S&P 500 ინდექსი და დივიდენდების კორელაცია, სიტუაციური ანალიზი

მოგესალმებით.

ალბათ ყველას გსმენიათ საფონდო ინდექსი S&P500-ის შსახებ, ხშირად ფინანსური მედია აშუქებს ინდექსის ვარდნის ან აღმასვლის შესახებ ინფორმაციას. მაგრამ უმრავლესობამ არ იცის რას წარმოადგენს ეს ინდექსი თავისი დატვირთვით.

წარმოიდგინეთ დიდი კალათა სახელად S&P500 და წარმოიდგინეთ რომ ამ კალათაში აწყვია 500 უმსხვილესი კომპანიის აქციები.

ამ 500 კომპანიიდან ზოგი აქციის ფასი აღმასვლას განიცდის ზოგი ფასში ვარდება (კლებულობს) გრძელვადიან პერიოდში კომპანიის აქციის ფასის ზდა განპირობებულია ამ კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებით და აქციის კლება კი პირიქით.

ხოლო ამ კალათის, სახელად S&P500-ის ფასი იზრდება, ამ 500 კომპანიის აქციების ფასების მოძრაობის (ზრდა-კლება) გასაშუალოებული ბიჯით.

როდესაც ვგებულობთ რომ S&P500 ინდექსმა, წლის განმავლობაში მოიმატა 12%-ით, ნიშნავს რომ ამ 500 კომპანიის აქციების საშუალო ფასები გაიზარდა, ზოგმა დაიკლო ფასში, ზოგი გაიზარდა და ჯამურად საშუალოდ დაფიქსირდა ზრდა.

ეხლა წარმოიდგინეთ რომ ამ 500 კომპანიიდან უმრავლესობა იხდის დივიდენდს. მაგალითად შეხედეთ JPMorgan Chase & Co. (JPM) კომპანიის ფინანსურ კოეფიციენტებს.

კომპანიის 1 აქციის ფასი ამ დროისთვის ღირს $125.87. ხოლო დივიდენდი არის $3,60 (წითელი მართკუდხედი)

თქვენ თუ ამ კომპანიის 1 ცალ აქციას შეიძენთ დღეს $125.87-ად. კომპანია წლის განმავლობაში გადაგიხდით, $3,60-ს დივიდენდის სახით ერთ აქციაზე, რაც 2,86%-ია.

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენს მიერ ინვესტირებული $125.87 წლის განმავობაში მიიღებს 2,86% იან სარგებელს დივიდენდის სახით.

სარგებელი ანუ იგივე YIELD-ი არის ამ შემთხვევაში 2,86%

მოდით დავსვათ კითვა:

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ, აქციის ფასი დაიკლებს და თქვენ შეგეძლეთ ამ კომპანიის აქციის ყიდვას დაბალ ფასად? ვიდრე $125,87-ია. მაგალითად აქციის ფასმა რომ დაიწიოს $125,87-დან  $100-მდე?

ამ შემთხვევაში სარგებელი იზრდება, ვინაიდან ეხლა უკვე ამ აქციის ყიდვა შესაძლებელია $100-ად ხოლო წლის განმავლობაში კომპანია იხდის დივიდენდს $3,60 ეს კი ინვესტირებული კაპიტალის ($100 ის) 3,60% ია.

აქედან დასკვნა:

როცა აქციის ფასი კლებულობს, დივიდენდით მიღებული პროცენტული სარგებელის მოცულობა მატულობს.

როცა აქციის ფასი იზრდება, მაშინ დივიდენდით მიღებული პროცენტული სარგებლის მოცულობა მცირდება.

თუ ზემოხსენებული კარგად გავიაზრეთ მაშინ დააკვირდით შემდეგ დიაგრამას. სინამდვილეში ყოველივე ზემოხსენებული ამ დიაგრამის კარგად გასააზრებლად ავხსენი.

დიაგრამაზე ხედავთ შემდეგი სახის ინფორმაციას:

ლურჯი გრეხილით არის აღნიშნული S&P500 ინდექსის, 20 წლის მოძრაობის დინამიკა, ხოლო შავი გრეხილით არის აღნიშნული, S&P500 ინდექსის ქვეშ მყოფი კომპანიების (ჯამში 500 კომპანია) საშუალო დივიდენდების მოცულობის ზრდის დინამიკა.

მარჯვენა მხარეს შკალაზე 10, 20, 30, 40... და ა.შ. ეს არის დივიდენდების შკალა. ხოლო მარცხენა მხარეს 500, 1000, 1500, 2000.... და ა.შ. ეს არის ინდექსი S&P500-ის შკალა.

თუ დააკვირდებით დივიდენდების და ინდექსის შკალა არის შეფარდებით 50:1-თან.

რაც ნიშნავს რომ, როდესაც ამ ორი ცვლადის ხაზები ერთმანეთს ეხება ლურჯი და შავი (და ეს ის მომენტია როდესაც შეფარდება არის 50:1-თან) დივიდენდებით მიღებული სარგებელი ანუ YELD არის 2%-ი

თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ და ინდექსის ქვეშ მყოფი ყველა კომპანიის თითო აქცია ვიყიდოთ საშალო სარგებელი, მხოლოდ დივიდენდების სახით მიღებული მოგების იქნება 2%.

ეხლა ისევ შეხედეთ ამ დიაგრამას. დიაგრამაზე ამ ორი ცვლადის 20 წლის ისტორიაა მოცემული. როგორც ხედავთ სადაც ლურჯი და შავი გრეხილები ეხება ერთმანეთს, რაც ნიშნავს რომ დივიდენდებით მიღებული სარგებელი 2%-ია, მას მერე შესანიშნავ ზრდას ახორციელებს საფონდო ბირჟა და შესაბამსიად აქციებიც, ვინაიდან საფონდო ბირჟის აღმსავლის საფუძველი აქციების ფასების ზრდის შედეგია.

როდესაც დივიდენდების სარგებელი არის 2%-ი, ჩავთვალოთ რომ ამ დროს აქციები არის FARE VALUE, ანუ ამ დროს აქციის ფასები რელური ღირებულებასთან ძალიან ახლოს არის. რას საინვესტიციოდ კარგი სიტუაციაა.

როდესაც ლურჯი ანუ S&P500 ინდექსის გრეხილი ჩამოცდება დივიდენდების გრეხილს, ნიშნავს რომ აქციის ფასები ძალიან გაიაფებულია. ესეთი მომენტები რამოდენიმეჯერ გვხვდება და ეს რეჩესიის ან სხვა ეკონომიკური სისუსტეებსი დროს ხდება, დააკვირდით 2008-2009 წლების ფინანსურ კრიზისს. ამ დროს აქცის ფასები ძლაიან იაფი იყო. დააკვირდით 2016-2017 წლებს, აქაც იაფი იყო აქციები. 

დღეს რა ხდება??

დიაგრამა ბევრად საშიში ჩანს დღეის მონაცემს თუ შეხედავთ ვიდრე ის რეალურად არის, პრობლემა ნებისმიერი რამის ღირებულების გამოთვლის არის ის რომ, ქვეფაქტორები ხშირად იცვლება ხოლმე. და ამასაც ჭრდება ანალიზი.

ჩვენ ეხლა პანდემიის პერიოდში ვცხოვრობთ. ხვალ არავინ იცის რა მოხდება. ამიტომ ნუ გამოეკიდებით სპეკულაციურ გარიგებებს. იყიდეთ ხარისხიანი, კარგი კომპანიები ძლიარი ფუნდამენტაული მაჩვენებლებით (რაც შეიძლება ნაკლები ვალდებულება და უმთავრესი!!! მზარდი Cash Flow, იმიტომ რომ  Cash is King) და დაივიწყეთ რომ ნაყიდი გაქვთ. ეს არის გრძელვადიანი ინვესტირების ყველაზე სარფიანი მიდგომა.

იმის გასააზრებლად თუ რაზე ვსაუბრობ დააკვირდით ამ დიაგრამას, ეს არის კომპანია Monster Beverage Corp

დიაგრამაზე ხედავთ კომპანიის აქციის ფასის მოძრაობის 22 წლის ისტორიას. კომანია Monster Beverage Corp ის აქციის ფასი ამ პერიოდში გაიზარდა 452,721% ით WOW.

22 წლის წინ, $1000 დოლარის ინვესტიცია ამ კომპანიაში რა მოგებას შეადგენს დღეს? ამის გამოთვლა ბევრად ადვილია ვიდრე წარმოდგენა.

როდესავ ვსაუბრობ გრძელვადიან ინვესტიციაზე, ვგულისხმობ იყიდე და დაივიწყე მიდგომას.

ამ ბლოგში ამ კონკრეტულ საკითხს შევეხე იმისთვის რომ, დავფიქრდეთ და ეს ყოველივე ზემოთ თქმული კარგი გასააზრებელი და დასაფიქრებელია. მინიმუ გონებას ავარჯიშებს.

დღეისათვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.


 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი