ROKU VS AMAZON დუელი ROKU-ს გამარჯვებით დასრულდა

მოგესლამებით.

კომპანია Roku, Inc. (ROKU) და კომპანია Amazon.com, Inc. (AMZN) დიდი ხანია ერთმანეთს ეპაექრებიან სატელევიზიო სივრცეში ბაზრის წილის მონოპოლიაზე. 8 ოქტომბერს კომპანია Roku, Inc. (ROKU)-მ დაანონსა რომ, ამაზონის Amazon Fire TV-ის მომხმარებლებისსთვის, ROKU-ს არხები ხელმისაწვდომი გახდა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ თქვენ სახლში გაქვთ Amazon Fire TV device-ი, 8 ოქტომბრიდან, მარტივად თუ ეტყვით “Alexa, open The Roku Channel.” Alexa ამ ბრძანებას მარტივად შეგისრულებთ. ROKU-მ მოახერხა და მისწვდა Amazon Fire TV ის მაყურებლებს. ეს დიდი გამარჟვებაა და ამას ავხსნი ცოტახანში როგორ ითარგმენა ეს გამარჟვება კომპანია ROKU-ს ბიზნესისთვის.

მანამდე მიდა ავღნიშნო რომ, ჩვენ ვფლობთ კომპანია Roku, Inc. (ROKU)- ის აქციებს, რომელიც შევიძინეთ 2017 წლის ნომებრის თვეში და ერთ აქციაში გადავიხადეთ $38,45. ამ დროისთვის კომპანიის ერთი აქციის ფასი შეადგენს $224,14-ს, რაც აქციის ფასის 489% იანი ზრდას წარმოადგენს.

კომპანიის მომავალი ჩვენი გადმოდახედიდან შთამბეჭდავია, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ კომპანიის აქციებზე პოზიციის დახურვას.

როგორც ზემოთ ავღნიშნე კომპანია Amazon.com, Inc. (AMZN) მა მუხლი მოიყარა Roku, Inc. (ROKU)-ს წინაშე და დაუშვა თვის სატელევიზიო სივრცეში. პრესრელიზი იხილეთ აქ

ROKU CHANEL (არხი)

სიტყვა არხი არასწორად გამოსახავს კომპანიის სერვისს, ის არა რის არხი, ის არის კონტენტების მასიური ბიბლიოთეკა რომელიც მოიცავს 10,000 უფასო ფილმს და TV შოუებს, საინფორმაციო და გასართობ გადაცემებს. ის თავაზობს მომხმარებლებს On-demand ფილმებს და TV შოუებს. წარმოიდგინეთ, ეს არის ოპერატიული სისტემა ტელევიზორებისთვის, როგორც ანდროიდია ტელეფონებისთვის, როგორც ვინდოუსია კომპიუტერებისთვის ისეა ROKU ტელევიზორებისთვის. 

კონტენტპროვაიდერები უფასოდ აწვდიან ROKU ს თავიანთ სატელევიზიო პროდუქტებს დისტრიბუციისთვის რასაც ვერ ვიტყვით Netflix, Amazon, Hulu, Disney, HBO Max, Peacock. ზე. მე არ ვგულისხმობ რომ უფასოა მომხმარებლებისთვის, ვგულისხმობ რომ ROKU კონტენტპროვაიდერებს არაფერს არ უხდის. მაშნ როდესაც კომპანია Netflix წელიწადში ხარჟავს $10 მილიარდ დოლარის კონტენტპროვაიდერებში.

კომპანია აქვეყნებს 2020 წლის მე-3 კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს 5 ნოემბერს. Wall Street ის მოლოდინი შემდეგნაირია.

– Current Quarter Revenue: $367.66 million
– Current Quarter Adj EPS: -$0.42

– Next Quarter Revenue: $558.67
– Next Current Quarter Adj EPS: -$0.19

ვნახოთ რა მაჩვენებლებს წარადგენს კომპანია 5 ნოემბერს.

ამ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი