შევიძინეთ კომპანია CuriosityStream (CURI)- ის აქციები. კომპანიის ანალიზი.

მოგესალმებით.

ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ კომპანიაზე რომლის აქციებიც შევიძნეთ 2020 წლის 31 დეკემბერს.

ეს არის კომპანია CuriosityStream (CURI)

სანამ განვმარტავ ამ კომპანიის აქციებში კაპიტალდაბანდების მიზეზს, მანამდე მოდით ავხსნათ რას წარმოადგენს ეს კომპანია და როგორ აგენერირებს შემოსავალს.

კომპანია CuriosityStream (CURI) არის მედია კომპანია, და განეკუთვნება გასართობ შემეცნებით ბიზნესსექტორს.

CuriosityStream (CURI) ქმნის უამრავი კატეგორიის შემეცნებით ვიდეო გადაცემებს. კატეგორიებში მოიაზრება: ისტორიული, სამეცნიერო, ტექნოლოგური, ბუნება, ცხოვრების სტილი. და სხვა უამრავი კატეგორია. ამ კომპანიას ადარებენ Netflix, Inc. (NFLX)-ს

ეს არის პლატფორმა რომელიც დაფუძნებულია სააბონენტო გადასახადზე და სააბნენტო გადასახადის ღირებულება დამოკიდებულია ვიდეოკონტენტის ხარისხზე,  HD და 4K რეზოლუციის ვიდეოები კონტენტები.

კომპანიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი არის John Hendricks.

შეგახსნებთ რომ John Hendricks არის ადამიანი, ვინც შექმნა ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელი შემეცნებითი სატელევიზიო არხი, ცნობილი როგორც Discovery Chanel Inc.

მნიშვნელოვანი გარემოებები.

კომანია საკუთარი პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს სთავაზობს სააბონენტოზე დაფუძნებული ვიდეოსტრიმინგს (subscription video on-demand) SVoD

  • კომპანიის 2020 წლის მე-3 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის დროს, საინტერესო ციფრები გამოაშკარავდა. კომპანიის სააბონენტოს გადამხდელი აბონენტების რაოდენობამ გადააჭარბა 13 მილიონს. რაც 108%-ით მეტია 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. (შთამბეჭდავი ზრდაა)
  • 2020 სრული წლის შემოსავალი, რომელიც 2021 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი როცა, კომპანია 2020 წლის მე-4 კვარტლის მაჩვენებლებს გაასაჯაროებს. მოლოდინი არის 119%-ით ზრდა 2019 წელთან შედარებით.
  • კომპანიის მენეჯმენტი 2021 წლის შემოსავლების, 80%-იან ზრდას ვარაუდობს 2020 წელთან შედარებით.
  • 2025 წლის შემოსავლები კომპანიის მენეჯმენტის მლოდინით მიუახლოვდება $390 მილიონს რაც 10-ჯერ მეტია 2020 წლის შემოსავლებზე.
  • ოპერატიული მოგება (რომელიც ზომავს თუ რამდენ მოგებას აგენერირებს კომპანია ყოველ $1 დახარჯულ დოლარზე)  2018 წელიდან 2020 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში გაიზარდა -357% ინდან -82% ამდე. 2020 წლის სრული სურათი გვექნება 2021 წლის იანვრის დასაწყისში როცა კომპანია წარადგენს 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს.
  • კომპანიის მარკეტკაპიტალიზაცია ამ დროისთვის შეადგენს $550 მილიონს.
  • კომპანიის ერთი აქციის ფასი ამ დროისთვის არის $13,95

თუ გავიაზრებთ ზემოთ მოყვანილ ციფრებს, Wall Street-ის პარამეტრებით, დიახ ეს ჯერჯერობით მცირე ზომის კომპანიაა, ბაზრის კაპიტალიზაციით სულ რაღაც $550 მილიონი. მაგრამ ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლებიდან უმნიშვნელოვანესია კომპანიის წლიდან წლამდე ზრდის ბიჯი, და ეს შთამბეჭდავია.

დაახლოებით იგივე ზომის კომპანია იყო, კომპანია Roku, Inc. რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წელს და ერთ აქციაში გადავიხადეთ $38-ი. დღეს კომპანია Roku, Inc.-ს ერთ აქციის ფასი $332.02ია, რაც ინვესტირებული კაპიტალის 763%-იან ზრდას შეასგენს.


იგივე შემიძლია ვთქვა კომპანია Fastly, Inc. (FSLY). კომპანიის აქციები შევიძინეთ 2020 წელს მარტის თვეში. $19,06 ად. დღეს კომპანიის აქციის ფასი $87.37-ია რაც ინვესტირებული კაპიტალის 358%-იანი ზრდაა.

კომპანია CuriosityStream (CURI) მიმართებაში მომწოსნ კომპანიის ბიზნესმოდელი და მომწონს კომპანიის ზრდის მაჩვენებლები.

მაგრამ როგორც ყველგან აქაც არსებობს რისკები და ამ რისკებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

განვაგრძოთ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზი.

კომპანია CuriosityStream (CURI) სთავაზობს მომხმარებლებს სააბონენტო პაკეტს რომლის თვიური სააბონენტო გადასახადი შეადგენს $2,99 (წლიური სააბონენტო შეადგენს $19,99)
შედარებისთვის Netflix, Inc. (NFLX)-ს ის თვიური სააბონენტო გადასახადი თვეში შეადგენს $9,99

კომპანია CuriosityStream (CURI) საგანმანათლებლო სექტორშიც მნიშვნელოვან პროექტებს ანხორციელებს, ის თანამშრომლობს შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან და ქმნის ერთობლივ ბრენდირებულ ვიდეოარქივების ბიბლიოთეკას, სხვადასხვა თემატიკის მიხედვით.

კომპანია CuriosityStream (CURI)-ს ყავს ასევე პარტნიორი კომპანიები ტელეინდუსტრიის ბიზნესსექტორიდან და ასევე კონტენტის შემქმნელი კომპანიები. რომლებიც თვიანთი სატელევიზიო არხებით აზიარებენ კომპანიის უნიკალურ ვიდეოგადაცემებს.
კომპანიის პარტნიორთა სია ესე გამოიყურება.

Amazon,
Comcast,
Altice USA and Suddenlink (USA);
Com Hem (Sweden);
StarHub (Singapore);
Totalplay (Mexico);
Multichoice’s DStv (Africa);
Millicom (Latin America);
Okko (Russia);
Gazprom (Russia)
Liberty Global/FLOW (the Caribbean)

კომპანია CuriosityStream (CURI) პარტნიორ კომპანიებზე პროდუქტს ყიდის ბანდლებად. დიაგრამაზე ხედავთ კომპანიის პროდუქტზებზე მოთხოვნის დინამიკას.

აღსაღნიშნია რომ, კომპანიის პირდაპირი და საპარტნიორო აბონენტების რაოდენობა მზარდია

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე გადასვლით

აქვე უნდა აღინიშნოს რომ, კომპანიის აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველა მსხვილ კონტენტ პროვაიდერისთვის.

Roku,
Apple TV Channels and Apple TV
Xbox One
Amazon Fire TV
Sprint
Google Chromecast
iOS and Android
Amazon Prime Video Channels
YouTube TV
Sling TV
Comcast Xfinity on Demand.

კომპანის პროდუქტი ადვილად ხელმისაწვდომია 175 ქვეყნის ტერიტორიაზე და 2019 წელს კონტენტი ითარგმნა უცხო ენებზე: რუსულად, სერბულად, ესპანურად, პორტუგალიურიად და ჩინურად.

2020 წლის 16 ნოემბერს კომპანიის მენეჯმენტმა დაანონსა რომ კომპანიამ ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას კომპანია Tata Sky-სთან ინფორმაცია იხილეთ აქ. რომელიც არის ინდოეთში ყველაზე მსხვილი სატელევიზიო კონტენტის შემქმნელი და სატელევიზიო პროდუქტების ყველაზე ფართო დისტრიბუციის ქსელის მფლობელი ტელეინდუსტრიაში, სრულიად ინდოეთის ტერიტორიაზე.

ეს რაც შეეხება თემატიკას.

მოდით ეხლა შევხედოთ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს.

2020 და 2021 სრული ფინანსური წლის განმავლობაში კომპანიის მოლოდინი შემდეგნაირად იხატება.

  • 2020 სრული წლის შემოსავალი სავარაუდოდ მიაღწევს $39,50 მილიონს, 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 119% ით მატება იქნება.2021 სრული წლის
  • შემსავალი მენეჯმენტის პროგნოზით მიაღწევს $71 მილიონს რაც 2020 სრული წლის შემოსავალზე 80% ით მატებას ნიშნავს.

კომპანიისთვის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს თავისი კონტენტის როგორც პროდუქტის რეალიზაცია, საცალო მომხმარებლებზე და ამ პროდუქტებზე ლიცენზიების გაყიდვა. რაც  სავარაუდოდ შემოსავლის ყველაზე მსხვილი წილის მაგენერირებელი იქნება მომავალშიც.

დააკვირდით 2018 და 2019 წლის კორელაციას ინფოგრაფიკაზე. წითელ მართკუდხედში ასახულია წლიდან წლამდე ამ მაჩვენებლების პროცენტული ზრდის დინამიკა.

2018 წლიდან 2019 წლამდე საოპრეაციო მოგება გაიზარდა -357% იდან -246% მდე.

2020 წლის პირველი 9 თვის განმავობაში ეს მაჩვენებელი გაიზარდა -82% ამდე. რიგორც ჩანს პანდემია და პანდემიისგან გამოწვეულმა ლოქდაუნმა, კომპანიის პროდუქტზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა.

ამ პერიოდში $4 მილიონის ოდენობით გენერირებული შემოსავალი კომპანიას დაუჯდა მხოლოდ $0,6 მილიონის ოდენობის ოპერატიული ხარჯების გაწევა.

მარტივად რომ ვთქვათ: დახარჯული $0,60 ცენტის საპირწონედ, შემოსავლის სახით მიიღო $4 დოლარი. და ეს შესანიშნავი კორელაციაა.

კომპანიის 2020 წლის მე-3 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლეი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

რისკ ფაქტორები

მიუხედავად იმისა რომ, კომპანია წლიდან წლამდე შთამბეჭდავი ბიჯით იზრდება, ჯერჯერობით მაინც არ არის დადებითი Cash Flow-ს მქონე კომპანია. ის ჯერჯერობით წაგებას აფიქსირებს და მალე შესაძლოა დასჭირდებს ფულადის სახრების მოძიება. რაც ამ ზომის კომპანიისთვის სულაც არ არის უჩვეულო ფაქტორი, კომპანია ჯერ ადრეული ზრდის სტადიაში იმყოფება.

ნიშნადობლივია ის ფაქტიც რომ, კომპანიას არ გააჩნია დიდი ვალდებულებები და ეს ძალიან პოზიტიური ინფორმაციიაა.

ყველაზე ახლო კონკურენციაში იმყოფება კომპანია Netflix, Inc. (NFLX)-სთან. ეს უკანასკნელი კი ძლიერი კომპანიაა და მას გააჩნია მნიშვნელოვანი ბაზა ანალოგიური გადაცემების და კონტენტების. ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ კომპანია Netflix, Inc. (NFLX) აპირებდა კომპანია CuriosityStream (CURI) ის შეძენას მაგრამ ეს არ დადასტურდა.

ზემოთ დაანონსებული 2025 წლის ფინანსური მაჩვენებლები მოლოდინია მხოლოდ, ლამაზად და შთამბეჭდავად კი ჟღერს მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მოლოდინია.

კომპანიასთან მიმართებაში ამ ეტაპზე  ეს რისკ ფაქტორები იკვეთება. 

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

კომპანიის შესახებ ფინანსურ მაჩვენებლების ჩვენეულ ანალიზს აუცილებლად შემოგთავაზებთ.  

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი