TheTradeDesk ციფრული რეკლამირების ფლაგმანი კომპანია!

მოგესალემბით.

დღეს მინდა ვისაუბრო კომპანია Trade Desk (TTD) ზე.  თუ რამდენად მნიშვნელოვანი კომპანია არის ის სარეკლამო ინდუსტრიაში და კონკრეტულად ციფრულ პროგრამირებულ რეკლამირების მიმართლებით. ჩვენმა მიმდევებმა იციან რომ, Jdinvestment-ი ფლობს ამ კომპანიის აქციებს თავის პორტფელში. და ამ პოზიციაზე ვაგენერირებთ ამ დროსითვის 11%-იან მოგებას.

კომპანია Trade Desk (TTD) განეკუთვნება სარეკლამო ბიზნესსექტორს. ცნობისთვის მსოფლიოს მაშტაბით სარეკლამო ბიზნესში ფუნდამენტალური ცვლილება იგეგმება და ეს ძალიან მნიშვნელოვნი მოვლენა იქნება. აქვე მინდა ავღნიშნო რომ, გლობალური სარეკლამო ინდუსტრის მოცულობა, დოლარში შეადგენს $725 მილიარდ დოლარს. დიახ, საუბარია ამ მოცულობის ბაზრის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, მოდერნიზაციაზე. და კომპანია Trade Desk (TTD)-ი ამ მიმართულებით ჯერჯერობით ფლაგმანი კომპანიაა.

სანამ გადავალთ კომპანიის მიერ 27 თებერვალს წარდგენილ ფინანსური მაჩვენებლების ანალიზზე, სადაც დაგანახებთ ამ კომპანიის ზრდის პოტენციალს და ვისაუბრებთ თუ რატომ ღირს ამ კომპანიის აქციებში ინვესტირება, მანამდე მინდა აგიხსნათ თუ როგორ მუშაობს ეს კომპანია და რა პროდუქტს სთავაზობს ის თავის მომხმარებლებს. ამისთვის სანამ კითხვას გააგრძელებთ უყურეთ ამ მოკლე ვიდეოს და მიხვდებით რა დრამატული ცვლილება ხდება ინტერნეტ სარეკლამო ბიზნესში და რა როლი უკავია კომპანია Trade Desk (TTD)-ს ამ მიმართლებით.

როგორც ვიდეობლოგში ვისაუბრეთ კომპანია განეკუთვნება სარეკლამო ბიზნესსექტორს. და ორიენტირებულია პროგრამირებული რეკლაპირებით რასაც ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ეს ახალი სიტყვაა სარეკლამო ინდუსტრიაში და ეს ბაზარი საკმაოდ დიდი მოცულობისაა, დასაც კომპანია Trade Desk (TTD)-ს საკმაოდ დიდი ბაზრის წილი უკავია და ის მზარდია.

ფინანსური მაჩვენებლებს თუ დავაკვირდებით კომპანიის სამომავლო ზრდის შესაძლებობას კიდევ უფრო ცხადად დავინახავთ. გასული კვარტლების ფინანსური მაჩვენებლები უბრალოდ ყვირის რომ, ეს კომპანია იქნება მომდევნო AAPL ან GOOGL-ი სარეკლამო ინდუსტრიაში. რა თქმა უნდა არსებობს რისკებიც. მაშ ასე დავიწყოთ 2019 წლის მე-4 კვარტლის და სრული 2019 წლის ფინანსური მაშვენებლების ანალიზი.

ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი.

  • 2019 სრული წლის შემოსავალმა შეადგინა $661 მილიონი. რაც 39% ით მეტია 2018 სრული წლის შემოსავალთან შთამბეჭდავი ზრდა
  • ერთი აქციის წილი მოგება, (EPS) -მა შეადგინა $1,49 მოლოდინი იყო $1,17-ი საკმაოდ დიდი გადაჭწარბებაა ((EPS=მოგება/გამოშვებული აქციების რაოდენობაზე.) კომპანიას გამოშვებული აქვს 45.573.700 ცალი აქცია)
  • კომპანიამ 2019 სრული წლის წმინდა მოგება დააფიქსირა $108.3 მილიონი. 2018 სრული წლის წმინდა მოგება იყო $88.1 მილიონია სახეზე გვაქვს ერთი წლის ჭრილში კომპანიი საგრძნობი ზრდა.

მონაცემებს უფრო ღრმად თუ ჩაუღრმავდებით მაჩვენებლები კიდევ უფრო მომხიბვლელად მოგვეჩვენება.

კონტენტის ზრდა. 2018 სრული და 2019 სრული წლების შედარება.

  • 2018 წლის მე-4 კვარტლიდან 2019 წლის მე-4 კვარტლამდე. ვიდეო რეკლამების განთავსება საიტებზე გაზრდილია 54%-ით
  • ჭკვიანი ტელევიზორებში რეკლამების ჩვენების რაოდენობა გაზრდილია 100%-ით 2018 მე-4 კვარტალსა და 2019 წლის მე-4 კვარტასლ შორის ხოლო 2018 სრული წლის და 2019 სრული წლის სხვაობა არის 137% სერიოზული ზრდა არის ერთი ჭლის ჭრილში
  • 2018 და 2019 წლებს შორის, აუდიო რეკლამები მოცულობა გაზრდილია 185%-ით.
  • მობულირ ტელეფონებსზე და სატარებელ მოწყობიობებზე (ჭკვიანი საათები და სხვა) რეკლამების ჩვენების მოცულობები გაზრდილია 50% ით
  • 2018 და 2019 წლებს შორის, მობილური ტელეფონების აპლიკაციებზე, რეკლამების ჩვენების მოცულობა მაგ: როგორიცაა Wats up, Viber. და სხვა. გაზრდილია 67%-ით
  • მომხმარებელთა ლოიალურობა შეადგენს 95% ერთ სიტყვით ვინც კომპანია Trade Desk (TTD)-ის პლატფორმას იყენებს კომპანიის ან პროდუქტის დასარეკლამებლად სრულიან ინტერნეტში. 95% რჩება მომხმარებლად და განაგრძობს ბიზნესს ამ კომპანიის პლატფორმის მეშვეობით.

 იშვიათდ თუ მოიძებნება კომპანია რომელიც, ყველა მიმართულებით ესე გიგანტური ნაბიჯებით იზრდება. რა თქმა უნდა ეს კომანია ახალგაზრდა კომპანიაა და ჯერ, ბაზრის მოცულობით პატარაა მაგრამ, პროდუქტი რომელსაც ეს კომპანია ქმნის სარეკლამო ბიზნესში ანალოგი არ ყავს და სწორედ ამიტომ არის მიზანშეწონილი ამ კომპანიის აქციების შეძენა.

ეს იგივეა დღევანდელი გადმოსახედიდან იყიდიდით თუ არა კომპანია AMAZON-ის აქციებს 10 წლის წინ როცა $75-ი ღირდა? დღეს ამაზონის ერთი აქციის ფასი $1980-ს შეადგენს. იგივე სახის მაგალითი:  NVDIA Corp 5 წლის წინ როცა ერთა ქციის ფასი $7 ღირდა. დღეს კომპანია NVDIA Corp ის ერთი აქციის ფასი $275 შეადგენს. დაახლოებით იგივესთან გვაქვს საქმე, თუ კომპანიამ ზრდის ესეთ ტემპი შეინარჩუნა.

თუ დაუკვირდებით ზემოთ მოყვანილ მონაცემებს სახეზე გვაქვს კომპანიის დაახლოებით 40% იანი ზრდა წლიდან წლამდე. და ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ დიაგრამას სადაც ნაჩვენებია შეერთებულ შტატებში პროგრამირებული ციფრული სარეკლამო ინდუსტრიაში დახარჯული კაპიტალი დოლარში (ციფრები მოყვანილია მილიარდ დოლარში) 2019 წელს შეადგინა $45 მილიარდი დოლარი.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ კომპანია Trade Desk (TTD) მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე არ ოპერირებს. ეხლა დააკვირდით გლობალურად, მსოფლიოში პროგრამირებული ციფრული სარეკლამო ინდუსტრიაში დახარჯული კაპიტალი დოლარში.

დიაგრამაზე ხედავთ რომ სავარაუდოდ ამ მიმართულების მომხმარებლების მიერ დახარჯული კაპიტალი მიაღწევს $335.4 მილიარდ დოლარს. ეს არის სწორედ ის ბაზარი სადაც კომპანია Trade Desk (TTD) ოპერირებს.

ეხლა დაუკვირდით შედარებას მსოფლიოში პროგრამირებული ციფრული სარეკლამო ინდუსტრიაში დახარჯული თუ დასახარჯი დოლარის მოცულობა დაახლოებით 335  მილიარდი და კომპანია Trade Desk (TTD) ის მიერ 2019 წელს გენერირებული შემოსავალი $661 მილიონი და კიდევ ის ფაქტი რომ, სახეზე გვაქვს კომპანიის საგრძნობლად დიდი ბიჯით ზრდა. მარტივი კითხვა:  335 მილიარდიან ბაზარზე კომპანია რომელიც ფლამანია და აგენერირებს მხოლოდ $661 მილიონს შემოსავლების სახით რამხელა ზდრის პერსპექტივა გააჩნია?. ეს გონებაში სატარებელი კითხვაა.

 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი. 

მადლობა რომ გვკითხულობთ

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი