ნოემბრის ჩათვლით JDinvestment-ის საინვესტიციო პორტფელი 58%-იან მოგებას აგენერირებს.

“There’s no shame in losing money on a stock. Everybody does it. What is shameful is to hold on to a stock, or worse, to buy more of it when the fundamentals are deteriorating.” – Peter Lynch


მოგესალმებით.
ნომებრის თვე საფონდო ბირჟბის ზრდის თვალსაზრისით ყველაზე შედეგიანი თვე იყო მთელი 2020 წლის განმავლობაში. ინდექსი S&P500 მოიმატა დაახლობით 12%-ით.
თუ გავითვალისწინებთ 2020 მარტის თვეში, პანდემიის შედეგად, საფონდო ინდექსების მკვეთრ ვარდნას, როდესაც S&P500 მაინდექსმა 23 მარტს ყველაზე დაბალი ნიშნული დააფისირა. მას შემდეგ, ნოემბრის თვის ჩათვლით, ინდექსმა მოიმატა 63%-ით.

ვფიქრობ, რამდენი ადამიანი ივარაუდებდა მარტში, სრული პანიკის დროს, რომ ინდექსი მომდევნო 9 თვეში 63%-ით გაიზრდებოდა, მემგონი 7 მილიარდი ადამიანიდან ვერც ერთი ვერ ივარაუდებდა ამას.

რა იყო ამხელა აღმასვლის მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია, ბევრი ფაქტორი და მოლოდინი იყო ამ აღმასვლის მიზეზი მაგრამ, მე მაინც გამოვყოფ 2 ძირითად ფაქტორს, რაც ჩემი თვალსაზრისით ინდექსების ამგვარ ზრდას შეუწყო ხელი.

პირველი ეს არის პოზიტიური ნიუსები COVID ცაქცინის შესახებ. FDA ამ დროსითვის კდიევ 2 ვაქცინის ტესტირების მოლოდინშია თუ ყველაფერი კარგად დასრულდა მოკლე ხანში ჩვენ ვიხილავთ კიდევ სხვა კომპანიების მიერ მოწოდებულ ვაქცინებს. ამგრამ ამ მომენტისთვის COVID ვირუსი დაუნდობელია და გაცილებით მეტი ადამიანი ავადდება და სიკვდილიანობის მაჩვენებლების გაცილებით დიდია ვიდრე ეს იყო მარტი აპრილის თვეებში.

მეორე ოპტიმიზმის მიზეზი ეს არის კონგრესის განძრახვა. იცით ალბათ რომ, შტატების კონგრესში მუშავდება ეკონომიკური ვითარების მასტიმულირებელი დახმარების პაკეტი. არჩევნების შემდეგ ამ მიმართულებით, გაცილებით გაიზარდა ინტერესი და ეს სხვა და სხვა მიმართულებით შეინიშნება. და ეს სავარაუდოდ ახალწლამდე მოხდება. 

დიახ, საფონდო ბირჟა და კერძოდ საფონდო ინდექსები, ეს არ არის ეკონომიკა მაგრამ, ინდექსების მოძრაობა კორელაციაშია ეკონომიკასთან.

დიაგრამაზე ხედავთ, ყველა აქციის (Wilshire 5000) ფასის შეფარდებას, შტატების GDP სთან.

Wall Street-ის ეკონომისტების მოლოდინი ესეთია: 2020 წლის მე-4 კვარტლის GDP ზრდას ვარაუდოებენ 4%-ით. ამ მხრივ გამონაკლისს წარმაოდგენს ატლანტას სარეზერვო ბანკის მოლოდინი რომელიც 2020 წლის მე-4 კვარტლის GDP ის. 11%-იან ზრდას ვარაუდობს ეს კარგი მაჩვენებელია და ეს გაცილებით მაღალი მოლოდინის მაჩვენებელია ვიდრე საშუალო, და ეს მოლოდინი დიდწილად დამოკიდებულია ISM Manufacturing რეპორტზე რომელიც დაფიქსირდა 57.5. იან ნიშნულზე. ვნახოთ რეალური ციფრები რა მაჩვენებელს დააფიქსირებენ. 

მოგეხსენებათ, საინვესტიციო პორტფელი JSC FAGUS. რომელისაც მართავს Jdinvestment- მიმდინარე წლის ნოემბრის თვის ჩათვლით დააფიქსირა 58% იანი მოგება S&P 500 ნდექსის 12,10% იანი მოგების შესადარად.

დიაგრამაზე ხედავთ: JSC FAGUS-ის პორტფელის მოგების და S&P500 ინდექსის მოძრაობის კორელაციას, თვეების ჭრილში. 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 იან. 2021
S&P 500 ინდექსი და დივიდენდების კორელაცია, სიტუაციური ანალიზი

მოგესალმებით. ალბათ ყველას გსმენიათ საფონდო ინდექსი S&P500-ის შსახებ, ხშირად ფინანსური მედია აშუქებს ინდექსის ვარდნის ან აღ...

0 კომენტარი
სრულად ნახვა
03 იან. 2021
შევიძინეთ კომპანია CuriosityStream (CURI)- ის აქციები. კომპანიის ანალიზი.

მოგესალმებით. ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ კომპანიაზე რომლის აქციებიც შევიძნეთ 2020 წლის 31 დეკემბერს.

0 კომენტარი