შტატების ეკონომიკა რეცესიაში ჩაეფლო.

მოგესალმებით.            
                                                                                                                                                                                                                                                                სტატიის საკითხავი დრო 3 წუთი

მიმდინარე სიტუაცია საფონდო ბირჟებზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დრამატული პერიოდია Wall Street ის ისტორიაში. კორონავირუსის COVD-19 ის გავლენა და შესაბამისი სოციალური იზლაცია სრუაიდ დედამიწაზე აქვს და ექნება უდიდესი ნეგატირუი გავლენა ყველა ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე და მათ შრის შეერთებულ შტატებზე.

JDinvestmen-ის. ამ მოკლე მიმართვაში მინდა დაგანახოთ. თუ რა ვითრების მომსწრენი გავხდებით მოკლე მომავალში. ბლოგში მოყვანილი იდეა არის ჩემი შეხედულება, დაფუძნებული ფაქტებზე, რომელიც უკვე საჯაროდ არის ცნობილი. და ბლოგი მატარებელია იდეის, თუ როგორ მოვახდინოთ პოზიციონირება კაპიტალის ბაზარძე მომავლისთვის.

ავიღოთ უკვე მოცემულობად რომ, შეერთბული შტატების ეკონომიკა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ეკონომიკა უკვე იმყოფება რეცესიის სტადიაში. ჯერ ამ ეკონომიკური მდგომარეობის (რეცესიის) მადასტურებელი ციფრები ცნობილი არ არის, მაგრამ მე ველოდები უმუშევრობის მაჩვენებლის გიგნატურ ზრდას, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ასევე ველოდები GDP-ის მაჩვენებლების გიგანტურ ვარდნას. ამას კარგად ხედავს შტატების ხელისუფლება.

შტატების სარეზერვო ბანკის მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაჩქარევი და წარმოუდგენელი ნაბიჯემის ამას მოწმობს. ისინი ყველა ღონეს ხმარებენ ვირუსის შედეგი და გავლენა ეკონომიკაზე იყოს არადამანგრეველი. ამ ნაბიჯებმა შესაძლოა შეასუსტოს ეკონმიკის ვარდნა, მაგრამ რესესია გარდაუვალია.

ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში საფონდო ინდექსების ვარდნა კატასტროფული იყო. გასულ კვირას 3-ჯერ მოხდა ის ფაქტი, რომ ინდექსების დიდი ბიჯით ვარდნის გამო Wall Street-ზე ვაჭრობა შეჩერდა 15 წუთით. ( მოგახსენებთ რომ თუ ინდექსები ერთ დღის განმავლობაში დავარდა 7%-ით ვაჭრობა ჩერდება 15 წუთით. იმავე დღეს თუ დავარდა 13%-ით კიდევ 15 წუთით აჩერებენ ვაჭრობას. ხოლო 20%-იანი ვარდნის შემთხვევაში საფონდო ბირჟა მთელი დღით იკეტება. ეს გამოწვეულია კომპანიის აქციების პანიკური გაყიდვების თვიდან ასაცილებლად)

გასულ კვირას 2-ჯერ მოხდა ინდექსების 7%-ზე მეტი ბიჯით ვარდნა და ერთხელ მოხდა 12% იანი ვარდნა. მესმის ბევრისთვის ეს გაუთვიცნობიერებელი ფაქტია საფონდო ინდექსების ამ ზომის ვარდნა, მაგამ გეტყვით რომ ეს უზარმაზარი ვარდნაა და ისტორიულ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ესეთი რამ, არ მომხდარა 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ. თითქმის 100 წლის წინ.

S&P500 ინდექსი ამ პერიოდისთვის დავარდნილია 33,9%. ქვემოთ მოცემულ დიაგარმაზე ხედავთ ძრითდ ინდექსებს და მათი ვარდნის პროცენტულ მოცულობებს.

ეხლა დააკვირდით S&P 500 ინდექსის ქვეშ მყოფი ბიზნესსექტორების ვარდნის პროცენტულ მაჩვენებლებს.

შეგახსენებთ რომ ამ სულ 11 ბიზნესსექტორში, რომელიც სრულად წარმოადგენს S&P500 ინდექსს გაერთიანებულია 502 ყველაზე მსხვილი ამერიკურლი კომპანია ის კომპანიები რომელბიც დიდწილად ქმნიან შეერთებული შტატებში ეკონომიკურ დოვლათს. დააკვირდით თითოეულ ბიზნესსექტორს.

ეს მიმანიშნებელია იმისა, თუ როგორი იაფი შეიძლება იყოს ზოგიერთი კომპანიის აქცია ამ დროისთვის.

ისეთ მყარი კომპანიები, რომლებსაც არ გააჩნიათ ვალდებულებები, რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში აგენერირებდნენ კვარტლიდან კვარტლამდე მოგებას, ამ კომპანიების აქციები ეხლა საფონდო ბირჟაზე ძალიან იაფად იყიდება.

ამ კომპანიების ბიზნესი არ გაფუჭებულა, უბრალოდ აქციების ფასი დავარდა შიშის და იმედგაცრუების გამო. სინამდვილეში როცა შტორმი გადაივლის ეს კომპანიბი ისევ განაგრძობენ მოგების გენერირებას და შესაძლოა მეტიც, ვინაიდან კონკურენტები ამ ეკონომიკური კატაკლიზმების გამო შეიძლება გაქრნენ ბიზნესიდან ვალდებულებების გამო. და შესაბამისად მათ ბაზრის წილი გადაინაცვლებს იმ კომპანიების ხელში ვისაც შეუძლია ესეთი ეკონომიკური შტორმის გაძლება, როგორსაც ეხლა ვადევნებთ თვალს.

საქართველოში კომპანიის აქცებში ინვესტირება არ არის პოპულარული საქმიანობა, და ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს: პირველი ეს არის, საკითხის არ ცოდნა. მეორე, ე ეს არის უნდობლობა გამომდინარე ფორექს შარლატანების საქმიანობის გამო. არადა საფონდო ბირჟა გაცილებით სხვა რამ არის ვიდრე ჩვენი საზოგადოება ამას აღიქვამს.

შეჯამებისთვის.

ეხლა და კიდევ რამოდენიმე ხანი არის ხელსაყრელი დრო, რომელიც ისტორიაში რამოდენიმეჯერ შეიძლება მოხდეს ეს არის ეკონომიკური კრიზისი, რეცესია. როცა შიში და გაურკვევობის მოლოდინი ქმნის პანიკას და კომპანიის აქციების ფასები არარეალურად უფასურდება. როგორც ლეგენდარული ინვესტორი Warren Buffett-მა თქვა: “Be Fearful When Others Are Greedy and Greedy When Others Are Fearful”

ეხლა არის სწორედ მომენტი როცა ყველას გონება შიშით არის დაბნელებული და თვიანთ მფლბელბაშ მყოფ აქციების უკანმოუედავად ყიდიან, მეტსაც გეტყვით ერთმანეთს ასწრებენ გაყიდვას. შედეგად კომპანიის აქციების ფასები ვარდბა კატასტროფულად, ეხლა არის ჭკვიანი ინვესტორეის ქმედების დრო.

არაეთიკური ნათქვამია მაგარამ, ადვილად ჩანს პრაგმატული აზრი: როცა ქუჩაში სისხლისღვრა ჩნდება, დაიწყე უძრავი ყონების შესყიდვა. ეხლა ეს მომენტია.  

დღეისათვის სულ ეს იყო.
თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი. 

მადლობა რომ გვკითხულობთ

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
01 აპრ. 2020
2020 წლის პირველ კვარტალში. JDinvestment-ის პორტფელი 18%-იანი მოგებით დაიხურა.

მოგესალმებით. 2020 წლის პირველი კვარტალი დასრულდა. კვარტალი რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი გამოწვების პერიოდი...

0 კომენტარი