ერთ დღეში, კომპანია Twilio Inc. (TWLO)-ს აქციის ფასი 41%-ით გაიზარდა.

მოგესალმებით!

2020 წლის 7 მაისს კომპანია Twilio Inc. (TWLO)-მ წარადგინა 2020 წლის, პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. ინფორმაციის გასაჯაროებისთნავე კომპანიის აქციის ფასი გაიზარდა $122.40 დან $170.89 მდე. ფასის ეს ნახტომი $48 ის მოცულობისაა. პროცენტული სხვაობა კი 39.62%-ს შეადგენს. WOW.

რამ გამოიწვია ფასის 39,62% იანი მატება ერთ დღეში? დიახ ეს 2020 წლის პირველი კვარტლის, კომპანიის მენეჯმენტის მიერ გასაჯაროებული ბიზნეს საქმიანობის მონაცემები იყო.

ისინი ვინც თვალ ყურს ადევნებს JDinvestment ის საქმიანობას კარგად ახსოვთ და იციან რომ, JDinvestment -ი ფლობს ამ კომპანიის აქციებს თავის პორტფელში. კომპანია Twilio Inc. (TWLO) ის აქციები შევიძნეთ 2018 წლის 17 ივლისს. ერთ აქციაში გადავიხადეთ $60.80 ამ მომენტისთვის ერთი აქციის ფასი შეადგენს $189.22 და ეს ინვესტირეული კაპიტალის 211.23%-ით ზრდაა.

დიახ, შედეგი დიდი კმაყოფილების საბაბს იძლევა.

08/08/2018 რა მოლოდინები გვქონდა ჩვენ, JDinvestment-ს. როცა გადავწყვიტეთ კომპანია Twilio Inc. (TWLO) ს აქციების შეძენა? ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე გადასვლით

23/02/2020 როცა კომპანიამ წარადგინა 2019 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები, მონაცემების ჩვენეული ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

სანამ გადავალთ კომპანიის 2020 წლის პირველი კვარტლსი ფინანსური მაჩვენებლების ანალიზზე მანამდე მინდა ავხსნა თუ რას წარმოადგენს კომპანიის ბიზნესსაქმიანობა, რა პროდუქტს ყიდის და როგორ აგენერირებს მოგებას.

ბიზნესსაქმიანობა.

ეს არის კომპანია რომლის ბიზნესმოდელი სრულიად ახალია კომუნიკაციის მიმართულებით. და ეს თუ უტრირებულად არ გამომივა, რევოლუციური მიდგომაა ამ მხრივ.

კომპანია განეკუთვნება ტექნოლოგიურ სექტორს. რომელიც სთავაზობს თავის მომხმარებლებს Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც საშვალებას იძლევა იმისა რომ, მომხმარებლებმა შექმნან და მართონ კომუნიკაციები პროგრამული უზრუნველყოფით. პროგრამულ უზრუნველყოფასაც თვითონ მომხმარებელი ქმის, პლატფორმაში ინტეგრირებული მოდულების საშალებით, სამართავი მენიუ/პულტის და ინტერფეისის გამოყენებით, ამ მხრივ არანაირი სპეციალური პროგრამირების ენის ცოდნა არ არის საჭირო. და პლატფორმა, ნებისიმიერი მომხმარებლისთვის ადვილად მოსახმარი სერვისია.

პროგრამირების შედეგად მომხმარებელს შეუძლია მონიტორინგი გაუწიოს ხმოვან შეტყობინებების გაგზავნა მიღებას, მოკლე ტექსტური გზავნილების მონიტორინგს და ასევე პლატფორმას აქვს ვიდეო გზავნილების მონიტორინგის საშვალებასაც. ეწვიეთ საიტს www.twilio.com

ყველამ ვიცით რომ ნებისმიერ ბიზნესს ჭრდება Call Center ი სადაც უამრავი თამანშრომელი არის დასაამებული და კონსულტაციას უწევს მომხმარებლებს კომპანიის პროდუქტების და სერვისების შესახებ.

წაერმოიდგინეთ რომ კომპანია Twilio.com ესეთი Call Center-ია უამრავი კომპანიისთვის. პლატფრომაზე შეგიძლიათ თქვენ თვითონ შექმნათ მოდულები იმის მიხედვით თუ როგორ გსურთ მომხმარებლებთნ ურთიერთობა. ეს არის კომპანია Twilio Inc. (TWLO)-ს ბიზნესმოდელი. მეტი დეტალიზაციისთვის თუ როგორ მუშობს პლატფორმა უყურეთ შემდეგ 6 წუთიან ვიდეოს.

კომპანია Twilio Inc. (TWLO) წარმოადგენს პლატფორმას. მისი ბიზნესმოდელი და შემოსავლების მაგენერირებელი არხები პლატფორმიდან მომხმარებლების მიერ შეძენილი სერვისების მიხედვით კლასიფიცირდება გააჩნია რა სახის მოდულს ააშენებს, იმის მიხედვით იხდის მომხმარებელი ფულს.

COVD-19 პანდემიის პირობებში ჩვენთვის ცნობილია რომ უამრავმა ინტერნეტბიზნესმა მომხმარებლების საგრძნობლად მომატებული აქტივობა აჩვენა. ეს გასაგებიც არის. კომპანია Twilio Inc. (TWLO)-მ ამ მხრივ შთმბეჭდავი მაჩვენებელი დადო. 18 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით, კომპანიამ 25% ით მეტი მომხმარებელი აიყვანა პლატფორმაზე ვიდრე 2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული (2,5 თვის მანძილზე).

მსოფლიო კარანტინის პირობებში კომპანია Twilio Inc. (TWLO)-ს პლატფორმის გამოყენების საჭროება დადგა უამრავი მიმართულებით. პირველ რიგში ეს არის ჯანდაცვის სექტორის ახალი მიმართლება და ის ცნობილია როგორც Telemedicine (ტელემედიცინა) ეს არის სამედიცინო პლატფორმები, რომლის საშუალებითაც მედიცინის მუშაკებს შეუძლიათ ნახონ პაციენტები შორ დისტანციაზე, კომპიუტერის ტელევიზორის ან თუნდაც ტელეფონის ეკრანის მეშვეობით და დანიშნოს სხვადასხვა სახის მკურნალობა. ეს მიმართლება საკმაოდ მოთხოვნადია ეხლა შეერთბულ შტატებში და არა მხოლოდ. ამ მიმართლებით უამრავი ბიზნესი ვითრდება და ერთ ერთ მათგანია კომპანია Teladoc Health, Inc. (TDOC) ეს კომპანია  და ამ სახის ყველა კომპანია იყენებს პაციენტებთან კომუნიკაციისთვის Twilio Inc. (TWLO)-ს პლატფორმას.

გასაგებია რომ ისეთმა კომპანიებმა როგორიც არის Airbnb, Uber, ბიზნესაქტივობებსი შეჩერების გამო ამ კომპანიებიდან საგრძნობლად იკლო Twilio Inc. (TWLO)-ს პლატფორმის გამოყენებამ მაგრამ სამაგიეროდ იმატა ისეთ სფეროებიდან საიდანაც აქამდე დიდი აქტივობები არ შეინიშნებოდა. სწორედ ამგვარი ბიზნეს სფეროებისგან მიღებულმა შემოსავალმა და მომხმარებლების უპრეცენდენტო ზრდამ, განაპირობა კომპანიის ის შესანიშვი ფინანსური მაჩვენებლები რომლიც გასაჯაროვდა 7 მაისს

ეხლა კი დაგავიდეთ 2020 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზზე

2020Q2-ფინანსური მაჩვენებლები.

ის მომსახურეობა რასაც კომპანია აწვდის თავის მომხმარებლებს საკომუნიკაციო პლატფორმა როგორც სერვისი. Communications Platform as a Service შემოკლებით CPaaS. შემოკლებით. მომავალში ამ აბრევიატურას გამოვიყენებთ.

როდესაც საუბარია რევოლუციურ ბიზნეს იდეაზე აქვე მოიაზრება ის ფაქტი რომ, ეს ეს მიდგომა ძალიან ახალია. ეს სერვისი არ არსებობდა 20015 წელს და 2019 წლისთვის მოლოდინი არის რომ, ბაზრის მოცულობა ინება $8 მილიარდი მოცულობის. ისევ დავიხმარ Statista-ს მიერ გენერირებულ დიაგრამას.

ასევე დავაკვირდეთ ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმების ზრდის დინამიკას, ბაზრის მოცულობა დოლარში

შემდეგ სლაიდზე ჩანს კომუნიკაციის პლატფორმაზე ვიდეო კომმუნიკაციის ბაზრის მოცულობა დოლარში. სადაც კომპანია Twilio Inc. (TWLO)-ს თავის კონკურენტებთან მიმართებაში საკმაოდ მყარი პოზიციები უკავია.

COVD-19 პანდემიის პირობებში კომპანიამ განიმტკიცა კიდევ ამ მხრივ თვის პოზიციები ვინაიდან კომპანიის სერვისით მოსარგებლე საკამოდ ცნობილი ფირმები გახდნენ. ჩვენი გადმოსახედიდან კომპანიის მომავალი კარგად ჩანს და ჩვენ ჯერ ჯერობით არ ვაპირეთ ამ კომპანიის აქციების გაყიდვას.

  • 2020 წლის 1 კვარტლის შემოსავლები: $364.9 დაფიქსირდა რაც გასული წლის პირველ კვარტალთნ შედარებით 57% იანი ზრდაა. ანალიკიკოსები მოლოდინი იყო $333.97 მილიონი. ( რთლად იპოვით კომპანიას რომელიც წლიდან წლამდე შემსოავლებს ამხელა ბიჯით ზრდის)
  • EPS (ერთი აქციის წილი მოგება) დავფიქსირდა $0.06 ანალიტიკსები ელოდნენ $-0.10 მოლოდინზე საკამოდ დიდი გადაჭარბება.

2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ განახორციელა კომპანია SendGrid-თან შერწყმა. კომპანია SendGrid წარმოადგენდა E-mail მარკეტინგ კომპანიას 74.000 აქტიური აბონენტით. კომპანია თვეში აგზავნიდა 45 მილიარდ E-mail-ს. იმ დროისთვის, კომპანია სარეკლამო ბიზნესსექტორში წარმატებით ოპერირებდა, მოგების მაჩვენებლები, კვარტლიდან კვარტლამდე საგრძნობ ზრდას აგენერირებდა. ძირითადი მიზეზი რისი გულისთვისაც კომპანია Twilio.Inc-მ შეიძნა კომპანია SendGrid იყო მომხმარებლების ბაზა და მისი ზრდის პოტენციალი.

ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის დროს, კომპანიის მენეჯმენტმა განმარტა რომ E-mail მარკეტინგის მიმართლება არამც თუ მზარდია, ის გადაერთო ასევე სიფრული რეკლამირების კუღხით. აქ საუბარი იყო SendGrid ის მიმართლებაზე.

დააკვირდით დიაგრაას სადაც მსოფლიოში ციფრული სარეკლამო ბაზრის მოცულობა არის ასახული. წარმოიდგინეთ რა მოცულობის ბაზარია და ამ მიმართლებით კომპანია აქტირურად მუშობს ამ ბაზრის ათვისებაზე. ეს კომპანია Twilio Inc. (TWLO)-სთვის ახალი ბაზარია ეს კიდევ ერთხელ მოწმობს რომ კომპანია განვითარებისთვის მუდმივად ეძებს ახალ შესაძლებლობებს.

 

შეჯამება

ამ დროსითვის ჩვენ განვაგრძობთ ამ კომპანიის აქციების ფლობას და ამ განძრახვას შევცვლით მაშინ როცა რაიმე საგუისხმო ან მომავლისთვის ბუნდოვანი გარემოებები გამოჩნდება.

მინდა ავღნიშნო რომ, ჩვენ ვახორციელებთ კომპანიის შესახებ ინფორმაციების მონიტორინგს სანდო წყაროებიდან.

 

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი