, 2019. წლების დინამიკა.

ყუდარება მივაქციოთ ორმ საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის მიერ გენერირებული შემოსავლები მზარდია 2017 წელს შრული შემოსავლის 23% მოდიოდა საერთშორისო ბაზრებიდან 201 წლსი კი ამ წილმა 29%-ს მიაღწია.

კომპანიის მიზნობრივი ბაზრის განსაზღვრა.

მთვარი კითხვაა: გაგრძელდება თუ არა კომპანიის ესეთი ზრდა მომავალში. ამ კითხვის პასუხის გასაცემად პირველრიგში უნდა წამოვიდგინოთ სავარაუდოდ, თუ რა მოცულობის არის მიზნობრივი ბაზარი დოლარში.

კომპანიის მენეჯმენტმა წარადგინა 2019 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები 5 თებერვალს. და კონფერენციის დროს მენეჯმენტმა გააჟღერა შემდეგი წინადადება. კომპანია Twilio.Inc-მ გააფართოვა თავიანთი კომუნიკაციის არეალი და ისინი მუშაობენ საკომუნიკაციო საშვალებებზე რომელიც მოიცავს Internet Of Things (IoT) ეს არის სხვადასხვა მოწყობილობები რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტთან.

Internet Of Things (IoT) არის მასიური და საკმაოდ მზარდი ბაზარი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც რომ მალე მობილური კომუნიკაციის ბიზნესები მომხმარებლებს შესთავაზებენ 5G ინტერნეტ ქსელს. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ თუ რა მოცულობის ბაზარია დააკვირდით დიაგრამას.

დიაგრამაზე ნათლად ჩანს რომ 2025 წლისთვის მსოფლიოში ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა მიაღწევს 75 მილიარდ ერთეულს, 2020 წლისთვის ესეთ მოწყობილობები შეასგენს 31 მილიარდ ერთეულს. დამეთნხმებით ეს მასიური ბაზარია და ამ ბაზრის წილის ფრლობა მებისმიერ კომპანიის მიზანია.

მთავარი კითხვა: კომპანია Twilio.Inc ს შემოსავლების საშვალო ზრდა რომელიც 30%-ს შეადგენს ეს საბოლოო აჩვენებეია თუ კომპანიას შეუძლია არსებული და ახალი ბაზრების ათვისებით ზრდის ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდოს. ამ მიმართლებით ორიცე სახის არგუნემტებს წააწყდებით ინტერნეტში მაგრამ, ყველაზე კარგად პასუხს მაინც კომპანიის მომავალი კვარტლური ფინანსური მაჩვენებლები გვაჩვენებენ.

ნათლად რომ გავიაზროთ კომპანიის მომავალი ერთ დიაგრამას შემოგთავაზებთ კიდევ.

დიაგრამაზე ხედავთ კომპანია Twilio.Inc ს შემოსავლების მიხედვით ბაზრის მოცულობებს, 2019 წლის პირველ ნახევრამდე და მას შემდეგ როცა კომპანიამ განახორციელა შერწყმა და შეიძნა კომპანია SendGrid-ი ( კომპანია SendGrid-ის ბაზრის მოცულობა მწაანე ფერის მართკუთხედით არის მონიშნული)

ამ დროსითვის კომპანია Twilio.Inc ს მიზნობრივი ბაზარი $66 მილიარდი დოლარით განისაზღვრება. ანუ $66 მილიარდ დოლარიან ბაზრის წილს ფლობს. 

მოდით სათითოდ განვიხილოთ თითეოული განყოფილება საიდანაც კომპანია შემოსავლებს და შესაბამისად მოგებას აგენერირებს.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კომპანია SendGrid წარმოადგენდა Email მარკეტინგ კომპანიას 74.000 აქტიური აბონენტით. კომპანია თვეში აგზავნიდა 45 მილიარდ სარეკლამო Email-ს. და ეს ბაზარი შეადგენს 11 მილიარდ დოლარიან ბაზარს სადაც კომპანია SendGrid ლიდერ პოზიციებს იკავებს

  • E-mail $11 მილიარდი.
  • Programmable Authentication $2 მილიარდი.
  • Programmable Voice & Video $21 მილიარდი.
  • Programmable Messaging $32 მილიარდი.

ჯამურად მთლიანი ბაზარი შეადგენს $66 მილიარდ დოლარს.

მაგრამ მოდით ცოტა შრდ გავიხედოთ. და გადავხედოთ დიაგრამას რომელიც ზემოთ მოვიყვანე ონტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა 2025 წლისთვის მიაღწევს 75 მილიარდ ერთეულს. და აქვე წარმოვიდგინოთ ამ მოწყობილობების რაიმე სახით სისტემური მართვა თნდაც მხოლოდ შეტყობინებების ან მათ სამუშაო ფუნქციონალის მართვა ერთ სივრცეში. ეს მიმართლება არის სწორედ Application to person (A2P) SMS market. ამ ვაზრის მოცულობას ანალიტიკოსები ვარაუდობენ რომ 2025 წლისთვის მიაღწევს $61 მილიარდიან ბაზარს და ეს რანდიოზული ციფრია. ინფორმაცია იხილით აქ

წარმოიდგინეთ ეს $61 მილიარდიანი ბაზარი მხოლოდ Programmable Messaging-ის პერსპექტივაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომავალი სავარაუდოდ მზარდი უნდა იყოს ამ კომპაიისთვის.

კონკურენცია

ბაზარზე სადაც, კომპანია Twilio.Inc იბრძვის. არსებობენ კომპანიაები რომელბიც დაახლოებით იგივე პროდუქტს სთვაზობენ მომხმარებლებს. ეს კომპანიებია:
RingCentral (RNG). 8×8 (EGHT). Avaya Holdings (AVYA). და სევე Cisco Systems (CSCO).

ეს კომპანიები გაჩაღებულ ბრძოლაში არიან ერთმანეთთან ბაზრის წილის მოპოვებისთვის. ცუდი ფაქტი ის არის რომ, 2019 წლის მე-3 კვარტალში კომპანია Twilio.Inc დატოვა ორმა მსხვილმა კომპანიამ და ისინი გადავიდნენ კონკურენტ კომპანიაში. ამგვარი ქმდებები ხშირია, დაუნდობელი კონკურენციის პირობებში და დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ვინაიდან მომხმარებელი ყოველთვის ეძებს იაფ მომსახურეობას მომწოდებლებისგან.

ამ დროისთვის Jdinvestment ის პორტფელში ჩვენ ვინარჩუნებთ ამ კომპანიის აქციებზე პოზიციას. იმ შემთხვევაში თუ ამ პოზიციის დახურვას გავახორცილეებთ, სხვადასხვა ფუნდამენტალური მიზეზების გამო აუცილებლად შეგატყობინებთ.

გამოიწერეთ სიახლეები და ნებისმიერი სტატია, თუ ვიდეობლოგი რომელიც, საიტზე მოხვდება ავტომატურად გეცნობებათ თქვენს E-mail მისამართზე. ამისთვის მარტივად, საიტის ბოლოში, ველში გამოიწერეთ სიახლეები ჩაწერეთ თქვენი E-mail მიასამართი და დააჭირეთ გამოწერა-ს.

ამ დროისთვს სულ ეს იყო.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი