ყველაზე მარტივი გზა კომპანიის აქციის რეალური ფასის დასადგენად

ეს არის ალბათ, ყველაზე მარტივი ფორმულა როგორ შევაფასოთ კომპანია და დავადგინოთ რამდენად ძვირია თუ იაფია აქციის ფასი, მის მომავალ სავარაუდო რეალურ ღირებულებაზე.

ფორმულა გამოყურება შემდეგნაირად:

(5 Year Growth Rate/2 + 8) * EPS next Year = Stocks fire Price

მოდით ავხსნათ ამ ფორმულის მუშაობის პრინციპი.

ავიღოთ კომპანია General Motors Co. (GM)

ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ: ერთი აქციის ფასი, რამდენად ძვირია ან იაფია მის რეალურ ღირებულებასთან.

Wall Street-ი ვარაუდობს რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანიის EPS-ის ზრდა იქნება 8,97% წელიწადში.

5 Year Growth Rate = 8,97% (წითელი მართკუდხედი)

მოდით ვიყოთ პესიმისტები და ჩავთვალოთ რომ მომდევნო 5 წლის EPS ზრდა იქნება ნახევარი, რასაც Wall Street-ი ვარაუდობს. აქ პესიმიზმი მნიშვნელოვანია ვინაიდან ეს ვარაუდია.
EPS-ის განმარტება: (ერთ აქციის წილი მოგება= საერთო მოგება/აქციების რაოდენობაზე)

ჩვენი გამოთვლით გამოდის 5 Year Growth Rate/2 = 8,97% / 2 = 4,48% ანუ ჩვენი მოლოდინით 5 წლის მანძლზე კომპანიის EPS-ი გაიზრდება 4,48%-ით წლიურად.

ამ მაჩვენებელს თუ დავამატებთ 8 მივიღებთ 12,48 და ეს არის რეალურთან მიახლოებული PE კოეფიციენტი.

კომპანია მომდევნო წელს ვარაუდობს ერთ აქიციის წილ მოგებას, EPS next Year = $8.36 (ლურჯი მართკუდხედი)

ჩვენს მიერ მიღებული PE კოეფიციენტი, გავამროვლოთ $8,36 = 12,48 * $8,36 = $104,33

PE კოეფიციენტი = (რამდენად ძვირია აქციის ფასი მის ერთი აქციის წილ მოგებაზე)

ჩვენს მიერ გამოთვლილი კოეფიციენტი გვეუბნევა. რომ გადავიხადოთ კომპანიის მომდევნო წლის ერთ აქციის წილ მოგებაზე 12,48 ჯერ ძვირი, ეს კარგი გარიგება იქნება.

(მაგალითად კომპანია Amazon.com, Inc. (AMZN) ის აქციის ფასი, მის ერთ აქციის წილ მოგებაზე 92-ჯერ ძვირია) 

ანუ კომპანია General Motors Co. (GM) ის ჩვენი ფასი არის $104,33 

ეხლა არის ის დრო შევხედოთ ბაზარზე რა ღირს ამ კომპანიის ფასი.

თუ შევხედავთ კომპანია General Motors Co. (GM) ერთი აქციის დღევანდელ ფასს, ვნახავთ რომ, ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება $43.04 ად.

გამოდის რომ ჩვენ რომ ერთ აქციაში რომ გადავიხადოთ დღს $43,04 დოლარი, ვყიდულობთ $104,33 დოლარის ღირებულებას.
მარტივად: $43,04-ად ვყიდულობთ $104,33-ს

კომპანიების რეალური ღირებულების გამოთვლის ეს მეთოდი, არის უხეში მეთოდი რა თქმა უნდა. ამ სახის გამოთვლის შემდეგ, სხვა მნიშვნელოვანი გამოთვლები არის საჭირო. კომპანიის ბიზნესმოდელის და ფუნდამენტალური მაჩვენებლების ანალიზის მხრივ, მაგრამ ეს ფორმულა კარგია იმისთვის რომ, დაადგინო ღირს თუ არა დახარჯო დრო და ენერგია სხვა და სხვა კომპანიების გასაანალიზებლად.

პირველი, სანამ მე კომპანიის ანალიზს ვიწყებ ამ ფილრტში ვატარებ, თუ ამ ფილტრის შემდეგ, აქციის ფასი მივიღე გაცილებით ძვირი, ვიდრე ჩემს მიერ დადგენილი ფასი, შეიძლება დრო დავზოგო ანალიზის გასაკეთბლად.

ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორები და ინდუსტრიები. მაგალითად: პანდემიისგან გამომდინარე უამრავი ნავთობკომპანის აქციები იქნება ძალიან იაფი ამ ფილტრის გავლის შემდეგ და არა მხოლოდ ენერგოსექტორის კომპანიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ, აუცილებალად საყიდელია ყველა მათგანი.
ნავთობ მომპოვებელ და რეალიზატორ კომპანიებს პანდემიის პირობებში ძალიან უჭრთ. რამდენი ხანი გასტანს ეს პანდემია და რამდენი გაუძლებს ამ კრიზისს ეს კარგი კითხვაა.
ბიზნესის მომავლის დანახვა, წარმოდგენის ქონა და გამოწვევების ცოდნა ასევე აუცილებელია და საერთოდ ინვესტიცია არ არის ზუსტი მეცნიერება, ის მეცნიერება საერთოდ არ არის.  ეს მიდგომითი საკითხია. გააჩნია შენ როგორ ხედავ და აფასებ მოვლენებს, როგორ უყურებ რისკებს და რა გგონია და რა ნეკლებად

რამოდენიმე ინვესტორი რომ დასვა, ერთი და იგივე კომაპნიის შესაფასებლად ყველა სხვადასხვა ღირებულებას მიიღებს. და ვერავნი იტყვის რომელია სწორი და რომელი არა.

ამას დრო იტყვის მხოლოდ.
 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

მიხეილ ბერინაშვილი
მოგესალმებით მეგობრებო, ცხრილში EPS next Y = 5,82 და მოცემულ მაგალითში 12,48, 8,36 რატომ მრავლდება? (ჩვენს მიერ მიღებული PE კოეფიციენტი, გავამროვლოთ $8,36 = 12,48 * $8,36 = $104,33)

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი