კომპანია The Trade Desk (TTD)-ი Jdinvestment-ს პორტფელში აგენერირებს 147,40% იან მოგებას.

მოგესალმებით!

2020 წლის 7 აგვისტოს კომპანია The Trade Desk (TTD)-მა წარადგინა 2020 წლის, მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები.

ისინი, ვინც თვალ-ყურს ადევნებთ JDinvestment-ის საქმიანობას, კარგად ახსოვთ და იციან რომ, JDinvestment-ი ფლობს ამ კომპანიის აქციებს თავის პორტფელში.

კომპანია The Trade Desk (TTD)-ის აქციები შევიძინეთ 2019 წლის 8 აპრილს. ერთ აქციაში გადავიხადეთ $196.23.

ამ მომენტისთვის ერთი აქციის ფასი შეადგენს $485,47 და ეს ინვესტირეული კაპიტალის 147,40%-ით ზრდაა.

სანამ კომპანიის მიერ წარდგენილ 2020 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზს შეუდგებით, მანამდე უყურეთ მოცემულ ვიდეოგიდს, სადაც შევეცადე დეტალურად ამეხსნა კომპანია The Trade Desk (TTD)-ის ბიზნესმოდელი, რას წარმოადგენს კომპანია და რა მომსახურეობას სთვაზობს ის თავის მომხმარებლებს.

მაშ ასე, თქვენ უკვე გაქვთ წარმოდგენა კომპანიის ბიზნეს საქმიანობის შესახებ და ეხლა შეუდგეთ ფინანსური მაჩვენებლების ანალიზს.

  • შემოსავლები: კომპანიამ 2020 წლის მე-2კვარტლის ბიზნესოპერირების შედეგად დააგენერირა $139.4 მილიონი. ანალიტიკოსეის მოლოდინი იყო $133.56 მილიონი. ეს მოლოდინის საგრძნობი გადაჭრბებაა.

მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა ანალიტიკოსების მოლოდინი აპრილის შემდეგ სარძნობლად შემცირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მომხმარებლების დაყოვნება კომპანიის პლატფორმაზე კვირიდან კვირამდე იზრდება.

  • EPS (ერთ აქციაზე მოგების წილი)-მა შეადგინა $0.92 ანალიტიკოსების მოლოდინი იყო $0.19 ეს უდიდესი სურპრიზია Wall Street-ისთვის.
  • შემდეგი კვარტლის შემოსავლები (მოლოდინი). კომპანიამ დაანონსა მომდევნო კვარტლს სავარაუდო შემოსავლების მოცულობა $179 მილიონის ოდენობით. ანალიტიკოსების მოლოდინი იყო $156.91 მილიონი.
    ესეც მოლოდინის საგრძნობლად დიდი გადაჭარბებაა
    (შეგახსენებთ რომ პანდემიის პირობებში ანალიტიკოსეის მოლოდნი შემცირებულია გასაგები მიზეზების გამო) მაგრამ როგორც ხედავთ კომპანია ასაჯაროებს მაჩვენებლებს რომლების საგრძნობლად აღემატება მოლოდინს.
  • სრული წლის შემოსავლები (მოლოდინი) კომპანია ელოდება სრული წლის შემოსავლების 30%-ით ზრდას, გასულ წელთან შედარებით. მიუხედავად COVD-19 გავლენისა მსოფლიოში უმარავ ბიზნესსექტორზე, კომპანია მაინც ახერხებს 2019 წლის შემოსავლებზე 30%-ით გაზრდილი მაჩვენებლების გენერაციას. ეს ძალზედ ბევვრის მთქმელია.

 

კომპანიის ძირითადი ფუნდამენტალური მაჩვენებლები.  ( 2018, 2019, 2020 წლის მხოლოდ მე-2 კვარტლის მაჩვენებლები )

ზემოთ მოყვანილი ფინანსური ჩანაწერების მცირე განმარტებები:

  1. შემოსავლები

კომპანია The Trade Desk (TTD) წლიდან წლამდე ზრდის შემოსავლების მოცულობას საშუალოდ 21,41% ით. დააკვირდით დიაგრამას ქვემოთ. მართლაც შთამბეჭდავია.

2. მთლიანი მოგება

კომპანიის მოგება ანგარიშდება შემდეგნაირად შემოსავლებს აკლდება კაპიტალის ის მოცულობა რაც დაჯდა პროდუქტის ან სერვისის შექმნა. Cost of Goods Sold შემოკლებით (COGS) ბევრი კომპანიისთვის (COGS) წარმოადგენს მნიშვნელოვან ხარჯს.

2020 წლის მე-2 კვარტალში კომპანიამ მოგების სახით დააგენერირა $510,622 მილიონი დოლარი როცა 2019 წლის მე-2 კვარტალში ეს მაჩვენებელი იყო $426,62 მილიონი. იგივე პერიოდის მაჩვენებელი 2018 წლის არის $292,03 მილიონი.

ნათლად ჩანს ბოლო 3 წლის, მხოლოდ მე-2 კვარტლის კომპნიის მოგების მაჩვენელბების ზრდა.

ეხლა შეხედეთ შემდეგ ინფოგრაფიკულ გამოსახულებას სადაც მოცემულია წლების მიხედვით, კვარტლების ჭრილში, კომპანიის მიერ გენერირებული მოგების მაჩვენებლები.

2015 წლიდან მოყოლებული კომპანია კვარტლიდან კვარტლამდე აგენერირებს გასულ კვარტალზე მეტ მოგების მაჩვენებლებს, ეს დიაგრამა მართლაც შთამბეჭდავია და აჩვენებს კომპანიის ფუნდამენტალურ ზრდას. ესე იზრდება ეს კომპანია. რაც აქციის ფასის მატებაში ავტომატურად აისახება.

3. ჯამური მოგება

კომპანიის ჯამური მოგებაც ასევე მზარდია წლიდან წლამდე და დაახლოებით იზრდება 22,38%

ზემოთ მოყვანილი მცირე ანალიტიკური ინფორმაცია არის მთვარი მიზეზი რის გამოც ჩვენ შევიძინეთ კომპანია The Trade Desk (TTD)-ის აქციები, და ამ დროსითვის განვაგრძობთ ამ აქციებზე პოზიციის მონიტორინგს.

ვფიქრობთ რომ, კომპანიის მომავალი ჯანსაღია, ზრდის უზარმაზარი პოტენციალით. ვინაიდან ეს ახალი სიტყვაა სრულიად სარეკლამო სივრცეში.

პანდემიის პერიოდში კომპანიის ზრდის პოტენციალი კიდევ უფრო გამოაშკარავდა.

ერთ მაგალითს დააკვირდით:

პანდემიის დროს საქართველოში გაიზარდა მოთხოვნა კომპანიების GLOVO-სა და VOLT-ის მომსახურეობაზე. ამ კომპანიის აპლიკაციეზე დატვირთვა გაათმაგდა პანდემიის პერიოდში ერთადერთი ვაკანსიები რომელ კომპანიებსაც ქონდათ ეს სწორედ GLOVO და VOLT კომპანიები იყო. ვინაიდან ისინი ვერ აუდიოდნენ მოსახლეობისგან გაზრდილ მოთხოვნებს. და იმატებდნენ კურიერებს.

პანდემიამ ჩვენი, საზოგადოების ქცევა შეიცვალა მრავალი კუთხით და ერთ-ერთი არის ის თუ როგორ ვყიდულობთ ჩვენ პროდუქტებს. ანუ მოსახლეობა უფრო მიაჩვია E-კომერციას. ნუ ჩათვლით იმას რომ, პანდემიის შემდეგ GLOVO ზე და VOLT-ზე მოთხოვნა შემცირდება. არა. საზოგადოება ამას მიეჩვია და ვერ გადაეჩვევა.

იგივე ხდება მსოფლიოში, დააკვირდით ინტერნეტ კომერციის პენეტრაციას მოსახლეობაში.

ეს დიაგრამა გონებას აფეთქებს.

E-commerce-ის პენეტრაცია შტატების მოსახლეობაში 2009 წლიდან 2019 წლამდე ზრდა და პანდემის პერიოდში ზრდა

10 წელიწადში რა მატებაც განიცადა ინტერნეტ კომერციამ, ბოლო 3 თვეში ზრდამ 100% ით გადააჭარბა. ეს დასაფიქრებელი ინფორმაციაა. და ეს ინფორმაცია კომპანია The Trade Desk (TTD) ის წისქვილზე ასხამს წყალს, ისევე როგორც სხვა ინტერნეტბიზნეს კომპანიბზე.

კომპანია The Trade Desk (TTD) ეს არის ინვესტირება სრულიად ინტერნეტშიეს არის ხელოვნური ინტელექტი რომელიც საკუთრი პლატფორმიდან ეძებს და ანთვსებს კომპანიის რეკლამებს სრულიად ინტერნეტში და ამას აკეთებს პროგრამირებულად თუ როგორ მუშაობს ეს ოკმპანია ზემოთ, ვიდეოინსტრუქციაში კარგად გვაქვს ახსნილი.

კომპანიის შესახებ პირველი ანალიტირკური ინფორმაცია იხილეთ ამ ლინკზე. 

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი