ჩვენს შესახებ

 

               

 

 

 

 

 

მე გახლავართ ჯაბა დიხამინჯია, ჩემს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ამერიკის საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციებში ინვესტიციების განხორციელება, ამ საქმიანობის საკმაოდ მრავალწლიანი გამოცდილება გამაჩნია. ასევე გახლავართ: კაპიტალ მენეჯმენტ კომპანია, JSC FAGUS-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

კომპანია „ფაგუსის“ საქმიანობა განისაზღვრება შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებზე კომპანიებში წილების შეძენით, აქციების სახით. გარდა ამისა, ვმართავ კერძო ანგარიშებს, შტატების საფონდო ბირჟებზე, კომპანის აქციებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით.

საიტი რომელიც შევქმენი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ვინაიდან ქართულ ინტერნეტსივრცეში ამ მიმართუელბით ძლიან მწირი ინფორმაციაა,

ამ საიტზე თავმოყრილი იქნება უამრავი ინფორმაცია. ცნობილი კომპანიების შესახებ. მათი ფინანსური და ფუნდამენტალური ანალიტიკა.

ფასდაუდებელ ინფორმაციას იძლევა კვარტალში ერთხელ კომპანიების მიერ წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი. ამგვარ ინფორმაციებს შეხვდებით ამ საიტზე.

ამგვარი საინფორმაციო საგანმანათლებლო საიტის შექმნის მიზანი იყო ის რომ შემექმნა ადგილი სადაც თავს მოიყრიან ამ თემით დაინტერესებული ადამიანები, ადამინები ვისაც არ ეზარებათ ფიქრი. მუდმივად ეძებენ ახალს. ვისაც არ ეშინია გაუკვალავში სიარულის. ვინაიდან ეს თვისებები უმნიშვნელოვანიესია იმისთვის, რომ ნაბიჯი წინ გადაიდგას. ნაბიჯი არ ვიცოდიდან ვიციმდე.

და ბოლოს მე გახლავართ ასევე წიგნი "მენტალური შაბლონები" ავტორი. წიგნში საუბარია იმ ძირითად მნიშვნელოვან მენტალურ შაბლონებზე რომელიც საჭიროა სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებების მისაღებად, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. "სწორად ფიქრი" ეს მნიშვნელოვანი დებულებაა. შაბლონების ქვეშ ვგულისხმობ შემდეგს: 

ადამიანი რომელიც აღჭურვილია მხოლოდ ჩაქუჩით, ნებისმიერი გამოწვევა ეჩვენება ლურსმნად.

ამ შემთხვევაში ჩაქუჩი არის ერთი იარაღი, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეს ასრულებს, ეხლა წარმოიდგინეთ მეორე ადამიანი რომელსაც უჭირავს იარაღების ყუთი და მასში მოთავსებულია უამრავი სხვადასხვა სამუშაო იარაღი: ჩაქუჩი, რამოდენიმე სახის პრტყელტუჩა, სხვადასხვა ზომის სახრახნისი, ხერხი, ბურღი და სხვა უამრავი იარაღი. ეჭვგარეშეა, რომ ამგვარი იარაღებით აღჭურვილი ადამიანი გაცილებით ბევრ გამოწვევას გაუმკლავდება, ვიდრე მხოლოდ ჩაქუჩით აღჭურვილი ადამიანი.

ეხლა წარმოიდგიენთ, რომ ეს პირობითი იარაღების ყუთი არის თქვენი მენტალური ყუთი, თქვენი გონება. და სამუშაო იარაღების ანალოგი არის, ჩვენს ირგვლის მყოფი სამყაროს მუშაობის სხვადასხვა პრინციპები, შაბლონები, აღებული სხვადასხვა მიმართულების მეცნიერებიდან.

წიგნში მოყვანილი უამრავი ცხოვრებისეული მაგალითი, განხილულია სწორედ ამგვარი შაბლონების პრიზმიდან.

მადლობა ყურადღებისთვის.