კომპანია Roku, Inc. (ROKU) 1115%-იანი მოგებით JDinvestment-ის პორტფელში.

საკითხავი დრო 6 წუთი.

მოგესალმებით.                                                                                        

18 თებერვალს კომპანია Roku, Inc. (ROKU)-წარადგინა 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. მინდა გითრათ რომ, ამ კომპაიის მომავალ წარმატებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად განწყობილი ანალიტიკოსების რაოდენობა არც თუ ისე მცირეა. მაგრამ ჩვენ ანალიტიკოსების მოსაზრებებზე დაყრდნობით არ ვქმედებთ. ჩვენ ვეძებთ ფარულ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენი ვარაუდით იქნება ბიზნესისთვის მოგების მომტანი გრძელვადიან პერიოდში. ამ სახის ფარული შესაძლებლობები კომპანია Roku, Inc. (ROKU)-უხვად ააქვს. რომელიც ხშირად რჩება ანალიტიკოსების ყურადღების მიღმა.

ამ კომპანიის აქციები ჩვენ შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. კომპანიის ერთ აქციაში გადავიხადეთ $38,45

დღეს, 19 თებერვალს შესანიშნავი ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის შემდეგ, აქციის ფასი დაფიქსირდა $467 დოლარზე. რაც ჩვენი ინვესტიციის 1115%-იან ზრდას ნიშნავს.

2020 ოქტომბის თვეში, ჩვენ გავასაჯაროეთ ანალიტიკური ინფორაცია. კომპანია Roku, Inc. (ROKU)-ის შესახებ, სადავ საუბარი გვქონდა შემდეგზე: ამაზონის Amazon Fire TV-ის მომხმარებლებისთვის, ROKU-ს არხები ხელმისაწვდომი გახდა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ თქვენ სახლში გაქვთ Amazon Fire TV device-ი, 8 ოქტომბრიდან, მარტივად თუ ეტყვით “Alexa, open The Roku Channel.” Alexa ამ ბრძანებას მარტივად შეგისრულებთ. ROKU-მ მოახერხა და მისწვდა Amazon Fire TV ის მაყურებლებს. ეს ინფორმაცია იხილეთ აქ.

ამ გარემოებამ დიდი შესაძლებლობა შექმნა კომპანიისთვის, შემსოავლების გენერირების თვალსაზრისით.

მსოფლიოში მოცემული მომენტისთვის გაჩაღებული ბრძოლა მიმდინარეობს ვიდეო კონტენტების დისტრიბუციის ბაზარზე ამ მხრვ დომინანტი პლატფორმებია (ROKU, Amazon, Google) და ასევე დომინანტი კონტენტ პროვაიდერები (Netflix, Hulu, Disney, და სხვა)

რაც შეეხება კონტენტპროვაიდერებს, ჩვენ 2021 წლის იანვრის თვეში შევიძინეთ კომპანია CuriosityStream (CURI)-ის აქციები. ამ კომპანიის ანალისის დროს ჩვენ ვისაუბრეთ ვიდეოკონტენტების მზარდი პოპულარობის შესახებ. სტატია იხილეთ აქ.

კომპანია Roku, Inc. (ROKU)-მ თვიდ აიმკვიდრა როგორც ვიდეო და სატელევიზიო კონტენტების დისტრიბუტორი ROKU, და ამ სახელს უფროდაუფრო ხმამაღალს ხდის.

 სიტყვა არხი არასწორად გამოსახავს კომპანიის სერვისს, ის არ არის არხი, ის არის კონტენტების მასიური ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 10,000 უფასო ფილმს და TV შოუებს, საინფორმაციო და გასართობ გადაცემებს. ის თავაზობს მომხმარებლებს On-demand ფილმებს და TV შოუებს. წარმოიდგინეთ, ეს არის ოპერატიული სისტემა ტელევიზორებისთვის, როგორც ანდროიდია ტელეფონებისთვის, როგორც ვინდოუსია კომპიუტერებისთვის ისეა ROKU ტელევიზორებისთვის. 

კონტენტ პროვაიდერები უფასოდ აწვდიან ROKU ს თავიანთ სატელევიზიო პროდუქტებს დისტრიბუციისთვის რასაც ვერ ვიტყვით Netflix, Amazon, Hulu, Disney, HBO Max, Peacock. ზე.

მე არ ვგულისხმობ რომ უფასოა მომხმარებლებისთვის, ვგულისხმობ რომ ROKU კონტენტ პროვაიდერებს არაფერს არ უხდის. მაშინ როდესაც კომპანია Netflix წელიწადში ხარჯავს $10 მილიარდ დოლარის კონტენტ პროვაიდერებში.

კომპანია ROKU არის ოპერაციული სისტემა ტელევიზორებისთვის და ის აზიარებს სატელევიზო კონტენტებს თავისი ოპერაციული სისტემიდან და ამაში არანაირი ფინანსური დანახარჯი არ აქვს. და ეს უპრეცენდენტოა.

2020Q4 ფინანსური მაჩვენებლები.

18 თებერვალს კომპანიამ გამოაქვეყნა 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები და ეს ციფრები უბრალოდ შთამბეჭდავია.
ჩვენი გადმოსახედიდან კომპანია იმყოფება ადრეულ სტატიაში რომ გახდეს ტოპ მედია პლატფორმა. და ეხლაც კი სკეპტიცისმი ამ კომპანიის მიმართ არ ცხრება. მარტივად Wall Street-ის ანალიტიკოები სწორედაც რომ ვერ ხედავენ თვალნათლივ, კომპანიის მომავალს.

Wall Street-ზე ნაკლებად ნახავთ კომპანიებს რომლების აგენერირებენ $1,8 მილიარდი დოლარის შემოსავალს და იზრდებიან 58% იანი ბიჯით. და ასევე ამ ბიჯით ზრდიან მიზნობრივ ბაზარს. ეს მარტივად არ ხდება.

მაგრამ კომპანია Roku, Inc. (ROKU) ამას ახერხებს.

  • შემოსავლები: 2020 წლის მე-4 კვარტალში კომპანიამ დააგენერირა $649,9 მილიონი დოლარი. რაც გასული წლის მე-4 კვარტალთან შედარების 58%-იან ზრდას შეადგენს. ეს დიაგრამაზეც თვალნათლივ ჩანს. 
  • EPS: მოგების წილმა ერთ აქციაზე შეადგინა $0,49. მაშინ როდესაც Wall Street-ის მოლოდინი იყო $(-0,09) Wall Street ის ანალიტიკოსების მოლოდინზე. დიდი გადაჭარბება
  • აქტიური ექაუნთების რაოდენობა. მომატებულია 14.3 მილიონით და შეადგინა დაფიქსირდა 51,2 მილიონი. ანალიტიკოსების მოლოდინი იყო 50 მილიონი აქტიური ექაუნთი. ესეც სურპრიზი ანალიტიკოსებს.
  • პლატფორმაზე ვიდეოკონტენტების და სხვადასხვა შოუებზე ჯამური ნაყურები საათების რაოდენობა: დაფიქსირდა 17 მილიარდი საათი, რას 56% ით მეტია გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემებთან შედარებით.
  • მომდევნო კვარტლის მოსალოდნელი შემოსავალი: კომპანიამ დაანონსა რომ მომდევნო კვარტალში ელოდება 485 მილიონი დოლარის მოცულობის შემოსავალს რაც 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 51% იანი ზრდა იქნება. Wall Street ის ანალიტიკოსების მოლოდინი იყო 463 მილიონი. ესეც მოლოდინს გადაჭარბებაა.
  • 2021 წლის პირველი კვარტლის EPS ს კომპანია ელოდება $0,13 ის ოდენობით ანალიტიკოსების მოლოდინი იყო $(-0,34) აქაც, საგრძნობი იმედგაცრუება ანალიტიკსებს.

Cash flow და პოზიტიური EBITDA ეს არის მნიშვნელოვანი მინიშნება რომ კომპანია აგენერირებს მოგებას და შეუძლია მეტი კაპიტალის რეინვესტირება რომ გაიზარდოს კიდევ უფრო სწრაფად.

ღრმად მწამს რომ TV ვიდეოსტრიმინგი იქნება გაცილებით დიდი ბაზარი მომავალში.
 

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

კომპანიის შესახებ ფინანსურ მაჩვენებლების ჩვენეულ ანალიზს აუცილებლად შემოგთავაზებთ.  

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი