აქციის ფასსა და მის ღირებულებას შორის სხვაობა.

(დავგეგმეთ სემნარები საფონდო ბირჟბის შესახებ დაინტერესების შემთხვევაში დააკლიკეთ ლინკს აქ)

2020 წლის მარტის თვის შემდეგ (ეს ის პერიოდის როდესაც პანდემიამ მსოფლიო მოიცვა), მახსოვს ვორჭოფობდი კომპანია Trex Company, Inc. (TREX) ის აქციების შეძენაზე. მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური აქტვობების მკვეთრი შემცირებისა, კომპანიის მაჩვენებლები კარგად გამოიყურებოდა, იმ პერიოდში როცა ინვესტიციას ვფიქრობდი კომპანიის აქციის ფასი მერყეობდა $32-$34 დოლარის ფარგლებში. პანდემიის განგნ გამოწვეული შიშს გამო აქციის ფასი ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ნიშNული იყო $28-ი და ვფიქრობდი თუ აქიციის ფასი ჩმოსცდებოდა ისევ $30-ს მაშინ აუცილებლად ვიყიდდი. ეს იყო ჩემი თამასა, ამ კომპანიის აქციაში გადასახდელი ფასი რაზეც კმაყოფილი ვიქნებოდი. მაგრამ აქციის ფასი არასდროს მიუახლოვდა $30-ს.

დღეს, 18 თვის შემდეგ, ერთი აქციის ფასი შეადგენს $113-ს ეს არის ფასის 240%-იანი ზრდა. სულ რაღაც 18 თვეში.

რა არის ღირებულება?

კლასიკური გაგებით, ინვესტორები უყურებენ რიგ კოეფიციენტებს რისი მიხედვითაც ახორციელებენ ინვესტიციებს ამა თუ იმ კომპანიის აქციებში, ეს იქნება დაბალი PE კოეფიციენტი, ან მაღალი დივიდენდის სარგებელი და სხვა უამრავი, მაგრამ ჩემის აზრით ყველაზე შეუფასებელი და არ დანახული ღირებულება კომპანიის შეფასების დროს ეს არის მისი მომავალი ზრდის შესაძლებლობა, პოტენციალი აი ამას კი ვერც ერთი კოეფიციენტი ვერ თვლის. მომავალი ზრდის შესაძლებლობის, პოტენციალის გამოთვლა ეს მიდგომითი საკითხია. ვინაიდან კომპანიის წარსული მაჩვენებლები არ არის გარანტია იმისა რომ, მომავალშიც იგივე მარჟით გააგრძელებს ზრდას. ამიტომ ინვესტიცია ეს მიდგომითი საკითხია.

მოდით უკეთ თვალსაჩინოებისთვის მაგალითს მოვიყვან:

1998 წელს ფინანსური მედია ფართდ აშუქებდა რამოდენიმე ინტერნეტ კომპანიის აქციების შესახებ ინფორმაციას. ერთ ერთ მათგანი იყო კომპანია Amazon.com, Inc. (AMZN)-ი. იმ 1998 წლის ოქტომბერში, კომპანია ამაზონსი ფასი იყო $86-ი. უკვე დეკემბრის თვეში (ორი თვის შემდეგ) კომპანიის აქციის ფასი მიუახლოვდა $242-ს სიტუაცია კომპანიის ირგვლივ ძალიან სწრაფად იზრდებოდა. შემდეგ სამყარო გაგიჟდა ერთ-ერთმა ცნობილმა ფინანსურმა ანალიტიკოსმა კომპანია ამაზონის აქციის, ფასის მიზანშეწონილი ფასი $400-მდე აწია. ამ ანალიტიკური სტატიის გამოსვლისთანავე კომპანიის აქციის ფასმა $45-ით მოიმატა. და დაახლოებით ერთ თვეში დაფიქსირდა $400 დოლარზე. ცოტახანში აქციის ფასი მიუახლოვდა $550-ს.

რა თქმა უნდა ეს არის ბუშტი ვინაიდან კომპანია ამაზონის ღირებულება ისე როგორც მისი აქციის ფასი ერთნაირად არ იზრდებოდა, შესაბამისად კომპანია ამაზონის აქციის ფასი $550 დოლარზე, გაცილებით მეტი იყო ვიდრე მისი რეალური ღირებულება. ამის შემდეგ აქციის ფასი დავარდა 95%-ით. ეს მტკივნეული იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი დახურავდა პოზიციას და დააფიქსირებდა წაგებას, მაგრამ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ამ შტორმს გაუძლებდა და პოზიციას არ დახურავდა?

ინვესტორი რომელიც ღირებულებაზე დაფუძნებით აკეთებს ინვესტიციას მისი მიდგომა შემდეგნაირად გამოიყურება გადაიხადოს აქციაში ის ფასი რომელიც მის ღეალურ ღრებულებაზე ნაკლები იქნება.

მოდით ამ ფენომენს ჩაუღრმავდეთ, რას ნიშნავს გადაიხადო ფასი, რომელიც მის რეალურ ღირებულებაზე ნაკლები იქნება.

ვთქვათ კომპანია XYZ-ის აქციის მიმდინარე ფასი შეადგენს $50-ს.

როგორ დავთვალოთ კომპანია XYZ ის რეალური ღირებულება? წარმოდგენისთვის გთვაზობთ ყველაზე მარტივ გამოთვლას იმისთვის რომ, წარმოდგენა შევიქმნათ კომპანიის აქციის ღირებულებაზე. ვიმეორებ, ეს არ არის სწორი გზა კომპანიის აქციის რეალური ღირებულების გამოსათვლელად, ეს მხოლოდ წარმოდგენას შექმნის რაზე ვსაუბრობ.

ავიღოთ კომპანია XYZ-ის ქეში, დაუმატოთ ასეტების ღირებულება*0,75-ზე, გამოვაკლოთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებები და გავყოთ გამოშვებული აქციების რაოდენობაზე. (ყველა ეს ჩანაწერი კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებში არის მოცემული Balance Sheet, Income statement, cash flow)
რას გვაძლევს ეს გამოთვლა?
დაუშვათ და წარმოვიდგინოთ რომ, კომპანია XYZ დღეს წავიდა ბანკროტზე, რა დარჩება კომპანიისგან? დარჩება ქეში რაც საბანკო ანგარიშებზე გააჩნია, დარჩება ასეტები რომლის ლიკვიდაციაც მოუწევს კომპანიას რომ აქციოს ქეშად.
ასეტების ღირებულებას ვამრავლებ 0,75-ზე. აქ ვვარაუდობ იმას რომ, ასეტის რეალური ღირებულება სწრაფად ლიკვიდაციის შემთხვევაში 25%-იანი ფასდაკლებით მოხდეს.

რასაც მივიღებთ ნაღდი ქეშით და ასეტების ლიკვიდაციით უნდა გამოვაკლოთ ვალდებულებები. შედეგად დაგვრჩება ის რაც ღირს კომპანია. შემდეგ ამ თანხას გავყოფთ გამოშვებული აქციების რაოდენობაზე და მივიღებთ ერთი აქციის რეალურ ღირებულებას.
დაუშვათ ამგვარი გამოთვლით მივიღეთ რომ, ერთ აქციის ღირებულება შეადგენს $40-ს აქციის მიმდინარე ფასი კი შეადგენს $50-ს, რაც $10-ით მეტია მის, ჩვენი გამოთვლით რეალურ ღირებულებაზე.
მოდით გავაგრძელოთ ეს სცენარი და უფრო ღრმად ჩავიდეთ. დაუშვათ რომ ეს XYZ კომპანია წელიწადში აგენერირებს. ერთი ქციის წილად მოგებას $3-ის ოდენობით. გამოდის რომ, თუ დღეს გადავიხდით ერთ აქციაში $50-ს. 3 წელიწადში ამ კომპანიის აქციის რეალური ღირებულება გაუტოლდება ჩვენს მიერ სამი წლის წინ გადახდილ ფასს. მაგრამ აქ ერთი ნიუანსია, თუ კომპანია გააგრძელებს მინიმუმ ერთ აქციის წილად იმ ოდენობის მოგების გენერაციას რასაც წარსულში აგენერირებდა. და მეორე: რომ გაზარდოს ერთ აქციის წილად მოგების მაჩვენებლის გენერაცია, მაშინ გაცილებით ადრე მიუახლოვდება აქციის რეალური ღირებულება მის ჩვენს მიერ გადახდილ ფასს.
ღირებულებას.

მოკლედ მომავალში ამ კომპანიის ფასი გაცილებით მეტი იქნება ვიდრე ჩვენს მიერ გადახდილი ფასი.

და აქ გასათვლელია, სავარაუდოდ მომავალი ბიზნესოპერირება როგორ გაგრძლედება? როგორ პროდუქს ქმნის კომპანია, რამდენად მოთხოვნადია პროდუქტი? ხომ არ არის ადვილი ამ პროდუქტის კოპირება. რა სახის მენეჯმენტი მართავს კომპანიას, და სხვა უამრვი დეტალი. ამიტომ ინვესტირების კეთება არ არის მხოლოდ ციფრების თამაში, ეს მენტალური თამაშია და წარმატება ბევრ გარემოებებზე არის დმოკიდებული.

ალბათ ქუჩაში რომ გავაჩერთ ნებისმიერი 10 ადამიანი და დაუსვათ კითხვა რომელი კომპანიის აქციებს იყიდდით. სავარაუდოდ აბსოლიტური უმრავლესობა დაასახელებს:  Apple Inc. (AAPL). Facebook, Inc. (FB). Amazon.com, Inc. (AMZN). მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ, არავინ ახსენებს კომპანია. Lancaster Colony (LANC) ეს არის კომპანია რომელიც აწარმოებს გაყინულ საკვებ პროდუქტებს ამ კომპანიის პროდუქტები იყიდება შეერთებული შტატების თითქმის ყველა მარკეტში და საკმაო პოპულარობით სარგებლობს. გასულ კვარტალში კომპანიამ დაანონსა რომ, მან გაზარდა გასაცემი დივიდენდის მოცულობა $0,70 ცენტიდან $0,75 ცენტამდე და ეს უკვე დივიდენდის 58-ე ზრდა არის ამ კომპანიის საფონდო ბირჟაზე არსებობს მანძილზე, მერწმუნეთ ამ მიმართულებით ამგვარ შედეგს ბევრი კომპანია ვერ დაიკვეხნის.
1990 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული კომპანიის აქციის ფასი დივიდენდების ჩათვლით გაზრდილია 13502%-ით წამროიდგინეთ ინვესტირებული კაპიტალის ამგვარი ზრდა. დიაგრამაზე ხედავთ სწორედ ამ შესანიშნავ შედეგს აქციის ფასის ზრდის.

რა არის აქ მნიშვნელოვანი? კეთილი, მოგახსენებთ. ამ კომპანიის შესახებ არავინ საუბრობს. კომპანიის მაჩვენებლები არასდროს განიხილება CNBC ზე ან Bloomberg-ზე არცერთი ფინანსური ანალიტიკოსი არ იძლევა ამ კომპანიის შესახებ რეკომენდაციას ინვესტორებისთვის. და ბევრმა არც კი იცის მიუხედავად იმისა რომ ამ კომპანიის პროდუქტებს მოიხმარენ, ის რომ ამ კომპანისი აქციები ხელმისაწვდომია საფონდო ბირჟაზე საინვესტიციოდ. რატომ? იმიტომ რომ ეს კომპანია არასდროს შესულა შერწყმაში არც ერთ კომპაინიასთან, არასდროს დაჭირვებია საბანკო სესხი. შესაბამისად ეს კომპანია ფარდის მიღმა დგას, საბანკო სექტორისგან საიდანაც ხდება ხშირად ანალიტიკური ინფორმაციების გასვლა რეკომენდაციების სახით ინვესტორებისთვის. ეს კომპანია აჩრდილი კომპანიაა და შესაბამისად ამგვარ კომპანიებში ჭკვიანი ფული კავდება, გააზრებული კაპიტალი შედის.

რა ვიცით კომპანია Nathan’s Famous (NATH). ის შესახებ არაფერი ესეც აჩრდილი კომპანიაა, Wაal Street-ის ყურადღების მიღმა მდგომი. ამ კომპანიის შესახებაც ბევრს ვერაფერს მოიძებთ ინტერნეტში საუბარი მაქვს ანალიტიკურ ინფორმაციაზე. ეს კომპანია არის Fast Food კომპანია და ყიდის ჰოთ დოგ-ებს და აქვს საკმაოდ კარგი სარეალიზაციო ქსელი. ყველამ კარგად ვიცით კომპანია McDonald's Corporation (MCD). მაგრამ არაფერი ვიცით Nathan's Famous, Inc. (NATH) ის შესახებ. დააკვირდით დიაგრამას კომპანიის აქციის ფასი 2002 წლიდან მოყოლებული გაზრდილია 3545%-ით.



დააკვირდით კიდევ ერთ კომპანიას Atrion (ATRI). ეს კომპანია აწარმოებს სამედიცინო პროდუქტებს, დაფუძნებულია დალასში. კომპანია საკმაოდ პატარაა მარკეტკაპიტალიზაციის თვალსაზრისით და შეადგენს $1.30 მილიარდს. კომპანია აწარმოებს სადენზიფექციო მოწყობილობებს.

22 წლის წინ შეგეძლოთ ამ კომპანიის აქციის შეძენა $7-ად დღეს ამ კომპანიის აქციის ფასი არის $714-ი რაც დაახლოებით 11000%-ინაი ზრდას შეადგენს.

გამოიცანით: რამდენი ანალიტიკოსი იძლევა ამ კომპანიის შესახებ საინვესტიციო რეკომენდაციას ან რამდენი ანალიტიკოსის ანალიტიკური ინფორმაცია არსებობს? სწორია ნოლი.

როგორ შეიძლება ამგვარი კომპანიების მოძებნა და ინვესტირება? ეს მრავალწახნაგოვანი კითხვაა და ამას სწორად ფიქრის უნარი სჭირდება. ამგვარ შედეგს ვერ მოგცემთ მხოლოდ კარგი ფინანსური ცოდნა, ეს მიდგომითი საკითხია და ეს მნიშვნელოვანია.

იფიქრეთ ამაზე, დღეისათვის სულ ეს იყო.

ინფორმაცია დაინტერესებულთთვის:  (დავგეგმეთ სემნარები საფონდო ბირჟბის შესახებ დაინტერესების შემთხვევაში დააკლიკეთ ლინკს აქ)
 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ

 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
29 დეკ. 2022
შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი ვოტსონის ისტორია. ქურდობის უპირატესობა.

რთული სამუშაო კვირის ბოლოს. იმისთვის, რომ თავი განერიდებინათ ნისლიანი ალბიონისთვის, შერლოკ ჰოლმსმა და ექიმმა ვატსონმა გადაწყვიტეს წა...

0 კომენტარი
სრულად ნახვა
31 ოქტ. 2022
რას ნიშნავს ზიზნესის უსაფრთხოების თხრილი. MOAT

მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ, კომპანიები მძლავრი მანქანებია, რომლებიც იღებენ კაპიტალს, ახდენენ ამ კაპტიტალის ინვესტირებას პროდუქტებსა თ...

0 კომენტარი