კომპანია Tesla, Inc. (TSLA). 2021Q2 ფინანსური მაჩვენებლები.

დღეს 26 ივლისს კომპანია Tesla, Inc. (TSLA) აქვეყნებს 2021 წლის მე-2 კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს.

ფაქტია რომ კომპანიის პროდუქტი და თვით კომპანია ყველაზე ხშირად ძებნადი სახელია სოციალურ ქსელებში.

ქვემოთ დიაგრამაზე ხედავთ სოც. ქსელებში ელექტრულ ავტომობილებზე მოთხოვნის და ყიდვის სურვილის ზრდის დინამიკა წლების ჭრილში. ვფიქორბ რომ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გამოცხადებამდე ამ სახის ინფორმაციის თვალის შევლება მნიშვნელოვან წარმოდგენას შექმნის.

დიაგრამაზე ხედავთ 2017 წლის ივლისის თვის შემდეგ, თუ როგორ მატულობს სოც. ქსელებში და საერთოდ ინტერნეტში, ელექტრო მანქანების ყიდვის სურვილის დაფიქსირება ეს დინამიკა მნიშვნელოვანი დინამიკაა.

იმისთვის რომ დავრწმუნდეთ რეალური მომხმარებლების ზრდის დინამიკაში, ელექტრო მობილების შეძენის კუთხით, სხვა და სხვა მომწოდებლების და ბრენდებზე, დააკვირდით შემდეგ დიაგრამას.



დიაგრამაზე ხედავთ მომხმარებლების განზრახვას, სხვადასხვა ბრენდების ელექტრული ავტომობილების ყიდვაზე. პირველ სვეტში არის კვარტლებს შორის ზრდა-კლება და მეორე სვეტში მოცემულია წლიდან წლამდე ზრდა. 

დიახ კომპანია Tesla (TSLA) ს ავტომობილებზე მოთხოვნა ლიდერობს. კომპანია Ford Motor Company (F) ზეც ანალოგიურად ფიქსირდება მოთხოვნა და ეს განპირობებულია ახალი  F-150 მოდელზე მოთხოვნით

შემდეგ დიაგრამაზე ხედავთ კომპანია Tesla (TSLA) ს ავტომობილებზე მოთხოვნის დინამიკას. 

როგორც ხედავთ დიაგრამიდან, წლიდან წლამდე კომპანია Tesla (TSLA) ს ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდი დინამიკით ხასიათდება. საინტერესოა დღეს რა მონაცემებს გამოაქვეყნებს კომპანია. 

 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ

 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი