რას გვასწავლის ROIC (Return on invested capital) მნიშვნელოვანი ფინანსური კოეფიციენტი კომპანიის აქციებში ინვესტირებისთვის.

ინვესტირებული კაპიტალის ამონაგები (Return on invested capital (ROIC)) ეს კოეფიციენტი განსაზღვრავს კომპანიის ეფექტურობას, კაპიტალის ალოკაციის მხრივ. მარტივად რომ ვთქვათ: რამდენად სარფიანად ახორციელებს კომპანია კაპიტალდაბანდებას ან საუბარია რეინვესტირებაზე ან სხვა მომგებიანი პროექტების დაფინანსებაზე. .

ROIC ის ფორმულა ესე გამოიყურება:

ROIC  =   (After Tax Operating Income)/(Invested Capital)

ნუ შეგეშინდებათ თუ ფორმულის შინაარსი თავიდან გაუგებრად მოგეჩვენებათ. ეს ესე ხდება. ცოტახანში შევეცდები ნათელი მოვფინო ამ კოეფიციენტის მნიშვნელობას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანასური კოეფიციენტია კომპანიის აქციების შესაფასებლად.

დავსვათ მარტივი შეკითხვა რა ინფორმაციას გვაწვდის ROIC ცოეფიციენტი?

ფინანსურ სამყაროში ROIC კოეფიციენტის მონათესავე კოეფიციენტებია ((ROA) Return on Assets) და მეროე კოეფიციენტია ((ROE Return on Equity).

მოდით გავერკვეთ რას გვასწავლის კოეფიციენტები ROA და ROE და მეტად მნიშვნელოვანია რა ინფორმაციას გვიმალავენ ეს კოეფიციენტები და მერე განვიხილოთ კოეფიციენტი ROIC რომელის ამ მნიშვნელოვან ფარულ ინფორმაციას ნათელს ჰფენს. ის ავსებს მნიშვნელოვან სიცარიელეს.

წარმოვიდგინოთ რომ თქვენ ხართ პროგრამული ზრუნველყოფის საკონსულტაციო კომპანიის მფლობელი ქვემოთ მოცემულია თქვენი კომპანიის ბალანსი (Balance Sheet) და შემოსავლის ანგარიშგება (Income statement) 2021 წლისთვის.

ROA = (Net Income)/(Total Asset)

ROA = $28/$100 = 28%

მოდით განვმარტოთ რა შინაარსის ინფორმაციას გვაწვდის ROA? ROA არის ფინანსური კოეფიციენტი რომელიც მიგვანიშნებს თუ რამდენად მომგებიანია კომპანია მის მთლიან აქტივებთან მიმართებაში. კორპორატიულ მენეჯმენტს, ანალიტიკოსებს და ინვესტორებს შეუძლიათ გამოიყენონ ROA, რათა დაადგინონ, რამდენად ეფექტურად იყენებს კომპანია თავის აქტივებს მოგების მისაღებად.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გიო და და დავითი ორივე იწყებენ ჰოთ-დოგის ბიზნესს. გიო $1500 დოლარს ხარჯავს ლითონის სტენდის და ურიკის შესაძენად სადაც მოამზადებს ჰოთ-დოგებს, ხოლო დავითი $15000 დოლარს ხარჯავს მცირე ზომის სამარშუტო ავტომობილზე რომელიც გაფორმებულია შესაბამისად და რომელშიც ჩამონტჟებულია ჰოთ-დოგებს დასამზადებელი სტენდი.

დავუშვათ, რომ ეს ინვესტიცია ორივესთვის წარმოადგენს ერთადერთ აქტივს, რომელიც თვითოეულმა ბიზნესმენმა გამოიყენა. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გიო გამოიმუშავებდა $150 დოლარს, დავითი კი $1200 დოლარს, გამოდის რომ დავითს უფრო ღირებული ბიზნესი ექნებოდა, მაგრამ გიოს უფრო ეფექტური. ზემოაღნიშნული ფორმულის გამოყენებით, ჩვენ ვხედავთ, რომ გიოს ბიზნესის ამონაგები, დასაქმებული აქტივიდან არის ROA და ეს კოეფიციენტი არის $150 / $1,500 = 10%. ანუ გიოს ბიზნესის საწარმოებლად დასაქმებული აქტივების ღირებულების 10% აგენერირებს შემოსავლის სახით, ხოლო დავითი ბიზნესში დასაქმებული აქტივით აგენერირებს აქტვიების ღირებულების 8%-ს დავითს ბიზნესის ROA =  $1,200/$15,000 = 8%.
როდესაც ვაფასებთ ბიზნესს მთვარია დასაქმებული აქტივების ეფექტურობა, რამდენად ეფექტურად იყენებს მენეჯმენტი ბიზნესში დასაქმებულ აქტივებს.

მოდით გამოვთვალოთ ROE.

ROE = (Net Income)/EQUITY

ამ მოცემულობაში ჩანაწერი Equity უცნობია, ვინაიდან ის ზემოთ მოყვანილ გრაფიკულ გამოსახულებაში არსად ფიგურირებს.

როგორ გამოვთვალოთ EQUITY (კაპიტალი)

ბუღალტრულ ჩანაწერებში ბავშვმაც იცის რომ  Asset = Liabilities + Equity ეს როგორც 2*2=4 იგივე რანგის ტოლობაა.

ამ ტოლობიდან გამომდინარეობს შემდეგი: Equity = Assets - Liabilities

Equity = $100 - $40

Equity = $60

ROE  = (Net Income)/EQUITY=  $28/$60 = 46,67%

ROE = 46.67%

(გრაფიკულ გამოსახულებაზე ჩანაწერებში მოცემული ფერები შეესატყვისება ფორმულაში მოცემულ მონაცემებს.)

მოდით განვმარტოთ რა შინაარსის ინფორმაციას გვაწვდის ROE? ROA-სგან განსხვავებით.

ROE ასევე არის ფინანსური კოეფიციენტი რომელიც გვაწვდის ინფორმაცის თუ რამდენად მომგებიანია კომპანია მის კაპიტალთან მიმართებაში (ROE) არის ფინანსური მაჩვენებლის საზომი, რომელიც გამოითვლება წმინდა შემოსავლის აქციონერთა კაპიტალზე გაყოფით. იმის გამო, რომ აქციონერთა კაპიტალი უდრის კომპანიის აქტივებს, გამოკლებული მისი ვალდებულებები, Equity = AssetsLiabilities. ROE ითვლება წმინდა აქტივების ანაზღაურებად.

მაგალითად, წარმოიდგინეთ კომპანია, რომლის წლიური შემოსავალია (Net Income) $1,800,000 და აქციონერთა კაპიტალი (EQuity) $12,000,000-ს შეადგენს ამ კომპანიის ROE იქნება 15%, ანუ $1.8 მილიონი გაყოფილი $12 მილიონზე.

როგორც რეალური მაგალითი, განვიხილოთ Apple Inc.-ის (AAPL) ფინანსური ანგარიშები ფისკალური, 2018 წლისთვის. კომპანიამ გამოიმუშავა $59.5 მილიარდი წმინდა შემოსავალი. ფისკალური წლის ბოლოს, მისი აქციონერთა კაპიტალი შეადგენდა $120,5 მილიარდს.

მაგალითად, წარმოიდგინეთ კომპანია, რომლის წლიური შემოსავალია (Net Income) $1,800,000 და აქციონერთა კაპიტალი (EQuity) $12,000,000-ს შეადგენს ამ კომპანიის ROE იქნება 15%, ანუ $1.8 მილიონი გაყოფილი $12 მილიონზე.

როგორც რეალური მაგალითი, განვიხილოთ Apple Inc.-ის (AAPL) ფინანსური ანგარიშები ფისკალური, 2018 წლისთვის. კომპანიამ გამოიმუშავა $59.5 მილიარდი წმინდა შემოსავალი. ფისკალური წლის ბოლოს, მისი აქციონერთა კაპიტალი შეადგენდა $120,5 მილიარდს.

Apple-ის ROE (ანაზღაურება კაპიტალზე) ROE  =  (Net Income)/EQUITY=  ($59.5)/$120.5 = 49.3%

2018 წელს კომპანია Apple-ის ROE თავის თანამოძმე და თნატოლ კომპანიებთან შედარებით იყო შეესანიშნავი, მაგალითად: კომპანია Amazon.com, Inc.-ს (AMZN) ჰქონდა ROE 28.3%
Microsoft Corp.-ს (MSFT) ჰქონდა ROE 19.4%.
Google-ს (GOOGL) ჰქონდა ROE 18.6%.

მდით ეხლა განვმართოთ რა ნაკლოვანება აქვთ ამ კოეფიციენტებს, რა სახის ინფორმაციას მალავენ?

რა პრობლემა აქვს ROA-

დაუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს. ROA-ს გამოანგარიშებისას ჩვენ გამოვიყენეთ მთლიანი აქტივები, რომელიც შეადგენს $100.

დაუკვირდით ერთ გარემოებას „ Cash in hands ნაღდი ფული“ (იხილეთ ზემოთ გრაფიკული გამოსახულება პირველი ჩანაწერი) და (Investments. მე-3 ჩანაწერი გრაფიკულ გამოსახულებაში), რეალურად არ ღებულობენ ამ ბიზნესისთვის საოპერაციო შემოსავლის გენერირებაში მონაწილეობას. ვინაიდან ერთი ინვესტირებული კაპიტალია და მეორე კი ქეში რომელიც საბანკო ანგარიშზე დევს დაუსაქმებლად. და ვინაიდან განტოლებაში ეს ორივე მონაწილეობს და შეწონილია $100-ში. ეს ამცირებს მაჩვენებელს. რატომ? თუ მნიშვნელი უფრო მაღალია, მაშინ მოგება უფრო დაბალი იქნება. (რეალურთან მიმართებაში ცდომილებას იძლევა წესით უნდა გამოგვერიცხა ეს ორი მაჩვენებელი, ნაღდი ფული (cash in hands): $20 და ინვესტიცია (investment): $30.

რა პრობლემაა ROE-სთან?

იგი ითვლის აქციონერების მიერ მიღებულ შემოსავალს. ამ მაგალითში ჩვენ ვარ ერთადერთი აქციონერი და კაპიტალი არის $60 (Equity = $100 - $40). მასში გამორიცხულია ვალი. დიდი ვალის აღებით მაგალითად თუ ბიზნესოპერირებისთვის გახდა საჭირო ვალის აღება, ROE შეიძლება არსებითად გაიზარდოს ძირითადი ბიზნესის გაუმჯობესების გარეშე. რატომ? ბევრი ვალის აღება ამცირებს კაპიტალს (Equity = $100 – ($40 + X (ვალი)), რომელიც არის მნიშვნელში და, შესაბამისად, მოგება უფრო მაღალი იქნება.

ROE = (Net Income)/EQUITY=  $28/($60-ვალი) = 46.67%

ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება ბიზნესის ოპერირების გაუმჯობესების გარეშე. რაც კომპანიის შეფასების დროს შეცდომაში შემყვანი შეიძლება იყოს.
განვიხილოთ მაგალითი, მაგალითად თუ პირველ წელს იყო Equity = $100 - $40 = $60 მაშინ

ROE = (Net Income)/EQUITY=  $28/$60 = 46.67%

მეორე წელს თუ კომპანიამ აიღო ვალდებულება $25 ხოლო არ გაუზრდია ბიზნესოპერირებიდან მოგება მაშინ: Equity = $100 - $40-$25= $35 ხოლო ROE იქნება.

ROE = (Net Income)/EQUITY=  $28/$35 = 80%

და ეს გაუმჯობესება გამომდინარეობს მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიამ აიღო ვალდებულება. რაც კომპანიის შეფასების დროს ასევე ხელის შემშლელი ფაქტორია.

და აი სად ერთვება მაშველად ROIC კოეფიციენტი. რომელიც ამ შავ ხვრელებს ავსებს.

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, როგორ გამოვთვალოთ "ინვესტირებული კაპიტალი" (Invested Capital) და საოპერაციო შემოსავალი საგადასახადო ვალდებულების შემდეგ (After Tax Operating Income)

ROIC = (After Tax Operating Income)/(Invested Capital)

(Invested Capital)  ინვესტირებული კაპიტალი არის ფული, რომელიც ჩადებულია ბიზნესში საოპერაციო შემოსავლის გამომუშავებისთვის.

Invested Capital = (Total Assets - Excess Cash - Investments) - (Non Interest Bearing Current Liabilities) = $100 - $10 - $30 - $30 = $30

რატომ გვჭირდება გამოვაკლოთ ნაღდი ფული (Excess Cash) და ინვესტიცია (Investments)?

ფულადი სახსრებისა და ინვესტიციების ნაწილი შეიძლება პირდაპირ არ იყოს გამოყენებული ბიზნეს ოპერირებისთვის და შესაბამისად, არ უნდა ჩავრთოთ ის ინვესტირებულ კაპიტალში. ამ მაგალითში დაუშვათ რომ ბიზნესს სჭირდებოდა ოპერირებისთვის მხოლოდ $10-ი ნაღდი ფულიდან. და არა სრულად $20-ი, რომელიც არის Cash in hands ჩანაწერში (იხილეთ გრაფიკული გამოსახულებაში პირველი ჩანაწერი). ამიტომ გამოვრიცხეთ $20-დან $10-ი და დავტოვეთ $10-ი. ამ შემთხვევაში ვვარაუდობთ რომ ბიზნესს მხოლოდ ოპერირებისთვის სჭირდებოდა $10-ი. ასევე თუ დააკვირდებით Investment-ის ჩანაწერს რომელიც შეადგენს $30-ს, ეს კაპიტალი არის ინვესტირებული სახელმწიფო ობლიგაციებში, და არანაირი კავშირი არ აქვს, არ ღებულობს მონაწილეობას ჩვენი კომპანიის ძირითადი საქმიანობაში, რომელიც არის პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესი. ამიტომ კაპიტალის ეს მოცულობაც დავაკელით საანგარიშო მონაცემს. ჩვენ ხომ სინამდვილეში გვაინტერესებს ჩვენს ბიზნესში, ჩვენი ბიზნესის მიერ გენერირებული მოგების რეინვესტიციის შედეგად მიღებული ამონაგები რამდენია? ამიტომ საანგარიშოდ უნდა დავტოვოთ მხოლოდ ის კაპიტალი რომლიც ჩვენი ბიზნესსის ოპერირებას მოხმარდა. და გამოვრიცხოთ სხვა მიმართულებით დასაქმებული კაპიტალის მოცულობები. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ბიზნესს საქმიანობა რამდენით ზრდის ჩვენი ბიზნესიდან მიღებული მოგების რეინვესტირებულ კაპიტალს.

რატომ გამოვაკლოთ „უპროცენტო მიმდინარე ვალდებულებები“ (Non Interest Bearing Current Liabilities)

ჩვენმა კომპანიამ „კომპიუტერები და ბიზნესისთვის აღჭურვილობა“ $50 დოლარად შეიძინა (ინფოგრაფიკაზე მე-2 ჩანაწერი Computers and Equipments) ეს კაპიტალიც გამოსაკლებია ვინაიდან ეს ბიზნესისთვის საჭირო მოწყობილობების ღირებულებაა და პირდაპირ არ მონაწილეობს კაპიტალის ინვესტიციაში. გავიმეორებ: ჩვენ გვაინტერესებს ბიზნესში, ამ ბიზნესის მიერ გენერირებული საკუთარი კაპიტალის (ქეშის) ინვესტირებით მიღებული ამონაგების მოცულობა?

ასევე ჩვენს კომპანიას მომწოდებლების $30 დოლარის ვალი აქვს, რომელიც გადასახდელია მომავალში, მაგრამ ჯერ არ გადაგვიხდია და ეს კაპიტალი, ინტერესისგან სუფთაა.

რას ნიშნავს ინტერესისგან სუფთა? წარმოიდგინეთ ვალდებულება გვაქვს მაგრამ ეს ვალდებულება უფასოა. ეს რომ ბანკის ვალდებულება იყოს ბანკისთვის საპროცენტო სარგებელი გვექნეოდა გადასახდელი, ამ შემთხვევაში კი კონსიგნაციით გვაქვს აღებული მომსახურეობა ან ინვენტარი და მისი ფული კი ჯერ არ გადაგვიხდია. ეს უფასო ვალდებულებაა, ეს არის უფასო ფული რომელსაც ეწოდება (float ეს არის სხვა ხალხის ფული, პროცენტის გარეშე).

რატომ უნდა დავამატოთ "გრძელვადიანი ვალი"

ეს არ არის უფასო ფული და კომპანია იხდის პროცენტს ამ ქეშის გამო, ეს გადახდილი პროცენტი ცვითავს ინვესტირებული კაპიტალის ამონაგებს და ეს გასათვალისწინებელია.

გადასახადის შემდეგ საოპერაციო შემოსავალი გამოითვლება როგორც ქვემოთ მოცემულია.

გავიხსენოთ ROIC ის ფორმულა. ROIC = (After Tax Operating Income)/(Invested Capital)

საიდანაც გადასახადის შემდეგ საოპერაციო შემოსავალი ჩვენს ფორმულაში მნიშვნელი (After Tax Operating Income) გამოითვლება შემდეგნაირად.
After Tax Operating Income = Operating Income * (1 - taxRate)
$35 * (1 - 9.67%) = $35 - 3.38  = $31.62
საიდანაც Operating Income = $35
taxRate = 9,67%

აუცილებელია თუ არა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინება?
ჩვენ გვირჩევნია ავიღო საგადასახადო საოპერაციო შემოსავალი (კაპიტალი რაც დარჩება საგადასახადო ვალდებულებბეის გასტუმრების შემდეგ). მიზეზი არის ის, რომ საგადასახადო მდგომარეობა განსხვავებულია ზოგიერთ ინდუსტრიაში. ასევე რთულია გადასახადების სტრუქტურები ამიტომ ვამჯობინებ გამოვცხრილო საგადასახადო ვალდებულებების მოცულობა.
ახლა ჩვენ გამოვთვალეთ როგორც საგადასახადო საოპერაციო შემოსავალი, ასევე ინვესტირებული კაპიტალი, მოდით დავასრულოთ თავსატეხი.
ROIC = (After Tax Operating Income)/(Invested Capital) = $31,62/($30 ) = 105,40%

ROIC ზომავს ბიზნესის ეფექტურობას

  1. ROIC ითვლის მხოლოდ იმ აქტივებს და ვალდებულებებს, რომლებიც გამოიყენება ბიზნესისთვის საოპერაციო შემოსავლის შესაქმნელად. დანარჩენს შლის (არ ითვალისწინებს). ეს ზუსტად ასახავს იმას თუ როგორ ფინანსდება ძირითადი ბიზნესაქტივობა.
  2. შესანიშნავ ბიზნესს აქვს ROIC-ის მაღალი მაჩვენებელი. ეს ნიშნავს ყოველ $1 დოლარ ინვესტირებულ კაპიტალზე კომპანია რა ამონაგებს აგენერირებს.
  3. პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც ჩვენ მაგალითად წარმოვადგინეთ, არის შესანიშნავი ბიზნესი, რადგან ის გამოიმუშავებს ამონაგების სახით 105,40%-ს ინვესტირებულ კაპიტალზე.

თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი ინვესტიციების წარმატების შანსები, უმჯობესია კაპიტალი დააბანდოთ ისეთ ბიზნესში, რომელსაც აქვს მაღალი ROIC მაჩვენებელი. ასევე დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ დაინტერესებულ ბიზნესს აქვს "უსაფრთხოების გალავანი" (MOAT- ამ ფენომენზე მოგვიანებით დავწერ).
ამონარიდი კომპანია berkshire hathaway ის 1988 წლის წერილიდან.

  • Take the breakfast cereal industry, whose return on invested capital is more than double that of the auto insurance industry (which is why companies like Kellogg and General Mills sell at five times book value and most large insurers sell close to book). The cereal companies regularly impose price increases, few of them related to a significant jump in their costs. Yet not a peep is heard from consumers. But when auto insurers raise prices by amounts that do not even match cost increases, customers are outraged. If you want to be loved, it’s clearly better to sell high-priced corn flakes than low-priced auto insurance.

ფინანსური კოეფიციენტი ROIC-ის ახსნა განმარტების შემდეგ მოდით გამოვთვალოთ კომპანია Amazon.com, Inc. (AMZN) ისთვის ROIC კოეფიციენტი.

ამაზონმა 161,451 მილიარდი ინვესტიცია განახორციელა ბიზნესში და საიდანაც 72,539  მილიარდი ფინანსდება მომწოდებლების მიერ უფასოდ. აქედან გამომდინარე, ჯამური ინვესტირებული კაპიტალი შეადგენს 88,912 მილიარდს (161,451 – 72,539). როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება? ნაწყვეტი კომპანიის ინვესტორებისადმი განკუთვნილი მოხსენებიდან:

Because of our model we are able to turn our inventory quickly and have a cash-generating operating cycle. On average, our high inventory velocity means we generally collect from consumers before our payments to suppliers come due.

მე გადავხედე შემოსავლების ანგარიშის და გადასახადამდე შემოსავალი ოპერაციებიდან After Tax Operating Income არის $33,364 მილიარდი. შესაბამისად, ROIC  ინვესტირებული კაპიტალის ამონაგები გამოდის ROIC = (After Tax Operating Income)/(Invested Capital)  = $33,364/$88,912 = 37,52%

ეს შესანიშნავია.

ამ დროისთვის სულ ეს იყო. 

 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი