კომპანია Invitae Corporation აქციის ფასი 1 დღეში 50% ით გაიზარდა.

მოგესალმებით.

22 ივნისს კომპანია  Invitae Corporation (NYSE: NVTA) დაანონსა რომ მან შეიძინა კომპანია ArcherDX ინფორმაციის სანახავად დააკლიკეთ აქ.

ისინი ვინც, თვალ ყურს ადევნებს JDinvestment-ის საქმიანობას, კარგად ახსოვთ და იციან რომ, JDinvestment-ი ფლობს ამ კომპანიის აქციებს თავის პორტფელში. კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA)-ის აქციები შევიძნეთ 2019 წლის 1 მარტს. ერთ აქციაში გადავიხადეთ $19.90 ამ დროისთვის ერთი აქციის ფასი შეადგენს $28.00 ეს ინვესტირეული კაპიტალის 50.30%-იანი ზრდაა.

რისკ ფაქტორი

ის ვინც ამ კომპანიის აქციებში აკეთებს ინვესტირებას, ეს აუცილებლად გრძელვადიან პერსპექტივაში უნდ აგანიხილოს. ვინაიდან ინვესტიცია Invitae Corporation (NYSE: NVTA)-ში ეს არის ინვესტიცია მასიურ ტურბულენტობაში. ფასის აღმა-დაღმა მოძრაობა, გამოწვეული შორტ პოზიციების მფლობელებისგან შექმნილი ნეგატიური ნიუსების გაჟღერებით. ასევე კომპანიას შესაძლოა ქონდეს ჩავარდნილი კვარტალი, ბისნეს ოპერირების მხრივ, ამიტომ ვინც ამ კომპანიაში აკეთებს გრძელვადიან ინვესტიციას, ის არ აკეთებს ინვესტიციას თითქოს ყიდულობდეს მაგალითად blue chip კომპანიას.

კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA) ჯერ კიდევ ითვლება რომ, განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება, თვით ის ბაზარი, რომელზეც ეს კომპანია ქმედებს, ახლად იქმნება, ამ მიმართულებით ეს კომპანია ახალი სიტყვაა და სიმართლესთან ახლოს იქნება, თუ ვიტყვით რომ, ეს კომპანია თვითონ ქმნის და ანვითარებს ბაზარს.

ამ კომპანიას ექნება ბევრი ვოლატილური მომენტები მომავალშიც. შესაძლოა კომპანიის ფასმა დაიკლოს 90% ით. ან გაიზარდოს 1000% ით და ამისთვის კომპანიის მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი არის საჭირო.

ეს არის: „იყიდე და ითმინე“ სტრატეგია. როგორც უკვე ავღნიშნეთ, 2019 წლის მარტში, ამ კომპანიის ერთ აქციაში გადავიხადეთ $19.90

2020 მარტში, პანდემიის დროს, აქციის ფასი დავარდა $7.42 ამდე.

ჩვენი მიდგომა ამ ინვესტიციისადმი არის „ყველაფერი ან არაფერი“. ვინაიდან ჩვენი გრძელვადიანი ხედვა კომპანიის მიმართ, საკმაოდ ოპტიმისტურია, მანამ სიტუაცია არ შეიცვლება და ვვარაუდობთ რომ, კომპანიის მარკეტ კაპიტალიზაცია და შესაბამისად აქციის ფასი საგრძნობლად გაიზრდება. რა თქმა უნდა ეს ჩვენი, ესე ვთქვათ „მგონიაა“ და არ ნიშნავს რომ, გარანტირებულად ეს ესე იქნება. როგორც ნებისმიერ ინვესტიციაში, აქაც არსებობს რისკები და ეს რისკები უფრო დიდია როცა, საქმე გვაქვს კომპანიასთან რომელიც ინოვაციურ პროდუქტს ქმნის და შესაბამისად, ამ პროდუქტით ქმნის ახალ ბაზარს.

გენეტიკური ტესტირების და მონიტორინგის, ის პოტენციური, უზარმაზარი ბაზრის სივრცე, რომელიც მშიერია და მზარდი. ამ დროისთვის საინვესტიციოდ არ არის უკეთესი კომპანია, ვიდრე კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA) ია და თუ ეს ბაზარი უნდა განვითარდეს და გაიზარდოს, მაშინ ეს კომპანია აუცილებლად იქნება დომინანტი და ფლაგმანი კომანია ამ მიმართულებით. კომპანიის შესახებ ჩვენი, სხვა ანალიტიკური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ დაკლიკვით და აქ დაკლიკვით.

კომპანიის ფისკალური პოლიტიკა, რა ტკივილი მიაყენა ინვესტორებს ამ ნაბიჯებმა.

როდესაც ჩვენ შევიძნეთ კომპანიის აქციები $19.90 ად იმ დროისთვის კომპანიის მარკეტ კაპიტალიზაცია იყო დაახლოებით $650 მილიონი. (აქცების რაოდენობა * ერთ აქციის ფასზე = მარკეტ კაპიტალიზაციას)

მას შემდეგ კომპანიამ გადადგა ერთი ნაბიჯი რომელიც, არც თუ ისე მოსაწონია ფინანსურ სამყაროში. გამოუშვა დამატებითი აქციები და გაზარდა არსებული აქციების რაოდენობა ბაზარზე. ამ პროცესს ქვია Dilution.
რატომ ითვლება ეს ნაბიჯი არ მოსაწონად ინვესტორებისთვის?

როდესაც კომპანია არსებულ რაოდენობის აქციებს ზრდის, ეს კომპანიის მსხვილი ინვესტორების პროცენტულ წილს ამცირებს კომპანიაში იმიტომ რომ, არსებული აქციების რაოდენობა იზრდება და თავად აქციის ფასიც მცირდება. ახალი აქციების გამოშვება მიმართულია დამატებითი კაპიტალის მოძიებისკენ და ამ მხრივ ყოველთვის გააჩნია, რა მიზეზით აკეთებს ამას კომპანია. თუ ამას აკეთებს დიდი ისტორიის მქონე კომპანია, რომელიც ბაზარზე მრავალი წელია არსებობს, ეს ნიშნავს რომ, ამ კომპანიას ბიზნეს ოპერირებისთვის კაპიტალი სჭრდება, რაც გარკვეული ფინანსური პრობლემების არსებობით ითარგმნება.

მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ახლად შექმნილ კომპანიასთან რომელიც, ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელი პროდუქტის ბაზარიც მცირეა, მაგრამ ზრდის უსაზღვრო პოტენციალი გააჩნია, ეს ნაბიჯი შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ არის დიდი რისკის შემვცელი.

კომპანიას დაჭირდა დამატებითი ფულადი სახსრები ბიზნესოპერირებისთვის და ამ მიზეზით მიმართა Dilution ნაბიჯს. ამ ნაბიჯმა დიდი კრიტიკა გამოიწვია ფინანსურ სამყაროში.

დაუშვათ კომპანიას არ გაეკეთებინა ახალი აქციების გამოშვება. რა სურათი გვექნებოდა?

მაშინ როდესაც, ჩვენ ამ კომპანიის აქციები შევიძინეთ, კომპანიის მარკეტ კაპიტალიზაცია იყო $650 მილიონი, (ძალიან მცირე კომპანიაა ამ მაჩვენებლით) დღეს ამ კომპანიის მარკეტ კაპიტალიზაცია შეადგენს $3,50 მილიარდს. მარტივად რომ დავთვალოთ, ამ პერიოდში კომპანიის მარკეტ კაპიტალიზაცია გაიზარდა დაახლოებით 5,5-ჯერ. ($650 მილიონიდან $3.5 მილიარდამდე) ამ მოცემულობით აქციის ფასი ამ დროისთვის უნდა იყოს $109.45 ($19.90 ჩვენს მიერ ერთ აქციაში გადახდილი ფასი * 5,5 = $109,45) მაგრამ აქციის ფასი ამ დროისთვის არის $28

ის დესტრუქცია რაც ზემოთ ავხსენი, გამოწვეულია სწორედ კომპანიის მენეჯმენტის მიერ გადადგმული იმ ნაბიჯით რასაც Dilution წარმოადგენს. აქ უნდა დავფიქრდეთ და გავითვალისწინოთ ის ფაქტს რომ, კომპანია იბრძვის, ესე ვთქვათ „გაუკვალავში“ დადის და ქმნის ახალ სამომხმარებლო ბაზარს, ეს სარისკო საქმეა, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ ამ რისკს და ამიტომ კომპანიის ეს ნაბიჯი, ჩემი თვალთახედვით სწორი ნაბიჯი იყო. არა სასიამოვნო, მაგრამ სწორი.

როგორც ხედავთ კომპანიის მაკეტკაპიტალიზაციის ზრდა არ ითრგმენბა აქციის ფასის ზრდაში.

ეს უნდა ვიცოდეთ, უნდა გვესმოდეს, და მონიტორინგს უნდა უწევდეთ.

როდესაც ახალი კომპანია, იღწვის და იბრძვის რომ, გახდეს დადებითი Cash Flow-ს მქონე. ერთადერთი რაც ინვესტორმა უნდა აკეთოს: ეს არის, ლოდინი და კომპანიის მენეჯმენტის ქმედების, მუდმივი მონიტორინგი.

მოდით ეხლა გავყვეთ თემატურად ამ შერწყმის დეტალებს.

გარიგების დეტალები

გენეტიკური დიაგნოსტიკა. ბიზნესის ეს მიმართლება, თანამედროვე მსოფლიოში დღეს არის ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა, მოდური ბიზნეს მიმართლება, რომელიც ეხლა იკრეფს ფეხს. და რომელიც ლომის წილს შეიტანს მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის და საერთოდ ჯანდაცვის პოლიტიკის შემდეგ საფეხურზე ასვლაში.

მენტალურად, შემაღლებული ადგილიდან, მსოფლიოს რომ გადმოვხედოთ. განვითარების რევოლუციური ბუმია ინდუსტრიების და ბიზნეს სექტორიების მიხედვით, უამრავი მიმართლებით.

მსოფლიოში ნებისემიერი ცოცხალი ადამიანი, ან ჯერ არ დაბადებული ადამიანი, ავად თუ კარგად დაკავშირებულია ჯანდაცვის სისტემასთან. ამა თუ იმ დაავადების დიაგნოსტიკა და შემდეგ სწორი მკურნალობის დანიშვნა. ხდება ხოლმე რომ არაზუსტია და ხშირ შემთხვევაში ექიმის გამოცდილებაზე და მიხვედრილობაზე დგას.

კომპანია რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ახორციელებს ადამიანის გენის დიაგნოსტიკას. და ქმნის ამ მონაცემების ბაზას. სადაც ნებისმიერ საავადმყოფოს თუ სამკურნალო დაწესებულებას ექნება წვდომა ამ ბაზასთან. წარმოიდგინეთ ამაზონის საიტი სადაც ნებისმიერ პროდუქტს შეხვდებით. დაახლოებით ესეთ პლატფორმას ქმნის ეს კომპანია ადამიანის გენეტიკური ინფორმაციის შესახებ.

კომპანია, საშუალებას იძლევა ადამიანის გენეტიკური დიაგნოსტიკის შედეგად დაადგინოს მისი/ადამიანის არსებული ჯანმრთელობის მგდომარეობა. ასევე მიდრეკილებები და სისუსტეები, რამაც მომავალში შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობას. გენეტიკური დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია მთლიანი ოჯახისთვის, ვინაიდან მშობლების გენი, დიდი პროცენტულობით მათ შთამომავლობაზე გადადის.

კომპანიის მიერ ჩატარებული გენეტიკური დიაგნოსტიკა საშვალებას აძლევს ექიმებს  დაადგინონ დაავადებების გამომწვევი მიზეზები და უფრო ზუსტად დაგეგმონ მკურნალობა.

კომპანია გენის რამოდენიმე სახის დიაგნოსტიკას ახორციელებს. მათ შორის არის გენში კიბოს გარკვეული ალბათობით მოსალოდნელი დაავადების შესახებ დიაგნოსტიკა.

კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA) ამუშავებს ადამიანის გენეტიკურ ინფორმაციას, რაც საგრძნობლად აადვილებს კლინიკურ სტადიას. ამიტომ უამრავი მიმართულებით, საავადმყოფოები და კლინიკები უკვე ითხოვენ ამ სახის ტესტირებებს პაციენტებისთვის. და ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მზარდია.

დააკვირდით კომპანიის მიერ ჩატარებული ტესტების რაოდენობრივი ზრდის დიმანიკას 2017 წლის ჩათვლით. 9 წამიან ვიდეოში.

და 2017 წლის შემდეგ ტესტების რაოდენბის ზრდის მოცულობას შეხედეთ.

2016 წლიდან 2024 წლამდე, მომდევნო თაობის DNA ტესტირების ბაზრის მოცულობის ზრდას ვარაუდობენ, რომ გაიზრდებოდა $4,15 მილიარდიდან $11,93 მილიარდამდე. ეს ბაზრის მოცულობის 187% იანი ზრდაა.

მაგრამ ეს დიაგრამა სავარაუდო ბაზრის მოულობის ნახევარსაც არ ასახავს. გლობალური გენეტიკური ტესტირების ბაზარი, მიაღწევს $27,6 მილიარდიან ბაზრის მოცულობას 2026 წისთვის. სტატია

თუ ჩვენ შევხედავთ მთლიანობაში, პერსონიფიცირებული მედიცინის საერთო ბაზრის სავარაუდო მოცულობას 2022 წლისთვის ეს ბაზარი ინქბეა დაახლოებით $3 ტრილიონი დოლარის მოცულობის ბაზარი.

საიდანაც პერსონიფიცირებული დიაგნოსტიკისა და პერსონიფიცირებული თერაპიის მარკეტის წილი სავარაუდოდ იქნება $340 მილიარდი დოლარის მოცულობის ბაზარი. სადაც უდიდესი ბაზრის წილის მფლობელი სწორედ ჩვენს მიერ განხილული კომპანიის მფლობელობის ქვეშ იქნება.

(აქვე განვმარტოთ რას ნიშნავს პერსონიფიცირებული მედიცინა? ეს არის სამედიცინო მომსახურეობის ისეთი სერვისი რომელიც ორიენტირებულია ინდივიდუალურ პაციენტზე და თუნდაც ერთი და იმავე დაავადების მქონე პაციენტებისთვის სამკურნალო მიდგომები განსხვავებული იქნება და ეს განსხვავება სწორედ გენეტიკური დიაგნოსტიკის მიხედვით მოხდება, ეს ეგრეთწოდებული ახალი მიდგომაა სამედიცინო სფეროში და რომელიც ძალიან მზარდია.) 

 

2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, შეერთებულ შტატებში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 36% ჩაიტარებდა გენეტიკურ ტესტირებას, იმის დასადგენად არიან თუ არა კიბოს დაავადების მაღალი რისკის მატარებლები. დიაგრაამზე წითელი ისრებით მონიშნულია გამოკითხულთა ეს რაოდენობა

რამოდენიმე ხანში ეს მაჩვენებელი მიაღწევს 90%-ს

ეს ინოვაცია მხოლოდ ეხლა იკრეფს პოპულარობას პოპულაციაში და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში.

კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA) ინება დომინანტი მოთამაშე ამ ბაზარზე. როგორც გენეტიკური ტესტირების ასევე პერსონიფიცირებული მედიცინის მიმართლებით.

აქ მთავარია გვესმოდეს რომ, კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA) აგენერირებს მხოლოდ ინფორმაციას დაავადებების მიდრეკილების კუთხით. ის არ არის სამედიცინო დაწესებულება, და არ ახორციელებს ოპერაციებს. ის სამედიცინო სფეროს მუშაკებს, ექიმებს მკურნალებს, აწვდის უნიკალურ ინფორმაციას პაციენტის ან სავარაუდო პაციენტის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით Support-ის ფუნქციას ითავსებს და ქმნის ბაზას, პლატფორმას, ამ სახის ინფორმაციებისთვის. ეს ჩემი თვალთახედვით ძალიან მომხიბვლელი ბიზნესმოდელია.

რამოდენიმე სიტყვა კომპანია ArcherDX რომელიც შეიძინა კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA)

კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA) ის შენაძენი, კომპანია ArcherDX ის სახით. კომპანიას აძლევს, ძალიან ძლიერ დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიას ეგრეთწოდებული somatic testing ის მიმართულებით. რომელშიც კომანია ArcherDX უბადლო იყო. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ამ გარიგების.

გარდა ამისა, Invitae Corporation (NYSE: NVTA) ის შენაძენი კომანია ArcherDX- ი, არა მხოლოდ somatic testing-ის დაპანტენტებული ტექნოოგიის გამო განახორციელა, რომელიც თავის მხრივ მოგების საკმაოდ დიდი მარჟით გამოირჩევა, არამედ კომპანია ArcherDX მა გასულ წელს შემოსავლების 77% იანი ზრდა დააფიქსირა.

ამ ორი კომპანიის სინერჯიამ შეცვალა კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA) ის გრძელვადიანი gross margin- პროგნოზი, ზრდით 50% დან 60% ამდე.

ასევე კომპანიამ დაანონსა სავარაუდო შემოსავლების ზრდა 50%-60% ამდე დიაპაზონში, „კომპოუნდით“ მომავალი 3-5 წლის მანძილზე. და განაცხადა რომ მას აღარ დასჭირდება ბიზნესოპერირებისთვის დამატებითი კაპიტალის მოძიება.

შეჯამებისთვის: ეს გარიგება არის ძალიან მსხვილი კომპანიისთვის, ასევე არის dilutive, და საკმაოდ რისკიანი. ჩანს რომ კომპანიამ გადადგა სწორი ნაბიჯი სწორ დროს, ამას მოწმობს საფონდო ბირჟაზე, ერთ დღეში კომპანიის აქციის ფასის 50% იანი მატებაც. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

The Announcement

კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA) დაანონსა კომპანია ArcherDX ის შეიძინა კომპანიის IPO დღეს. იხილეთ კომპანიის SEC.report ის S-1 Form აქ.

About ArcherDX

ArcherDX is a leading genomic analysis company democratizing precision oncology through a suite of products and services that are highly accurate, personal, actionable and easy to use in local settings. Our Archer® platform, with our proprietary Anchored Multiplex PCR (AMP™) chemistry at the core, has enabled us to develop industry-leading products and services to optimize therapy and enable cancer monitoring across sample types. We develop and commercialize research use only (RUO) products, are developing in vitro diagnostic (IVD) products, and offer services that meet the unique needs of our customers and their clinical applications.

ამ ორი კომპანიის შეერთებით ჩვენ მივიღებთ ყველაზე ძლევამოსილ germline / somatic გენეტიკური ტესტირების შემძლე კომპანიას მსოფლიოში.

სანამ გარიგების დეტალებს ჩაუღრმავდებით ვფიქრობ რომ, რამოდენიმე ტექნიკური დეტალს უნდა მოვფინო ნათელი. და ეს ეხება ამ კომპანიების შერწყმის შედეგად რა სახის შესაძლებლობას (გენეტიკური ტესტირების სახით) მიიღებს მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში. ეს არის გენეტიკური ტესტირების ნაირსახეობები, რაც უკვე Invitae Corporation (NYSE: NVTA) -ის პროდუქტს წარმოადგენს.

Germline testing- ამ სახის ტესტი ტარდება უჯედზე რომელსაც არ აქვს კიბო, ეს ტარდება იმის დასადგენად, აქვს თუ არა პირობნებას გენის იმ სახის მუტაციის ალბათობა რომელიც ზრდის მუტაციის შედეგად, კიბოს და ასევე სხვა დაავადებების განვითარების რისკს.
Germline testing ეძებს, ჯანმრთელ უჯრედში შესაძლო მემკვიდრეობით მუტაციას, რომელიც შეიძლება გახდეს დაავადების გამომწვევი.

Somatic genetic tests- ამ სახის ტესტირება ეძებს უჯრედში გენის ცვლილებას, ეს ტესტი ტარდება, უკვე კიბოთი დაავადებულ უჯრედზე. ის ეხმარება ექიმებს გაიგონ მეტი დაავადებული კონკრეტული კიბოს უჯრედების შესახებ.

Centralized testing - ეს არის აპარატი რისი მეშვეობითაც უჯრედები იგზავნება Invitae Corporation ის ცენტრაულ ლაბორატორიაში.  Germline testing ეს საჩქარო არ არის, მცირე ლოგისტიკური დაყოვნება არ ქმნის პრობლემას. ვინაიდან ეს ტესი ტარდება ჯანმრთელ უჯრედზე. რასაც ვერ ვიტყვით Somatic genetic ტესტზე ამ მიმართლებით ლოგისტიკის ხარჯები მნიშვნელოვანია

 * Decentralized testing - ამ სახის ტესტირება ხდება იმავე ადგილზე, სადაც მოხდა პაციენტისგან დასატესტი მასალის აღება. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ უკვე ადგილობრივ საავადმყოფოებზე. გეოგრაფიული არეალის მიუხედავად. ეს ტესტირება უფრო სწრაფია ვიდრე Centralized ტესტირება, მაგრამ გაცილებით ძვირია და არის ალბათობა უზუსტობების.

კომპანია ArcherDX მა მოკლე ხანში მოიპოვა რეპუტაცია როგორც მოწინავე გენეტიკურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ.

კომპანიას გააჩნია ტექნოლოგიური პლატფორმა და აწარმოებს რეაგენტებს. ფინანსურად ეს კომპანია საკმაოდ დიდი მოგების მარჟით ხასიათდება. ვიდრე, კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA) იყო ცალკე აღებული, თავისი უდიდესი ტექნიური ინფრასტრუქტურით.

მარტივად: ნებისმიერ საავადმყოფოში ექიმი ღებულობს ArcherDX მოწყობილობას და რეაგენტებს რომლებსაც აწარმოებს თვად ArcherDX. ექიმი აკეთებს ტესტირებას ამ მოწყობილობაში რეაგენტის დახმარებით და მიღებული მონაცემები იგზავნება აწ უკვე Invitae Corporation (NYSE: NVTA) პლატფორმაში ისე რომ გასატესი მასალა (სისხლი, თმის ღერი, კანის ნაწილი) ფიზიკურად არ ტოვებს საავადმოფოს.

კომბინირებულას ამ კომპანიების შერწყმა უდიდეს შესაძლებლობას ქმნის. ეს არის ამ დროისთვის ერთ ერთი კომპანია მსოფლიოში რომელიც აკეთებს  * Centralized testing  და * Decentralized testing  ტესტირებას (ამ ტესტების განმარტებებზე ზემოთ ვისაუბრეთ).

ეს არის სერიოზული მონაცემთა ბაზა, რომელშიც ჩართული იქნება 95 ქვეყყანა და გამოიყენებს სრულაიდ ჯანდაცვის სისტემა. ესეთია კომპანიის მომავალის ხედვა.

კომპანია ArcherDX მა 2019 წელს დააგენერირა შემოსავალი $50.57 მილიონის ოდენობით, 2018 წელს კი ეს შემოსავალი იყო $28.5 მილიონი, რაც ერთ წელიწადში 78% იანი ზრდაა.

2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა შეადგინა $14.8 მილიონი რაც 57% იანი ზრდაა, 2019 წლის პირველ კვარტალთნ შედარებით. ეს მაჩვენებელი 2019 წლის პირველ კვარტალშ იყო $9.5 მილიონი.

მთლიანი შემოსავლის ზრდა, არაოფიციალური მოლოდინით, ეხლა უკვე ორივე კომპანიის ჯამურად შეადგენს 50%-60% კომფოუნდ ზრდას მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში.

კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA)  2019 წლის  სრული შემოსავალი $216 მილიონი და კომპანია ArcherDX ის $50 მილიონი გვაძლევს ჯამურად $266 მილიონს. ანუ ორივე კომპანიამ 2019 წელს დააგენერირა $266 მილიონის შემოსავალი.

თუ ავიღებთ 50% იან compounded annual growth rate (CAGR) ზრდას, რაც დაანონსა კომპანიის მენეჯმენტმა და გავხედავთ 5 წლის ჭრილში, მივიღებთ შემოსავალს $2 მილიარდის ოდენობით.

კომაპნია ArcherDX თავის მიზნობრივ ბაზარს განსაზღვრავს $5 მილიარდი დოლარის მოცულობის ბაზრით. 3,2 მილიონი ადამიანი რომელიც დაავადებულია გვიანი სტადის კიბოთი, ArcherDXამ მარკეტზე ქმედებს STRATAFIDE DX პროდუქტით.

STRATAFIDE DX პროდუქტი არის გვიანი სტადიის კიბოთ დაავადებულ პაციენტებისთვის

STRATAFIDE DX პროდუქტი ელოდება FDA ადმინისტრაციისგან მწვანე შუქს.

მიზანი STRATAFIDE DX ის არის რომ ის გმოყენებულ იქნას პირველი ხაზის სამკურნალოდ ნებისმიერი კიბოს სტადიის დავადებულ პაციენტებში.

კომპანია ასევე ელოდება FDA ადმინისტრაციისგან მეორე პროდუქტის ჩაშვებას. რომლის მიზნობირივი ბაზარი დაახლოებით $40 მილიარდია.

2020 წლის 19 მაისს გახდა ცნობილი ინფორმაცია იხილეთ აქ.

დიახ სწორად გვესმის ეს უკვე მე-3 პროექტია რომელმაც უკვე მიიღო FDA ადმინისტრაციისგან მწვანე შუქი.

დაფინანსება

გარიგება მოხდება შემდეგი პირობით: კომპანია Invitae Corporation (NYSE: NVTA) გადაიხდის $325 მილიონს ნაღდი ფულის სახით და 30 მილიონ აქციას ღირებულებით $561 მილიონი დოლარი.

შემდეგ, STRATAFIDE ის შემთხვევაში გადაიხდის 13 მილიონ აქციას და PCM (personal care monitoring) ის შემთხვევაში გადაიხდის 14 მილიონ აქციას. ჯამური გარიგება დოლარში არის $1.391 მილიარდი საიდანაც $325 მილიონი არის ნაღდი ფული.

გარიგება დასრულდება 2020 წლის მე-4 კვარტალში, როგორც ხედავთ შერწყმის ღირებულებიდან ¾ არის კეში დანარჩნი კი აქციები,

ამ დროსითვის კომპანია Invitae Corporation ს გამოშვებული აქვს 125 მილიონი აქცია. ამ აქციების რაოდენობა გაიზრდება დაახლოებით 180 მილიონამდე. რაც ნიშნავს რომ shareholders dilution მოხდება დაახლოებით 45% ით.

დღეის მდგომარეობით თუ ავიღებთ, მომავალ 180 მილიონ აქციას და გავამრავლებთ დღევანდელ ფასზე $27 მივიღებთ $4.8 მილიარდიან ბაზრის კაპიტალიზაციას.

თუ ავიღებთ და დაუშვებთ რომ კომპანია მომდებნო 5 წლის მანძილზე გაყვება თავის მიერ დაანონსებულ, სავარაუდო ზრდის ტრაექტორიას და მიაღწევს $2 მილიარდი მოცულობის შემოსავლებს 2025 წლისთვის (ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ) და ჩავთვლით რომ, კომპანიის აქციის ფასი არის ერთ აქციის წილ შემოსავლზე 10-ჯერ მეტი. მივიღებთ კომპანიას $20 მილიარდი ბაზრის კაპიტალიზაციით. და თუ გავყოფთ ბაზრის კაპიტალიზაციას, იმ დროინდელ არსებულ აქციების რაოდენობაზე (180 მილიონი აქცია), მივიღებთ ერთი აქციის ღირებულებით $110 დოლარს. დღეს ამ კომპანიის აქცია ღირს $27 დოლარი. დღევანდელი გადმოსახედიდან აქციის ფასი ძალიან იაფია, იმ მომავალთან შედარებით რა გეგმებიც აქვთ კომპანიის მენეჯმენტს.

მაგრამ, რა თქმა უნდა 5 წლის ჭრილში აქ უამრავი „თუ“ იქნება და არსებობს რისკებიც.

რისკი

*რამოდენიმე პროექტი ელოდება FDA ადმინისტრაციისგან მწვანე შუქს, თუ მწვანე შუქი აინთო ეს შესანიშნავი ნიუსი იქნება კომპანიისთვის მაგრამ, არის შანსი რომ FDA ამ არ მისცეს ამ პროექტებს განხორციელების საშვალება ან კიდევ მოსთხოვოს დამატებითი კვლევების ჩატარება. რაც დამატებით ხარჯებთნ იქნება დაკავშრებული.

*ორი კომპანიის ტექნიკური ინტეგრაცია როგორც პლატფორმის. და უმთვრესია ასევე ადამიანური რესურსების ინტეგრაციაც. ის სინერჯია რაც ამ კომპანიების შერწყმას უნდა მოყვეს მათ მატერიალიზება დამოკიდებულია შერწყმის ხარსიხზე.

*COVID-19 არის რეალური რისკი, მანამ სანამ ეს პანდემია არსებობს, ვინაიდან ამას შეიძლება მოყვეს საფონდო ბირჟების დიდი ვოლატილურობა. რაც ისეთ კომპანიებს ძალიან ერჩის როგორიც არის  Invitae Corporation (NYSE: NVTA) გახსოვდეთ რომ ეს კომპანია ჯერ არ არის პოზიტიური cash flow - ს მქონე კომპანია.

* ჩვენ გვჯერა, რომ ეს კომპანია გადალახას პოზიტიურ cash flow საზღვარს ამ გარიგების შედეგად. ეს ფაქტი კი აუცილებლად მოიზიდავს დამატებით ინვესტორებს, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება აქციის ფასზე.

ამ დროისთვის ჩვენს პორტფელში ამ კომპანიას ადგილი უჭირავს და განვაგრძობთ მონიტორინგს კომპანიის ბიზნესოპერირებასთან მიმართებაში. თუ რამე საგულისხმო მოხდა, აუცილებლად შეგატყობინებთ.

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

სტატიაში გამოყენებული საინფორმაციო რესურსები:

კომპანია Invitae Corporation და კომანია ArcherDX ის შერწყმის შესახებ ინფორმაცია 

იხილეთ კომპანიის SEC.report ის S-1 Form აქ.

კომპანია Invitae Corporation ანალიტიკური ინფორმაცია 

კომპანია Invitae Corporation ანალიტიკუი ინფორმაცია ფინანსური მაჩვენებლების.

დეფინიცია კომპანიების მიერ შეთვაზებული პროდუქტების 

კომპანია 

კომენტარები

ბოლო სიახლე