კომპანია Pinterest, Inc. მე-3 კვარტლის შესანიშნავი მაჩვენებლებით წარსდგა

მოგესალმებით.

29 ოქტომბერს კომპანია Pinterest, Inc. (PINS)-მა წარადგინა 2020 წლის მე-3 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. მაჩვენებლები იმდენად შთამბეჭდავი იყო რომ, კომპანიის აქციის ფასი ინფორმაციის გასაჯაროებიდან $49.66 დან $68 მდე გაიზარდა. ეს ფასის 39%-იანი უმოკლეს პერიოდში.

რაც შეეხება მონაცემებს, აბსოლიტურად მულოდნელი იყო ანალიტიკოსებისთვის და საერთოდ Wall Street ისთვის, ამ მონაცემების ანალიტიკური ნაწილის ანალიზს შემოგთვაზებთ ცოტახანში.

მანამდე მინდა ავღნიშნო რომ, Jdinvestment-ის გრძელვადიან საინვესტიციო პოტრტფელში, ვფლობთ კომპანია Pinterest, Inc. (PINS) - ის აქციებს, რომელიც შევიძინეთ 2018 წლის აგვისტოს თვეში და ერთ აქციაში გადავიხადეთ $33,40. ამ დროისთვის კომპანიის ერთი აქციის ფასი შეადგენს $62,51-ს, რაც ინვესტირებული კაპიტალის 87.16% იანი ზრდას წარმოადგენს.

კომპანიის მომავალი ჩვენი გადმოდახედიდან შთამბეჭდავია, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ კომპანიის აქციებზე პოზიციის დახურვას/

კომპანიის ბიზნესმოდელი

კომპანია Pinterest, Inc. (PINS) წარმოადგენს სოციალურ მედიაპლატფორმას. რომელიც შემოსავალს აგენერირებს რეკლამირების საშუალებით. რომელიც ხდება Promoted Pins ების ხარჯზე. საიტზე მომხმარებლის მიერ განთავსებულ ინფორმაციას ეწოდება Pin-ი.

Pin ების რეკლამირების თანხას იხდის რეკლამაში დაინტერესებული პირი, (კერძო ან კომპანია) Pinterest, Inc. (PINS) ს აქვს ამ რეკლამირებულ Pins-ებზე Buy it ღილაკი და ამ ღილაკზე დაკლიკვით, დაინტერესებული პირი პირდაპირ ყიდულობს Pin-ზე მითითებულ პროდუქტს ან სერვისს ისე რომ, საიტიდან არ გადამისამართდება პროდუქტის მწარმოებლის საიტზე. რაც იმას ნიშნავს რომ კომაპნია ჩამოყალიბდა როგორც პლატფორმა რომელიც, საიტიდან მომხმარებლის გადამისამართების გარეშე აგენერირებს შემოსავალს.

საიტზე შესაძლებელია შექმნათ ვირტუალური სარეალიზაციო სივრჩე თქვენი პროდუქტებისთვის.
კომპანია Pinterest, Inc. (PINS)-ი ამ შესაძლებლობის გამო ასევე წარმოადგენს უნიკალურ ფოტო და ვიდეო საძებო სისტემას, სხვადასხვა პროდუქტების და სერვისების შესახებ.

კომპანიის 2020 წლის მე-3 კვარტლის ფინანსური მაჩვენებელი

წარდგენილმა მაჩვენებლებმა ანალიტიკოსების მოსალოდნელ ყველა პარამეტრს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

შემოსავალი $443 მილიონი. ანალიტიკოსების მოლოდინი იყო $375.9 მილიონი რაც წარმოადგენს საგრძნობ გადაჭრბებას

შეერთებულიშტატების ბაზარზე შემოსავლები გაზრდილია 49% ით გასული წლის მე-3 კვართლთნ შედარებით და შეადგენს $374 მილიონს საერთშრისო ბაზრებზე კი შემოსავალი გაზრდილია 145% ით გასული წლის მე-3 კვართლთნ შედარებით და შეადგენს $69 მილიონს.
 

  • EPS (ერთ აქციის წილი მოგება)-მ შეადგინა $0,13 ნაცვლად მოსალოდნელი $0,3 ისა ესეც წარმაოდგენს საგრძნობ გადაჭრბებას
  • მომდევნო კვარტლის სავარაუდო შემოსავალი კომპანიამ წინასწარ დაანონსა მომდევნო კვარტლის 60% იანი ზრდა გასულ წელის მე-4 კვართლთნ შედარებით რაც შეადგენს $640 მილიონს.  ანაიტიკსევი ამ პარამეტრის მოლოდინი იყო $541 მილიონი ესეც წარმოადგენს საგრძნობ გადაჭრბებას
  • ჯამურად თვის აქტიური მომხმარებელი: ეს რაოდენობა გადასცდა 442 მილიონ მომხმარებელს თვეში. რაც 37% იანი ზრდაა გასული წლის, მე-3 კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. ანალიტიკოსების ვარაუდი იყო 427 მილიონი, ამ მაჩვენებლითაც საგრძნობი გადაჭრბება დაფიქსირდა.
  • ჯამურად ARPU: შტატების და საერთასორის ბაზრებზე ჯამში, საშვალო ARPU-მ შეადგინა $1,03. 2019 წლის მე-3 კვარტალში ეს მაჩვენებელი იყო $0,90
  • U.S. ARPU: შეერთებულ შტეტების ბაზარზე ARPU მ შეადგინა $3.85. ეს 31%-იანი ზრდაა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
  • საერთაშორისო ბაზრებზე ARPU: მ შეადგინა $0.21 და ეს 66% იანი ზრდა არის გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

საერთაშორიო ბაზრებზე ARPU-ს ესეთი დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია იმით რომ, მომხმარებლების რაოდენობის ზრდა ადრეულ ფაზაში იმყოფება. კომპანიას საერთაშრისო ბაზრებზე ზრდის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია რაც მომდევნო კვარტლის მაჩვენებლებში პოზიტიურად აისახება.

კომპანიის E-Commerce დიდი ბიჯით იზრდება. მომხმარებლების მიერ, პროდუქტების სარეკლამო (ფასიანი) Pin-ების რაოდენობა 85% იან ზრდას აფიქსირებს.

ვიდეო PIN ების განთავსება საიტე, გასული წლის მე-3 კვარტალთან შედარებით გაზრდილია 700% ით. WOW.

დააკვირდით რეფერალურ ტრაფიკის დინამიკას.

რეფერალური ტრაფიკი არის იმ ვიზიტორების ვიზიტისაიტზე რომლებიც გადმომისამართდებიან სხვა საიტებიდან პროდუქტის ან სერვისის ინფორმაციაზე დაკლიკვით.

დიახ,  აქ შეცდომა არია რის 2019 წლის 4 კვარტლის განმავლობაში რეფერალური ტრაფიკი კომპანია Pinterest, Inc. (PINS) ის საიტზე მეტია ვიდრე YouTube, Facebook, და Instagram-ზე და ეს  კიდევ ერთი არგუმენტია კომპანიის წარმატებისთვის.

რისკ ფაქტორები.

რისკის მოლოდნი არის მრავალი მხრიდან.

კომპანია Pinterest, Inc. (PINS)  იბრძვის Facebook-თან და Instagram-თან ბაზრის წილისთვის.

კომპანია Pinterest, Inc. (PINS)  იბრძვის Google-თან ფოტო/ვიდეო საძებო სისტემის ბაზრის წილისთვის.

კომპანია Pinterest, Inc. (PINS)  ასევე ბრძლობს სხვადასხვა სოც და ინტერნეტ რეთეილ სექტორის ბიზნესებთან

თუ კომპანია დაკარგავ და ვერ აჩვენებს მის უნიკალურიბას რასაც ჯერ ჯერობით შესანიშნავად ახერხებს ეს იქნება კატასტროფა Pinterest, Inc. (PINS) ისთვის.


ამ დროისთვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი