Х.. Е.. З.. ხვალ რა მოხდება.

ისტორია კარგი მასწავლებელია.

დღეს მინდა ვისაუბრო, ორი ისტორიული ფაქტის შესახებ, რომელთაც შინაარსობრივად ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, ეხლავე რომ დავასახელო ორივე ფაქტი დარწმუნებული ვარ, ვერანაირ კავშირს ვერ გამონახავთ ამ ორი მოვლეის ირგვლივ, ამ კავშირების არსებობა პირველი შეხედვით არ ჩანს . ერთი არის მიზეზი და მეორე არის, ამ მიზეზით გამოწვეული პრობლემის გადაწყვეტა.

გადაწყვეტა ესე ჟღერს: თანამედროვე ისტორიის, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება.

ყველაფერი დაიწყო 1815 წელს როდესაც ინდოენზიის არქიპელაგში, კუნძულ სუმბავაზე მოხდა ვულკან ტამბორას (1815 eruption of Mount Tambora) ამოფრქვევა.

ტამბორას ამოფრქვევა, ეს იყო სრული კატასტროფა, რაც უფრო მეტს კითხულობ ადამინი ამ ამოფრქვევის შესახებ, მით უფრო ნათელი ხდება მისი მასშტაბი და მისი დამანგრეველი ძალა.

რამოდენიმე ფაქტს მოვიყვან:
მიჩნეულია რომ, ვულკან ტამბორას ამოფრქვევა იყო ყველაზი მძლავრი ვულკანური ამოფრვევა ადამიანის არსებობის ისტორიის მანძილზე. ამოფრქვევისთანავე, 10 000-ზე მოსახლე, იმავდროულად დაიღუპა. გადარჩენილებიდან უმრავლესობა, დაიღუპა შიმშილით ვინაიდან ამოფრქვეულმა ფერფლმა სრულაიდ გაანადგურა კუნძული სუმბავა.

გაგიკვირდდებათ მაგრამ, ამის შემდეგ მოხდა რეალური კატასტროფა.

ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ფერფლის მსხვილი სვეტი აღიმართა 26 მილის სიმაღლეზე, შედეგად მოხდა ამონაფრქვევი მასის (ფერფლის სახით) სტრატოსფეროში გასვლა. ანალოგიური ფაქტის შესახებაც არანაირი ცნობა არ მოიპოვება ადამიანის არსებობის ისტორიის მანძილზე.

ფერფლი იყო იმ მოცულობის რომ, შეეძლო დაეფარა კალიფორნიის შტატი 2 მეტრის სიღრმეში.

სტრატოსფეროში გასულმა ფერფლმა, დაიწყო გავრცობა დედამიწის ირგვლივ.

წარმოდგენისთვის: თქვენ გსმენით ალბათ ამ ზაფხულს კალიფორნიაში მომხდარი ხანძრის შესახებ, სადაც ტყის მასივის უდიდესი ნაწილი დაიწვა, სურათზე ხედავთ ტყის ხანძრის შედეგად, კვამლის და ფერფლის გავლენას.

ტამბორას ამოფრქვევამ იგივე დამართა თითქმის მთელს დედამიწას, დააბნელა რამოდენიმე თვით.

ეს ფაქტი ცნობილია როგორც „წელი ზაფხულსი გარეშე“. Wikipedia-ც გეტყვით ამას.

ფერფლმა მოახდინა მზის სხივების ბლოკირება, გლობალლურად მსოფლიოში ტემპერატურა დავარდა საშუალოდ 1,5 გრადუსამდე (წარმოიდგინეთ ზაფხული, 1,5 გრადუსი სითბო) შედეგად 1816 წელი მიჩნეულია ყველაზე ცივ წლად, ადამინისთვის ცნობილი ისტორიის მანძილზე.

ივლისში ევროპაში მოვიდა თოვლი, თოვლი იყო ფერფლნარევი და თან წითელი. აგვისტოოში New York- ი გაიყინა.

გამყინვარებამ და მზის სხივებსი შეზღუდვამ, გამოიწვია სოფლის მეურნეობის სრული განადგურება, მთელს მსოფლიოში. ნათესების განადგურებამ კი გამოიწვია შიმშილი.

ევროპა ამ დროისთვის ებრძოდა ნაპოლეონის ომების შედეგებიდან მიღებული ჭრილობების მოშუშებას, როგორც ეკონომიკური ასევე მორალური თვალსაზრისით და ამ ამოფრქვევამ დიდ განსაცდელში ჩააგდო თითქმის სრული ევროპა. შიმშლი და საკვებზე ფასების კატასტროფულმა მატებამ, გამოიწვია სრული დეპრესია, რაც მოსახლეობის მხრიდან იწვევდა ხშირ ბუნტს და დარბევების სერიებს.

გერმანიის მერის ანგარიშიც ასახავს, თუ რა გაუსაძლის პირობებში მოუწია ქვეყანას ყოფნა ეს ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

წარმოდგენისთვის, მცირე ამონარიდი (თარგმანი) ამ მოხსენებიდან:

ვულკან ტამბორას ამორქვევის შედეგად გამოწვეული ინფლაციის და შიმშილის გავლენა მოსახლოებაზე კატასტროფულია, უმრავლესი მათგანი ლოკოკინებს ხარშავს და ჭამს, შედეგად ისინი ძალზე დასუსტებულები არიან და სამუშაოსთვის გამოუსადეგარნი, მათი ხელები და ფეხები შეშუპებულია, მათ გადაადგილებაც არ შეუძლიათ.

ამ დროს, ქალაქ დრამშტადტში, ჰენესის დიდ საჰერცოგოში, არსებობისთვის იბრძოდა ერთ-ერთი, ასეთი მოშიმშლე გერმანელი ბავშვი, სხელად იუსტუს ვონ ლიბიხი, იგი ამ დროს 13 წლის იყო.

ლიბიხი არაფრით გამორჩული ბავშვი იყო, სკოლაში მისი დახასიათება შემდეგნაირად ჟღერდა „უიმედო, უსარგებლო“ მაგრამ მას უყვარდა ჩხირკედელაობა და ექსპერიმენტები. ლიბიხის მამა, იმხანად დაკავებული იყო სამხატვრო საღებავების დამზადებით და შვილს ადრეულ ასაკში შეაყვარა სამრეწველო ქიმია.

იუსტუს ვონ ლიბიხი მალე დადგა ცხოვრებისეულ გზაგასაყარზე. მას არჩვანი უნდა გაეკეთებინა:

ერთს მხრივ ვინაიდან მას ძლიერ იზიდავდა ქიმია და უნდოდა რომ გამოსულიყო ქიმიკოსი. (ცნობისთვის მან 21 წლის ასაკში მიიო PhD ქიმიის დარგში)

მეორე არჩევანი იყო უფრო ამბიციური. მიეძღვნა თავი სოფლისმეურნეობის განვითარებას. ამ აზრის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა 1816 წლის შიმშილს, გამოწვეულს ვულკანი ტამბორას ამოფრქვევით და შედეგად აგრო სექტორის სრული განადგურებით.

რათ ქმა უნდა, მან აირჩია მეორე, ამბიციური გზა.

ლიბიხი იყო პირველი ვინც მიხვდა, მექანიზმს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო აზოტი ნარგავებისთვის და შესაბამისად მოსავლიანობისთვის და როგორ შეიძლებოდა ამიაკის გამოყენებით ხელოვნურად დაემზადებინა აზოტი. WOW.

მაგრამ პრობლემა იყო ამიაკის რაოდენობა, ვინაიდან ამიაკის დიდი მარაგი იმდროინდელ ევროპაში არ არსებობდა.

ლიბიხის ამ აღმოჩენის მერე, მალევე, მეცნიერებმა მიაგნეს ამიაკის ხელოვნურად დამზადების პრინციპს, შედეგად წარმოიშვა ამიაკზე დაფუძნებული სასუქის წარმოების ინდუსტრია, რომელიც დღემდე მუშაობს.

პრინციპში რომ დაუკვერდეთ ლიბიხმა მთელი ინდუსტრია შექმნა, რაზეც დღეს დგას აგრობიზნესი.

გონებაში არ ეტევა ამ გამოგონების მაშტაბი. მეცნიერების ვარაუდით ეს გამოგონება უფრო დიდი იყო ვიდრე თვითმფრინავის, ტელევიზორის, თუნდაც ატომური ენერგიის გამოგონება. ამ გამოგოების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მსოფლიო პოპულაციის ზრდა 1,6 მილიარდი ადამიანიდან (1900 წელი).  7 მილიარდ ადამიანამდე (2020 წელი).

ლიბიხის გამოგონება ბევრი მიმართლებით აღმაფრთოვანებელია, მაგრამ მოდით დავსვათ შეკითხვა: რომ არა, გერმანიიდან, 7000 კილომეტრის მოშორებით, კუნძულ სუმბავაზე მომხდარი, ვულკან ტამბორას ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული მსოფლიო შიმშილი. იქნებოდა კი, ლიბიხი ამ გამოგონების ავტორი? მიუძღვნიდა იგი თავის თავს, სოფლის მეურნეობის განვითარებას?

დიდი ალბათობით არა. ამ გამოგონებისთვის პროვოცირება მოახდინა ვულკანის ამოფრქვევის ფაქტმა და შედეგებმა.

მოდით ამ ფაქტზე ვიმსჯელოთ:

ხდება ვულკანის ტამბორას ამოფრქვევა, ეს ამოფრქვევა იწვევს მსოფლიო შიმშილს, ამ პრობლემიდან გამომდინარე, სხვა კონტინენტზე მცხოვრები და გადარჩენისთვის მებრძოლი ბავშვი, ხდება იდეით შეპყრობილი როგორ გამოკვებოს მსოფლიო და შედეგად იგონებს აზოტს, და ეს გამოგონება ხსნის შიმშლის პრობლემას.

1816 წელს ამ მიზეზ შედეგობრივ ჯაჭვს, კაცის შვილი ვერ დააკავშირებდა. მაგრამ სწორედ ამ მიზეზ შედეგობრიობის შედეგია რომ, დღეს ჩვენ გვაქვს აზოტი. და ამაზე დგას სრულაიდ აგრო სექტორი.

ვულკანის ამოფრქვევამ და შედეგად მსოფლიო კრიზისის დადგომამ, რამაც უბიძგა ლიბიხი ამ მიგნებისკენ, სხვა დაუგეგმავი და წარმოუდგენელი რამ შექმნა.

აგრო პროდუქტების განადგურებამ და საკვებზე ფასების კატასტროფულმა ზრდამ, წარმოშო გადაადგილების პრობლემაც, ვინაიდან ამ დროს გადაადგილების ძირითადი საშუალება იყო ცხენი. ცხენები კი მოსახლეობამ პირველ ხანებში საკვებად გამოიყენა, ადამიენებმა დაიწყენს ფიქრი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. და ისევ გერმანელმა გამომგონებელმა კარლ ვონ დრაისმა გამოიგონა ველოსიპედი.

ფოტოზე სწორედ დრაისის ველოსიპედს ხედავთ.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მოვლენილმა ფერფლის სქელმა საფარმა და შიმშილმა, გამოიწვია ევროპელების მიგრაცია იმ ადგილებში სადაც ფერფლის გავლენა ნაკლებიიყო.

ისტორიკოსი  Lawrence Goldman ის ვარაუდით ევროპელების ამ მიგრაციამ შტატების ტერიტორიაზე და შერწყმამ, დიდი წვლილი ითამაშა შტატებში მონობის საწინააღმდეგო მოძრაობების ჩამოყალიბებაში.

და ეს ყვეაფერი მოხდა, კუნძულ სუმბავაზე, ვულკან ტამბორას ამოფრქვევის მიზეზად? გონებაში არ ეტევა ეს მიზეზ შედეგობრივი ჯაჭვი.

ყოვეივე ზემოხსენებულის გააზრებით, მოდით დღევანდელოას შევხედოთ: 2020 წელია, მსოფლიოში მძვინვარებს ვირუსი, რომელიც კლავს. ვირუსთან თანაცხოვრებამ შეცვალა სრულაიდ მოსახლეობის ცხოვრების წესი.

ჩვენ უკვე სხვანაირები ვართ. ჯერ შეიძლება ვერ ვამჩნევთ ისე აშკარად, მაგრამ ვართ. რა დაუგეგმავ სიახლეს მოიტანს, ეშმაკის ლახვარდასმული კოვიდ ვირუსი, მსოფლიო საზოგადოებისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია მაგრამ, სიახლე უამარავი იქნება და მრავალმხრივი. (და არა ამრტო ვაქცინა, რის მოლოდინშიც ვართ)

ბიოლოგიაში არსებობს თეორია, რომელსაც ეწოდება: ფიშერის ბუნებრივი შერჩევის ფუნდამენტური თეორემა.

თეორემის იდეა მდგომარეობს შემდეგში: ვარიაცია (მრავალფეროვნება) უდრის ძალას.

ვრცლად: რაც უფრო მრავალფეროვანია მოსახლეობა, მით მეტი შანსი არსებობს გამოიმუშაოს ახალი თვისებები, პრობლემის წინაშე. გამომუშავებული თვისებებიდან საუკეთესო ხდება ადაპტირებული. სწორედ ესე მუშაობს ევოლუცია.

დააკვირდით დღევანდელობას: მთელი მსოფლიო მოსახლეობა ვეძებთ თვისებებს რომ გაუმკლავდეთ პრობლემას. და იმავდროუალდ ვაწარმოოთ ბიზნესი, ვაკეთოთ საქმე, დავიცვათ ოჯახი, მოვიპოვოთ საკვები, ვიცხოვროთ, ვითამაშოთ, ვსწავლობთ სხვანაირად, ჩვენს წინ დგას პრობლემა და ვაფასებთ რისკებს, რაც ცვლის ყოველდღიურობას. და ნელ-ნელა ვიყენებთ უფრო მეტ და მეტ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.

ექიმები ბევრად ინფორმირებულები არიან დღეს, ეს გამოწვეულია წნეხით ვინაიდან პრობლემის დროული მოგვარება ჯანდაცვის სექტორზეა დამოკიდებული. იქნებ ეს წნეხი გახდეს კატალიზატორი სხვა განუკურნებელი დაავადებების ვაქცინების შესაქმნელად?

წარმოიდგინეთ პრობლემა რომელიც 7 მილიარდ ადამიანს ერთნაირად აწუხებს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად 7 მილიარდი ადამიანის ცოდნა, გამოცდილება, გონება, ენერგია და კიდევ უამრავი რამ, ერთი იდეის ირგვლივ არის გაერთიანებული. კაცმა არ იცის რა შედეგს მოიტანს სხვა უამრავი მიმართლებით ამგვარი გაერთიანება.

გასულ კვირას, როდესაც ვაქცინის შექმნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს, მაგრამ კაცმა არ იცის რა მოყვება ამას.

ერთი რამ ვიცი ზუსტად, ჩვენ იგივე არასდროს ვიქნებით რაც ვირუსამდე ვიყავით. ჩვენ გაცილებით ძლიერები და მცოდნეები ვიქნებით. კარგ მეზღვაურს შტორმი ქმნის და ჩვენ ეხლა სწორედ 9 ბალიან შტორმში ვიმყოფებით.

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

  

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი